ფოტოები: facebook.com/MilosLacnyOfficial/
ქუთაისის "ტორპედოს" სლოვაკი ფორვარდი მილოშ ლაჩნი სოციალურ ქსელში საქართველოს შესახებ წერს.
შეგახსენებთ, რომ ქუთაისურმა კლუბმა 30 წლის ფეხბურთელთან ერთწლიანი კონტრაქტი 20 ივნისს გააფორმა და მას შემდეგ მან "ტორპედოს" მაისურით 2 მატჩი გამართა, საიდანაც ერთში გოლის გატანა მოახერხა. კერძოდ კი, სლოვაკმა "ვიკინგურს" გასვლაზე ულამაზესი გოლი გაუტანა.
მილოშ ლაჩნის ულამაზესი გოლი ვიკინგურის კარში
ლაჩნი საქართველოთი აღფრთოვანებულია და ამბობს, რომ შეუძლია აქ კონცენტრაცია ფეხბურთზე მოახდინოს. ფეხბურთელის პოსტიდან ჩანს, მას განსაკუთრებით მოეწონა ბათუმი. სლოვაკი ზღვისპირა ქალაქს მაიამისაც კი ადარებს.
"საქართველო ფუფუნებით და სიღარიბით არის შემკული. მე ძალიან მომწონს ეს ქვეყანა. ხალხი ფანტასტიკურია, ძალიან მეგობრულები არიან. ჩემთვის პრიორიტეტი კარგი საცხოვრებელი ადგილის მოძებნა იყო. აქ შემიძლია კონცენტრაცია ფეხბურთზე მოვახდინო.
რა თქმა უნდა, ჩემი ოჯახი მენატრება, თუმცა აქ კარგი ფრენებია. ზოგჯერ ისინი ჩამოვლენ, ზოგჯერ მე ჩავალ მათთან. ქუთაისიდან 100 კილომეტრის მოშორებით არის ქალაქი ბათუმი. ბათუმი მაიამის ჰგავს. მართლა ამერიკას ჰგავს. ძალიან დიდი დრო გავატარეთ დედაქალაქ თბილისში. აქამდე საქართველო არასდროს მენახა, მაგრამ არც საქართველოს ვუნახივარ აქამდე. ველოდები ახალ გამოწვევებს უეფას თასზე", - დაწერა ლაჩნიმ "ფეისბუქზე".
30 წლის ფორვარდის ბოლო კლუბი სლოვაკური "ჟილინა" იყო, სადაც 2017/18 წლების სეზონში მან 8 მატჩი ჩაატარა.
შეგახსენებთ, რომ ქუთაისის "ტორპედო" 9 აგვისტო ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ალბანურ "კუკეშს" 21:00 საათზე დაუპირისპირდება. ბილეთის ფასი 4 ლარია.
გოჩა
სიღარიბე და ფუფუნება ერთმანეთშია არეულიო, კარგი დახადიათებაა რას ერჩი, წარმატებები ლაჩნის.
სანდრიკა
არა ზედმეტი მოუვიდა ბათუმის და მაიამის შედარება.. ისე ნამყოფი ვარ და სიმართლე თუ გინდათ ძალიან მაგარია მაგრამ არც ისეთი განსაკუთრებული როგორც ჰოლივუდის ფილმებში და ასე შემდეგ.. აი სოხუმში არ ვარ ნამყოფი და სურათებით და ვიდეოებით რომ ვათვალიერებ რა მაიამი რის მაიამი .......
აჩი
საინტერესოა, რას დაწერს, როცა ბათუმს ნახავს... ;)))
სიმართლე
ჯერ ეტყობა ეიფორიაშია და თავი შუაგულ ევროპაში ჰგონია. ცოტა ხანში ყანებში რომ მოუწევს ბურთის გაგორება და მათხოვრები რომ ჯიბეებში ჩაუძვრებიან, მერე ვნახოთ რას იტყვის :):):)
kai kaco :)))
ამან მაიამი რომელ კონტინენტზეა თუ იცოდეს რიაააა :)))
შაკო
აბა მიშამ ბარსელონაო
ზაზა
ბუთამი მოეწონა
irakli81
ამას მაიამი თუ ჰქონდეს ნანახი მაჩვი ვიყო :) მაინც კაი ბიჭი ჩანს. ისე მეც არ მინახავს მაიამი და იქნება მართლა ჰგავს :)))
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 4-0 გაგრა. დამატებითი ბონუსი ქეცბაიასთვის
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-2 სამგურალი. "სტანდარტების" დღე უხვგოლიან იმერულ დერბიში
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 0-1 რუსთავი. ერთპიროვნული ლიდერი ისევ "რუსთავია"
"ტოტენჰემთან" მატჩში გიორგი მამარდაშვილი სასტარტოშია
15-ქალა რაგბი ევროპის ალაფაზე აღზევდა
იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს
"მეგონა, კარიერას "სიტიში" დავასრულებდი" - როდრი მანჩესტერული გუნდის დატოვების მიზეზზე
ოფიციალურად: კოუტინიო "სანტოსის" ფეხბურთელია
[VIDEO] ლაშა გუჯეჯიანი უზბეკეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშნეს
ქართველმა მსაჯებმა უეფას წინასასეზონო შეკრებაში მიიღეს მონაწილეობა
საკალათბურთო სეზონი დუდუ დადიანის მემორიალით, რუსთავში გაიხსნება
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 4-0 გაგრა. დამატებითი ბონუსი ქეცბაიასთვის
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-2 სამგურალი. "სტანდარტების" დღე უხვგოლიან იმერულ დერბიში
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 0-1 რუსთავი. ერთპიროვნული ლიდერი ისევ "რუსთავია"
"მამარდაშვილი ძალიან კარგი მეკარეა" - ირაოლამ გაამხილა ვინ ითამაშებს "ტოტენჰემთან"
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
ლუის ენრიკემ ჰაკიმის ტრავმის შესახებ გააკეთა კომენტარი
"ამ სეზონში ყველაზე ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მოვიგეთ" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ბრესტთან" მატჩის შემდეგ?
"ეს ჩემთვის სიურპრიზია" - მატვეი საფონოვი
"ლივერპული" რეკორდული ტრანსფერისთვის ემზადება
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია
[VIDEO] "რამდენიმე ფეხბურთელს ვესაუბრებით" - "ტორპედოს" მწვრთნელმა შესაძლო ტრანსფერებზე ისაუბრა და შეკრება შეაფასა
მილოშ ლაჩნი: "ლუდოგორეცის" დასამარცხებლად ყველაფერს გავაკეთებთ!
ქუთაისის "ტორპედომ" სლოვაკი ფორვარდი დაიმატა
"ტორპედო" ფულის საჭრელი მანქანა არაა და მალე ამას ყველა გაიგებთ!" - ქუთაისელთა ფანების პროტესტი
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
მილოშ ლაჩნი: საქართველო ყოველთვის კარგად მემახსოვრება, შემიყვარდა ქართული კულტურა, ქართველი ხალხი... ქუთაისი!
"ტორპედოში" 2 მატებაა - კლუბი დღეიდან მზადებას კვიპროსში განაგრძობს
ქუთაისის "ტორპედო" საქართველოს ნაკრების ფეხბურთელს იმატებს
მილოშ ლაჩნი: "ტორპედოს" წინსვლა და ახალ საფეხურზე ასვლა სურს, მე კი მინდა ამაში ჩემი წვლილი შევიტანო
"ტორპედომ" კიევის "დინამოს" აღზრდილი ფეხბურთელი დაიმატა
"ტორპედოს" გარკვეული პრობლემები აქვს" - წავა თუ არა მილოშ ლაჩნი ქუთაისური კლუბიდან?