ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

რატომ ადარებს რევაზ ჩელებაძე ანანიძეს პირლოს და რის გამო გარიცხეს ჯანო კიევის "დინამოს" აკადემიიდან

რატომ ადარებს რევაზ ჩელებაძე ანანიძეს პირლოს და რის გამო გარიცხეს ჯანო კიევის "დინამოს" აკადემიიდან

რუსულ პრესასთან ინტერვიუში რევაზ ჩელებაძემ საქართველოს ნაკრებისა და მოსკოვის "სპარტაკის" ნახევარმცველ ჯანო ანანიძის შესახებ ისაუბრა.

- ანანიძე ქობულეთში ჩემს შვილთან ერთად გაიზარდა. მამამისი ამირანი ჩემი ახლო მეგობარი იყო.

მან მითხრა, რომ ჯანოს თამაში მენახა, როდესაც ის ადგილობრივ საფეხბურთო სკოლაში თამაშობდა და მასზე დიდ იმედებს ამყარებდნენ.

ამის შემდეგ ის "დინამო თბილისის" საფეხბურთო სკოლაში წავიყვანეთ, სადაც მან 1 წელი დაჰყო.

ჯანო მალევე კიევის "დინამოს" სკაუტებმა შეამჩნიეს და ისიც ამ გუნდში გადავიდა.

ის ძალიან ძლიერი იყო და ჩვენ გვსურდა, ანანიძეს საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობაში ეთამაშა, მაგრამ კროშჩენკო, რომელიც "დინამოს" აკადემიის დირექტორი იყო, გვითხრა, რომ თუ ეს მოხდებოდა, ჯანოს აკადემიიდან გარიცხავდა.

ამის მიუხედავად, მან ახალგაზრდულ ნაკრებში ითამაშა და საკმაოდ კარგი შთაბეჭდილებაც დატოვა. მატჩს "სპარტაკის" სკაუტები ესწრებოდნენ.

დამიკავშირდნენ და მოსკოვური კლუბის ტექნიკურ დირექტორ ევგენი სმოლენცევს ვესაუბრე, თუმცა ყველა თემა დეტალურად არ გაგვივლია.

ამის შემდეგ მოვიდა კროშჩენკოს წერილი, რომელიც იტყობინებოდა, რომ ანანიძე "დინამოს" აკადემიიდან გარიცხული იყო.

ამ ყველაფრის მერე ის უკვე "სპარტაკში" წავიყვანე, სადაც მან პირველსავე შეხვედრაში ორი გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე გადაცემა გააკეთა. ამიტომ მოსკოვურმა კლუბმა მას კონტრაქტი გაუფორმა.

- რა უშლის ჯანოს ხელს, გამოავლინოს მთლიანად თავისი ნიჭი?

- რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ეს გამუდმებული ტრავმების ბრალია. ამას გარდა, ის ფიზიკურად სუსტია და სიძლიერე აკლია. მას შეუძლია გახდეს დიდი ფეხბურთელი, თუ ფიზიკურად მზად იქნება.

ფეხბურთი პატარა ომია და თუ ჯანოს წინ ფიზიკურად ძლიერი ფეხბურთელი დგას, ის იჩაგრება.

- შეუძლია მას გახდეს ვარსკვლავი?

- რა თქმა უნდა, შეუძლია.

- არის იმის შანსი, რომ ანანიძემ თავისი თავი იპოვოს?

- რა თქმა უნდა, არის, ამისთვის კი მან უფრო მეტი უნდა იშრომოს და ივარჯიშოს. მას ვარსკვლავობისთვის ყველაფერი აქვს.

მალე ის 26 წლის გახდება და ამ პერიოდისთვის ადამიანი კიდევ უფრო მწიფდება. მას ჯანმრთელობასა და წარმატებებს ვუსურვებ.

ის ძალიან ჭკვიანი და ტალანტით დაჯილდოებული ფეხბურთელია. შემიძლია ის ანდრეა პირლოს შევადარო.

- რატომ პირლოს?

- ანანიძეს პირლოს მსგავსი აჩქარება აქვს და ნამდვილი საფეხბურთო ხასიათი გააჩნია. ჯანოს ბრძოლისთვის საკმარისი ძალა არ აქვს.

მეტმა მუშაობამ და ვარჯიშმა კი შესაძლოა ეს შეცვალოს. რუსეთში ასეთი ფეხბურთელი არ ყოფილა.

• df

სპარტაკის ბაზაზე ტრენაჟორები არაა, მაშინ შენ თვითონ იყიდე, ან ჩვენ გიყიდით ბოლო-ბოლო?! ჰოდა თუ კი არის, ივარჯიშე რა შე კაი კაცო, რა გახდა ეს ფიზიკა. პირლოს რაც შეეხება, რაღაცით მართლა ჩამოგავს მათი სტილი.

• მერაბი

გულდასაწყვეტია, მერამდენედ გვესმის ჩვენ ფეხბურთელებზე, რომ ფიზიკური კონდიციები სათანადო არა აქვთ, ნაკლებს ვარჯიშობენ... არ დაგვავიწყდეს, დარასელია 19 წლის უკვე ვარსკვლავი იყო, შენგელია კი 21 წლის ასაკში საკავშირო პირველობის საუკეთესო ფეხბურთელი. სად ჰქონდათ მაშინ ასეთი შემოსავლები, მაგრამ მაინც ბოლომდე იხარჯებოდნენ. ჯანოს კიდევ შეუძლია გაამართლოს ჩვენი იმედები, ძალიან მინდა დავიჯერო!

• G.A.L..

ჩელე, პირლოს არა ყიპოს შეასარე. მონაცემები ბევრს ჰქონდა, მაგრამ ვერ იქცა დიდ ფეხბურთელად. მაგალითები ბევრი შემიძლია მოვიყვანო, გრიშა ცაავა, აფციაური, ტალახა, ფანცულაია და ა. შ. ბევრი ტალანტი გვყავდა რომლებმაც რეალიზაცია ვერ მოახდინეს. იქნებ ამაზე დაფიქრებულიყავით, რატომ? ისე ყიფო 26 წლის იყო რომ გაიხსნა. ლოკომოტივზე რეგბისტები ისევ ვარჯიშობენ!!!

• maurinio

ჯანო პირლოს პირველად შეადარა მასიმო კარერამ,ამჟამინდელმა სპარტაკის მწვრთნელმა!დინამო კიევის აკადემიიდან გააპარეს,დესაც ვერ ჩადის კიევში ჩელებაძე სურკისების გადამკიდე))

• პეტრე

არავის სჯეროდა, რომ ისეთ ძალისმიერ ჩემპიონატში, როგორიც ბუნდესლიგაა ფიზიკურად ისეთი სუსტი ფეხბურთელი ,როგორიც ალექსანდრე იაშვილი იყო თამაშს თუ შეძლებდა,მაგრამ ამ ბიჭმა არათუ შეძლო ბუნდესლიგაში დამკვიდრება, ერთერთ ყველაზე ტექნიკურ მოთამაშედ ითვლებოდა.ამას მან მიაღწია საქმისადმი დიდი შრომითა და პროფესიონალური მიდგომით.თავის დროზე გ ქინქლაძის მაგის ნახევარი რომ ეშრომა შეეძლო მანჩესყერ სიტის კი არა ევროპის საუკეთესო ფეხბურთელი გამხდარიყო... ჯანოს კიდევ შეუძლია თუ ბევრს იმუშავებს(პირველ რიგში ფიზიკაზე,თუმცა ბევრი დროა დაკარგული)ნებისმიერი გუნდისთვის საჭირო ფეხბურთელი გახდეს, თუ არადა სულ მეორე პლანძე იქნება.

• dato

გუგლის ტრანსლეიტით თარგმნეთ სტატია ?

• roma

ისე არ გამიგოთ,რომ არ მინდოდეს ჯანოს ვარსკვლავობა,ეს რომელ ქართველს არ უნდა,მაგრამ არ მომწონს ჩელებაძის და მისნაირების ბჟუტური,რომ ჰგონიათ თავიანთი თავი მაგარი ექსპერტები და სინამდვილეში არაფერიც არ იციან,ასე,რომ ჯანოს მატარებელმა უკვე ჩაიარა სამწუხაროდ,კაცი 26-ი წლის ხდება და ჯერ თავი სერიოზულად არ გამოუჩენია,ეს პარადოქსია და ძალიან სამწუხაროა,ხოლო ჩელეს და მისთანეებს კი მივმართავ,რომ უკვე დროა დაღვინდეთ,დასერიოზულდეთ,უკვე მოვიდა ამის დრო,რა პირლო,რის ვარსკვლავი,თქვენ რა მასხრობთ,ჯობია კიდევ ერთხელ ჩამოყალიბდით და დასერიოზულდით.

ზოგსა კაცსა კაცი ჰქვია, ზოგსა კაცსა - კაცუნაო. ალ-ხელაიფიმ "ლიონს" დახმარების ხელი გაუწოდა

სუპერკომპიუტერმა საკლუბო მუნდიალის ფავორიტი დაასახელა

ერთი ქართველი წავიდა, მეორე მიდის - ჩაკვეტაძის დამატება "ვალენსიას" სურს

38 წლის ჟირუ MLS-დან ლიგა 1-ში ბრუნდება - ცნობილია სად ითამაშებს ვეტერანი

ილია თოფურიამ სასურველი მეტოქე დაასახელა

"ლივერპულმა" "ნაპოლის" თავდამსხმელი ძვირად დაუფასა

"დილა" სუპერთასის პირველი ფინალისტია

Tutto Juve: ეს შანსი გამოსაყენებელია - მიქაუტაძის შეძენის სურვილი იტალიურ გრანდსაც აქვს

ლუნინი "რეალს" მხოლოდ ერთ შემთხვევაში დატოვებს

2022 წლის შემდეგ პირველად - ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონის ძირითად ბადეში ითამაშებს

ისტორიული დაპირისპირება: საქართველო ირლანდიის წინააღმდეგ მიხეილ მესხის სტადიონზე - ემოციები და მოლოდინები

კასანომ "ნაპოლის" კვარაცხელიას შემცვლელი ურჩია

"ალ ნასრმა" სტეფანო პიოლი გაათავისუფლა

"მანჩესტერ იუნაიტედმა" და "ჩელსიმ" შესაძლოა ფეხბურთელები გაცვალონ

ზაზა ფაჩულიას აკადემია 14-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებულია | მენსანა ვერცხლს დასჯერდა

"თუ მოიგებ, ოქტაგონს შენი სახით მოვწმენდ" - რატომ დაუპირისპირდნენ თოფურია და ცარუკიანი ერთმანეთს?

ქომაგის რეაქცია, მას შემდეგ, რაც დრაფტზე მისმა გუნდმა რუსი კალათბურთელი აირჩია - ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება [VIDEO]

მესიც საუდის არაბეთში? - "ალ ჰილალის" პრეზიდენტმა მოლაპარაკებები დაიწყო

ტეო ერნანდესი "მილანიდან" "ალ ჰილალში" გადავა

"წაეთრიე" - "ლიონის" ფანები კლუბის ამერიკელ მფლობელს აუმხედრდნენ

"განავალი უნდა შეჭამო და მოინელო" - "ინტერის" მწვრთნელი პსჟ-სთან მარცხზე

"ტოტენჰემი", "რომა" და სხვები - მიქაუტაძის შეძენის სურვილი რამდენიმე კლუბს აქვს

მოისწრაფიშვილმა "სპარტაკთან" კონტრაქტი გააფორმა

"მისნაირი ადამიანებისთვის ჯოჯოხეთში ცალკე ქვაბია" - ანანიძის ყოფილი თანაგუნდელის ხუმრობა ჯანოს შესახებ

"ვინც კი ოდესმე მინახავს, ყველაზე ჭკვიანი და ტექნიკური ფეხბურთელია" - ანანიძეზე ყოფილმა თანაგუნდელმა ისაუბრა

"1980 წელს "მარაკანაზე" სსრკ-ის ნაკრები ბრაზილიას ვუპირისპირდებოდით და ვფიქრობდით..." - ჩელებაძემ საქართველო-პორტუგალიის მატჩის წინ სსრკ-ბრაზილიის თამაში გაიხსენა

ჯანო ანანიძე მოსკოვის "სპარტაკს" მოსამზადებელ შეკრებაზე ესტუმრა [PHOTO]

სომხური დრამა ჩემპიონთა ლიგაზე, ქალი პრეზიდენტი და ანანიძის ექსმწვრთნელი...

"თავისი ტალანტის მხოლოდ 50% გამოიყენა" - მალხაზ ასათიანმა ერთმანეთს კვარაცხელია და ანანიძე შეადარა

ბრწყინვალე ჟესტი - ჯანო ანანიძემ ეთერ ლიპარტელიანს საჩუქრად ბინა გადასცა

"ეს მსოფლიოსთვის გზავნილია" - პაოლო ვანოლიმ თქვა, რატომ არ დატოვა "სპარტაკის" მწვრთნელის პოსტი

რევაზ ჩელებაძემ ქობულეთის "შუქურას" დირექტორის თანამდებობა დატოვა

"საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ეს დღეს პირველად შეგვიძლია ვთქვათ" - ჩელებაძე უკრაინა საქართველოს მატჩზე

ჯიქიას რუსეთიდან საზღვარგარეთ სურს გადაბარგება, მაგრამ პრობლემა წარმოეშვა

ახრიკ ცვეიბას ისტორიები ჩელებაძეზე: რეზო ფიქრობდა, თბილისში ჩავალ, "ვოლგას" მაჩუქებენ და ხელისგულზე მატარებენო, მაგრამ...

ხორვატიული "ჰაიდუკის" სპონსორი სანქცირებული რუსული ნავთობკომპანია "ლუკოილი" გახდა

"აგენტი 007. სპარტაკს" უკანალს უნდა ულოკავდეს" - ლარსონთან რუსულად დამშვიდობება

"შეუძლებელია, სპორტი რუსეთის გარეშე არსებობდეს, ევროპელებს ერთი სული აქვთ, როდის დავბრუნდებით საერთაშორისო არენაზე" - ანანიძის ყოფილი თანაგუნდელი

"გაუწევს თუ არა მამარდაშვილი კონკურენციას "ლივერპულის" მეკარეებს?" - ჩელებაძის ინტერვიუ რუსულ მედიასთან

"დიახ, ვიცი, რომ ამ ტოპ-კლუბებიდან ხვიჩას შემოთავაზებები აქვს!" - ანანიძემ რუსულ პრესასთან კვარაცხელიას შესახებ ვრცლად ისაუბრა

"ნაპოლიში" მონასავით იყენებენ... არ ვფიქრობ, რომ პსჟ საუკეთესო ვარიანტია" - რევაზ ჩელებაძემ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა