15 ივნისს, 19:30 სთ-ზე, თბილისის ოლიმპიური სასახლის დიდ დარბაზში, ფუტსალის ლიგის ფინალური დაპირისპირების მესამე, გადამწყვეტი შეხვედრა გაიმართება - საქართველოს ჩემპიონის ტიტულისთვის მფკ "ტატიშვილი" და "კოლხი-გულრიფში" იბრძოლებენ!

ფინალურმა სერიამ სტარტი 8 ივნისს აიღო. პირველ შეხვედრაში "კოლხი-გულრიფშმა" დაძაბულ შეხვედრაში 3:0 დაამარცხა მეტოქე.

08.06.2018. ფუტსალის ლიგა. ფინალი. I მატჩი

ტატიშვილი - კოლხი გულრიფში 0:3

გოლები: 16:43’ ალავერიქჰანი (0:1), 35:19’ დარჩია (0:2), 38:32’ სარანი (0:3)

გაფრთხილება: 20:35’ დარჩია (კოლ)

10 ივნისს გამართულ განმეორებით შეხვედრაში "მედიკოსებმა" სერიაში ანგარიშის გათანაბრება მოახერხეს - უგოლოდ დასრულებული ძირითადი და დამატებითი დროის შემდეგ მატჩის ბედი 6-მეტრიანების სერიამ გადაწყვიტა - 3:1 "ტატიშვილის" სასარგებლოდ. შესაბამისად, ჩემპიონის გამოსავლენად მესამე შეხვედრის დანიშვნა გახდა საჭირო.

10.06.2018. ფუტსალის ლიგა. ფინალი. II მატჩი

ტატიშვილი - კოლხი გულრიფში 0:0 დ.დ 0:0 პენ. 3:1

6 მეტრიანების სერია: თოთლაძე (1:0), სარანი (1:0), ექიზაშვილი (2:0), ნაბათალიზადე (2:1), სილაგავა (3:1)

გაფრთხილება: 07:14’ ქურდაძე (ტატ), 26:07’ ონიანი (ტატ), 37:30’ სარანი (კოლ), 47:20’ ექიზაშვილი (ტატ)

აღსანიშნავია, რომ "ტატიშვილი" მოქმედი ვიცე-ჩემპიონია, "კოლხი" კი პირველ სეზონს ატარებს ლიგაში - ქვეყნის საუკეთესო გუნდის წოდება კი აქამდე არცერთ მათგანს არ მოუპოვებია. ფინალური მატჩის პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა გულშემატკივარს "სილკ უნივერსალზე" შეეძლება.

საჩემპიონო მატჩისთვის მზადების შესახებ Sbm.ge გუნდების მთავარ მწვრთნელებს გაესაუბრა:

ალექსანდრე ძაბირაძე, "ტატიშვილი": "წინ ძალიან რთული და დაძაბული მატჩი გველოდება, რაზეც გასული ორი შეხვედრაც მეტყველებს. "კოლხი" სწრაფი და ტექნიკური გუნდია, რომელიც ყველაფერს აკეთებს სასურველი შედეგის მისაღწევად. თუმცა ჩვენც არ დავიშურებთ არანაირი ძალას და ენერგიას. იმედია, ჩემპიონის ტიტულს მოვიპოვებთ".

მოსენ ჰაბირი, "კოლხი": "ჩვენმა გუნდმა ორი დღე დაისვენა, 8 დღეში ოთხი თამაში ჩავატარეთ, რაც ძალიან რთულია. განვაახლეთ ვარჯიშები. სამწუხაროდ, ორ ფეხბურთელს ტრავმა აქვს. მათ ვინაობას არ გაგიმხელთ, თუმცა გეტყვით, რომ ისინი თამაშს, დიდი ალბათობით, შეძლებენ. ორი მატჩის მანძილზე გოლი არ გაგვიშვია. იგივე შედეგი მინდა გადამწყვეტი შეხვედრის დროს, თუმცა გვაქვს სხვა მონახაზებიც. არ გვინდა დამატებითი დროის დანიშვნა, რადგან შეგვწევს უნარი, ყველაფერი ძირითად დროში დავასრულოთ. მაღალი დონის მატჩს იხილავს თამაშზე მოსული გულშემატკივარი. "ტატიშვილიც" ისეთივე სწრაფი და დინამიკური ფეხბურთის მოყვარულია, როგორც ჩვენ. მე ძალიან დიდ პატივს ვცემ ამ გუნდს".

ორი მატჩის გამართვა გახდა საჭირო მესამე ადგილისათვის ბრძოლაში. ექსჩემპიონმა "სტუ-თელასმა" "აგორა" იოლად, 2:1, 5:2 დაამარცხა და ბრინჯაოს მედლებს დაეუფლა.

ბომბარდირები: ოთარ ბერეჩიკიძე (მართვე), გიორგი სილაგავა (ტატიშვილი) – 32, ბაბაქ ალავერიქჰანი (კოლხი) - 28

ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: "სოკარი", ტელეკომპანია "SILK", "ნაბეღლავი", იურიდიული ჯგუფი "McGill", "ტატიშვილის სამედიცინო და სპორტული რეაბილიტაციის ცენტრი"

მედიაპარტნიორები: რადიოები, "იმედი", JAKO FM, "კომერსანტი", "თანამგზავრი"; ვებპორტალები, sportall.ge, worldsport.ge, sportstar.ge, adjarasport.com, mysports.ge, geosports.ge, tsff.ge, გაზეთი "ლელო"

სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური

ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
მესიმ განმარტა, თუ რატომ აღნიშნავს გოლს სუპერგმირების სტილში
"ჩვენ ბესტი გვყავდა, თქვენ ქინქლაძე და კვარაცხელია" - ჩრდ.ირლანდიის ნაკრების მწვრთნელის პრესკონფერენცია
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
"ეს ნორმალური ნამდვილად არ არის" - დე ლა ფუენტე ხორვატიის გამანადგურებელ მარცხს გამოეხმაურა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
ესპანეთმა ისევ გაიმარჯვა, ინგლისმა ხორვატია არ დაინდო
"შავი ლომი" | ახალი სახეებით "ჩიტასთან"
უკრაინელი მწვრთნელი: ბრიტანელებმა ჩვენი სუსტი ადგილი მოძებნეს
"საქართველოსთან ვდომინირებდით - უკრაინასთან შურისძიება გვმართებს" - უნგრელი ფეხბურთელი
U19 | საქართველო 2:2 ლატვია
ნაკრები ბელფასტში გაემგზავრა - გუნდს ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები: საკუთარ თავში უნდა ვიპოვოთ ძალები, რომ პირველ რიგში გამოვასწოროთ ჩვენი თამაში
ფუტსალი | 19-წლამდე ნაკრების მეტოქეები ცნობილია
"ეს ბევრ რამეზე მეტყველებს" - ბასტონი საფრანგეთთან მატჩის შემდეგ
"ჩემთვის ყველაფერი ნათელია" - ლუნინმა "ოქროს ბურთის" ფავორიტი დაასახელა
"ალბათ რამე მეც მერგება" - კუკურელიამ "ოქროს ბურთზე" ისაუბრა
ფუტსალის ლიგა: პრინციპული მეტოქეების დაპირისპირება "ტატიშვილის" გამარჯვებით დასრულდა
ფუტსალის ლიგა: "თელასი" და "აგორა" ნახევარფინალურ სერიაში დაწინაურდნენ
ფუტსალის ლიგა: უკვე ოფიციალურად, ოთხეული გარკვეულია!
ფუტსალის ლიგა: მესამე წრე სიურპრიზების გარეშე დაიწყო
ფუტსალის ლიგის ფინალური მატჩის პრომო [VIDEO]
ფუტსალის ლიგა: XVII ტური "საყაიმო თრილერით" დასრულდა