ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჩოგბურთი
რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• MMA
• UFC
• ფორმულა 1
ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა

"ტორპედო" ევროპა ლიგის პლეი-ოფში გავიდა, მაგრამ ვაი ასეთ გასვლას!

"ტორპედო" ევროპა ლიგის პლეი-ოფში გავიდა, მაგრამ ვაი ასეთ გასვლას!

ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით მატჩში "ტორპედო" სტუმრად "კუკეშთან" 0:2 დამარცხდა, მაგრამ რადგან პირველი შეხვედრა 5:2 ჰქონდა მოგებული, პირველად გავიდა ამ ტურნირის პლეი-ოფში.

თბილისში პირველ მატჩში წაგების შემდეგ ალბანეთში საპასუხო შეხვედრას დიდი ინტერესი არ გამოუწვევია, ელბასანის 12 342-იანი სტადიონი თითქმის ცარიელი იყო.

"ტორპედოს" მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა პირველ მატჩთან განსხვავებით სასტარტო შემადგენლობაში გეგეჭკორის ნაცვლად ხურცილავა დააყენა და ზედმეტად შედეგზე გათვლილი დაცვითი სტრატეგია აირჩია, რამაც კინაღამ კატასტროფული შედეგი გამოიღო.

მასპინძლებმა თავიდანვე შეუტიეს, მაგრამ სტუმრები თავს ორგანიზებულად იცავდნენ. პირველი მომენტი ქუთაისელთა კართან მე-16 წუთზე შეიქმნა, როდესაც რეჯინალდო ფლანგზე ხურცილავას გასცდა და მახვილი კუთხიდან დარტყმული ბურთი კარს ააცილა. დრო გადიოდა, ალბანელები სახიფათო შეტევების ორგანიზებას ვერ ახერხებდნენ და უხეშობა დაიწყეს.

შემდეგ კი რეჯინალდო ხურცილავას გაექცა, ამ უკანასკნელმა საჯარიმოში წააქცია და პენალტი თავად დაზარალებულმა გამოიყენა.

38-ე წუთზე ჰლინკამ თავურით გოლი კი გაიტანა, მაგრამ მსაჯმა თამაშგარე დააფიქსირა, თუმცა იმ მომენტში ოფსაიდში ის კი არა მისი თანაგუნდელი აზაცკი იმყოფებოდა.

შესვენების შემდეგ "ტორპედომ" უფრო წინ აიწია, პირველი ტაიმისგან განსხვავებული თამაში წავიდა და ლანჩიმ თავურით ოდნავ ააცილა ბურთი კარს. მერე ისევ რეჯინალდო დატოვეს მცველებმა უმეთვალყურეოდ, მაგრამ საბედნიეროდ მან ვერ ივარგა და ბურთს კვასხვაძე დაეუფლა. 66-ე წუთზე ძარიასაც შეეძლო გოლის გატანა, თუმცა ცინცაძემ შეუშალა ხელი და ახლო მანძილიდან არაზუსტად დაარტყა ბურთი, ტრავმაც მიიღო და შეცვალეს.

აქედან მოყოლებული "ტორპედომ" ისევ უკან დაიხია, "კუკეში" კი ნელ ტემპში უტევდა. უტევდა და კიდევ ერთხელ იხეირა - რეჯინალდო შცვლაზე შესულ გიგაურთან ბურთზე თამაშისას წაიქცა, არბიტრმა კვლავ თერტმეტმეტრიანი დანიშნა და რეჯინალდომ ანგარიში 2:0 გახადა. შემდეგ მუსოლის ყუმბარისებრი დარტყმული ბურთი კვახსვაძე მოიგერია. მერე როინმა კიდევ ორჯერ გადაარჩინა თავისი გუნდი და თამაშიც დასრულდა.

აუცილებლად უნდა აღინიშნოს მიკერძოებული თუ არაობიექტური მსაჯობა, "ტორპედოს" კარში დანიშნული ორი პენალტი, რომელთაგან მეორე ძალიან საეჭვო იყო და მასპინძელთა კარში ორი გოლის (ჰლინკას და აზაცკის) არჩათვლა.

ელბასანი. "ელბასან არენა".

კუკეში - ტორპედო 2:0

გოლები: 1:0 რეჯინალდო (29, პენ), 2:0 რეჯინალდო (75, პენ)

კუკეში: მალოკუ, შამეტი, კორდეირო, რუმბულაკუ, მალიკი, ალა, ძარია (შკოდრა 68), მუსოლი (პლაკუ 83), ეტემი (გირბია 52), ჰარბა, რეჯინალდო

ტორპედო: კვასხვაძე, ხურცილავა, კობახიძე, ქიმაძე (გეგეჭკორი 82), აზაცკი, მარინი, დოლიძე (კუტალია 62), კუხიანიძე, ჰლინკა (გიგაური 69), ცინცაძე, ლაჩნი

• თამაზი

ბარსა და იუვნტუსი თუ ცდილობს მიღწეულის შენარჩუნებას ტორპედომ რა დააშავა?ჩვენზე კარგად იციან საკუთარი შესაძლებლობები და ითამაშეს ცუდი მაგრამ პრაქტიკული ფეხბურთი.

• თამაზი

რამე ვალი აქვს თქვენი ტორპედოს?რა კომენტარი და რა პროგნოზია?!

• ABC

ტორპედოს მეორე გოლი, სტატიაში საერთოდ არ არი ნახსენები თუ მე გამომრჩა?

• ვუუუახ ჩემი

ერთხელ მაინც ხო შეიძლება ნეგატიური კომენტარი არ დატოვოთ????ვუააა

• ნიკ

ტორპედო ყოჩაღ! სტატიის სათაური დამწერის ღვარძლიან ხასიათს ასახავს

• გიოშა

მადლობა ყველა ტორპედოელს,რომ არ გატყდნენ ჩვენს მიერ გატანილი ორი ნაღდი გოლის არ ჩათვლისა და ჩვენს კარრებში ორი გამოგონილი პენალტის დანიშვნის შემდეგ.

• zurab

"აუცილებლად უნდა აღინიშნოს მიკერძოებული თუ არაობიექტური მსაჯობა, "ტორპედოს" კარში დანიშნული ორი პენალტი, რომელთაგან მეორე ძალიან საეჭვო იყო და სტუმართა კარში ორი გოლის (ჰლინკას და აზაცკის) არჩათვლა". რას ნიშნავს სტუმართა კარში ორო გოლის არჩათვლა?

• Vasili

ეს კომენტარების წერა კაია, მაგრამ ეხლა მთავარია, ლოკომოტივზე რამდენი ადამიანი მივა... ეხლა უკვე ისეთი გადამწყვეტი თამაში იქნება რო გულშემატკივრის გარეშე ძალიან გაუჭირდება ტირპედოს, ხოდა უნდა გაივსოს ბოლომდე , გულშემატკვარმა უნდა მოიგოს შემდეგი თამაში..

• ირაკლი ჟორჟოლიანი

მოგონილი 2 პენალტი, ორი 100% იანი არ ჩათვლილი გოლი... ეს იყო გუშინდელი თამაში. და ამ სტატიის სათაურს რაც შეეხება, ამ საიტზე ტორპედოს მიმართ ბოღმა სათაური უკვე მეორედ შევნიშნე ამ ბოლო პერიოდში და იქნებ დაიოკოთ პირადი გრძნობები პატარა ადამიანებმა :)

• QT

სტატიის ავტორს იმდენად რცხვენია რომ ეს დააწერინეს სახელსაც კი არ უთითებს რომელია

• ირაკლი

ვაი, ასეთ გასვლასო, რომ წერთ ჟურნალისტები, კარგად ნახეთ კადრები, 100% იანი ორი გოლი არ ჩაუთვალეს ტორპედოს და 2 საეჭვო პენალტი დადვეს ქუთაისელთა კარში, მინიმუმ ფრე მაინც დამთავრდებოდა გოლები რომ ჩაეთვალათ ტორპედოსათვის, უკეთეს შემთხვევაში მოგებაც ეკუთნოდა ქუთაისურ კლუბს. ნუ გავიწყდებათ რომ ქუთაისის ტორპედო ქართული ფეღბურთის პრესტიჟს და სახელს იცავს ევროპა ლიგაზე და ის საქართველოს სახეს წარმოადგენს. ყოჩაღ პიჭებო!!! ქართველი გულშემატკივრების სახელით, ქართული ფეღბურთის ქომაგის სახელით, საქართველოს სახელით, მადლობა თავდადებისთვის და გმირობისთვის. ბატონ კახა ჩხეტიანს დიდი მადლობა, ბრძოლისუნარიანი გუნდის ჩამოყალიბებისთვის.ჩვენ ქართული ფეღბურთის გულშემატკივარი ყოველთვის ვიდგებით ნებისმიერი ქართული გუნდის გვერდით, რომელიც საქართველოს სახელს იცავს. წინ, უმძიმესი ორი მატჩი გველოდება ლუდოგორეცთან, ნებისმიერი ქართული კლუბის გულშემატკივარი, ვალდებული ვართ გვერდით დავუდგეთ ქუთაისის ტორპედოს და გავასოთ ლოკომოტივის სტადიონი, ვუგულშემატკივროთ და მხარი დავუჭიროთ ტორპედოს. თქვენ კი, ქუთაისის ტორპედოს ფეღბურთელებო....წინ!!! უეფას ჯგუფისთვის!!! წინ!!! საქართველოსთვის!!!!

• vaivai

ვულოცავ ქუთაისის ტორპედოს მოგებას,ქუთაისლებს და მთელ საქართველოს . მე არ ვარ ფეხბურთის სპეციალისტი,მაგრამ მოვუწოდებ როგორც გულშემატკივარი ფეხბურთის ფედერაციას და პირადად კობიაშვილს გააპროტესტოს მსაჯების შეცდომები და მიაღებიონ სანქციები მათ წინააღმდეგ.არის ნიშნები რომ მსაჯები მესამე ქვეყნის მიერ იყვნენ მოქრთამული,ამას ისინი არ ერიდებიან მითუმეტეს სპორტში და თანაც Fეხბურთში.

• azaსa

საზიზღარი სტატიაა. ასევე დინამო რა შუაში იყო კომენტარებში არ ვიცი ბავშვები წერენ ალბათ ესეთ რამეებს. მთელი ქვეყანა ვგულშემატკივრობთ ტორპედოს და სტატია აშკარად არ ვარგა. უარესს დავწერდი მაგრამ ცენზურას ვერ გაივლის. სამარცხვინოა ესეთი სტატიები ნამდვილად. გუნდს 2 სუფთა ბურთი არ ჩაუთვალეს და ორი პენალი მოუგონეს ანუ კიდევ მოუგო რეალურად ტორპედომ, მსაჯობაც გასაჩივრებულია. გამოხტა ეს მართლა ვაი ჟურნალისტი და წერს რაღაცეებს. ჩვენც ვიცით ტორპედო რო ბარსა არაა, ისიც ვიცით რო თუნდაც საშუალო ევროპულ კლუბზე გაცილებით სუსტია, მაგრამ ამ შრომას რაც ამ თამაშებში ჩადეს დაფასება უნდა და არა ესეთი ღვარძლი. ან რედაქტორი არ გყავთ ან რა ვიცი ცენზორი კაკ რაზ მანდ გჭირდებათ ესეთი "სტატიები" რო არ დაიდოს

• ბექა

ეს "დაგახევენ" რა უბედურებაა?შენ არ გულშემატკივრობ ტორპედოს ევროპაზე?

• giorgi

დინამო-ფეიენოორდი განმეორდა ერთი ერთში.

• shalva

გაიხარე ბევრს მიგვეღწიოს

• Beqa

Tu ar cxvenia im kurnalist, ras nishmabs vai imnair mogebaso rom wer,dinamo rom yopiliyo mashin qeba didebis mets arapels dawerdit. Usindisoebi xart

• გუჯა კახაძე

ჩემთვის გმირები ხართ მწვრთნელიდან და მეკარიდან დაწყებული სათადარიგოს ფეხბურთელით დამთავრებული. ეს ის შემთხვევაა, როდესაც "მსაჯები" მოწინააღმდეგის ფეხბურთელები იყვნენ. იმედი მაქვს შემდეგ თამაშს 11 ფეხბურთელს ვეთამაშებით. ვისაც ქართული ფეხბურთი უყვარს ყველა გაგვახარა პლეიოფში გასვლამ. კიდევ ბევრი წარმატება მომელოცოს!

• ანესთეზეოლოგი

პირველ რიგში ვულოცავ ქუთაისის ტორპედოს და მთელს საქართველოს პლეი-ოფში გასვლას. რაც შეეხება თამაშს, შეფასება შეიძლება დაიყოს რამოდენიმე ეპიზოდად: 1. ტორპედო- გუნდის მიმართ სასაყვედურო არაფერი ითქმის. იმ დონიდან გამომდინარე რა დონეზედაც დღეს ვიმყოფებით, გუნდმა ყველაფერი გააკეთა რაც შეეძლო. ითამაშა მაქსიმალურად სუფთად(!), შეძლო 2 გოლის გატანა და რასაც ქვია თავი დადო იმ შედეგის მისაღწევად რაც სჭირდებოდა. ამ ყველაფერს დავუმატოთ ის, რომ გუნდმა ითამაშა სტრესულ გარემოში, აშკარად მიკერძოებული მსაჯობით. 2. ჩხეტიანი - ტორპედო რომ გამოვარდნილიყო, აშკარად იქნებოდა მისი უნიათობის ბრალი. ასეთი დაცვითი ტაქტიკით შესაძლოა თამაშობდე შენზე ბევრად ძლიერ გუნდთან მაგრამ არანაირად კუკეშთან! მოწინააღმდეგეს გასატანი ჰქონდა 3 გოლი, სჭირდებოდა აშკარად დიდი ძალებით შეტევა და ამ დროს ასეთი ღრმა დაცვითი ტაქტიკა ძალიან გადაჭარბებული იყო. მიუხედავად იმისა, რომ წინა თამაშში აშკარად გამოჩნდა ტორპედოს უპირატესობა ფლანგებიდან, წუხელ ამის გამოყენაბა მწვრთნელს არც უცდია. ცენტრი დათმობილი ჰქონდა მეტოქეს. კუკეშმა იგრძნო, რომ ტორპედო საერთოდ არ აპირებდა შეტევას და სადღაც მე-20 წუთიდან მთელი ძალებით გადავიდა შეტევაზე. ამ ტაქტიკამ ძალიან დააბნია გუნდი. წინ შეტევის განვითარების შესაძლებლობა ტაქტიკიდან გამომდინარე არ იყო, ბურთის მიღების შემდეგ ფეხბურთელებმა არ იცოდნენ რა ექნათ, სად წაეღოთ ბურთი. ამიტომ ტრიალებდნენ ერთ ადგილზე და ათამაშებდნენ სამკუთხედებს, უბრუნებდნენ მეკარეს... ეს ყველაფერი კი აისახა ტექნიკურ წუნში. დაიკარგა ბევრი ბურთი, გაკეთდა ბევრი სახიფათო პასი საკუთარი საჯარიმოს მისადგომებთან... საერთოდ აღიარებული ფაქტია ის, რომ ანგარიშის შენარჩუნებაზე თამაშს უფრო მაღალი კლასი სჭირდება, ვიდრე შეტევის განვითარებას. თვალში საცემი ფაქტი იყო ისიც, რომ უკვე 2:0-ზე გუნდს არ აღმოაჩნდა სათადარიგო გეგმა. თუ რა უნდა ექნა და როგორ გადაწყობილიყო ასეთი ანგარიშის შემთხვევაში. მწვრთნელმა ვერანაირი კორექტივი ვერ შეიტანა თამაშის მიმდინარეობაში და ძალიან გაგვიმართლა, რომ მესამე ბურთი არ მივიღეთ. აქედან გამომდინარე მე პირადად ვთვლი, რომ აშკარად შეცდომა იყო ასეთ გუნდთან და ასეთ პირობებში ზედმეტად დაცვითი ფეხბურთის თამაში. 3. მსაჯი - საერთოდ ცალკე თემაა. მსაჯობა იყო აშკარად მიკერძოებული და არაობიექტური. 2 არჩათვლილი გოლი, 2 დანიშნული პენალი. როგორც ადრე იტყოდნენ - სუდია ნა გარშოკ!... ვინც უყურა თამაშს ალბათ დამეთანხმება, რომ მინიმუმ 1 გოლი ჩასათვლელი იყო და მინიმუმ 1 პენალი არდასადები. პირველი პენალი დაიდო საერთოდ შეხების გარეშე, ისევე როგორც თბილისურ მატჩში. ისე გამოდის, რომ გუნდს 5 გოლი რომ არ გაეტანა თბილისში, მარტო ასეთი მოგონილი პენლებით გავარდებოდა. და კუკეშის პლეი-ოფში გასვლის შემოქმედი იქნებოდა არა არმანდო ცუნგუ, არამედ მსაჯი. ამ ყველაფერს კი უფრო ღრმა ფესვები აქვს. როდესაც მსაჯები ასე უტიფრად არ გითვლიან გოლს და ასე ცინიკურად გინიშნავენ არარსებულ პენალს, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი საერთაშორისო ავტორიტეტი საფეხბურთო სამყაროში ძალიან დაბალ დონეზეა. ჩვენ ვართ ფიფას რეიტინგში 94 ადგილზე მყოფი ქვეყანა, ჩვენი კლუბები 150-ეულს მიღმა არიან საკლუბო რეიტინგში. გუშინდელმა თამაშმა აჩვენა, რომ ჩვენ მსაჯებისათვის გადაწყვეტილების მიღების მომენტში არაფერს წარმოვადგენთ. მსაჯები მეტად სწყალობდნენ ძლიერებს, ეს მუდამ ასე იყო. მაგრამ კუკეშის დონის გუნდებთან ასეთი მიდგომა უკვე ძალიან საგანგაშოა. ალბანეთის ნაკრებმა ითამაშა წინა ევროპის ჩემპიონატზე და ეს აშკარად დაეტყო მის მიმართ მიდგომასა და მდგომარეობას სერთაშორისო მასშტაბით. სწორედ ეს გამოჩნდა გუშინ. ეს არ არის მხოლოდ ტორპედოს პრობლემა, ეს უკვე მთლიანად ქვეყნის პრესტიჟის თემაა. ამ მიდგომის შეცვლაზე პირველ რიგში ეროვნულმა ნაკრებმა უნდა იზრუნოს და კლუბებმაც უნდა აუბან მხარი. თორემ ძალიან მალე აუტს და კუთხურს პენლით შეგვიცვლიან ხოლმე...

• Toka

Yvelafershi getanxmebi. Ubralod shambas interviu tavidan waikitxe. Rusets emuqreba vitom tu ar mogvxedavt aqet wavalto. Anu gulwrfeli araa. Shamba kai shamba.aaa

• DJ

თუ აკრძალულია დისკრედიტაციის შემცველი კომენტარების გამოქვეყნება, დისკრედიტაციის შემცველი სტატიები რატომ არის დაშვებული?

• On

ან არ გინახავს მატჩი ან და კიდე ფლეშ-სკორეთი ადევნებდი თვალს! 2 არარსებული პენალტი და ორი არ ჩათვლილი გოლი იყო, მეტი რა გინდა? ჯერ იქნებ გადაავლო თვალი თამაშს და მერე ამოამთხვიო ბოღმა ეგ ჯობია

• რევაზი

ნუ ხართ ბოღმიანები. ყოჩაღ ტოპედო///

• guga

შამბა და შამბალა რასაც ამბოს ის თუ მართალი გგონია, მაშინ კომენტარი ზედმეტია აქ... და თუ ისე სიტყვის მასალათ მოიტანე, მაშინ გეტყვი, რომ თბილისსა და ქუთაისს შორის ,,საეჭვო გარემოებები" აჩენენ ნაპრალს. დინამოს თამაში რომ ყოფილიყო ყველა მიზეზგარეშე აჩვენებდნენ პირდაპირ ეთერში, აქ კიდე რაღაც სისულელეებზე და ლიცენზიებზე გვაბოლებენ... ამაშია საქმე...

• რევაზი

ნუ ხართ ბოღმიანები. ყოჩაღ ტოპედო///

• 999

მიკერძოებული კი არა კვახი, რომ გადაურჩით წაგებას მადლობა უნდა თქვათ, ლუდოგორეცი რომ ბურთს დაგახევენ ფაქტია

ეეეჰ ჩემო ძმაო! შენსავით რომ ფიქრობდეს ყველა, არც ქვეყანა და ფეხბურთი გვექნებოდა ასეთ დღეში. აი შამბას კეთილგონიერებისა კი რა მოგახსენო ...

• dima

ამას ალბათ წაშლიან, მაგრამ სად გვყავს ნორმალური რედაქციები და ნორმალური ჟურნალისტები?

• გურული

კომენტარებს უყურებ და მეცოდება მთელი ქვეყანა ჩვენ სერიოზულად ვართ ავად მემგონი, რა დინამო რის ტორპედო რამ გაგვყო ხალხო რა ნიშნისმოგებით ლაპარაკებია, ასე იყო თუ ისე ბიჭებმა იომეს იბრძოლეს მსაჯსაც მოუგეს და შედეგი დადეს, გავიხაროთ ვანუგეშოთ და უკეთესად თამაში უსურვოთ. აფხაზი შამბა მიხვდა და ამბობს ერთად უნად ვიპოვოთ გამოსავალი თანაცხოვრებისო ჩვენ რა დაგვემართა შევჭამოთ ერთმანეთი უნდა? არც დინამოს ბალეშიკი ვარ და არც ტორპედოს ოზურგეთის მერცხალის თამაშებზე დავდივარ ჯერ მონაგები არ ააქვთ არავიზა რაც თავი მახსოვს!!!! ხოდა მოვეფეროთ ერთმანეთს და პატივი ვცეთ. გაუმარჯოს ქართულ ფეხბურთს მჯერა როდესმე ჩვენც გავისვრით ევროპაში ყუმბარისებურად როგორც იასონი!!!

თამაში არ მინახავს და ვერც ვერაფერს ვიტყვი. ასეთ შემთხვევაში მსაჯობა რომ მიკერძოებული იქნებოდა, ეჭვი არავის გვეპარებოდა. ამის ფონზე შედეგი, რასაც მივაღწიეთ აშკარად დადებითია, მაგრამ შეცდომები სასწრაფოდ გამოსასწორებელია და ეს მანამდე უნდა მომხდარიყო. წინ ასჯერ უფრო ძლიერი გუნდი გველოდება და თუ რამე არ ვიღონეთ, მწარედ დაგვსჯის

• 111

მსაჯი აუცილებლად უდნა დასაჯონ! 2 გოლი არ ჩათვალა და 2 მოგონილი პენალტი დადო.

• მოსკოველი

დაცვითი ტაქტიკა გასაგებია. მაგრამ დროს გაწელვა პირველი წუთებიდან და მინდორზე გორაობა ძალზე სუსტი და მათხოვრული მენტალიტეტია. ეს უფრო მნიშნელოვანია. ამ მენტალიტეტს ბევრი ცუდი მოყვება. ეს მიუთითებს იმაზე რომ მწვრთნელს არ ააქვს ამის გაგება და მაქსიქუმს არასოდერს არ მიაღწევს თავის გუნდებთან.

• დათო

რა სათაურია ეს?! არ ეკადრება რედაქციას ასეთი არაობიექტური მიდგომა გუნდისადმი. პირიქით, მიულოცეთ და წარმატებები უსურვეთ შემდეგ ეტაპზე! პ.ს. 2 გოლი არ ჩაუთვალეს, 2 უსაფუძვლო პენალტი დაუდეს და კიდევ ასეთი სათაურით რომ უქვეყნებთ სტატიას, სულ მცირე უსამართლობა და არაობიექტურობა ჰქვია ამას.

• ქომაგი

რას ნიშნავს "ვაი ასეთ გასვლას"? დავალება შეასრულა, დანარჩენი მეორეხარისხოვანია. თანაც დაცვაში კარგად ივარჯიშეს.

• მხოლოდ ბათუმი, მხოლოდ დინამო

ვაი ასეთ მოგებას კი არა ვაი ჩვენს ჟურნალისტებს

• gio

ლუდოგორეცი შეჭამს ამათ ძვლებიანად, რა გიხარიათ კუკეშის კარში 0 დარტყმა?

• leonsio

ცჰვენი პეხბურტი განავალსჰია სვაკაზე უარესი საყურებელია

• EQUILIBRIUM

მიმოხოლვას უყურე და რაც მსაჯობამ იკადრა ეს არის საზიზღრობა.... კიდევ კარგი ბიჭებმა ბოლომდე ითამაშეს და არ გატყდნენ ორი არ ჩათვლილი გოლი და ორი აფსურდული პენალტი და სტატიის ავტორს არ შერცხვა მაინც რა მოგივიდა რა უბედურება გჭირს რა ვაი ასეთ გასვლას შე დალოცვილო ფეხბურთის აზზრე თუ ხარ საერთოდ....? ერთი ამაზე მიპასუხე ბურთები რატო არ ჩაუთვალეს რომელი არ იყო ჩასათვლელი ან რომელი პენალი იყო იმ ორიდან? ჩემი აზრით მოიგებდა ტორპედო ამ მატჩს რო არა შვეიცარიელი-ალბანელი მსაჯი მოსყიდული. და ესეთ მსაჯს საერთოდ უნდა წაართვა ლიცენზია

• TanoLife

ვერ მოვისვენებ, სანამ არ დავწერ დღევანდელი "მსაჯობის" შესახებ. ვიცი, რომ საქართველოში ამ თამაშს თითქმის ვერავინ ვერ უყურა. მე დღეს არ ვისაუბრებ ფეხბურთის შესახებ. მოდით, ივნისი და ივლისი გავიხსენოთ. ბოლო მსოფლიო ჩემპიონატი. ჩემს ქართველ ძმებთან ერთი-ორი კითხვა მაქვს. გახსოვთ საერთოდ ამ მსოფლიო ჩემპიონატზე მსაჯები? ან ცუდი მსაჯები? ან კარგი მსაჯები? მათი სახელები ან გვარები თუ დაგამახსოვრდათ? რა თქმა უნდა არა. რატომ? იმიტომ, რომ მათზე აღარ იყო დამოკიდებული ფინალური გადაწყვეტილებების მიღება. გახსოვთ აი ისინი, ზევით, რომ იჯდნენ? მათი სახეებიც კი არ გვინახავს. აი სწორედ ისინი წყვეტდნენ თამაშის ბედს და სრულიად სამართლიანად და კანონზომიერად. მოდით, ახლა დღევანდელ მატჩს დავუბრუნდეთ. მთავარი მსაჯი და საერთოდ ყველა მსაჯი შვეიცარიიდან გახლდათ. ალან ბიერი, ალან ჰეინიგერი და მატიას სბრისა. ბატონო, ბიერი ამდენი შეცდომების დაშვება თუ დასაშვებია ერთ თამაშზე? მეორე პენალტის დანიშვნაზე ( ორ მეტრში იდექით) და მეორე გოლის არ ჩათვლაზე ( იქ ერთ მეტრში იდექით) ვამახვილებ ყურადღებას. ალბანეთის ტელევიზიამ სამჯერ გაიმეორა ჩვენი გატანილი მეორე გოლი. ჯერ ყურდღება ერთ მომენტზე გაამახვილეს, ( კუთხურიდან ჩამოწოდებული ბურთი ჩვენიანს მხარში მოხვდა) იქ, რომ არაფერი გამოვიდა, შემდგომ უკვე როდესაც გოლი გავიტანეთ იმაზე მოხდა აქცენტირება, აქაც ვერაფერი დაინახეს და მესამედ ისევ გაიმეორეს ეს მომენტი. თურმე ჩვენ დაგვაჯარიმა ( ძალიან გაცეცხლებული ვარ). ჩვენ კარში დანიშნულ პენალტზე ჰო საერთოდ შემერყა გონება. არ მინდა დავიჯერო და არ მიყვარს ამ თემაზე საუბარი, ვითომ მსაჯი წახალისებული იყო ან რაიმე მაგდაგვარი მაგრამ, მათი მოქმედები ამაზე მეტყველებს. აი რატომ არის საჭირო იქ ზევით, რომ სხედან, მერე გინდა ჩააწყე და გინდა გამააწყე. ჰო, არ დაგვამახსოვრდებოდა არც ავსტრიელი ვიორერი ( ფეინოორდი - დინამო (თბ) 2:0. ) და არც შვეიცარელი ბიერი? (კუკეში - ტორპედო (ქუთაისი) 2:0. )

• TanoLife

ვერ მოვისვენებ, სანამ არ დავწერ დღევანდელი "მსაჯობის" შესახებ. ვიცი, რომ საქართველოში ამ თამაშს თითქმის ვერავინ ვერ უყურა. მე დღეს არ ვისაუბრებ ფეხბურთის შესახებ. მოდით, ივნისი და ივლისი გავიხსენოთ. ბოლო მსოფლიო ჩემპიონატი. ჩემს ქართველ ძმებთან ერთი-ორი კითხვა მაქვს. გახსოვთ საერთოდ ამ მსოფლიო ჩემპიონატზე მსაჯები? ან ცუდი მსაჯები? ან კარგი მსაჯები? მათი სახელები ან გვარები თუ დაგამახსოვრდათ? რა თქმა უნდა არა. რატომ? იმიტომ, რომ მათზე აღარ იყო დამოკიდებული ფინალური გადაწყვეტილებების მიღება. გახსოვთ აი ისინი, ზევით, რომ იჯდნენ? მათი სახეებიც კი არ გვინახავს. აი სწორედ ისინი წყვეტდნენ თამაშის ბედს და სრულიად სამართლიანად და კანონზომიერად. მოდით, ახლა დღევანდელ მატჩს დავუბრუნდეთ. მთავარი მსაჯი და საერთოდ ყველა მსაჯი შვეიცარიიდან გახლდათ. ალან ბიერი, ალან ჰეინიგერი და მატიას სბრისა. ბატონო, ბიერი ამდენი შეცდომების დაშვება თუ დასაშვებია ერთ თამაშზე? მეორე პენალტის დანიშვნაზე ( ორ მეტრში იდექით) და მეორე გოლის არ ჩათვლაზე ( იქ ერთ მეტრში იდექით) ვამახვილებ ყურადღებას. ალბანეთის ტელევიზიამ სამჯერ გაიმეორა ჩვენი გატანილი მეორე გოლი. ჯერ ყურდღება ერთ მომენტზე გაამახვილეს, ( კუთხურიდან ჩამოწოდებული ბურთი ჩვენიანს მხარში მოხვდა) იქ, რომ არაფერი გამოვიდა, შემდგომ უკვე როდესაც გოლი გავიტანეთ იმაზე მოხდა აქცენტირება, აქაც ვერაფერი დაინახეს და მესამედ ისევ გაიმეორეს ეს მომენტი. თურმე ჩვენ დაგვაჯარიმა ( ძალიან გაცეცხლებული ვარ). ჩვენ კარში დანიშნულ პენალტზე ჰო საერთოდ შემერყა გონება. არ მინდა დავიჯერო და არ მიყვარს ამ თემაზე საუბარი, ვითომ მსაჯი წახალისებული იყო ან რაიმე მაგდაგვარი მაგრამ, მათი მოქმედები ამაზე მეტყველებს. აი რატომ არის საჭირო იქ ზევით, რომ სხედან. ჰო, არ დაგვამახსოვრდებოდა არც ავსტრიელი ვიორერი ( ფეინოორდი - დინამო (თბ) 2:0. ) და არც შვეიცარელი ბიერი? (კუკეში - ტორპედო (ქუთაისი) 2:0. ) P.S. დიდი მადლობა რედაქცის, რომ გვაძლევს აზრის დაფიქსირების საშუალებას.

• Burton

თბილისზე და დინამოზე რატომ გაქვთ სულ აქცენტი?! მე თბილისელი ვარ და პირველი რიგში დინამოს გულშემატკივარი, მაგრამ დინამოსთან ერთად ევროპაზე ჩიხურასაც მთელი გულით ვგულშემატკივრობდი და ახლა ტორპედოსაც (მესხზეც ვიყავი). ჯობია დინამოს თავი დაანებოთ და პრობლემები გაანალიზოთ. გუნდს გასვლაზე თამაში ძალიან უჭირს. 5-2ის მერე (იმ 2 გოლიდან 1 კვასხვაძემ აჩუქა, მეორე მსაჯმა) ასეთ სანერვიულო თამაშს არ ველოდი. გილოცავთ და წარმატებებს გისურვებთ!

• ზურა

რასაც ვაკვირდები, ეს საიტი დიდ ყურადღებას არ აქცევს თავისი მკითხველები აზრს(რაც უდიდეს მარკეტინგულ შეცდომად მიმაჩნია), მაგრამ, მაინც უნდა დავწერო. ძალიან ცუდია, რომ ჩვენმა გუნდმა ასეთი სტრატეგია აირჩია და მხოლოდ თავის დაცვაზე და პირველ თამაშში მოპოვებული უპირატესობის შენარჩუნებაზე ფიქრობდა, რაც ნამდვილად გასაკრიტიკებელია და სწორია, რომ, ჟურნალისტმაც აღნიშნა ეს ნაკლი და უარყოფითი აზრი გამოთქვა. მაგრამ, ძალიან სასიხარულოა, რომ, ქართული კლუბი ფლეი-ოფში გავიდა და ერთ ნაბიჯიღა აშორებს ჯგუფურ ეტაპს, რაც ამ ბოლო დროს ასე სანატრელი გაგვიხდა. არც ერთი სასიხარულო სიტყვა ამის შესახებ! არც ერთი მისალოცი სიტყვა ტორპედოს მისამართით! მიკერძოებულ მსაჯობაზე მხოლოდ სტატიის ბოლოში გაკვრით ხსენება! სათაური კიდევ ცალკე თემაა და აქ დაწვრილებით აღარ ვილაპარაკებ. ასე, რომ, ბატონო თუ ქალბატონო ჟურნალისტებო შეეცადეთ, იყოთ ობიექტურები და წერეთ დადებითზეც და უარყოფითზეც. აძაგეთ ცუდი და შეაქეთ კარგი. ამ კონკრეტულ სტატიას კი, როგორ მიხვდით ალბათ, დიდი მინუსი.

• დავით 67

ვერ გავიგე თვითონ მწვრთნელი ამბობს ძალიან ცუდად ვითამაშეთო და ავტორისგან რა გინდათ? არ გამიხარდება მაგრამ ლუდოგორეცი რომ ამოტენის სახლშიც და სტუმრად ამაში ვინმეს ეჭვი ეპარება? მე ფეხბურთს იმიტომ ვუყურებ, რომ სიამოვნება მივიღო და არა იმიტომ რომ როგორმე გაძვრეს შემდეგ ეტაპზე. ლოგიკურია კრიტიკა, რომ გუნდი არ ვარგა, აბა ქუთაისი რატომ უნდა მეჯავრებოდეს, ქართველები არ ვართ ყველანი?

• Vasili

რა გჭირთ ხალხო? რა შუაშია დინამო აქ?! ესეთი მიდგომებით უფრო მეტი სიძულვილი არ ჩნდება? ქუთაისში სამჯერ ვარ ნამყოფი, მაგრამ რას ქვია ტორპედოს არ ვუგულშემატკივრო? ან რატო არ უნდა ვუგულშემატკივრო? ესე დაყოფა არ გვარგებს , გავიდა გუნდი ევროტურნიზე? ყველა უნდა დავდგეთ ერთად , არ აქ მნიშვნელობა დინამოს გულშემატკივარი ხარ , სამტრედიის, გორის, ბათუმის თუ ჩიხურას ან კიდე სხვა დანარჩენის,, ვინც ევრო ტურნირზეა, უკვე იქ მარტო თავის კუთხეს და ქალაქს კი არა , მთელ ქვეყანას წარმოადგენს.../ მთელი გულით მინდა ტორპედომ გადალახოს ეს ეტაპი..../ ტელევიზიას კიდევ ერთხელ ვეტყვი რო უნდა რცხვენოდეს!!!! როგორ ველოდებიდი ამ თამაშს , გემრიელად ჩავუჯდებოდი ვუყურებდი მეგონა.../ იმედია სინდისი შეაწუხებთ და შემდეგ თამაშებს მაინც გვაყურებინებენ...

• 912

Tu gindat rom umisamartot ar iginot msajis saxeli Alain Bieri-a

• samtredia

რა კომენტარებია არ გვხენიათ?ბოლოს როდის იყო ქართული გუნდი პლეიოფში თუ გახსოვთ?მადლიზა გავიდნენ და მადლობა მათ თავდადებისთვის!გილოცავთ ტორპედოს მთელს ქუთაისს და ვისაც ქართული წარმატებას მოკლებული ფეხბურითი გიყვართ!მიდით ბიჭებო სამტრედია თქვენთან არი!

• trumania

კარგია კრიტიკა მაგრამ ეს ზედმეტია. დავიწყოთ იქედან რომ მოსალოცი ამბავია და არა სამგლოვიარო როგორც შენ მოკალი ქართული ფეხბურთი. რამდენმა ქართულმა გუნდმა მიაღწია ამდენს? საერთოდ მწვრთნელი წყვეტს ტაქტიკას და გაამართლა. შედეგზე ორიენტირებული პრაგმატული ფეხბურთი ჩვენისთანა დონის გუნდების წარმატების საფუძველია.ჩვენ არ გვყავს ისეთი ფეხბურთელები რომლებიც მარტო მოიგებენ თამაშებს და თაქუდმოგლეჯილი წინ ვირბინოთ ყველა თამაშზე. წინ ლუდოგორევიაო რო იძახიღ აბა ჯგუფში უფრო მაგარი გუნდები იქნება და მაშინ უნდა დავყაროთ ბუცები და დავანებოთ თამაშს თავი. მოვიდეეს ლუდოგორეცი დევიხევთ ....... მადლობა ბიჭებს ამ თამაშისთვის

• vaso

ძლივს გავიდა ქართული გუნდი ფლეიოფში და რა გინდათ? დინამო რომ ვერ გავიდა მაგიტო? კაი ანგარიშით ჰქონდა მოგებული და დაცვა ითამაშა, კონტრშეტევებიც იყო, 2 გოლიც შეაგდო, მეტი დინამომ ქნა? თანაც ლუდოგორეცი გუნდია და დაცვაში კარგი თამაში დაგვჭირდება. რაიცით, რომ შეგნებულად არ ითამაშეს ასეთი ტაქტიკით. მგონი ტორპედომ დაამთავრა ევროპა, 3 ლიმონი ხომ იშოვნა და ისევ გუნდს წაადგება. კაი კამანდაა. ჩემპიონები გახდნენ, აგერ პლეიოფი, რაიცი, ბურთი მრგვალია. წარმატებები ბიჭებო. გამარჯვებები ბოროტების გულის გასახეთქად

• wbc

ფიფია წადიიი

• ani

რატომ არ გიყვართ ტორპედო? არ შეიძლება ასეთი უსამართლობა. ჯერ სათაურით დავიწყოთ - არ ხარ კარგი და ქართველი ჟურნალისტი. მგონი შური უფრო ჩანს. ასეთი თამაშით დინამო რომ გასულიყო გააღმერთებდნენ. თუნდა ნებისმიერი თამაშების მერე ყოველთვის მშრალად იწერებოდა ტორპედოს წარმატებებზე. როგორი სუსტი გუნდებიც არ უნდა იყვნენ, თავიანთ ქვეყნებში წარმატებული გუნდები არიან. უბრალოდ სირცხვილია. კიდევ ერთხელ ვულოცავ ტორპედოს ფეხბურთელებს და ჩხეტიანს - მათ ისტორია დაწერეს.

• გიოშა

მადლობა მინდა გადავუხადო ყველა ტორპედოელს,რომ არ გატყდნენ ჩვენს მიერ გატანილი ორი ნაღდი გოლის არ ჩათვლისა და ორი გამოგონილი პენალტის დამიშვნის შემდეგ. არ დაბლოკოთ

• ika

გამიხარდა მაგრად რომ გავიდა ტორპედო, მაგრამ აი კარგი რა ეს რა თამაში ყო, ასეთი სუსტი კუკშეი თუ ასე გეთამაშება სხვა რას იზამს, თან არ მესმის ავტორისგან რა გინდათ, შეაქოს თუ რა ქნას? დარწმუნებული იმსაც გაუხარდა, მაგრამ ცუდად რომ ითამაშა ხომ ფაქტია? ტორპედოს ვენაცვალე, ისე საზ მაუ რა უნამუსოა აბა დინამო ყოლიფიყო ეგრევე აჩვენებდნენ ტამაშს

• sormona

სტატიის ავტორზე ნეგატიური კომენტარი გაგეპარათ და წაშალეთ არავინ ნახოსო???!!! არადა რამდენმა მოასწრო პოზიტიურად შეფასება :):):):)

• მოსკოველი

ვეთანხმები ჯურნალისტს. უღირსო თამაში. თავიდანვე დროს გაყვანა და მიდორზე კოტრიალი. არავაჟკაცური და სამარცხვინო მიდგომა. რა არის აქ საამაყო?

• გუშემატკივარი

ორი ვარიანტი გქონდა სათაურის არჩევისას ცუდი: ვაი ამნაირ მოგებას კარგი: უმართლებს ძლიერებს ცუდი რატომ აარჩიე ავტორო ამას ვერ ვხდები. ან ის რომ ტირპედო აქამდე მივიდა რატომ არ გგონია სიუპრიზად ვერ ვხდები... დღეს აქ ვართ ამ დონეზე და სანამ ამას არ შევიგნებთ მანამდე არაფერი გვეშველება. დავაფასოთ ის რაც გვაქვს და სწორი საწყისი წერტილიდან უნდა დავგეგმოთ განვითარება> საბჭოთა დინამოს ნუღა მივტირივართ მასზე ნუ ვაკეთებს სწორებას და ქართულ ფეხბურთს მივხედოთ

• მოსქუიტო

დამსახურებულად გავიდნენ. და საიტ სათაური შეგეძლოთ ნორმალური და გუნდის მხარდამჭერი და გამამხნევებელი ყოფილიყო. მსაჯის ანგარიში იყო 2:0 და არა რეალური

• dardela

როგორი მსაჯობაც არ უნდა იყოს როცა კუკესს ეთამაშები და 5-2 გაქვს მოგებული მეორე თამაშში ბოლო წუთამდე ასეთი ფეხბურთი არ გეკადრება

• shonzik

რატო ეჩხუბებითთ ამ სტატიის ავტორს ვერ გავიგე როცა შესაქები იყო არ შეაქო და დაინანა საქებარი სიტყვები? ობიექტურად რომ წერს ჩვენც ასევე ობიექტური და სამართლიანი უნდა ვიყოთ, თორემ მსაჯის დედაც

• avto

ტორპედოსტან ან ბიჭებთან და ან მწვრთნელტან რაუნდა ამ სტატიის ავტოს ვერაა იმენა.....მინიმუმ 1 პენალტი როიქნებიდა მოგონილი ეგ უეჭველი იყო მარა მთლად ესსე უნამუსობა არვიცი რა...2 მოგონილი ოენალტი არჩათვილი გოლი....3 ჯარიმა ქონდა ტორპედოს აგებულიდა აქედან 2 პენალტი იყო დადებული:)

• ბაღდათი

მსჯაზე ვარესი ამ სტატიის ავტორმა გააკეთა ნამუსი არ გაქვს? არ გაგიხარდა? რა სათაური ეს ეგრე არ შეიძლება ბიძიკო

• ნიკოლოზ

ასეთი სათაურის ? სირცხვილია

• dato

ხალხო ყველას გილოცავთ ქართულიგუნდი პლეოფშია ეს უკვე ისტორიაა აქ რა კომენტარებია ვერ გავიგე.

• berika

ძაან მაგარია რომ პლეიოფში გავიდნენ, მაგრამ რა ცუდად ითამაშეს, მაგარია ულოცავ ტორპედოს, პროსტა რა აღტკინებულები ხართ, რა არის ძაან ცუდად ითამაშეს ტო და მსაჯის კიდე დასამცირებელი იყო !

• dato

ხალხო ყველას გილოცავთ ქართულიგუნდი პლეოფშია ეს უკვე ისტორიაა აქ რა კომენტარებია ვერ გავიგე.

• samtredia

მადლობა ბიჭებს ამ სიხარულისთვის და ყოჩაღ პირველი არხი და სტატიის ავტორს სათაურისთვის.

• status quo

ტორპედოს წინააღმდეგ იყო მთელი საფეხბურთო სამყარო.ორივე პენალტი მოგონილი იყო უნამუსოდ.ისე,კონტრშეტევაზე რომ გადასულიყო ტოროპედო,ეგებ 1 გოლი ჩაეთვალა მსაჯს,სხვას რას იზამდნენ ბიჭები,გილოცავთ...

• N (თბილისელი)

სულით და გულით ვულოცავ ტორპედოს და მის ყველა ქომაგს! მიზანი ამართლებს საშუალებას! მთავარია, მიზანს მიაღწია გუნდმა. მომავალში მეტი გამოცდილება და მეტი მოტივაცია ექნებათ! იცოდეთ, ბევრია თქვენი გულშემატკივარი საქართველოში და არა მარტო ქუთაისში! სულ წარმატებებით გევლოთ, ბიჭებო, თქვენს სასახელოდ და ჩვენს გასახარად!!!

• Levani

რა გჭირთ ხალხო ამ დინამოზე, დაკომპლექსებული ხომ არ ხართ თქვენ? აბა უნდა ვაქოთ და ვადიდოთ დაშლილ გუნდთან და თანაც ალბანურთან ლამის, რომ გავვარდებით? რა გახადეთ ასეთი ფარერები და ესენი დავამარცხეთ ხომ?

• euhh

ეტყობა სხვა მოგიყვა დაარვიმას ჰქონდა ნანახი,ტორპედოს ორ გოლზე საერთოდ არაფერს წერ,ანრასათაურია ეგ?როვცა მართლა საჭიროა მაშინ ვაზელინობთ და ესაა სტატია??(((

• შოთიკო

უეფასაც მაგრად კიდია ქართული ფეხბურთი და ჩვენს ფედერაციასაც, თავმოყვარე და პასუხისმგებლიანი ფედერაციის წარმომადგენლები წესით უნდა ასაჩივრებდეს უეფაში ქართული კლუბების ასე დაჩაგვრას მსაჯების მიერ წლების განმავლობაში... მაგრამ როგორც ზემოთ დავწერე ყველას მაგრად კიდია ... :(

• ლაშა

არ გვინდა ძმაო შენი დამადლებული სტატია აიგე ვაფშე

• ქუთაისელი

ვაი ასეთ სტატიას! ფეერიული თამაში არ უთამაშია ტორპედოს, თან 2 გოლი ჩაუთვალეს და ტუფტა პენალტები დაუდეს, ბოლო წუთებში რო დაცვაში ჩადგა, აბა რ ექნა, მსაჯიც ჩვენს წინააღმდეგ თამაშობდა!

• Levani

ვაი შენს პატრონს მართლა თუ ალბანური და ფარერების გუნდის ძლევა განიჭებს ბედნიერებას

• zaza

თუ ფედერაცია ხარ მოთხოვეთ უეფას დასაჯოს ეს მექრთამე მსაჯი!!!! თუ არადა წადით სახლში. არ შეიძლება ქვეყნის ესე დამცირება რასაც ეს მსაჯები კადრულობენ!

• დათო30

ტორპედოს ხელმძღვანელობამ აუცილებლად უნდა გაასაჩივროს მსაჯობა უეფაში. სტატიის ავტორისგან განსხვავებით ქუთათურებს ვერ გავაკრიტიკებ. ტორპედოელებს ორი ნაღდი გოლი გაუუქმა მსაჯმა და ორი არარეალური პენალტი დადო, ამის მიუხედავად გაძვრნენ შემდეგ ეტაპზე. მე ვულოცავ ტორპედოელეს პლეიოფს, ასე შორს ტორპედო პირველადაა.

• gio mtavari

გასვლა ყველა პონტში კარგია, მაგრამ რასაც ვუყურე სულ კუკეში გვიტევდა და რავიცი რავიცი, წინ ტორპედო!

• შაკო

Jer cxovrebashi adamianistvis ojaxi ar shemiginebia am msajma damargvevina principi

• Levani

არ გინდა რა ჩემო კარგო, ძალიან დიდი აზრი აქვს როგორ გავიდა, წინ ლუდოგორეცია და არა კუკეში თუ რაღაც კუკუ. ეს ვითომ პრაგმატული აზროვნება ღუპავს ფეხბურთს

• sandro 777

ძალიან ცუდათ ითამაშეს ეს რა იყო, არ შეიძლება ასე თამაში, მესამე გოლთან ახლოს სულ გვიტევდნენ, არ ჩათვალე გოლი პენალტი მოიგონეს თუ რა ქნეს ფაქტია 3:0მდე ცოტა დააკლდათ, ვაი მართლა ლუდგორეცთან რა მოხდება ვინ იცის

• dato

ვაი სირცხვილო ასეთ სათაურს რო ისტორიულ მოვლენაზე დაწერს ქართველი პროვოკატორი ალბანელს რა უნდა მოთხოვო გეკითხებით რამდენი ხანია ამ დღეს ველოდებით? ევროპა ლიგის პლეოფი რამდენი ტოპედოზე ათჯერ უფრო ფინანსურად ძლიერი გუნდისთვისაა სანატრელი მადლობა ბიჭებს ამ სიხარულისთვის.

• ლაშა

მალადეც ტორბედოს გასვლაზე გუნდს რო 2 გოლს არ შაუთვლი და გახვალ მაინც გმირობააააააააააა

• vako

Vai da ui tkvens saits tu kaia

• ave

მტავარია ხო გავიდნენ და როგორ გავიდნენ არ მაინტერესებს, ლუდოგორეცტან სულ სხვა ტორპედო იქნება დარწმუნებული ვარ

• ჩოგანა გორელი

რატომ ასეთი ღვარძლიანი სათაური???, მოლოცვას ვერ იმეტებთ??? მგონი ძალიან გშურთ ტორპედო, რომ შემდეგ ეტაპზე გავიდა და თქვენ ჩვენ მოგვიწოდებთ სიძულვილის ენას და სხვა მსგავსი არ გამოვიყენოთ და თქვენ???

• გუგა

აბა დინამო ყოფილიყო ეგეთი სათაური თუ იქნებოდა... პენალტები მოიგონედ ორივე თამაშში და ნაღდი გოლი არ ჩაგვითვალეს, თქვენც ალბანელები ხო არ ხართ რეებს წერთ ბიჭო?...

• zurabi

ხო გავიდა და რა აზრი აქ როგორ რომ არ გასულიყო ალბათ ეხლა ვრწმუნდები რომ ბევრს გაუხარდებოდა წინ ბიჭებო.

• temo

ულვაში რა უყავით /? ასე ვერ გავფრინდებით

• გივი

გეთანხმები ძმაო,ტორპედო გავიდა ღირსეულად,სამი გამოგონილი პენალტი დაგვიდეს და მაინც ჩვენ გავედით

• ბასკი

ვთვლი რო ტორპედო დამსახურებულად გავიდა და ვულოცავ ყველას ვისაც გაუხარდა, თამაშს ვუყურე და პირველი პენალტის დროს საერთოდ არ შეხებია კარგად გამოჩნდა გამეორებაზე, ჰლინკას გოლზე სუდიამ ოფსაიდი მოიგონა და მერე როგორ, მეორე პენალტის დროს კიდე ოსკარი რეჯინალდოს:) მეკარემ პენლები ვერ აიღო მაგრამ ისეთი ორი ბურთი გამოუღო ტორპედოს თამაშში რო უბრალოდ ყოჩაღ! და ვულოცავ საქართველოს პლეიოფს, ვერ ითამაშა ისე როგორც ჩვენ ვითხოვთ, მაგრამ ასე გაძრომით გავძვრეთ ნეტა და მერე რაღაც იქნება:) #ჩვენვართტორპედო #საქართველოსთვის

• გივი

ვაი ასეთ გასვლას კიარა მსაჯებზე დაწერეთ,ორი ასპროცენტიანი გოლი როარ ჩათვალეს და ორივე გამოგონილი პენალტი რო დადო....გოლები რომ ჩაეთვალა სულ სხვა თამაში და შედეგი დაიდებოდა...........საღოლ ტორპედოს და წინ ბიჭებო , გილოცავთ ყველა ტორპედოს გულშემატკივარს......

• 912

სტატიის ავტორი არასწორად აფასებს მოვლენებს, ჰო კიდევ იმ სულელი ქუთაისელი კომენტატორის უაზრო აზრების და თბილისის და ქუთაისის ხელოვნური დაპირისპირების მიუხედავად მაინც მივდივარ პლეიოფზე "რაგბის სტადიონზე" :) :) :)

• zurabi

ხო გავიდა და რა აზრი აქ როგორ რომ არ გასულიყო ალბათ ეხლა ვრწმუნდები რომ ბევრს გაუხარდებოდა წინ ბიჭებო.

• QT

ჩვენი ორი გოლი არ ჩათვალეს, ორი საეჭვო პენალი დაგვიდეს და კიდე ვაი ასეთ გასვლას ? ვაი სტატის ავტორს ვაი ასეთ მსაჯობას და ვაი უეფას თუ ეს მსაჰი თავის ბაკავოებიანად არ მოხსნა და მადლობა ტორპედოს.

• შოთიკო

მე მომეჩვენა თუ ორივე პენალტი მოგონილი იყო ?

• ირაკლი

აი და უი თქვენს საიტს. რა გაატრაკეთ საქმე ამ ნეგატივით. იბრძოლეს ბიჭებმა და გავიდნენ შემდეგ ეტაპზე. 2 თამასში 3 პენალტი დაგვიდეს და კიდევ ჩვენზე უნდა თქვათ ვაი ასეთ გასვლას. მეტი პოზიტივი ერო.

• ლევანი

შენ თამაშს უყურე თუ მოგიყვნენ? ან რა სათაურია ცოტა აზზე მოდით.ბიჭებმა იბრძოლეს და რა სათაურს ადებ ტეხავს.2 გამოგონილი პენლის მერე 2 100 პროცენტიან გოლს რო არ ჩაგითვლიან მერე ძნელია ფსიქოლოგიურად მარა გავედით პლეი ოფ ში რამე კაი დაწერე შე დალოცვილოოო

• სოსო

ტორპედოს ვულოცავ გასვლას,მაგრამ რაიყო ეს გადმოცემა,ჰამთელი მატჩის განმავლობაში ,ნახევარი წუთი თუ აჩვენა და მაშინაც ნაღდი გოლი არ ჩაფვითვალა მსაჯმა,თუ ამას ორ პენალტს დავუმატებთ,მსაჯობაზე რაღაცა ეჭვი გაგვიჩნდება,თუმცა როცა თამაშს ვერ უყურებ,რა უნდა ვთქვათ? ამასობაში ზენიტმა მინსკის დინამოს 10 კაცით ორი გოლი გაუტანა და თამაში დამატებით დროში გადაიყვანა.ნავალოვსკი სადღაც 70 წუთზე შევიდა და ნახევარდაცვაში დადგა,მაგრან ეტყობა შორს არის ფორმიდან,ვერაფერს აკეთებს.

• sormona

რაღა უნდა თქვა ასეთი ჟურნალისტი რო გეყოლება, სხვას რაღა უნდა მოთხოვო.... რათქმაუნდა კარგად არ უთამაშია ტორპედოს, უპირატესობის შენარჩუნებას ცდილობდა თავიდანვე მაგრამ ორი თამაშის ჯამში ჩვენს კარში დადებული სამი პენლიდან რომ მინიმუმ ორი მოგონილი იყო არ მეთანხმება ჟურნალისტი????? ან დღეს ტორპედოს გატანილი ორი გოლიდან მინიმუმ ერთი რომ ჩასათვლელი იყო არც ამაში მეთანხმება???? გამაზული ქონდა ალბად ჟურნალისტს კუკეშის გასვლაზე :):):):)

• zaza

მასე გასულიყო ყველა ქართული გუნდი და ვინრას იტყოდა რასქვია ვაი ესეთ გასვლას აპა ის ჯობია კარგად ვითამაშეთ და წავაგეთო სულრო გაიძახით პლიუს გოლი არ ჩაუთვალეს ასპროცენტიანი ტორპედოს პირველი თერთმეტმეტრიანიც შეეძლო არ დაენიშნა როგორც აქ გამოიგონეს თერთმეტმეტრიანი

• giorgi

მე ვფიქრობ ღირსეულად გავიდა ტორპედო, 3 პენალტი გამოიგონა მსაჯმა (1 პირველ მატჩში) და მაინ ტორპედო გავიდა.

• Vasili

კომენტატორს უღრმესი მადლობა და ყველას კი ნუ მოუსმენ, რახან ჩართე ბარემ წაიყვანე კიდეც, ისეთი კომენტატორები გვყავს რო , შენ არაპროფესიონალს უფრო უკეთ მიგყავს.../ პირველი არხი გაააუქმეთ !!! ან რავიცი რა მოვიფიქროთ ყველამ ერთად ...

• ნიკა

ესენი მსაჯები იყვნენ თუ კუკეშის ფეხბურთელები?

• zaza

მასე გასულიყო ყველა ქართული გუნდი და ვინრას იტყოდა რასქვია ვაი ესეთ გასვლას აპა ის ჯობია კარგად ვითამაშეთ და წავაგეთო სულრო გაიძახით პლიუს გოლი არ ჩაუთვალეს ასპროცენტიანი ტორპედოს პირველი თერთმეტმეტრიანიც შეეძლო არ დაენიშნა როგორც აქ გამიგონეს თერთმეტმეტრიანი.

• zaza

მასე გასულიყო ყველა ქართული გუნდი და ვინრას იტყოდა რასქვია ვაი ესეთ გასვლას აპა ის ჯობია კარგად ვითამაშეთ და წავაგეთო სულრო გაიძახით პლიუს გოლი არ ჩაუთვალეს ასპროცენტიანი ტორპედოს პირველი თერთმეტმეტრიანიც შეეძლო არ დაენიშნა როგორც აქ გამიგონეს თერთმეტმეტრიანი.

• ტოტტი

დაგვაწყვიტა ნერვები ეგ რა იყო. ეგრე უნდათ ამათს ლუდოგორეცს რომ გასცდნენ? ცოტა მეეჭვება სამწუხაროდ .

• gurami

მსაჯი ფეხიებით უნდა დაკიდო და დაკოდო! ყველა სპორტსი ჩვენ უნდა დაგვჩაგრონ იმიტომ რომ ევროპის სომალი ვართ!

• superman

სამარცხვინო ფეხბურთი ვითამაშეთ, ს ი რ ც ხ ვ ი ლ ი ა !

• Giorgi

დინამომ ვერ ივარგა თავის დროზე,იქნებ ტორპედომ ქნას რამე.ისეთი გუნდებია პლეიოფში,რომ ლუდოგორეცთან შეხვედრა გამართლებაა.

საქართველოს ამერიკული ფეხბურთის ნაკრების წარმატება

"ლივერპულს" კვლავ განადგურების შეეშინდა - უცხოური მედია "დინამოს" ტრიუმფს იხსენებს

მიზანი ერთია, დიადი ნათელი - ცნობილი გახდა ანჩელოტის ამოცანა და ხელფასი

20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან

თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები

"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე

ხვიჩას დაჯილდოება, მიქაუტაძისა და დავითაშვილის გადამწყვეტი მატჩი და სხვა ამბები

[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი

[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა

ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია

Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა

მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ

მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს

"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა

პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს

"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი

სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან

ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს

"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა

"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ

"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი

უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა

ეროვნულ ლიგას მომავალ სეზონში მოქმედი ბომბარდირი არ ეყოლება - ბიორნ იონსენმა ქუთაისის "ტორპედო" დატოვა

არმანდო ცუნგუ: ამჯერადაც არ გაგვიმართლა

კახა ჩხეტიანი: უნდა ვაღიარო, ცუდად ვითამაშეთ, სტრესით

"კარი გავზომეთ ჩვენით, ამათგან ყველაფერს ველოდით" - "ტორპედო" საშინელ პირობებში ემზადებოდა

"ტორპედო" "კუკეშთან" მატჩის მსაჯობას უეფაში გაასაჩივრებს [VIDEO]

კლასი და უკლასობა, შიში თბილისის "დინამოს" მიმართ და მთავარი სიახლე სახო - ქართული კლუბები ევროტურნირებზე

ირაკლი ძარია: ევროპიდან და აზიიდან კონკრეტული შეთავაზებები მაქვს

მიზეზი თუ რატომ არ აჩვენა "პირველმა არხმა" კუკეში-ტორპედოს მატჩი

რა ხდებოდა "ტორპედოს" ავტობუსში "კუკეშთან" თამაშის შემდეგ [VIDEO]

ერთი გოლის ფასი: ბათუმელებმა, ფოთელებმა და გორელებმა მოიგეს [VIDEO]

"სანამ კინი "ტორპედოს" მწვრთნელია, "ჯუნგლები" ტრიბუნას ვტოვებთ" - "ტორპედოს" ფანების განცხადება [PHOTO]

კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ქართული კლუბების შესაძლო მეტოქეები გაირკვა