ფოტო: fcloco.ge

თბილისის "ლოკომოტივის" ოფიციალურმა საიტმა კლუბის მცველის, ნიკა ჭანტურიას ბლოგი გამოაქვეყნა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

როგორც იცით, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 10 წელი გავიდა. ჭანტურიას ბლოგიც ამის შესახებაა დაწერილი.

"25 წლის წინ, აფხაზეთის ომის შემდეგ, ჩემს მშობლებს საკუთარი ქალაქის, ქვეყნის დატოვება მოუხდათ. ორი წლის შემდეგ მე სწორედ იმ ქვეყნის ტერიტორიაზე დავიბადე, რომლის გამოც ჩემს ოჯახს ცხოვრება დევნილობაში უწევდა.

რუსეთ-საქართველოს 10 წლის წინანდელი ომის დროს 13 წლის ვიყავი. იქამდე, ბავშვობიდან მოყოლებული, მშობლებისგან ბევრჯერ მომისმენია ისტორიები აფხაზეთის ომზე.

ყველა ეს ისტორია აფხაზეთიდან დევნილი 20 000-მდე ადამიანის ცხოვრებას აერთიანებს, 2008 წელს კი ამბები, რომლებსაც წლების მანძილზე ვისმენდი, კიდევ ერთხელ იქცა საშინელ რეალობად.

ჩვენ ვართ თაობა, რომელმაც ომს, საკუთარ ქვეყანაში, თვალი ტელევიზიით მიადევნა. აგვისტოს ომის დროს ნანახი უამრავი კადრიდან რამდენიმე სამუდამოდ დამრჩა მეხსიერებაში.

ფილმებში ნანახს ჰგავდა კადრი, როგორ ბომბავს რუსული თვითმფრინავი მშვიდობიან მოსახლეობას. ქუჩაში წაქცეული ქალის სახე, რომელიც ცეცხლსა და მავთულხლართებს შორის გაწვდილი ხელით ცდილობდა თავის გადარჩენას, ამ ომის ერთ-ერთი ყველაზე ემოციური კადრია.

400-ზე მეტი დაღუპული ადამიანის გარდა, აგვისტოს ომმა დევნილად 26 000 ადამიანი აქცია.

დასავლეთისკენ მიმავალ გზაზე, ყოველთვის თვალში გვხვდება ფუტკრის სკებივით ჩამწკრივებული სახლები. იქ გადასახლებული ადამიანების ცხოვრება ორად გაიყო, ომამდე და ომის შემდეგ.

ალბათ, არაფერია იმაზე საშინელი, როცა წარმოიდგენ, როგორ ცხოვრობს ვიღაც სხვა ძალადობით მისაკუთრებულ სახლში, რომელიც მთელი ცხოვრება შენ გეკუთვნოდა.

ასე მოუხდათ საკუთარი სახლის დატოვება ჩემს მშობლებსაც, 25 წლის წინ...

მჯერა, რომ ეს წარმოუდგენელი ბოროტება, რომელიც უკვე 200 წელია სხვადასხვა ფორმით გრძელდება, დასრულდება. და ამ დასასრულის ავტორი აუცილებლად ჩვენი თაობა იქნება - თაობა, რომელმაც ომი, საკუთარ ქვეყანაში, ტელევიზიით ნახა.

7 აგვისტო, 2018 წელი", - წერს ჭანტურია.

kix
ჯიგარი ხარ!!!
საბო: ინფანტინო რუსებისგან ქრთამს იღებს
[PHOTO] რა ქნას, დარდს იქარწყლებს... - მუდრიკი "სამაგალითოდ" მოქცევას აგრძელებს
ევრო 2026 | საქართველოს ნაკრები ხორვატიასთან მატჩისთვის ემზადება
ზივზივაძე და გოჩოლეიშვილი შეცვლაზე შევიდნენ - "ჰამბურგმა" "ჰაიდენჰაიმს" მოუგო
ხამეს როდრიგესი კარიერას MLS-ში გააგრძელებს
U22 | რუსთავმა ზედიზედ მე-15 მატჩი ჰიუნდაისთან, დაძაბულ ბრძოლაში მოიგო
დიდი ალბათობით, სეზონის ბოლოს სიმეონე "ატლეტიკოს" დატოვებს
კვარაცხელიამ ვარჯიში დაიწყო - რას გადაწყვეტს ლუის ენრიკე?
ოფიციალურად - გუგეშაშვილი "ატრომიტოსის" ფეხბურთელია
ჯოვანი: ვინისიუსი შეზღუდული შესაძლებლობების ფეხბურთელია
WU17 | საქართველო 6:0 აზერბაიჯანი
რაგბი ევროპა | ხუთი დებიუტანტით და მერვე ცენტურიონით შვეიცარიასთან
[VIDEO] ფიგურული ციგურაობა | ოლიმპიურ თამაშებზე მოკლე პროგრამით ანასტასია გუბანოვა წარსდგა
[VIDEO] ოლიმპიური თამაშების გუნდურ ასპარეზობაში მოკლე პროგრამით ბერულავასა და მეტელკინას წყვილი წარსდგა
ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენი კარიერას "სელტიკში" გააგრძელებს
მადრიდის "რეალი" ფილ ფოდენის სანაცვლოდ 180 მილიონი ევროს გადახდას გეგმავს
"მათ ჩემი ოჯახის ფოტოებიც კი მაჩვენეს" - კალაფიორიმ "არსენალში" გადასვლის მიზეზი განმარტა
22-წლამდელთა ჩემპიონატში დღეს 7 მატჩი გაიმართა
"ბარსელონა" ლევანდოვსკის ახალ კონტრაქტს მხოლოდ ამ შემთხვევაში შესთავაზებს" - ESPN-ი პოლონელის მომავალზე წერს
ილია თოფურიას სასამართლო დავა დასრულდა - რა გადაწყვეტილება მიიღეს მხარეებმა?
ჭადრაკი| ბაადურ ჯობავა საქართველოს ჩემპიონი მეხუთედ გახდა
[VIDEO] მამუკელაშვილი კვლავ შედეგიანია - "ტორონტომ" "ჩიკაგო" დიდი ანგარიშით დაამარცხა
ახლა სტერლინგი? - კონტე "ნაპოლის" პრემიერლიგის ყოფილი ფეხბურთელებით აკომპლექტებს
სად არიან დღეს საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების ფეხბურთელები, რომლებიც ევროპის საუკეთესო ოთხეულში შევიდნენ
ეროვნული ლიგა. XV ტური: ლოკომოტივი - დინამო თბ [LIVE]
თბილისის "ლოკომოტივმა" ექვსი ზამბიელი ფეხბურთელი დაიმატა
ეროვნული ლიგის V ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით (+გამოკითხვა)
ეროვნული ლიგის IV ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით (+გამოკითხვა)
ეროვნული ლიგა. X ტური. "თელავი" - "ლოკომოტივი" [LIVE]
ვენგერი თვითონაც ძალიან ემოციური იყო, რასაც ხშირად ვერ შეატყობთ... - ქართველი მწვრთნელი, რომელიც "არსენალში" მუშაობს
ეროვნული ლიგის XII ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით (+გამოკითხვა)
ეროვნული ლიგა. XII ტური. "გაგრა" - "ლოკომოტივი" [LIVE]
ეროვნული ლიგა. XIII ტური. "ლოკომოტივი" - "ტორპედო" [LIVE]
ეროვნული ლიგა. XXXIII ტური. "ლოკომოტივი" - "დინამო" თბ [LIVE]
ეროვნული ლიგის XIII ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით (+გამოკითხვა)