პირველად ქართული რაგბის ისტორიაში, 28 ივლისს და 3 აგვისტოს საქართველო ოთხთა საკლუბო/საერთაშორისო ტურნირს - Rugby Summer Cup 2018-ს უმასპინძლებს.

ტურნირი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ორ ტურად, 28 ივლისს და 3 აგვისტოს გაიმართება და მასში საქართველო XV-ის (დიდი 10-ის ნაკრები) გარდა, არგენტინა XV, ფრანგული ტოპ 14-ის პარიზული კლუბი "რასინგ 92" და ბრაზილიის ეროვნული ნაკრები ითამაშებენ.

ბილეთების შეძენა ამ ბმულზე შეგიძლიათ.

მეტოქეების შესახებ - ვიწყებთ ბრაზილიით

ბრაზილია სარაგბო სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადი ნაკრებია, რომელიც ბოლო წლებში მუდმივ პროგრესს განიცდის და ამაში მას "მსოფლიო რაგბიც" ეხმარება.

ბრაზილიის მიწაზე რაგბი პირველად მე-19 საუკუნის მიწურულს, საპორტო ქალაქებში ბრიტანელმა მეზღვაურებმა შეიტანეს და 1891 წელს პირველი კლუბიც დააარსეს, მაგრამ თამაშმა ადგილობრივებში ინტერესი არ გამოიწვია.

ბრაზილიაში რაგბიზე მეტად ფეხბურთი ფასობდა და სპორტის ამ შესანიშნავ სახეობასაც ყურადღებას არავინ უთმობდა. ქვეყნის ნაკრებმა პირველი საერთაშორისო მატჩი სამხრეთაფრიკელებთან გაურკვეველი ანგარიშით დათმო, დაფიქსირებული ოფიციალური შეხვედრა კი, 1950 წელს ურუგვაისთან გამართა.

2012 წლიდან ბრაზილიაში რაგბი მეორე ყველაზე მზარდ სპორტის სახეობად იქცა. ამის მიზეზი რაგბი 7-ის ზაფხულის ოლიმპიურ სახეობაში მიღება გახდა და ბრაზილიის 7-კაცა ნაკრები "მსოფლიო რაგბის სერიებში" მიიწვიეს. პარალელურად, 2015 წლიდან, ბრაზილია "მსოფლიო რაგბის" ტესტ-სერიებში ჩაერთო და მისი გერმანიასთან მატჩი ჩვენმა რეფერიმ, შოთა თევზაძემ იმსაჯა.

ბრაზილიურმა რაგბიმ ფრთები მალე შეისხა და ბოლო წლებში რამდენიმე სენსაციური შედეგი დააფიქსირა. ახლა ეს ერთ-ერთი ყველაზე მზარდი ნაკრები საქართველოში მოდის და თავის შესაძლებლობებს "მიხეილ მესხზე" გვაჩვენებს.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

7-კაცა | ნუტრიციის, ჩვევებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის სემინარი სანდრო ნოზაძისგან
[VIDEO] "შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ჩელენჯ თასი | საბრძოლო რაზმით "ძებრესთან"
"ბარსელონამ" ნავსი კატალონიურ დერბიში, "ხირონას" დამარცხებით გატეხა
კაზემიროს ტონალი შეცვლის? - იტალიელი "მანჩესტერ იუნაიტედის" სამიზნეა
მატჩის გმირი, გურჯაანელი კინგი | დელტამ კსუ-კავკასია ბოლო წამებზე დაამარცხა
[VIDEO] ჰარდენი წავიდა, თუმცა კავაი აქ არის - "კლიპერსმა" "მინესოტა" დაამარცხა
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტომ" "ინდიანა" დაამარცხა
[VIDEO] ბრინჯაომდე სულ ცოტა დაგვაკლდა - საქართველომ საქართველომ ფიგურული ციგურაობის გუნდურ ასპარეზობაში მეოთხე ადგილი დაიკავა
ლუის ენრიკემ "მარსელთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
კიტეიშვილის საგოლე პასი, მამაგეიშვილის დებიუტი და "შტურმის" გამარჯვება
საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი 37 წლის ასაკში გარდაიცვალა
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა შვეიცარია დიდი ანგარიშით დაამარცხა
ლოკატელის პრემიერ ლიგაში ეპატიჟებიან - "იუვენტუსიდან" შესაძლოა, კაპიტანი წავიდეს
11 ფეხბურთელი უკვე შეარჩია - ანჩელოტის სამუნდიალო სიაში ეს მოთამაშეები აუცილებლად იქნებიან
თუ "მანჩესტერ იუნაიტედიდან" გაუშვებენ - კერიკს პრემიერ ლიგიდან უკვე სამი მსურველი ჰყავს
[VIDEO] პსჟ "მარსელის" დღევანდელ მატჩს განსაკუთრებული სტუმარი გახსნის
"ტორპედოში" 2 მატებაა - კლუბი დღეიდან მზადებას კვიპროსში განაგრძობს
პეპის დარწმუნებას ამ ორი ტრანსფერით შეეცდებიან - გვარდიოლა შესაძლოა, "სიტიში" დარჩეს
რუსულად საუბრის გამო დაისაჯა - "კარპატის" უკრაინელ მცველს კაპიტნის სამკლაური ჩამოართვეს
მამარდაშვილზე უარის მიღების შემდეგ, "ბეშიქთაშმა" კოლუმბიელი მეკარე დაიმატა
ფიგურული ციგურაობა | ოლიმპიურ თამაშებზე დევისის და სმოლკინის წყვილმა თავისუფალ პროგრამაში მეოთხე ადგილი დაიკავა
კვარაცხელიას დაბრუნება ფრანგულ კლასიკაში - მიქაუტაძის გამარჯვების დრო!..
საქართველო XV - შემადგენლობა არგენტინული სერიის პირველი მატჩისთვის
საქართველო XV-ის სამატჩო რაზმი "ხაგუარესთან" მატჩისთვის ცნობილია
საქართველო XV: ვეცდებით, მეორე მატჩი უკეთ ჩავატაროთ
ვიცე-ჩემპიონმა "ხაგუარესმა" საქართველო XV-ს გაკვეთილი ჩაუტარა და დიდი სხვაობით დაამარცხა
საქართველო XV-ის მორაგბეთა გაფართოებული შემადგენლობა ცნობილია
ვეცდებით, მაქსიმალურად კარგი თამაში ვაჩვენოთ - საქართველო XV-ის ღია ვარჯიში და კომენტარები
ნიკოლოზ სუხაშვილი: პირადად მე ასეთი ტემპის, დონის და ხარისხის თამაში აქამდე არასდროს მქონია
საქართველო XV-ის მწვრთნელი: ბიჭებმა კარგად იციან, სად არიან და რისთვის
ბესიკ ხამაშურიძე: "საქართველო XV" ნაკრებისკენ გზაა
საქართველო XV-მა ამჯერად "ხაგუარესს" ლელო დაუდო, თუმცა მაინც დიდი ანგარიშით დამარცხდა [VIDEO]
თბილისში გასამართი ტურნირის, Rugby Summer Cup-ის მონაწილეები ცნობილია
Rugby Summer Cup 2018: გავიცნოთ საქართველოს მეტოქე არგენტინა XV