"დინამო თბილისმა" 29 მაისს ოფიციალურ გვერდზე გაავრცელა ინფორმაცია, რომ კლუბს სამი ესპანელი ლეგიონერი შეუერთდა.

ეს ფეხბურთელები საწვრთნელ პროცესში მიიღებენ მონაწილეობას და შემდეგ გადაწყდება, დარჩებიან თუ არა ისინი დედაქალაქურ გუნდში.

Sportall.ge ამ სტატიაში შეეცდება, ეს სამი სპორტსმენი წარმოგიდგინოთ.

დავიწყოთ 29 წლის ფორვარდ ბორის გაროსით, რომელიც ბოლოს ესპანეთის მესამელიგელ "უელვას" ღირსებას იცავდა.

თუ Soccerway.com-ს დავუჯერებთ, მან აღნიშნული გუნდის მაისური 37 შეხვედრაში მოირგო და თავი 10 გატანილი ბურთითაც გამოიჩინა.

2016/17 წლების სეზონში გაროსი ესპანეთის რანგით მეოთხელიგელ "გავაში" ირჯებოდა, სადაც 38 მატჩში 25 ბურთი შეაგდო.

29 წლის შემტევი ასევე ირიცხებოდა მეოთხელიგელ "ჰოსპიტალეტში", ამავე ლიგის ბინადარ "პრატში", 2013/14 წლების სეზონში კი "სანტ ანდრეუს" მაისურს ირგებდა.

რაც შეეხება 22 წლის ნახევარმცველ ალექსანდერ კიერემეს, ის ბოლოს ჩვენ მიერ უკვე ნახსენებ "გავაში" ირჯებოდა.

ის ესპანური კლუბის, "ალბასეტეს" აღზრდილია. საინტერესოა, რომ Transfermarkt-ის მონაცემებზე დაყრდნობით, კიერემეს "გავასა" და "ალბასეტეს" მეორე გუნდის გარდა არსად უთამაშია.

როგორც მოგახსენეთ, "გავა" ესპანეთის მე-4 ლიგაში გამოდის. აქვე იმყოფება "ალბასეტეც".

დღეს "დინამო თბილისს" უნდა შეუერთდეს კიდევ ერთი ესპანელი ფეხბურთელი კარლეს მასი, რომელიც ბოლოს "ჟირონაში" თამაშობდა.

რამდენიმე სიტყვა მასზეც ვთქვათ. 25 წლის ცენტრალური მცველი მასი გასულ სეზონში ესპანეთის მესამელიგელ "ოლოტში" ირიცხებოდა, სადაც 35 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

გაროსის და კიერემეს მსგავსად, მასიც 2016/17 წლებში "გავაში" ირიცხებოდა. ის "ჟირონას" აღზრდილია და მის პირველ გუნდშიც უთამაშია, თუმცა მაშინ "ჟირონა" სეგუნდა დივიზიონში გამოდიოდა.

ვნახოთ, ამ სამი ფეხბურთელიდან რამდენი მოაწონებს თავს კახი კაჭარავას.

barba
ქვესკნელ-ლიგებიდან რომ „აძლიერებთ“ გუნდს, მიზანი რა გაქვთ? ბატონო ფიფია, თქვენ თუ არაფერი გესმით ფეხბურთში, ცოდვა კი არ არის ვინმე მცოდნე რომ დაიყენოთ გვერდში. ევროპულ მაგალითებზე თქვენი ყურადღების მოცდენა არც ღირს, რადგან მაინც არაფერი გესმით თანამედროვე ფეხბურთის, ამიტომ იქნებ სამეზობლოში (ვთქვათ აზერბაიჯანი) მაინც გაიხედოთ და იქიდან ისწავლოთ როგორ შეიძლება ჩემპიონთა და ევროპის ლიგაზე გასვლა...და ბოლოს სტატიის სათაურს რომ ვუპასუხოთ: არც არავინ არიან!
lazio
მიდი ავთო მიდი! გავა ავთო გავა! :)))) დინამოოოო... სახელი მაინც გადაარქვით, იმ დიად წარსულს რაღატო აუფერულებინებთ! დაარქვით სხვა სახელი სირცხვილია, ამ გუნდს დინამო ერქვას!!!
ბასკი
დაგვცინიან! ქართულ ფეხბურთს დასცინის როგორც ფიფია ასევე ჩაჩავა, გულშემატკივრებს დაგვცინიან, თვითონ არ უყვართ მაგათ ფეხბურთი! მიმიფურთხებია იმ ჩემპიონატისთვის სადაც ჩემპიონობისთვის ბრძოლისას, "გავადან" და "ჰოსპიტალეტედან" გადმოსული მესამე და მეოთხე დივიზიონს ვერ გაცდენილი 29 წლის ფეხბურთელი გუნდის გაძლიერებად რომ ჩაითვლება!!!
Levani
ფეხბურთელები კლუბი ,,გავადან", ეჰ რა გავაში ხარ ქართულო ფეხბურთო...
ვაი თქვენს პატრონს
ამ უაზრო ფეხბურთელების მოყვანას არ ჯობდა ბრაზილიიდან ჩამოეყვანათ პრეპექტიული ახალგაზრდებიი რომლებიც სიხარულით ჩამოვლენ?!
Tbiliseli
Martlac, rom dagvcinian mtel kalaks faanklubs vici rom zalian ukvars tavis gundi da erti saprotesto akcia rato ar moackves zalian mikvirs sikvaruli tua ikos bolomde es martla dacinvaa rasac eseni aketeben, am 3 magivrad 1 samxretamerikeli martla vin dagvajerebs rom ar xerxdeba ubralod 0 aris dinamos menejmenti
Dinamo
ესპანეთის მესამე და მეოთხე ლიგის ფეხბურთელებით არ ძლიერდებიან როდესაც ევროპის ლიგაზე უნდათ გასვლა, დინამოს ჭირდება გამოცდილი მაღალი დონის ლეგიონერები რომლებსაც ამ სიაში ვერ ვხედავთ
Achi
Vai tqvens patrons ubedurs erti normaluri pexburtrli ar jobia sam nagavshi gadasrolils
מיכאל
ისევ იგივე დაწყევლილი წრეზე მიდიან . ესპანელების ჯოგი , გამოვარდნა , მერე ვითომ გააზალგაზრდავება. თვალებში ნაცრის შეყრაა რა. ვინმე არ ჰყავთ ნორმალური რომ სამხრეთ ამერიკა ან აფრიკადან მოიყვანონ ახალგაზრდები და არა ეს ევროპული ნაგავი ? ერთი ჩვენ ვასაღებთ ნაგავ ფეხბურთელს და მეორე ლიტვა ნაგავ მანქანებს.
Kartveli
ამ ოპტავოი ფასში აღებულ 3 ფეხბურთელს, 1 ჩამოიყვანეთ და ნორმალური, დასაცინად რატო იხდით თავებს?
ზიზუ
სად პოულობენ ამ გზა არეულ ხალხს საკვირველია რა, ამათ რა ხელფსიც უნდა უხადონ მაგ ხელფასით ჩვენ ლეგიონერს ჩამოიყვან აქ სათამაშოდ, თუ ეს ქართველი ლეგიონერიც ვერ გაამართლებს ქართველისთვის მიცემული ხელფასი არ ჯობია ვიდრე იღაც სირ მანჯოს უხადო
სოსო
მესამე მეოთხე ლიგელებით გაძლიერდება დინამო?თანაც უეფას თასისათვის?მეტი არაა ჩემი მტერი,მაგათ დინამო გააძლიერონ.
გიორგი
ამ ფიფიასი ვერ გავიგე რა, ხან უცხოელებზე აკეთებს აქცენტს, ხან ახალგაზრდა ქართველ ფეხბურთელების აღზრდაზე საუბრობს. კლუბს არ გააჩნია სწორი ხედვა, სტრატეგია, არც მენეჯმენტი უვარგა... ამ დონის ფეხბურთელების ჩამოყვანა, მითუმეტეს ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის დონეზეც არ აქვთ დიდი გამოცდილება არის მიუღებელი და არანაირ შედეგს არ მისცემს გუნდს.
სარეკორდო ტრანსფერი - "ტორპედომ" მამუჩაშვილი დაიმატა და გიგაური გაუშვა
"იბერია 1999"-მა კოტ-დ'ივუარის ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა
"დილას" იტალიელი მწვრთნელი ჩაუდგა სათავეში
38 წლის ჟირუ MLS-დან ლიგა 1-ში ბრუნდება - ცნობილია სად ითამაშებს ვეტერანი
ილია თოფურიამ სასურველი მეტოქე დაასახელა
[VIDEO] "რეალის" ლამაზი გოლები "ზალსბურგთან" - ალონსოს გუნდმა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და "იუვენტუსს" შეხვდება
"ლივერპულმა" "ნაპოლის" თავდამსხმელი ძვირად დაუფასა
"დილა" სუპერთასის პირველი ფინალისტია
Tutto Juve: ეს შანსი გამოსაყენებელია - მიქაუტაძის შეძენის სურვილი იტალიურ გრანდსაც აქვს
ლუნინი "რეალს" მხოლოდ ერთ შემთხვევაში დატოვებს
ფედელე: კვარაცხელიას შეცვლა? - მხოლოდ ღმერთის იმედი უნდა გვქონდეს
2022 წლის შემდეგ პირველად - ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონის ძირითად ბადეში ითამაშებს
რონალდომ "ალ ნასრთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა
ისტორიული დაპირისპირება: საქართველო ირლანდიის წინააღმდეგ მიხეილ მესხის სტადიონზე - ემოციები და მოლოდინები
კასანომ "ნაპოლის" კვარაცხელიას შემცვლელი ურჩია
"ალ ნასრმა" სტეფანო პიოლი გაათავისუფლა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" და "ჩელსიმ" შესაძლოა ფეხბურთელები გაცვალონ
ზაზა ფაჩულიას აკადემია 14-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებულია | მენსანა ვერცხლს დასჯერდა
"თუ მოიგებ, ოქტაგონს შენი სახით მოვწმენდ" - რატომ დაუპირისპირდნენ თოფურია და ცარუკიანი ერთმანეთს?
ქომაგის რეაქცია, მას შემდეგ, რაც დრაფტზე მისმა გუნდმა რუსი კალათბურთელი აირჩია - ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება [VIDEO]
მესიც საუდის არაბეთში? - "ალ ჰილალის" პრეზიდენტმა მოლაპარაკებები დაიწყო
ტეო ერნანდესი "მილანიდან" "ალ ჰილალში" გადავა
"წაეთრიე" - "ლიონის" ფანები კლუბის ამერიკელ მფლობელს აუმხედრდნენ