"მოყვარულთა თასი 2017"-ის გამარჯვებული ფოთის სამოყვარულო გუნდი "ჭაბონამა" ევროპის სამოყვარულო საფეხბურთო ჩემპიონატზე - უეფას რეგიონთა თასზე საქართველოს წარმოადგენს.

პირველ მატჩში, 5 ივნისს, სლოვენიაში, ფოთელების მეტოქე მასპინძელი "მარიბორი" იქნება. მატჩი თბილისის დროით 21:30 საათზე დაიწყება.

მომდევნო მატჩები 8 ივნისსა და 11 ივნისს, შესაბამისად, 17:30 და 21:30 საათზე გაიმართება. ქართველები რუმინეთის "ბუზაუს" და "ცენტრალურ შოტლანდიას" დაუპირისპირდებიან.

ფოთის "ჭაბონამამ" შეკრება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საწვრთნელ ბაზაზე, ლაგოდეხში გაიარა. სლოვენიაში გამგზავრებამდე, ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები მოყვარულ ფეხბურთელებს შეხვდნენ და მათ სათამაშო ფორმები და სავარჯიშო ეკიპირება გადასცეს, რომლითაც "ჭაბონამა" უეფას რეგიონთა თასზე მიიღებს მონაწილეობას.

ჩვენი ქვეყნის გუნდმა, ისტორიაში პირველად, ადგილობრივ დონეზე ორგანიზებულ სამოყვარულო საფეხბურთო ტურნირზე გამარჯვების შემდეგ მოიპოვა ამის უფლება.

აღსანიშნავია, რომ "მოყვარულთა თასის" 2017 წლის პროექტი ქართული სპორტის ისტორიაში მასშტაბებით უპრეცედენტო იყო, ვინაიდან მასში მონაწილეობას იღებდა მთელი ქვეყნის მასშტაბით, ყველა რეგიონის 41 სხვადასხვა მუნიციპალიტეტის 294 სამოყვარულო საფეხბურთო გუნდი, 7688 მოყვარული ფეხბურთელის მონაწილეობით.

მიუხედავად ამ რიცხვებისა, 2018 წლის პროექტში გაიზარდა როგორც მონაწილე მუნიციპალიტეტების, ისე მონაწილე გუნდებისა და შესაბამისად, მოთამაშეთა რაოდენობა.

პროექტში 49 მუნიციპალიტეტის 350-მდე გუნდი და 10 000-მდე მოყვარული ფეხბურთელია ჩართული.

ევროპის სამოყვარულო საფეხბურთო ჩემპიონატი - უეფას რეგიონთა თასი სამ ეტაპს მოიცავს: პირველი - შესარჩევი რაუნდი სამი ოთხგუნდიანი ჯგუფისაგან შედგება, მომდევნო - შუალედური ეტაპი - რვა ჯგუფისგან, საიდანაც რვა საუკეთესო გუნდი ფინალურ ეტაპზე იასპარეზებს. თითოეული გათამაშება, საერთო ჯამში, ორი წლის განმავლობაში მიმდინარეობს.

მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით

"სჯობდა საერთოდ არაფერი ეთქვა" - კომპანიმ მოურინიო გააკრიტიკა
უარი კერიკს - "რაშფორდს" "მანჩესტერ იუნაიტედში" დაბრუნება არ სურს
"თუ თქვა, ესე იგი ასე იყო, ვინისიუსს ვენდობი" - არბელოამ ბრაზილიელი დაიცვა
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა