დიდი 10-ის კლუბებში მოასპარეზე ბიჭებისგან შემდგარი ნაკრები - საქართველო XV, რომელიც წელს პირველად შეიკრიბა, 28 ივლისსა და 3 აგვისტოს პირველ საკლუბო/საერთაშორისო ოთხთა ტურნირზე - "რაგბის ზაფხულის თასზე", Rugby Summer Cup 2018-ზე ითამაშებს.

ტურნირს "მიხეილ მესხის" სტადიონი უმასპინძლებს და მასში, საქართველო XV-ის გარდა, არგენტინა XV, ფრანგული ტოპ 14-ის პარიზული კლუბი "რასინგ 92" და ბრაზილიის ეროვნული ნაკრები ითამაშებენ.

"ზაფხულის თასი" ორ ტურად იმართება და ფორმატის თანახმად, ევროპელები, ანუ საქართველო XV და "რასინგ 92" სამხრეთელებს - არგენტინა XV-ს და ბრაზილიას შეხვდებიან.

ჩვენს გუნდს საფრანგეთის 6-გზის ჩემპიონთან და ჩემპიონთა თასის ფინალისტთან შეხვედრა არ უწევს, თუმცა მთავარი მწვრთნელი ბესიკ ხამაშურიძე ფიქრობს, რომ საქართველო XV-ს არანაკლებ საინტერესო თამაშები ელის:

"ევროპელები სამხრეთელებს ვეთამაშებით და ისე გამოდის, რომ "რასინგი" ჩვენთან ერთად მასპინძელია. არგენტინა XV, ასევე, მზარდი, მუდმივად პროგრესირებადი ბრაზილიის ნაკრები კარგი გუნდები არიან და საინტერესო თამაშები გველის. ვფიქრობ, მალე მოვა იმის დრო, როდესაც "რასინგს" და მის დარ ძლიერ გუნდებს შევხვდებით".

იგივე შეგრძნება

41 წლის ბესიკ ხამაშურიძეს მდიდარი სანაკრებო კარიერა ჰქონდა. "ბორჯღალოსნების" კვართით მან 61 მატჩი ჩაატარა და 15 ლელო გაიტანა, რის შემდეგაც მშობლიურ ქუთაისში დაბრუნდა და ჯერ ამ გუნდის მოთამაშე-მწვრთნელი იყო, ხოლო მოგვიანებით მის დირექტორად დაინიშნა და პარალელურად, 7-კაცა და ახალგაზრდულ ნაკრებებში მთავარი მწვრთნელის ასისტენტად მუშაობდა.

ახლა ის საქართველო XV-ის მთავარი მწვრთნელია და იგივე განცდა აქვს, როგორიც "ბორჯღალოსნებში" თამაშისას:

"საქართველოს სანაკრებო ვერტიკალში ადრეც ვყოფილვარ და მიმუშავია, თუმცა ახლა პასუხისმგებლობა უწინდელზე მეტია, რადგან ყველაფერი ჩემზეა დამოკიდებული. დაახლოებით ისეთი განცდა მაქვს, როგორიც საქართველოს ნაკრებში თამაშისას მქონდა".

ჰეიგთან კომუნიკაციით

ხამაშურიძემ საქართველო XV-ის გაფართოებული, 34-კაციანი შემადგენლობა მილტონ ჰეიგთან კომუნიკაციით შეარჩია. გუნდში ისეთი მორაგბეებიც არიან, რომელთაც "ბორჯღალოსნების" თავკაცი 2019 წლის მსოფლიო თასის წინ გაფართოებულ შემადგენლობაში მოიაზრებს:

"გაფართოებულ შემადგენლობაში რამდენიმე ისეთი მოთამაშეა, რომლებიც ჰეიგთან კონსულტაციით შევარჩიეთ. მას აინტერესებს, როგორ წარმოაჩენენ ისინი საკუთარ შესაძლებლობებს დიდი გუნდების წინააღმდეგ თამაშისას" - ამბობს ხამაშურიძე და განაგრძობს:

"დიდი 10-ის კლუბებში მოთამაშე მორაგბეების შესაძლებლობებს კარგად ვიცნობ და შემადგენლობის შერჩევისას ბევრი არ მიყოყმანია. დაგვაკლდა რამდენიმე ტრავმირებული მორაგბე, რომლებმაც სეზონის დასრულების შემდეგ ოპერაცია გაიკეთეს, თუმცა მცირედი განსხვავებით, ფაქტობრივად, იმავე დონის მოთამაშეები ავიყვანეთ.

რამდენიმე გამონაკლისის გარდა, არ დავუძახეთ იმ ბიჭებს, რომლებიც უკვე თამაშობენ საქართველოს ეროვნულ (პირველ) და 7-კაცა ნაკრებებში. ეროვნულიდან შევარჩიეთ მხოლოდ ის მორაგბეები, რომელთაც ნაკრებში ბევრი სათამაშო დრო არ ჰქონდათ, ხოლო 7-კაცადან ახალგაზრდა, პერსპექტიული მოთამაშეები, რომლებიც ამ გუნდში ახალი სახეები არიან.

თავის გამოჩენის შანსი უნდა მისცემოდათ მათ, ვინც არცერთი ნაკრების კანდიდატი არაა. ეს ბიჭები შეიძენენ უდიდეს გამოცდილებას, რითაც დიდი 10-ის დონეც ამაღლდება. გარდა ამისა, მსოფლიო თასი ახლოვდება და დარწმუნებული ვარ, საქართველო XV-დან გამოჩნდებიან ისეთი მორაგბეები, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში პირველ ნაკრებში დაწინაურდებიან და კონკურენციას გაზრდიან".

მზადება უკვე დაიწყო

საქართველო XV "შევარდენის სანაკრებო ბაზაზე" შეკრებაზე 20 ივლისს შევიდა და სამი დღეა "ზაფხულის თასისთვის" ემზადება. მიუხედავად ზაფხულისა, ხამაშურიძე ბიჭების მდგომარეობით კმაყოფილია და ამბობს, რომ ორივე თამაშში ბრძოლა ბოლო წუთებამდე გაგრძელდება:

"გუნდების ნაწილს მოსამზადებელი ეტაპი უკვე დაწყებული ჰქონდა. გარდა ამისა, ბიჭები პროფესიონალები არიან და მათი ფიზიკური კონდიციები ამ ეტაპისთვის დამაკმაყოფილებელია. არის პატარ-პატარა განსხვავებები და ახლა მათ დაბალანსებას ვცდილობთ. საზაფხულო დასვენების გამო ბურთთან გაუცხოებაც შეინიშნება და ახლა მის გაუმჯობესებაზე ვმუშაობთ.

რაც მთავარია, შეკრების პირველივე დღიდან გამოჩნდა, რომ ბიჭებმა კარგად იციან, სად იმყოფებიან და რა მიზანს ემსახურებიან. მათ გააზრებული აქვთ პასუხისმგებლობა და მოტივაცია არ აკლიათ. მთლიანობაში, ამ ნაკრების არსებობა განვითარებას და გამოცდილების მიღებას ემსახურება, თუმცა ჩვენ მორაგბეები ვართ და ყველა თამაშში მხოლოდ მოსაგებად ვიბრძოლებთ".

მომზადებულია Rugby.ge-ს მიხედვით

შავი ლომი | ‘მონპელიე’ და ‘ძებრე’ თბილისში, ‘ქონახთი’ და ‘მონტობანი’ სტუმრად
"შავი ლომი" | "მონპელიე" და "ძებრე" თბილისში, "ქონახთი" და "მონტობანი" სტუმრად
თბილისის ბულვარი“ საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალური პარტნიორი - ინვესტიცია ქართული რაგბის მომავალში
საქართველოს U18 ნაკრებმა A დივიზიონის წევრი გერმანია ლატვიაში დაამარცხა
პსჟ-ს თავდამსხმელის გაყიდვა სურს და შეთავაზებებს ელის
20 წ. | ცვლილებები რაზმში
დიეგო ლონგო: "დილა" თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმისგან ჯერ კიდევ შორს არის
"მილანს" რასმუს ჰოილუნის შეძენა სურს
[PHOTO] მორიგი ბრწყინვალე ჟესტი - "ლივერპული" ჟოტას არ ივიწყებს
დირკ შუსტერი: უზომოდ ბედნიერი ვარ და თითოეული ფეხბურთელით ვამაყობ
აზაროვმაც ითამაშა და გოჩოლეიშვილმაც - "შახტარის" მომავალი მეტოქე "ბეშიქთაშია"
მძიმე არტილერია ბრუნდება! - "ბორჯღალოსნების" შემადგენლობა მსოფლიო ჩემპიონ სამხრეთ აფრიკის წინააღმდეგ
"დილამ" "რასინგს" ისევ მოუგო და მეორე ეტაპზე "რიგას" შეხვდება
[VIDEO] მიკერძოებული მსაჯობის მიუხედავად "ტორპედომ" "ორდაბასის" ბარიერი გადალახა და მეორე ეტაპზე გავიდა
Nuovo Kvara - "ნაპოლიმ" ქართველის შემცვლელი შეიძინა
პსჟ შეიძლება მალე დონარუმას გარეშე დარჩეს
Giorgi² - ფრანგული "მეცი" ქართული ფრთებით შეუტევს
ქართული კლუბების შესაძლო მეტოქეები კონფერენციის ლიგის შესარჩევის მეორე რაუნდში
გრანიტ ჯაკა შესაძლოა, პრემიერლიგაში დაბრუნდეს
"რა გაუკეთებია, რომ "ბარსელონაში" ითამაშოს?" - "იუნაიტედის" ლეგენდამ რაშფორდი გააკრიტიკა
"რეალს" ალაბასთან კონტრაქტის გაწყვეტა სურს
"თუკი კვარაცხელიას ხელი არ შეუშალეს, ოსიმენს პრობლემებს რატომ უქმნიან?!" - ნიგერიელის მეგობარმა დე ლაურენტისი გააკრიტიკა
რეტეგის მიქაუტაძე შეცვლის? - "ატალანტა" ქართველ ფორვარდზე ოცნებობს
Rugby Summer Cup 2018: გავიცნოთ საქართველოს მეტოქე ბრაზილია
საქართველო XV - შემადგენლობა არგენტინული სერიის პირველი მატჩისთვის
საქართველო XV-ის სამატჩო რაზმი "ხაგუარესთან" მატჩისთვის ცნობილია
საქართველო XV: ვეცდებით, მეორე მატჩი უკეთ ჩავატაროთ
ვიცე-ჩემპიონმა "ხაგუარესმა" საქართველო XV-ს გაკვეთილი ჩაუტარა და დიდი სხვაობით დაამარცხა
საქართველო XV-ის მორაგბეთა გაფართოებული შემადგენლობა ცნობილია
ბესიკ ხამაშურიძე არგენტინულ ტურნეზე: მოედანი თავაწეულებმა უნდა დავტოვოთ
ვეცდებით, მაქსიმალურად კარგი თამაში ვაჩვენოთ - საქართველო XV-ის ღია ვარჯიში და კომენტარები
საქართველო XV-მა ამჯერად "ხაგუარესს" ლელო დაუდო, თუმცა მაინც დიდი ანგარიშით დამარცხდა [VIDEO]
7-კაცა | ბესიკ ხამაშურიძე – სტაბილურად მსოფლიო რაგბის სერიისკენ
ნიკოლოზ სუხაშვილი: პირადად მე ასეთი ტემპის, დონის და ხარისხის თამაში აქამდე არასდროს მქონია
ბესიკ ხამაშურიძე: კიდევ უფრო დიდი მიზნები გვაქვს
ბესიკ ხამაშურიძე: "საქართველო XV" ნაკრებისკენ გზაა
საქართველო XV-ს შეკრებაზე ერთი მორაგბე დაემატა
თბილისში გასამართი ტურნირის, Rugby Summer Cup-ის მონაწილეები ცნობილია
Rugby Summer Cup 2018: გავიცნოთ საქართველოს მეტოქე არგენტინა XV