22 ივნისს მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის E ჯგუფის მატჩი გაიმართა, სადაც ბრაზილიის ნაკრებმა კოსტა-რიკა ანგარიშით 2:0 დაამარცხა.

ბრაზილიელებმა შეხვედრა აქტიურად დაიწყეს, თუმცა მეტოქის კარის აღება ვერაფრით მოახერხეს, ხოლო კოსტა-რიკა აქცენტს ძირითადად კონტრშეტევებზე აკეთებდა. საბოლოოდ პირველი ტაიმი უგოლო ფრით დასრულდა.

მეორე ტაიმი ბრაზილიის ნაკრებმა ბევრად უკეთესად დაიწყო და "სელესაოს" შეტევები უფრო სახიფათო გახდა. რამდენჯერმე ბრწყინვალედ ითამაშა მადრიდის "რეალის" მეკარე კეილორ ნავასმა და საკუთარი გუნდი გაშვებული გოლისგან იხსნა.

78-ე წუთზე მსაჯმა ნეიმარის წინააღმდეგ წესების დარღვევის გამო პენალტი დანიშნა, თუმცა ვიდეოგამეორების შემდეგ გადაწყვეტილება შეცვალა და პენალტი გააუქმა.

კომპენსირებულ დროში ბრაზილიამ მაინც გატეხა კოსტა-რიკის ნაკრები. 91-ე წუთზე გამარჯვების გოლი კოუტინიომ გაიტანა, ხოლო 96-ე წუთზე ნეიმარმაც შეაგდო.

Video

22.06.18 ბრაზილია - კოსტა რიკა 2:0

E ჯგუფი. პარასკევი. 22 ივნისი. სანკტ-პეტერბურგი. კრესტოვსკი

ბრაზილია-კოსტა რიკა 2:0

გოლი: 1:0 კოუტინიო (90+1), 1:0 ნეიმარი (96)

ბრაზილია (4-2-3-1): ალისონი - ფაგნერი, ტიაგო სილვა, მირანდა, მარსელო - პაულინიო, კაზემირო - კოუტინიო, ვილიანი, ნეიმარი - გაბრიელ ჟეზუში

კოსტა-რიკა (5-4-1): ნავასი - აკოსტა, გონსალესი, დუარტე, გამბოა, ოვიედო - ბორხესი, გუზმანი, ვენეგასი, რუისი - ურენა

შეგახსენებთ, რომ დღეს, 19:00 საათზე D ჯგუფში ისლანდია ნიგერიას შეხვდება, ხოლო 22:00 საათზე E ჯგუფში შვეიცარია სერბეთს დაუპირისპირდება.

ჩვენთვის კარგად ნაცნობი ნაკრები მუნდიალზე გავიდა - 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ისტორია გადაიწერება
ფარერების ნაკრებმა ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა და მუნდიალზე გასვლის შანსს ინარჩუნებს
ისრაელის გამო "საფეხბურთო ცივი ომი" დაიწყო - საქმეში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ჩაერია
ოფიციალურად - სპალეტი "იუვენტუსის" მწვრთნელია
WU17 | ბოსნია და ჰერცეგოვინა 2:1 საქართველო
ყველაფერი ოზემპიკზე: გამოყენება, შედეგები და გვერდითი მოვლენები
პედრი თბილისში ვერ ჩამოვა
[VIDEO] წიტაიშვილის კარგი მატჩი და "მეცის" მოულოდნელი გამარჯვება "ლანსთან"
10:9 პენალტების სერიაში - კიტეიშვილის "შტურმი" მეოთხედფინალში გავიდა
[VIDEO] "კვარა" შეცვლაზე - პსჟ-მ "ლორიენთან" დუე და ორი ქულა დაკარგა
"ლორიენთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
"კვარაცხელიას მარჯვენა ფლანგზე დაყენება ლუის ენრიკეს პრობლემური სიჯიუტეა" - ფრანგი ჟურნალისტი
"ვალენსიამ" შეიძლება "რეალის" ყოფილი ვარსკვლავი უფასოდ დაიმატოს
უეფა-ს კომიტეტის სხდომას ლევან კობიაშვილმა უხელმძღვანელა
დე ბრუინს ბელგიაში ოპერაცია გაუკეთეს
"რეალს" "ტოტენჰემის" მცველის დამატება სურს
უპირებენ თუ არა გათავისუფლებას სლოტს - ფაბრიციო რომანო "ლივერპულის" მწვრთნელის მომავალზე
"რეალთან" წაგების შემდეგ – "ბარსელონას" უჩვეულო გეგმა ფინანსურ სარგებელამდე
[VIDEO] დიდი შერიგება და სიყვარული - ვინისიუსის და ვირჯინიას ამ კადრებს 10 მილიონზე მეტი მოწონება აქვს
უდიდესი სენსაცია პარიზში - ალკარასმა ნორისთან წააგო
[VIDEO] "გოლდენ სტეიტი" სეზონს მაგრად იწყებს - "უორიორსმა" "კლიპერსი" მარტივად დაამარცხა
შენგელიას 11 ქულა და "ბარსას" მე-4 გამარჯვება ევროლიგაზე
სპალეტი "იუვენტუსს" უახლოვდება - "ნაპოლის" ყოფილი მწვრთნელი საქმეში მალე დაბრუნდება