"უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" ამომავალი მზის ქვეყნის მორაგბეებს მზე დაუბნელეს
© ლევან ვერძეული / თი ბი სი
"უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის მეოთხე მატჩში იაპონია 24:22 დაამარცხეს.
მატჩი მეტოქის შეტევებით დაიწყო და მე-6 წუთზე მოპოვებული საჯარიმო გააცუდეს. შემდეგ დერაფანში შეცდომა იქნა დაშვებული და ლელო მივიღეთ გარდასახვასთან ერთად. ამას საქართველოს 20-წლამდე ნაკრების მრავალფაზიანი იერიში მოჰყვა და ლუკა ჯაფარიძემ ლელო დადო, გელა აფრასიძემ გარდასახვა გამოიყენა და ანგარიში გაათანაბრა. თუმცა, 21-ე წუთზე მეტოქე საჯარიმოთი ისევ დაწინაურდა.
29-ე წუთზე გურამ გოგიჩაშვილი გააძევეს და იაპონიამ ლელო გაიტანა, გარდასახვაც გამოიყენა და მოწინააღმდეგე 10-ქულიანი უპირატესობით გაიჭრა წინ. კაცნაკლულმა "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" მოახერხეს
ლელოს გატანა (დემე თაფლაძემ), აფრასიძემ გარდასახვა გააცუდა და 12:17.
მეორე ტაიმის დასაწყისში ქართველებმა მორაგბეებმა შეუტიეს, ბურთი დაკარგეს, სწრაფი კონტრიერიში კი მოწინააღმდეგემ ლელოთი და გამოუყენებელი გარდასახვით დაასრულა. მერე აფრასიძემ საჯარიმოდან ბურთი ძელს გაარტყა და დაიწყო ჩვენი გუნდის ხანგრძლივი და მწვავე იერიში, ორჯერ ახლოსაც ვიყავით მიზანთან , ვერ გამოვიყენეთ და 59-ე წუთზე სანდრო მამამთავრიშვილი გააძევა მსაჯმა.
10 წუთში კი თაფლაძემ მეორე ლელო გაიტანა, აფრასიძემ გარდასახვა ვერ გამოეყენა, მსაჯმა შეხვედრის დასრულებამდე 8 წუთით ადრე იაპონელი მორაგბე გააძევა, ჩვენს გუნდს გამარჯვების ჩინებული შანსი გაუჩნდა და აფრასიძემ თედო აბჟანდაძის გარღვევის შემდეგ ლელო გაიტანა, მანვე გარდასახვა ვერ გამოიყენა და 24:22.
12.06.18. U20. საქართველო - იაპონია 24:20
ასეთი გუნდი ყველასთვის საოცნებოა, რომელიც თამაშს ეროვნული ჰიმნის ამაღელვებლად შესრულებით იწყებს, ასე თავდადებულად იბრძვის და იმარჯვებს.
"უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" მსოფლიო ჩემპიონატზე პირველად შეძლეს ორი მატჩის მოგება. გარდა ამისა, ელიტაში ადგილი შენარჩუნებულია
მსოფლიო ჩემპიონატის დასკვნით, მე-5 ტურში "უმცროსი ბორჯღალოსნები" მე-9 ადგილისთვის შოტლანდიას ერკინებიან!
ყოჩაღ ბიჭებს! გილოცავთ!
აი ასეთმა ბიჭებმა მოიყვანეს დღემდე საქართველო.გაიხარეთ ბიჭებო,სულ წარმატებების გზებით გევლოთ.
sake
შემოგევლეთ ლომის ბოკვრებო
სანდრიკა
ამ თამაშის ყურების დროოს კარზე პატრულმა მომიკაკუნა, არ ვხუმრობ მართლა საჩივარი შესულა რაგაც ხდებაო )
კახაბერი
ამ ბიჭების შემხედვარე , მწამს რომ გადაშენება არ გვიწერია
b-52
უკვე მესამედ გაგვიმართლა, 18 წლამდელთა ევროპაზე წელს მსგავსი სიტუაცია იყო.
roma
მადლობა ბიჭებო ამ სიხარულისთვის და წარმატებებს გისურვებთ შოტლანდიასთან, აფრასიძეს მინდა მივმართო მისივე სიტყვებით "გახსოვდეთ თქვენ საქართველო ხართ და უნდა იბრძოლოთ ბოლომდე" რა ანგარიშიც არ უნდა დაფიქსირდეს უკვე გმირები ხართ. მადლობა მადლობა მადლობა. ღმერთი თქვენსკენ.
b-52
მართალია 70 ე წუთამდე ჩემი დამემართა მაგრამ ახლა ვხვდები რომ ასეთი თამაშის მოტრიალება კიდევ ერთი დიდი გამოწვევის წარმატებით გადალახვა იყო. მოკლედ ეს ბიჭები იბრძვიან, აზროვნებენ და მუშაობენ ელიტური სამხედრო სპეციალური დანაყოფივით. ალბათ ასეთი მონასპა ჰყავდა დავითს, გაიხარეთ და გამრავლდით მგლებო!
soxumeli veterani
გენაცვალეთ ბიჭებო!
სოსო
"ბეზუმსტვუ ხრაბრიხ,პაიომ მი პესნიუ".-მამაცთა განუსჯელობას, ვუმღერით ჩვენ.ეს მაქსიმ გორკის ლექსიდანაა,სიმღერა ქარიშხალაზე და არ დამიწყოს აქ ვინმემ,გორკი საბჭოთა მწერალი იყოვო.გორკი მაგარი მწერალი იყო და ეს სტრიქონებიც ადასტურებს ამას.არადა ეს სტრიქონები ზუსტად ჩვენი ბიჭების თამაშზეა ზედგამოჭრილი,მათი თამაშის შემხედვარეს,დამაწყდა ნერვები.რამდენი შეტევა გავაფუჭეთ ზედმეტი რისკით,იაპონია კი ძალიან სწრაფი და ჭკვიანური თამაშით თავისას აკეთებდა(ალბათ ყველაზე ჭკვიანი გუნდია, იაპონია, ამ ტურნირზე) და მაინც ჩვენმა აზარტმა ბოლოს მაინც დაანგრია მათი წესრიგი და წალეკა მათი დაცვა.ქება და დიდება ჩვენს ბიჭებს,მეომრებს,გილოცავთ ყველას და ველოდები ცხვირ ჩამოშვებული შოტლანდიელების ნახვას პ.ს.თამაშის ბოლო წამებზე ,უკვე დამთავრებულ დროზე,ჩვენებმა ბურთის აუტზე გადაგდების და თამაშის დამთავრების ნაცვლად სწრაფი შეტევა წამოიწყეს,ბურთი დაკარგეს და მატჩის შედეგი საეგებიო გახადეს.ეს სრულიად დაუშვებელი რისკი იყო,რაღაც მსგავსი მოხდა შარშანდელ ჩემპიონატშიც,მგონი არგენტინასთან,ბურთი იქაც დროგასულზე დავკარგეთ და გადავრჩით.ორჯერ გაგვიმართლა,მესამედ აღარ გაგვიმართლებს.ეს მსოფლიო ჩემპიონატია და მეტი პრაგმატიზმია საჭირო,თორემ მწარედ დავისჯებით.
სოლომონ
შენ შემოგევლე ლაშა, რა დახვეწილი ინგლისურით ლაპარაკობ! ყოჩაღ! ასეთი ახალგაზრდები გულს მიხარებს.
tngh
მადლობა ჩვენს ბიჭებს!!! მადლობა იმ სიხარულისათვის, რასაც გვჩუქნიან!!! მადლობა ყველა იმას, ვინც ამ სიხარულის თანაავტორია!!! გაიხარეთ და კიდევ ბევრჯერ გაგვახარეთ!!!
tngh
მადლობა ჩვენს ბიჭებს!!! მადლობა იმ სიხარულისათვის, რასაც გვჩუქნიან!!! მადლობა ყველა იმას, ვინც ამ სიხარულის თანაავტორია!!! გაიხარეთ და კიდევ ბევრჯერ გაგვახარეთ!!!
Musenbezi
საოცრად დრამატული თამაში იყო, ეს თამაში რო წაგვეგო არ ვიცი რა... იაპონიის ნაკრები იყო თუ წყნარი ოკეანის კუნძულების? მაღალი დონის მწვრთნელი რო ყოლოდა ამ ნაკრებს გაცილებით მეტს მიაღწევდნენ... ჯაფარიძემ პირველ ტაიმში რეები აკეთა ლამის გავგიჟდი... ჯალაღონია და აბჟანდაძე სხვა პლანეტაზე არიან...
irakli81
სანამ ჩვენებზე ვიტყოდე მინდა პატივისცემა გამოვხატო იაპონელებსის მიმართ საწჭკურა კი არა სამურაებივით იბრძოლეს. ეს იყო ორი ღირსეული გუნდის ჯახი. ჩვენმა ბიჭებმა ანახეს ის თამაში რისთვისაც რაგბი მიყვარს. შოტლანდიასთან რა შედეგიც არ უნდა დაფიქსირდეს ჩვენი გამოსვლა ან ჩემპიონათზე წარმატებული იყო , მაგრამ თუ შოტლანდიაც გავაგორეთ რო იტყვიან საქმეზე მარილი მოაყარაო ის იქნება. ირლანდიელებს კი ცუდათ აქვთ საქმე, საკურებთან ადვილი გასეირნება ნამდვილად არ ელით.
gio
დიდი მადლობა ბიჭებს ქართული რაგბის ახალ საფეხურზე აყვანისათვის. მართლაც რომ 68-წუთისთვის წარმოუდგენლად ჩანდა ამ თამაშის მოგება. მაგრამ ბიჭებმა ეს შეძლეს წარმოუდგენელი თავგანწირვის ხარჯზე. ძალიან მაგარი თაობა მოდის რაგბიში. ამ ბიჭებს ყველა გუნდთან შეუძლიათ ტოლ სწორად თამაში. ბოლო თამაში კვირას შოტლანდიასთანაა და შედეგის მიუხედავად ეს ბიჭები უკვე გმირები არიან. მთელმა გუნდმა იომა ბოლომდე , გადამწყვეტი გამოდგა აბჟაბნდაძის ის გაქცევა და აფრასიძის ლელო. მადლობა. მადლობა. მადლობა
zako
რომელი ერთი გამოვყო...... აბჟანდაძე, აფრასიძე, ჯალაღონია ა.შ. ა.შ. ა.შ.ა.შ. მაგრამ პირველი სამი, მართლაც თვალსა დ ახელს შუა იზრდება. ღმერთმა ქნას არაფერმა შეუშალოთ ხელი და ასე გააგრძელონ. ეს ნაკრები მთლიანად თუ არა, სანახევროდ ყველა მომავალი ვარსკვლავია. იხარეთ, იხარეთ, იხარეთ, ამინ!!!!!!!!!
zaali
თქვენ გენაცვალეთ ბიჭებო!!!!!!!!! ლომები ხართ!!!!!!!!!! თორნიკე ხომ ლომია და ლომი!!!!!!!!!!ლომი ხარ, ლომი!!!!!!!!!!!!!!!! მოკითხვა ზაურ ჯალაღონიას!!!!!!!!!!!!
ალეკო
გილოცავთ ყველას მადლობა ბიჭებს!!!!!!!!!!
მერაბი
საუკეთესო შეხვედრა, რაც კი მახსოვს! კიდევ უფრო დახვეწეთ ყველა კომპონენტი, იქნებ ოლლ ბლექსს მოვუგოთ როდესმე! ყველა ნაკრებს ეხება!
beberimoragbe
პირველ რიგში ახალგაზრდებს მინდა მივულოცო ეს გამარჯვება, შემდეგ ყველა ქართველ , რაგბის გულშემატკივარს და მთელს საქართველოს. სტატიის ავტორს კი ვთხოვ, სათაურში ვიღაცის "მზის დაბნელებაზე" ცოტა კორექტული იყოს, იაპონელებმა ღირსეულად ითამაშეს და იმის ღირსები ნამდვილად არ არიან ესე მოიხსენიოთ. ეცით პატივი მორაგბეებს....
gero
ყოჩაღ! ძალიან გავიხარეთ; 9 და 10 ნომრები სუპერები არიან. თაფლაძე ალბათ მამამისს დაემგვანა, ისიც მაგარი რაგბისტი იყო
WTF
ჩანდა რომ ირლანდიასთან ჩატარებულმა შეხვედრამ დიდი ძალა და ენერგია წაიღო და ცოტა გადაღლილები ჩანდნენ იაპონიათან. დიდი მადლობა ჩვენს პატარა ძმებს ამ დიდი სიხარულისთვის.თქვენ ხართ თავდადების, სიმტკიცის და ქვეყნის სიყვარულის მაგალითი ყველასათვის.
სოხუმელი ვეტერანი
თქვენ გენაცვალეთ ბიჭებო!
stig
მიუხედავად იმისა, რომ გუშინდელი დღე უკვე წარსულია და თითქოს ემოციაც დაცხრა, გუშინდელი თამაშის გახსენებაზე ჟრუანტელი მივლის და სიამაყის ცრემლი მერევა, რომ საქართველოს ყავს ღირსეული შვილები, რომლებიც თავის ქვეყნისთვის მუდამ შეუპოვრად იბრძვიან და ახარებენ ქართველებს. ღმერთი იყოს კაცებო თქვენი შემწე.
xvadaga
ტოჩიმ ხო დატოვა იაპონელები გაცინებული ამათმა კი ხო საერთოდ გენაცვალეთ.
ქართველი
ცოტა მონდომებით წერეთ რა! თაფლაძის ლელოზე აფრასიძემ გარდასახვა ვერ გამოიყენა?!
რომა
ფეხები მოგვჭამა მეორე ტაიმშიც ირლანდიამ ჩემო ზაალ... უბრალოდ ბოლო 5 წუთში როცა მოგება ჯიბეში გვქონდა ცოტა მოეშვნენ (ახალგაზრდულია)
ყოჩაღ
პირვრლად ვაკეთებ კომენტარს, იმიტომ რომ ვარ გულშემატკივარი რომელიც გამარჯვებისას ყოველთვის იმაზე მეტად აღფრთოცანებულია ვიდრე ჩვეულებრივ, დამარცხებას ძალიან ძალიან განიცდის და არ სურს არავის მოსმენა რადგან ნაკლს მეც კარგად ვხედავ. დღეს დავინახე რომ ჩემს გარდა გამარჯვების ყიჟინა ჩვენი ყველასი ისეთი მოტივაციაა რომ ერთად დგომის და წინსვლის საშუალებას გვიქადის, ყველას გვაერთიანებს და გვაძლევს ძალას რომ ყველაფერი გავაკეთოთ ამ ყიჟინის მოსასმენად, არ ვიცი რამდენად კრიტიკულები შეიძლება ვიყოთ ხვალ მაგრამ დღეს გამარჯვების ხმაღალი ყიჟინა მინდა რომ მთელს მსოფლიოს გავაგონო. ლომები და შეუდრეკელნი, შეცდომებს ვუშვებთ ყველა მაგრამ ვინც დიდებისკენ არ ისწრაფვის ის შეცდომებსაც არ უშვებს. მიყვარს საქართველო და ქართული ხასიათი - შეუპოვრობა, ბოლო წამამდე არასდროს დანებდე საქართველოოოოო
გელა
ბრძოლისუნარიანი დანაყოფი! :) გენაცვალეთ გულში!!!!
კახა
რაღა დავწერო? - რა ენა გადმოსცემს ამ სიხარულს? რა ენა გაწვდება ამ ბიჭების ქებას! სულმოუთქმელად ველი თქვენ სიტყვას მთავარ ნაკრებში!! ჰა როგორი ჩაკრულო და ჰერიო ბიჭები გვყავს!!!!
გელა
ოჰოჰოჰოოოო!! დიდუ, რა იყო ეს ჰა? კიდევაც დაიზრდებიან!! მადლობა ამ კაცების მშობლებს!!!
კახა
იაპონელებო გამოდით ტოში მოდის უკან პატარა(რაღა პატარა, სიყვარულით) ბორჯღალოსნები ნამდვილი ლომები მოყვებიან.
imereli
გილოცავთ ყველას. ილანდიას რაც შეეხება ჩვენ მათ ძალით ვაჯობეთ და არა მხოლოდ იღბლით.
TanoLife
ჰოო, აი გამარჯვებაა! ეს იყო მშვენივრად გათვლილი მეორე ტაიმი, შეუპოვარი, უკანდაუხეველი, ქართული სულით ანთებული, გუნდის მონაპოვარი. ასეთი დისციპლინირებული გუნდის დამარცხება როგორიც იაპომიაა, თითქმის შეუძლებელი იყო და ჩვენმა მომავალმა ლომებმა ეს შეძლეს. განსაკუთრებული მადლობა: თაფლაძეს, აფრასიძეს და აბჟანდაძეს. ასევე განსაკუთრებული მადლობა მაისურაძეს მეორე ტაიმში, გუნდის ტაქტიკური გადაწყობისთვის. მადლობა მთელ გუნდს, სიხარულის მონიჭებისთვის. იხარე ქართველო ერო. ჩვენ დღეს სამურაები გავაგდეთ ბეჭებზე.
mamulo
ყოჩაღ პატარა ლომებო! გაიხარეთ ჩვენი გახარებისა და დაქართველოსთვის თავდადებისათვის. დედა რა იყო ეს ააა?
Chaachii
ეს იყო სასწაული, რა თამაში ითამაშეს ბიჭებმა გააქრეს 2ტაიმში იაპონია! ბრავო ბიჭებს, ბრავო აფრასიძეს,ბრავო ილია მაისურაძეს და ბრავო მომავალ დენიელ კარტერს- თედო აბჟანდაძეს!!!
სვიო
მე დღეს ვნახე საუკეთესო ქართული გუნდი(ყველა სახეობაში) რაც კი ოდესმე მინახავს
ზაალ
აი, როგორც ირლანდიამ ფიზმომზადების და კლასის ხარჯზე შეგვჭამა მეორე ტაიმში (ოღონდ იღბალის ხარჯზე მოვუგეთ), ზუსტად ასე დღეს ჩვენებმა ფიზმომზადებით და კლასზე შეჭამეს იაპონია და გავიმარჯვეთ. ყოჩაღ ბიჭებო!!!
ზიზუ
მე საქართველოს ნაკრების ასეთი ჯიგრიანი თამაში ჯერ არ მინახავს არც ეროვნულის და არც პატარების, თქვენ გენაცვალეთ ბიჭებო საქღთველოს გახარებისთვის მეამაყებით
გულშემატკივარი
ძალიან მაგარი ბიჭები გვყავს, ქართული რაგბის მომავალი საიმედო ხელშია!
ფანი
სასწაული თამაში ჯერ კიდევ ემოციებში ვარ გელა აფრასიძე და თედო აბჟანდაძე შესანიშნავი არა ამქვეყნიური ბიჭები თქვენ გენაცვალეთ არვიცი ბრწყინვალე მატჩი რომელიც ოდესმე საქართველოს ნაკრებს ნებისმიერ ასაკობრივ კატეგორიაში უთამაშია სკოტებო თქვენ კი იტირებთ მატჩის ბოლოს როცა ჩვენ შეგვხვდებით ამაში დარწმუნებული ვარ.
პაატა
საბოლოო ჯამსი დავჩაგრეთ იაპონელები..მეორე ტაიმსი აშკარად გამოჩნდა ჩვენი უპირატესობა.გილოცავთ ყველა რაგბის გულშემატკივარს.და საერთოდ მთლიანად საქართველოს.აბჟანდაძე ხომ საერთოდ რა მაგრად ითამაშა.
გიორგი
ყველას გილოცავთ!!! უმაგრესი ბიჭები გვყავს!!! რათქმაუნდა ბოლოს რომ არ გადააგდო დიდი შეცდომა იყო, მაგრამ ასეთი "თავხედები" რომ არიან მაგიტომაც მიაღწიეს ამდენს. არაფრის ეშინიათ!
912
მადლობა ბიჭებს ასეთ გამარჯვებებს სხვა მუღამი აქვს ასე გააგრძელეთ არ გაჩერდეთ
თეთრი სული
უუჰ ეს რა იყო...მადლობა ბიჭებს
თბილისის ბულვარი“ საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალური პარტნიორი - ინვესტიცია ქართული რაგბის მომავალში
"შავი ლომი" | პირველ ჯგუფში ჩელენჯ თასზე
მარიამ გოგუაძე: გულშემატკივარს მეორე ეტაპზე ბევრად უკეთეს თამაშს ვაჩვენებთ
ვესლი სნეიდერის შვილმა პირველი პროფესიონალური კონტრაქტი გააფორმა
"ნაპოლი" არ ჩერდება - "პარტენოპეიმ" ლუკას ტრანსფერიც შეათანხმა
ოფიციალურად - მოდრიჩი "მილანის" ფეხბურთელი გახდა
ნევეში და ლუის ენრიკე შეიძლება დასაჯონ
"ფეხბურთი საუდის არაბეთთან დავთმეთ" - ბლატერი ფიფას აკრიტიკებს
"წელს დემბელეს, გაისად კი - იამალს" - ბარსელონას ყოფილი ფეხბურთელის განცხადება
"რეალმა" როდრიგოს სატრანსფერო ფასი დაასახელა
როგორ მიიღება კვარაცხელიას საუკეთესო ვერსია - პსჟს წაგების მიზეზები
თავისი მაინც გაიტანა - დიოკერეში უახლოეს საათებში "არსენალის" ფეხბურთელი გახდება
"მისი საქციელი ამაზრზენია" - იამალი სერიოზულ სკანდალში გაეხვია
"ფინალები მიყვარს და ეს კვლავ დამტკიცდა" - პალმერი მატჩის შემდეგ
პრიზი პსჟ-ს ფეხბურთელსაც ერგო - მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე საუკეთესოები დაასახელეს
"სულელი ვარ" - ლუის ენრიკე თვლის, რომ პროვოკაციის მსხვერპლი გახდა
[VIDEO] ნევეშმა კუკურელიას თმაში მოქაჩა, ლუის ენრიკე პედროს ყელში სწვდა - პსჟ-მ განცხადება გაავრცელა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ჩელსისთან" მატჩში?
[VIDEO] 0:3 "ჩელსისთან" - პსჟ-მ შესანიშნავი სეზონი დიდი ანგარიშით წაგებით დაასრულა
პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "ჩელსისთან" ნადგურდება
სინერმა უიმბლდონზე ალკარასის დომინაცია დაასრულა - იანიკმა მეოთხე დიდი სლემის ტიტული მოიგო
მამარდაშვილი: ეს მხოლოდ დასაწყისია
"ჩელსისთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
20 წ. | სამხრეთ აფრიკა ჯერჯერობით დაუძლეველია
20 წ. | სამხრეთ აფრიკისთვის მზადება დაიწყო
20 წ. | იტალიაში მასპინძლებთან, ახალ ზელანდიასთან და ირლანდიასთან
20 წ. | ხარისხიანი გახურება სამხრეთ აფრიკასთან
20 წ. | სამხრეთ აფრიკისთვის 23 შეირჩა
20 წ. | სამი შემადგენლობით სამხრეთ აფრიკასთან
"უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" პირველი ტაიმი იაპონიასთან 5 ქულით წააგეს