მაიამის "ინტერის" მაისურის მორგების შემდეგ, ლიონელ მესიმ 6 მატჩში 9 გოლი გაიტანა, გოლებს კი სუპერგმირების სტილში აღნიშნავს.

"ჩემს შვილებს ახლა არდადეგები აქვთ, ყოველ საღამოს სუპერგმირებზე ფილმებს ვუყურებთ. ერთ დღეს ასეთი იდეა მოუვიდათ, გოლს როცა გავიტანდი მათი აღნიშვნა გამეკეთებინა.

როდესაც საშინაო კედლებში ვთამაშობთ მხოლოდ მაშინ აღვნიშნავ ასე, რადგან ისინი სტადიონზე არიან, ამ მომენტით კი ბედნიერდებიან" - განაცხადა ლეომ.

შეგახსენებთ, არგენტინელმა "მარველის" რამდენიმე პერსონაჟის საფირმო მოძრაობა უკვე შემოგვთავაზა - სპაიდერმენის, თორისა და შავი პანტერასი.

მომზადებულია Sports-ის მიხედვით

ფანი
ლეო მესი არის უნიკალური ფეხბურთელი! მოედნის ხედვა, პასები, გოლები, ჯერ ჯარიმებს როგორ ურტყაამს? ულამაზესი ჯარიმები! ასეთ ფეხბურთელს კარგა ხანი ვეღარ ვნახავთ!მე პირადად, როცა მესის თამაშები აქვს (ინტერ მაიამში) ღამეს ვათენებ, რო არ გამომეპაროს ფეხბურთის ჯადოქრის "მინი სპექტაკლები"!
ლევანი
ამითაც არის მაგარი ფეხბურთი, მსჯელობა, კამათი, ვინ უფრო მაგარია. მე მარადონას თამაშიც მახსოვს, პლატინი, ზიკო და ა.შ. როცა გამოკითხვა იყო საუკუნის მაგარი ვინ იყო. მაშინ, 90 იანების ბოლო იყო, მე მგონი, ინტერნეტით მარადონამ მოიგო, იმიტომ რომ მაშინ ინტერნეტით, მხოლოდ ახალგაზრდები სარგებლობდნენ და პელეს თამაში ნანახი არ ქონდათ. ხოლო ისე გამოკითხვაში პელე დასახელდა პირველი. ახლა მარადონას და მესის შედარებისას, მესის წინ აყენებს ის, ვისაც მარადონა ნანახი არ ყავს. თორემ ორივე ვისაც უნახავს, ისინი რომ გამოკითხო, მესი მარადონაზე წინ უბრალოდ ვერ გავა, მიუხედავად მისი სიდიადისა. ჩემი აზრითაც ასეა მეგობრებო, ამიტომ მარადონას შეეშვით, და სხვები ადარეთ ერთმანეთს. ის ცალკეა, მაღლაა ყველასგან. ეს რა თქმა უნდა ჩემი პირადი აზრია. დიდება ფეხბურთს! დიდება საქართველოს!
ATP 16
მიუხედავად იმისა რომ მარადონათი იწყება ჩემი საფეხბურთო ინტოქსიკაცია 1990 წლის ჩემპიონატით და მანდედანვე მომყვება გერმანიის ნაკრების მიმართ ზიზღი , რომელიც 2014 კიდევ უფრო გამიმძაფრდა , მესი არის და იქნება ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო , რადგან არავინ ისეთი ინტელექტით არ თამაშობდა ფეხბურთს როგორც ლეო , მისი ყველა მოქმედება , დარტყმაც , გოლიც და პასიც აზროვნებისა და უსწრაფესი ანალიზისა და ინტუიციის შედეგია . და კიდევ გარდა იმისა თუ საკლუბო და სანაკრებო დონეზე რას მიაღწია , პირადი მიღწევები აქვს ისეთი , რომელსაც ვერასოდეს ვეღარავინ შეცვლის. 8 ოქროს ბურთი არამგონია როდესმე ვინმემ მოიგოს .
მგელი
მარადონა იყო არის და იქნება ნომერ პირველი ფეხბურთელი, გაანათლოს მისი სული, არგენტინის სიმბოლო
ანტო
მესი დიდი ხანია აღემატება მარადონას. სულ იმაზე იყო ლაპარაკი მსოფლიო ჩემპიონატიო. ახლა ამაზეც ვეღარავინ ილაპარაკებს. კოპა ამერიკაზე სამჯერ ითამაშა მარადონამ და ვერცერთხელ ფინალშიც ვერ მიაღწია. მესიმ შეგახსენებ მოიგო კოპა და სამჯერ ათამაშა ფინალში არგენტინა. საკლუბო კარიერაზე საერთოდ არაა ლაპარაკი. ამასაც რომ თავი დავანებოთ უმაღლესი კლასის ურთულესი გოლების რაოდენობით და ხარისხითაც ჯობნის ლეო დიეგოს, ურთულეს ასისტების მხრივ კი შედარებაც არ შეიძლება
საქართველო
ძალიან დიდი პატივისცემა პელეს და მარადონას,მათ გარეშე ფეხბურთი ის არ იქნებოდა რაც დღესაა, წარმოიდგინეთ პელე რა დიდია როცა საქართველოში ყველაფერი გრანდიოზული,დიდი,საუკეთესო, პელესთან ასოცირდება. მაგრამ ძალიან რთულია 40-50 წლის წინანდელი ფეხბურთი დღევანდელს შეადარო,ყველა მიმართულებით,სისწრაფე,ძალა,აზროვნება.ამიტომ ვფიქრობ რომ მესი ყველა დროის საუკეთესოა.
ქუთაისი
მარადონას თამაშიც ნანახი მაქვს და მესისაც. სტადიონზეც მინახია ორივე. მესი მარადონასთან ახლოსაა, მაგრამ მას უკვე ვერასოდეს გაუტოლდება. პელე არ ვიცი, მისი თამაშის მხოლოდ ფრაგმენტები მაქვს ნანახი.
ზურა
ხო რა, პელეს და მარადონას თანამედროვებმა რაც არ უნდა თქვან მესი არის პირველი ამ სპორტის ისტორიაში!!! პ.ს. გარდა ბოლო მსოფლიო ჩემპიონატისა არასდროს არ ვგულშევმატკივრობდი, თუმცა მისი პირველობა ეჭვქვეშ არ დამიყენებია
შოთა
ყველა დროის #1
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
"ჩვენ ბესტი გვყავდა, თქვენ ქინქლაძე და კვარაცხელია" - ჩრდ.ირლანდიის ნაკრების მწვრთნელის პრესკონფერენცია
ფუტსალის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩებისთვის ემზადება
თსუ-ს შთამბეჭდავი ქამბექი და ზედიზედ მეორე გამარჯვება სუპერლიგაში
მონტელა თურქეთის ნაკრებს ემოციური წერილით დაემშვიდობა
L'Equipe: დემბელე პსჟ-ს სამწვრთნელო შტაბის გადაწყვეტილებებით უკმაყოფილოა
"ვიცოდი, როგორი კალათბურთელიც იყო, მაგრამ მისმა ამ უნარებმა გამაოცა" - დონჩიჩმა მამუკელაშვილზე ისაუბრა
"ბევრმა არ იცის, რა მდგომარეობაში იყო შეჯიბრებამდე" - ლიპარტელიანმა სომხიშვილზე ისაუბრა
ქართველთა ესპანეთის Primera FEB-ში: კორსანტიას ბრწყინვალე მატჩი და ფევაძის დაძაბული ბრძოლა
გულიაშვილის გარეშე - "რასინგი" "ვალენსიას" ფრედ ეთამაშა
რატი ანდრონიკაშვილმა "ანდორას" მაისურით პირველი მატჩი ჩაატარა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 1-0 დინამო (თბ). სამი ქულა და პირველი ადგილი
[VIDEO] ალისონს სამი გაუტანეს - "მანჩესტერ სიტიმ" კაცნაკლული "ლივერპული" არ დაინდო
იეგოიანმა გაიტანა - "ექსელსიორი" სახლში "გრონინგენთან" განადგურდა
ლოჩოშვილის "კიოლნმა" "გლადბახს" მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 3-0 გაგრა. როცა სამი ექვსის ტოლია
[VIDEO] ათამაშეს და თავიც გამოიჩინა - გოგლიჩიძემ "მონცაში" პირველივე მატჩში გაიტანა
[VIDEO] საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
[VIDEO] გოგლიჩიძემ სერია A-ში პირველი გოლი გაიტანა
გიორგი ცხოვრებაძე ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში "ოლბორგს" ეთამაშა
თურქეთის ნაკრები შესაძლოა, არდა თურანს ჩააბარონ
"არსენალი" დეკლან რაისს ახალ კონტრაქტს გაუფორმებს