3×3 კალათბურთში საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები უნგრეთში გაემგზავრა, სადაც ევროპის ჩემპიონატის დაგეგმილი 3 საკვალიფიკაციო ტურნირიდან ერთ-ერთი გაიმართება. კონტინენტის პირველობაზე გასასვლელი შესარჩევი ტურნირები ჩატარდება იტალიასა და საფრანგეთშიც, თუმცა ჩვენი ყურადღება უნგრეთის ქალაქ შოლნოკისკენაა მიპყრობილი, სადაც საქართველო კიდევ 9 ქვეყნის ნაკრებთან ერთად იბრძოლებს ევროპის ჩემპიონატის 3 საგზურის მოსაპოვებლად.

უნგრეთის ქალაქ შოლნოკში შეკრებილი 10 ნაკრები 2 ჯგუფშია გადანაწილებული:

A ჯგუფი - ესტონეთი, საქართველო, ესპანეთი, ისრაელი, სერბეთი

B ჯგუფი - უნგრეთი, ჰოლანდია, ბელარუსი, ჩეხეთი, მონტენეგრო

მატჩები 4 და 5 აგვისტოს გაიმართება. ევროპის ჩემპიონატზე გამსვლელი 3 საგზურიდან 2 ჯგუფების გამარჯვებულებს ერგებათ. მე-3 საგზურის მოსაპოვებლად ბრძოლას ჯგუფებში II და III ადგილებზე გასული გუნდები გააგრძელებენ, რომლებიც ნახევარფინალში ჯვარედინად დაწყვილდებიან და საბოლოოდ გამარჯვებული 1 გუნდი მიიღებს კონტინენტის პირველობის მე-3 საგზურს. თუკი ეს გუნდი უნგრეთი (ევროპის ჩემპიონატის მასპინძელი) აღმოჩნდება, საგზურს ავტომატურად მიიღებს მეორე ნახევარფინალური წყვილის გამარჯვებული.

საქართველოს ნაკრების ღირსებას დაიცავენ:

ანზორ ნადირაძე (ზაზას აკადემია)

ნიკა გურგენიძე (ორბი)

გიორგი გახოკიძე (მართვე)

ნიკა მედილიში (ზაზას აკადემია)

საქართველოს ნაკრების კალენდარი ასე გამოიყურება:

საქართველო - სერბეთი 4 აგვისტო, 17:00 საათი

ესტონეთი - საქართველო 4 აგვისტო, 20:20 საათი

საქართველო - ისრაელი 5 აგვისტო, 19:20 საათი

ესპანეთი - საქართველო 5 აგვისტო, 21:00 საათი

მომზადებულია Gbf.ge-ის მიხედვით

მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
თვაურის 3 ევრომატჩი | კირილე მე-3 ქართველია, რომელიც ევროტურნირის ნახევარფინალს მოემსახურება
თებერვლის პირველი ნახევარი | ფიბა-ს ევროტურნირების 3 მატჩი 2 ქართველს
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა