დასრულდა მორიგი მსოფლიოს ჩემპიონატი, რომელიც თვალსასეირო ნამდვილად არ გახლდათ.

იყო ბევრი ბრძოლა, ნაკლები თამაში, არავითარი ახალი სახე, არავითარი ახალი სტრატეგია და ტაქტიკა. არ იყო ფინტი, არ იყო მატაობა, დრიბლინგი, ფეხბურთელის მიერ ფეხბურთელის მოტყუება და ა.შ.

სამაგიეროდ, იყო სტანდარტულებიდან გასული უამრავი გოლი და ვიდეოგამეორებებისას მსაჯების მიერ დაშვებული შეცდომები.

პლანეტის საფეხბურთო ფორუმს მუდამ მოუთმენლად ველოდით, მისი დასრულების შემდეგ კი კიდევ კარგა ხანი მიდიოდა კამათი და განხილვა. ახლა არაფერი მსგავსი. ადრე იყო პელე, ბეკენბაუერი, კრუიფი, კემპესი, მარადონა, როსი, რომარიო, ზიდანი, რონალდო და ვინ მოთვლის.

ახლა კი არაფერი ზემოთ ნახსენებ ფეხბურთელებთან მიახლოებული. ალბათ, კანონზომიერი გახლდათ, რომ ამ ულამაზო ტურნირის გამარჯვებულიც ასევე ულამაზოდ მობურთალი გუნდი გახდა. გუნდი, რომელიც თამაშის მანერით აგრერიგად მოგვაგონებდა მხოლოდ შედეგზე ორიენტირებულ "ატლეტიკოს".

არადა, მწვრთნელ დიდიე დეშამის განკარგულებაში ისეთი ფეხბურთელებია, ოდნავ თვალსასეიროდ მაინც შეეძლო გუნდი ეთამაშებინა. სამფეროვნების ასპარეზობა ზედმეტად პრაგმატული, ყოველგვარ ხიბლს მოკლებული იყო - მშვიდი, მომლოდინე სტრატეგია და მეტოქის შეცდომაზე გამოჭერა. უნდა ითქვას, დეშამმა ყველაფერი სწორად გათვალა და მისმა კრებულმა გაიმარჯვა. როგორც იტყვიან, მიზანი ამართლებს საშუალებას.

გაიმარჯვა უფრო იმიტომ, რომ გრანდებმა ვერ ივარგეს: არგენტინამ ვერა და ვერ დააყენა საშველი ნორმალური ნაკრების დაყენებას, გერმანია საერთოდ ჯგუფში მეოთხე ადგილზე გავიდა (თურმე, მისი ფეხბურთელები დილის 4 სათამდე PlayStation-ს თამაშობდნენ და Wi-Fi გამოურთეს), ბრაზილიამაც იმედები გაუცრუა გულშემატკივრებს და მისმა დიდად ნაქებმა ლიდერმა ნეიმარმაც. იტალია კი საერთოდ ვერ გავიდა მუნდიალზე.

და სულაც არაა გასაკვირი, რომ საქართველოში ფეხბურთის მოყვარულთა უმეტესობა ხორვატიას უჭერდა მხარს, რადგან ეს გუნდი შედარებით რომანტიკულ ფეხბურთს აჩვენებდა და პრაგმატულ საფრანგეთთან დამარცხდა. დამარცხდა მსაჯის წახმარებით. არა, ობიექტურად გალების გუნდი უფრო ძლიერია, მაგრამ ზლატკო დალიჩის შეგირდებმა საოცარი თავდადება გამოავლინეს და ვინ იცის, არგენტინელ არბიტრს, ნესტორ პიტანას ის ორი საბედისწერო გადაწყვეტილება რომ არ მიეღო, როგორ წარიმართებოდა შეხვედრა. ვინ იცის. თუმცა, ვიმეორებ, საფრანგეთს ნებისმიერ შემთხვევაში მოგების მეტი შანსი ჰქონდა.

რეფერის ნებსით თუ უნებლიეთ დაშვებულ შეცდომებზე უკვე საკმაოდ ითქვა და აღარ გავამახვილებთ მათზე ყურადღებას, უბრალოდ შეგახსენებთ, რომ შვედეთი-მექსიკის მატჩში პიტანამ ანალოგიურ სიტუაციაში ჩიჩარიტოს მიერ ხელით თამაშზე არ დადო თერთმეტმეტრიანი. ასე მარტო ფეხბურთში როდი ხდება, სადავო სიტუაციებში უმეტეს შემთხვევებში დიდი სახელმწიფოების წარმომადგენელი გუნდების სასარგებლოდ მიიღება გადაწყვეტილებები.

Video

15.07.18. საფრანგეთი - ხორვატია 4:2

ფიფამ კი ისე მიულოცა ტურნირზე გამარჯვება საფრანგეთს, თითქოს მის პირად გუნდს მოეგოს: "ბრავო, საფრანგეთი!", - ეს ფიფას პრესსამსახურის სიტყვებია და ეს ოდენ ეტიკეტი არაა. ამ კორუმპირებულ ორგანიზაციაზე საუბარს აზრიც არა აქვს. მისი წინა ხელმძღვანელობის ყველა ხელმძღვანელი პირი ან დაპატიმრებული, ან სამსახურიდან დათხოვნილია. მათ მიჰყიდეს რუსეთს მსოფლიოს ჩემპიონატის ჩატარების უფლება. ისინი ახვედრებენ მუდამ ადვილ ჯგუფში.

ამჯერადაც ასე მოხდა - სანამ სხვები ძლიერ მეტოქეებთან იბრძოდნენ, სლავებმა ადვილად სძლიეს საუდის არაბეთს და ეგვიპტეს და თავი დიდ საფეხბურთო ქვეყნად წარმოიდგინეს.

ჩვენ უნდა გავსულიყავით ფინალში და არა ხორვატიაო და არტიომ ძიუბა და ალეკსანდრ გოლოვინი ვარსკვლავებად წარმოსახეს. ფიფას "ახალმა მამიკომ" ჯანი ინფანტინომ კი დითირამბები უძღვნა მასპინძელ ქვეყანას - დაივიწყეთ ჰოკეი, თქვენ დიდი საფეხბურთო ერი ხართო. ეს ორგანიზაცია არ იცვლება, ის იგივეა მარად და მარად, ის ყოველთვის დიდი სიამოვნებით იყიდება დიდ ფულზე.

გორდონი: მეზიზღება ფიფა, რუსულ ფულზე დამოკიდებული ნაძირალების მაფიოზური ორგანიზაცია [VIDEO]

და კარგია, რომ ეს ჩემპიონატი ჩამთავრდა. ბოლოს, დაჯილდოებისას, კოკისპირული წვიმაც წამოვიდა, თითქოს ბუნებამ გამოიტირა ტურნირიო. ესტაფეტა რუსეთისგან ყატარმა მიიღო, რომელმაც რუსეთის მსგავსად, იყიდა ტურნირის გამართვის უფლება და ეს ტურნირი ზამთარში ჩატარდება... აკი ბრძანა მოსკოვიდან გამგზავრების წინ "მანჩესტერის" მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ, ეს ჩემი სპორტის უსაყვარლესი სახეობა არ არისო. მეტი რაღა უნდა ეთქვა?

ფიფა და ძლიერნი ამა ქვეყნისანი საფეხბურთო სიყალბეში გვაცხოვრებენ და სპორტის ნომერი პირველი სახეობა თანდათან კარგავს თავის განუმეორებლობასა და მიმზიდველობას.

არასაფეხბურთო ყატარში შეხვედრამდე...

დავით 67
შენ ვისი თამაში მოგეწონა ისიც გვითხარი და მერე შევაფასებთ შენს გემოვნებას!
gio
აფრიკის ნაკრებმა ფრანგ ლეგიონერებთან ერთად დაამარცხა პატარა ხორვატია.
megre
ფეხბურთმა საერთოდ დაკარგა ხიბლი, დაემსგავსა რაღაც დოღის მსგავს თუ ვინ უფრო მეტს ირბენს, პრესინგს ვინ უფრო ითამაშებს, ტაქტიკურ მონახაზებში უნდა ჩაეტიოს თითოეული ფეხბურთელი, არანაირი დრიბლინგი, არანაირი ინდივიდუალური თამაში, და რაც ყველაზე სამწუხაროა მსგავს სტრატეგიას შედეგი მოაქვს, ფიფაზე კიდე ლაპარაკიც არ ღირს ტურნირები დაწყებული არ არის და უკვე იციან ვინ უნდა წააგოს ვინ მოიგოს, ყველაზე კორუმპირებული ორგანოა, ეს მსოფლიო ჩემპიონატი კიდე ალბათ ბოლო დროის ყველაზე უინტერესო ტურნირი იყო
ტორპედო
ყველაფერში არ ვეთანხმები, მაგრამ ძირითადად სწორია. საინტერესო რაკურსია, კარგია რომ ვიღაცა ანალიტიკას მაინც წერს
tazo
ასეთი არარგუმენტირებული შეფასება არსად მინახია
nika
რომ წერთ გრანდებმა ვერ ივარგესო და საფრანგეთი გრანდი არაა? მსოფლიოს ნამდვილად ღირსეული ჩემპიონ ჰყავს საფრანგეთი!!! აბა ვინ თამაშობს უკეთეს ფეხბურთს? ანტიფეხბურთის მოყვარული არგენტინა და პორტუგალია? თუ არაფრისმაქნისი გერმანია და უფანტაზიო ესპანეთი. და მსაჯს თქვენი აზრით მსაჯმა მოაგებინა საფრანგეთს. რა სისულელეა!!! ის უძლიერესი გუნდია და მომავალში კიდევ დაამტკიცებს ამას. რაც შეეხება ხორვატიას ის მართლაც შემთხვევით მოხვდა ფინალში, ფლეი-ოფში ვერცერთი თამაში ვერ მოიგო, მაგრამ მებრძოლი გუნდია და მეტი არაფერი. ერთი ბრაზილიაზე დამწყდა მარტო გული.

კიი და შენ ხარ აზრზე გამორჩეულად :D
ნიკოლოზ
ვინც ხორვატების თამაშს ფეხბურთს ეძახით,აზრზე არა ხართ(გულშემატკივარს არ ვგულისხმობ)
goga
ფულზე, რომ ყველა და ყველაფერი იყიდება, გასაკვირია? ფულს მოაქვს ძალაუფლება, ხოლო ამ უკანასკნელს გავლენა. იქნებ გაიხსენოთ საქართველოს ნაკრების უცხოელი მწვრთნელები, ვინ ვისი მართველობის დროს ინიშნებოდა და მიხვდებით ვის და რატომ უგორებდნენ კოჭს ჩვენი ფედერაციის პრეზიდენტები? დღესაც ამ დღეში არ ვართ? სიტყვას ვერ ვუბრუნებთ ერთ უნიჭო, არაფრისმაქნის მწვრთნელს, რომელის გვარიც არ ემახსოვრებოდათ ფედერაციაში, რომ არა ვიღაცის აუცილებლად შესასრულებელი "რეკომენდაცია" უეფადან.
ვეტერანი
უვარგისი ფიფა ახრჩობს და ბოლომდე ვერ მოახრჩო ეს ბრწყინვალე თამაში. ბრიტანელების მიკვირს უვარგისი წესებით თვითონ თამაშობენ და ჩვენც გვაყურებინებენ ამ უაზრობისთვის.
giga
საიდან დაასკვენით ბატონო ავტორო რომ ფეხბურთის მოყვარულთა უმეტესობა საქართველოში ხორვატებს უჭერდა მხარს?. გრანდებმა რომლებიც ლამაზ ფეხბურთს აწვებოდნენ ჩააგდეს ეს ჩემპიონატი და უნდა დააბრალონ მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ თავს. ფინალურ ეტაპზე საფრანგეთმა გაიარა არგენტინა, გაიარა ურუგვაი, გაიარა ბრაზილიის მძლეველი ბელგია და მეტი რა ქნას? ხორვატებმა კი ძლივს მოუგეს დანიას რუსებს და ინგლისს რომელიც მხოლოდ სახელწოდება იყო დარჩენილი.
ცოტნეა
ვაჟა ძალიან რადიკალი ხარ ჩემო ძმაო!!! ასეთი დამაჯერებლობით მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული ბევრი გინახავს??? ან ისტორიას უნახავს ბევრი ასეთი გამარჯვება???? ვისაც ფრანგები უყვარს იმათგან ძაან შორს ხარ!!! ამხელა სტატია დაწერე და კილიან მბაპე არ ახსენე!!! (ბევრი ჰაჰა
ცოტნე
ვაჟა ძალიან რადიკალი ხარ ჩემო ძმაო!!! ასეთი დამაჯერებლობით მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული ბევრი გინახავს??? ან ისტორიას უნახავს ბევრი ასეთი გამარჯვება???? ვისაც ფრანგები უყვარს იმათგან ძაან შორს ხარ!!! ამხელა სტატია დაწერე და კილიან მბაპე არ ახსენე!!! (ბევრი ჰაჰა
bs
არ მომწონს ახალი ჩემპიონი! გეთანხმებით ყველაფერში და კიდევ დავამატებ: ხორვატიამ წააგო იმის გამო რომ ვერ შეძლო მოეძებნა გასაღები ორგანიზებული საფრანგეთისათვის, მისმა ერთ-ერთმა ლიდერმა და იმედმა რაკიტიჩმა ითამაშა საზიზღრად (მე მისი გუნდელების ადგილას მაგრად ვცემდი თამაშის მერე), და იღბალმაც უმტყუნათ. რაც შეეხება პენალტს: საჯარიმოს შიგნით ბურთი მოხვდა ხელზე, შეიცვალა მიმართულება, ხელი არ იყო მიბჯენილი ტანზე, სხვა რაღაა პენალტი?!
soso
საინტერესოა რას ეძახის ავტორი რომანტიკულ ფეხბურთს, მერვედფინალიდან მოყოლებული ხორვატები ორიენტირებული იყვნენ მიეღწიათ პენლებამდე, რუსებთანაც კი დაცვაში იჯდნენ
euhh
ავტორს ცოტას დავეთანხმები ,ბერვს ნამდვილად ვერა,ისე კი ჩემის აზრით ჩემი როგორც გულშამატკივრის სიამოვნება ორმა გუნდმა შეძლო,მექსიკამ ისერა და ""ბელგიამ"....ფინალს კი ბელგია-ბრაზილიას თამაშს დავარქმევდი
avimusaifi
მე მჯერა ე.წ. ,,შეთქმულების თეორიის'' მაგალითი? კი ბატონო... 1) როდესაც გერმანიას თამაშის გადარჩენა სწირდება 10 მოთამაშითაც კი 2 ბრაზილიის და 2 იტალლის ნაკრებთანაც კი უზარმაზარი ტემპით თამაშობს, უტევს, ქმნის მომენტებს.. მოკლედ როგორც ბარსელონა. ამ მუნდიალზე კი დასეირნობდნენ, არასდროს აჩქარებულან, თუ არ ჩავთვლით პირველ მატჩს მექსიკასთან. 2) ესპანეთს, რომელსაც ერთი შეხებით თამაშში ბადალი არ ჰყავს, რუსეთთან ყველა მოთამაშე მინიმუმ 3 ჯერ და მეტჯერ ეხებოდა ბურთს, რაც სხვა არაფერია თუ არა ლამაზად შეფუთულად თამაშის ,,გაYიდვა'', საქართველოც კი აღარ თამაშობს 2 ჯერ შეხებაზე მეტჯერ. გახსენეთ როგორ გავიდა გოლები, ერთი ავტოგოლი და მეორე პენალტი, რუსეთს იმის შნო სად ჰქონდაიმის შნო, ასეთ ესპანეთთანაც კი თამაშიდან გოლი გაეტანა?!ეს 2 ტურნირის უმთავრესი ფავორიტი რომ ესე უსინდისოდ გამოეთიშება ტურნირს, მეტი რაღაა თუ არა მინიმუმ საეჭვო?!
დათო30
valderrama. 1) ფიფას ინგლისის საწინააღმდეგოთ ჰქონდა სასაცილო არგუმენტი - უიმბლდონის საჩოგბურთო ტურნირი. ინგლისმა უიმბლდონის გადადებაზე უარი თქვა და ამის გამო FIFA-მ მისცა :D რუსეთს. შემდეგ კი დაიჭირეს მექრთამეები ფიფაში. 2) რაც შეეხება ფეხბურთებს - ძალიან გაგვიმართლა გოლები რომ ვნახეთ. მე ამაზე უფრო დაცვითი მუნდიალი აქამდე არასდროს მინახია (1994 - 2018) და ამ ფონზე 169 გოლი მოულოდნელობა იყო, ფეხბურთში მთავარი გოლებია და ამიტომაც ძალიან ცუდი შთაბეჭდილება არ დაუტოვებია ამ მუნდიალს, თორე მთლიანობაში 4-5 თამაში იყო გამორჩეული და არც სიახლე, არც რაიმე დასამახსოვრებელი არ ყოფილა ამ მუნდიალზე. 3) მსოფლიოს ჩემპიონატის გაყალბება იწყება არა მსაჯობით არამედ ჯერ მასპინძლობის ყიდვით და მერე მასპინძლისთვის ბინძური და ჩაწყობილი კენჭისყრით. სამწუხაროდ ეს მსოფლიოს ჩემპიონატი არ იყო პირველი და არც ბოლო იქნება მითუმეტეს ყატარი უფრო წყალწაღებულია რუსეთზე და წარმოიდგინეთ რა ჯგუფს მისცემენ რომ რამენაირად გაძვრეს მერვედფინალში. 4) სამწუხაროდ სანაკრებო ფეხბურთს საკლუბო ჯობია. ვისაც ფეხბურთით სიამოვნების მიღება გინდათ უყურეთ ჩემპიონთა ლიგას. 5) ჩემი აზრით სანაკრებო ფეხბურთი რომ ისევ მიმზიდველი გახდეს, ჩემპიონთა ლიგაზე და ევროპის ლიგაზე უნდა გაუქმდეს ჯგუფური ეტაპები, ასევე უნდა გაუქმდეს მსოფლიოს საკლუბო ტურნირი და უფრო დასვენებული იქნებიან ფეხბურთელები ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონატისათვის. ასევე უნდა გაუქმდეს ტოტალიზატორები. 6) დინამოს თამაშზე მეც მოვდივარ და იმედია მაყურებელი სულ თუ არა ნახევრამდე მაინც გაავსებს დინამო არენას. დინამო აუცილებლად გაივლის ამ ბარიერს.
ირაკლი
მესმის რომ რუსეთმა ბევრი იმამაძაღლა, მაგრამ ობიექტურად რომ ვთქვათ ცუდი ჩემპიონატი ნამდვილად არ ყოფილა, კარგი თამაშიც ბევრი იყო და საფრანგეთიც ძალიან ძლიერი გუნდია (არ ვამბობ ყველაზე ძლიერი თუმცა მე ასე მიმაჩნია და ეს ფაქტია). პენალი მოგონილიაო და მსაჯის შეცდომააო ასე დარწმუნებით ნამდვილად არ ვიტყოდი. ასე რომ სტატიის ავტორო ბევრ რამეში ვერ დაგეთანხმები, ბევრშიც დაგეთანხმები.
korben dallas
შენ ეტყობა ემრე ბელოზოღლუს თამაშითაც იღებდი სიამოვნებას და კამათს აზრი არ აქვს DDDDDDDDD
Kika
Valderama getanxmebi 100 procentit. Turme xorvatebis wagebas unda gadavayolot frxburti. Waaget da nugar wuwunobt.
Emre
20 წელია ფეხბურთს ვუყურებ და ამაზე მაგრად მსოფლიო ჩემპიონატიდან ჯეტ არ მისიამოვნია ... ავტორი ჯობია სცვა სპორტზე წერო არაა ფეხბურთი შენი საქმე
valderrama
ძალიან მოდაში შემოვიდა ფიფას გინება და ფეხბურთი რომ ფეხბურთი აღარაა, ამაზე ლაპარაკი. გასაგებია და უდავოა, რომ:1. ფიფამ იმამაძაღლა რუსეთში და ყატარში ჩემპიონატების დანიშვნით. 2.რუსეთმა ყველა დაუშვებელი ხერხი იხმარა შედეგის დასადებად და რომ ფიფამ რაღაცეებზე თვალი დახუჭა. 3.საფრანგეთი არაა იდელაური ჩემპიონი და მისი ფეხბურთი იყო მოსაწყენი. მიუხედავად ამ ყველაფრისა, იმის წერა და ლაპარაკი რომ ფეხბურთის ყურება აღარ ღირს და ყველაფერი გაყიდულია და ა.შ. სისულელე და პროვინციალიზმია და პლიუს ფეხბურთი რომ არ გესმის ეგეცაა. ზემოთ აღნიშნული პრობლემების მიუხედავად, ვერავინ იტყვის, რომ ჩემპიონატი უსამართლოდ მოიგო საფრანგეთმა (მეც არ მომწონს ეგ გუნდი და მისი ფეხბურთი მაგრამ ყველას აჯობა).რუსეთმა ყველა მამაძაღლობის მიუხედავად ვერ გაიატანა თავისი და ვერ მოხვდა ოთხეულში, რაზეც შეთქმულების თეორიების მომხრეები თავს დებდნენ რომ ასე მოხდებოდა. და საერთოდაც, რომელმა გუნდმა წააგო რომელთან უსამართლოდ და რატომაა "ყველაფერი გაყიდული"?რას ემსახურება ასეთი უაზრო მიდგომა რომ თავზე დაგვემხო თურმე ფეხბურთი და აღარ ღირს ყურება?ვისაც არ გინდათ ნუ უყურებთ და მე ზეგ დინამოზე მივდივარ და მალე ახალი სეზონი იწყება. გაუმარჯოს ფეხბურთს, რომელიც ცალკეული ტიპების ჩარევის მიუხედავად მაინც ფეხბურთად რჩება და ხან შემტევი, რომანტიული სტილით მოთამაშე გუნდი გაიმარჯვებს და ხან საზიზღარი პრაგმატული სტილით მოთამაშე (ესეც ფეხბურთია) მოურინიოს, რაც შეეხება, პატივს ვცემ რათქმაუნდა, მაგრამ მისი რომანტიული ფეხბურთი არ გაიშვა:)
Lagashi
ისე ხოტვატების ფინალში გასვლამ ასეთი აჟიოტაჟი რომ გამოიწვია ჩვენში, ხომ არ გვავიწყდება რომ ხორვატებზე უფრო პატარაა ურუგვაი და ორგზის ჩემპიონია. ჩვენში გაოცებას უნდა იწვევდეს ისლანდია თორემ ხორვატი როგორც იუგოსლავიის ყოფილი შემადგენელი ნაწილი დიდი ხანია სპორტული ქვეყანაა
mdaaa!
ასე მგონია მე და ავტორი სხვადასხვა ჩემპიონატს ვუყურებდით..
ფანი
ავტორ გეთანხმები სადღაც 50%-ით,იმ საკითხში რასაც ფიფას საქმიანობა და მათი კორუმპირებულობა ქვია.აი იმ საკითხში რომ თითქოს საფრანგეთთან შედარებით ხორვატებმა რომანტიკული ფეხბურთი აჩვენა უკაცრავად მაგრამ არაა ეს სიმართლე.ხორვატებმა რომლებმაც ფინალამდე ყველა თამაშში ბეწვის ხიდზე გაიარა
დ.ვ
ავტორ ძალიან მიკერძოებული ხომ არ ხარ? ფრანგებმა არგენტინას და ხორვატიას 4-4 გოლი რომ გაუტანეს ეგ მოსაწყენი იყო და ხორვატებმა დანიას და რუსეთს თამაშით რომ ვერ მოუგეს ეგ რომანტიკა?!
ქუთაისელი
რა ექნა აბა? ჩამოერეცხებოდა მთელი ბოტოქსები.. :დ
დათო30
ბრავო სტატიის ავტორს ვაჟა ქუნთელიას, 100 %-ით გეთანხმები ყველაფერში. იქ სადაც რუსეთი ყველაფერი ყარს, ასე იყო აქამდეც და ასე იქნება მომავალშიც თუ სხვადასხვა სპორტის ფედერაციები შეუძვრებიან რუსეთს ფულის გამო და არამარტო სპორტში, კულტურის სფეროშიც და პოლიტიკაშიც ნეხვის სუნია თუ იქ ფაშისტი ოკუპანტი რუსეთია
ლეონიდას
როგორი მიკერძოებულია ავტორი. რა ორი მომენტი ღადაობთ? ერთი ვიდეო ან ტექსსტური ანალიზი მაინც დაგედოთ რატომ არ იყო პენალტი ან გოლი? რომ გამეგო თუ რატომ არ იყო. არაფერი მსგავსი გაგიკეთებიათ და სიტყვების რახარუხით ერთობით. და ყველაზე ღადაობაა ის რომ ლუკაშენკოს სიტყყვებით ამყარებთ ამ ყველაფერს.
უკვე შვიდი - რომელმა ნაკრებებმა მოიპოვეს 2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშის უფლება
ორი წლის წინ - მესი პელესა და მარადონას გვერდით - დიდი მოწყენილობის შიში...
მსოფლიოს 2034 წლის ჩემპიონატი შეიძლება ზამთარში ჩატარდეს
მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ
"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი
სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან
"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა
"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ
"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი
უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა
[VIDEO] "გოლდენ სტეიტი" პლეი-ოფს გამოეთიშა - "მინესოტა" კონფერენციის ფინალშია
[VIDEO] ლობჟანიძემ MLS-ში საგოლე პასი შეასრულა
[VIDEO] ოსიმენის ისტორიული რეკორდი - ნიგერიელმა "გალათასარაის" თასი მოაგებინა
[VIDEO] მამარდაშვილის მოგერიებები, "აკიდებული" პენალტი და "ვალენსიას" ათმატჩიანი წაუგებელი სერიის შეწყვეტა
საფრანგეთში რეფორმა იგეგმება, რათა პსჟ ვადამდე არ გახდეს ჩემპიონი
პსჟ ორი ფეხბურთელის შეძენას აპირებს და დაცვის ეკვადორული ცენტრი ეყოლება
"შახტარს" "ნაპოლის" მიერ სუდაკოვში შეთავაზებული თანხა ეცოტავა
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა შეიძლება ესპანური კლუბი დატოვოს
„შავი ლომის“ ბრიტანული ტურნე: მატჩები შოტლანდიაში და შემადგენლობაში ცვლილებები
100 მილიონი ევრო ფაბრეგასის შესანარჩუნებლად - "კომოს" დიდი მიზნები აქვს
ფინანსების მოძიება ჰოლანის ტრანსფერისთვის - "ბარსელონა" ნორვეგიელის დამატებას გეგმავს
რაფინიამ ახსნა, როგორ ცდილობდა ნეიმარი "ბარსელონაში" დაბრუნებაზე დაერწმუნებინა
ბასილაშვილის ბრწყინვალე შეხვედრა - ნიკოლოზმა სახელოვანი ესპანელი მეტოქე 2 სეტში გაანადგურა
სპალეტის იტალიამ პარიზში საფრანგეთს მოუგო [VIDEO]
გაიგებთ რა ხდება გუნდების გასახდელში - ფიფას 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ახალი იდეა აქვს
"საუკეთესო ფორმაში არ ვართ, მეტოქემ ჩვენი შეცდომებით ისარგებლა" - დეშამი იტალიის ნაკრებთან მარცხის შემდეგ
"ეს ყველაფერი როგორ გავიგო?" - გვარდიოლა აღშფოთებულია
თბილისს ფიფას პრეზიდენტი, ჯანი ინფანტინო ეწვევა
კიდევ უფრო მკაცრი წესები რასიზმის წინააღმდეგ - ინფანტინოს ინიციატივა
ინციდენტი მუნდიალის ფინალში: Pussy Riot-ი მოედანზე, დაკითხვა და შეურაცხყოფა [VIDEO]
თითქმის ნახევარი სტანდარტებიდან - სულ რამდენი გოლი გავიდა მუნდიალზე
რონალდომ პორტუგალიას მოაგებინა, მოდრიჩმა - ხორვატიას [VIDEO]
"იმედი მაქვს, მალე რუსეთს საფეხბურთო სამყაროში დავაბრუნებთ"- FIFA-ს პრეზიდენტი
რუსებმა მთლად აურიეს - ფეხბურთელებისგან დაორსულებულ გოგონებს დაჯილდოებას პირდებიან
8 გოლი და ქამბექი, რომელიც საკმარისი არ აღმოჩნდა - ესპანეთის ნაკრებმა ოლიმპიადის ფინალში საფრანგეთი დაამარცხა [VIDEO]
ფიფას პრეზიდენტი საქართველოს სპეციალური ვიზიტით ესტუმრა [VIDEO]
"რუსეთის ნაკრები და ამ ქვეყნის კლუბები საერთაშორისო ტურნირებზე მხოლოდ ამ შემთხვევაში დაბრუნდებიან" - FIFA-ს მმართველის შემდეგ, ამ საკითხზე UEFA-ს პრეზიდენტმაც ისაუბრა
საფრანგეთმა ბელგიას, იტალიამ კი ისრაელს მოუგო [VIDEO]
მსოფლიო ჩემპიონატის "სასწაული": ირანში სტადიონზე ქალები შეუშვეს [PHOTO]
გარიცხეთ რუსეთი და მოკვეთეთ ირანი - უკრაინელები უეფასა და ფიფას მიმართავენ
ჯანი ინფანტინოს ვიზიტი თბილისში
"ბევრი შეცდომა დავუშვით, მეორე ტაიმში კი მომენტები ვერ გამოვიყენეთ" - დიდიე დეშამი ხორვატიასთან მარცხის შემდეგ
38 წლის მოდრიჩი ხორვატიის ნაკრებში თამაშს გააგრძელებს
სპალეტის იტალიამ ბელგიას სძლია და 17 ნოემბერს საფრანგეთს უმასპინძლებს
ფიფამ გულშემატკივართა ვერსიით მუნდიალის სიმბოლური ნაკრები შეადგინა
ძაკანიმ იტალია პლეი-ოფში გაიყვანა - ესპანეთმა დუბლებით ალბანეთს სძლია
გიასულას ავტოგოლი და გოლი - ხორვატია ალბანეთს დაუზავდა [VIDEO]
ერთა ლიგა. რონალდოს მე-900 და "ნაპოლის" ფეხბურთელების გოლები [VIDEO]
მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის ულამაზესი ფანები [PHOTO]
"FIFA უკრაინას არ დაეხმარა, ერთიანობა ვერ ვიგრძენით" - პალკინმა ინფანტინოსთან დაკავშირებით უმაყოფილება ღიად გამოხატა
საჩივარი არ დაკმაყოფილდა - რუსები საერთაშორისო ტურნირებიდან კვლავ მოკვეთილები იქნებიან
რუსების საჩივარი - 5 ივლისს ლოზანის სპორტული საარბიტრაჟო სასამართლო სანქციებს განიხილავს