საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ნიკოლოზ ჯღარკავა გურამ კაშიას გარშემო მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანმა უეფა-სგან Equal Game-ის ჯილდო მიიღო. ჯილდოს გადაცემის ცერემონია 30 აგვისტოს მონაკოში, Grimaldi Forum-ში ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის წილისყრის შემდეგ გაიმართება.

ჯილდოს შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ საზოგადოების ნაწილმა გურამ კაშია გააკრიტიკა, კოტე მორგოშიამ კი "ფეისბუქზე" კაშიას მიმართ შეურაცხმყოფელი და მუქარის შემცველი პოსტი გამოაქვეყნა, რის შემდეგაც ის შსს-ში დაკითხვაზე დაიბარეს.

აღსანიშნავია, რომ ამ მოვლენების შემდეგ ქართველმა ფეხხბურთელმა "ფეისბუქის" ოფიციალური გვერდი გააუქმა, ხოლო "ინსტაგრამი" მხოლოდ გამომწერებისთვის გახადა ხელმისაწვდომი.

ჯღარკავას თქმით, ფედერაცია ყველანაირად მხარს უჭერს კაშიას და მის გადაწყვეტილებას.

"პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ ეს ჯილდო ძალიან მნიშვნელოვანია ფეხბურთის ფედერაციისთვის და რა თქმა უნდა, პირველ რიგში, გურამისთვის და ასევე მიმაჩნია, რომ მნიშვნელობის მქონეა ჩვენი ქვეყნისთვის.

რაც შეეხება ამ ამბის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს, ფეხბურთის ფედერაციის პოზიცია უცვლელია - ჩვენ ვეწინააღმდეგებით ყოველგვარი სახის დისკრიმინაციასა და ძალადობას, გვერდში ვუდგავართ გურამს და ყველანაირ მხარდაჭერას ვუცხადებთ.

საგულისხმოა, რომ ეს ყველაფერი ხდება მოსალოდნელი მატჩების ფონზე, თუმცა, რა თქმა უნდა, თამაშების ორგანიზებისა და უსაფრთხოების საკითხი მოგვარდება სათანადო დონეზე. ფეხბურთის ფედერაცია და ეროვნული ნაკრები ვფიქრობთ მხოლოდ სპორტულ შედეგზე", - აღნიშნა ჯღარკავამ.

აღსანიშნავია, რომ გურამ კაშიას მხარი დაუჭირეს სფფ-ის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა და საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა.

კობიაშვილი ჩაერთო კამპანიაში #გურამშენთანვართ.

კობიაშვილმა "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე ფეხბურთის ფედერაციის მიერ გამოქვეყნებული ფოტო გააზიარა წარწერით: "სანამ ერთი გულშემატკივარი მაინც მეყოლება ჩვენს ქვეყანაში, იმ ადამიანებისთვის გამოვცხადდები ნაკრებში."

ამავე კამპანიის ფარგლებში, კაშიას მხარი დაუჭირეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა: გიორგი მერებაშვილმა, გიორგი ლორიამ, ნიკა კეკვესკირმა, გიორგი ქვილითაიამ.

კაშიას მხარდაჭერის განცხადება გაავრცელა "ქართული სპორტის ქომაგებმა", რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"ქართული სპორტის ქომაგებს" გვსურს, საკუთარი პოზიცია გამოვხატოთ ეროვნული ნაკრების კაპიტნის ირგვლივ განვითარებული მოვლენების გამო. იმის მიუხედავად, რომ თემაზე კამათი და დავა თვეებია არ წყდება, ვცდილობდით, ჩვენი მოსაზრება არ ყოფილიყო კიდევ ერთი განხეთქილებისა და აჟიოტაჟის საბაბი.

გურამ კაშიას მიერ სექსუალური უმცირესობების სოლიდარობის ნიშნად გაკეთებული კაპიტნის სამკლავურის შესახებ განსხვავებული პოზიციები გამოხატეს სხვადასხვა სფეროსა თუ ასაკის წარმომადგენლებმა, რაც ბუნებრივი და ჩვეულებრივი მოვლენა იქნებოდა, რომ არა კამათის დაუსრულებელი და გადაჭარბებული სახე და ფორმა. მიგვაჩნია, რომ დღეს დროა, ჩვენი ფან-კლუბის მოსაზრება გამოვაქვეყნოთ და ამას თავისი ობიექტური მიზეზები აქვს:

"ქომაგებს" კარგად გვესმის, რომ თავს მოხვეული საკითხები მიუღებელია საქართველოს მოქალაქეთა დიდი ნაწილისთვის, მათ შორის, ჩვენთვის, რომ ჩვენი სახელმწიფო ტრადიციულ სახელმწიფოთა რიგს განეკუთვნება, სადაც მნიშვნელოვანია არა მხოლოდ აწმყო, არამედ ისტორიული წარსულის კონტექსტი, წესები და ჩვეულებები, რომელსაც პატივს ვცემთ და ასე იქნება მომავალშიც. ვფიქრობთ, რომ თითოეული ჩვენგანის ვალი და პასუხისმგებლობაა, შევიტანოთ საკუთარი წვლილი ქვეყნის განვითარებასა და ეროვნული ცნობიერებისა თუ თვითშეგნების გაღრმავებაში.

მიუხედავად ჩვენი პოზიციისა, ჩვენ ასევე კარგად გვესმის ადამიანის თავისუფლების ცნება და პატივს ვცემთ ამ ღირებულებას, იმდენად, რამდენადაც საქართველო ყოველთვის იყო და იქნება თავისუფალი ადამიანების სახელმწიფო. სახელმწიფო, სადაც პოლიტიკური რეპრესიების, ბედის უკუღმართობის თუ სხვა მიზეზების გამო არსებულ მძიმე ვითარებას სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანები თავს აღწევდნენ სწორედ თავისუფლების იდეით და თავისუფლების მიზნით. ჩვენ ვფიქრობთ, რომ საკითხი, მისი მგრძნობიარობიდან გამომდინარე, საჭიროებდა მეტ გაანალიზებას და ალბათ, შესაძლებელი იყო მსგავსი პროცესების თავიდან აცილება.

ჩვენ კარგად ვაცნობიერებთ გურამ კაშიას, როგორც რიგითი ჯარისკაცის და როგორც კაპიტნის მნიშვნელობას ეროვნულ ნაკრებში. ვერცერთი გულშემატკივარი, თუკი ის გულწრფელი იქნება, ვერ გაიხსენებს მატჩს და მომენტს, როცა ნაკრების კაპიტანმა გუნდს უღალატა და ბოლომდე არ დაიხარჯა. ვერცერთი ქომაგი მას ბრალს ვერ დასდებს არაპროფესიონალიზმში და ეს მან არაერთგზის დაამტკიცა, არაერთ ვითარებაში.

გურამ კაშია არის თავისუფალი ადამიანი და მას აქვს უფლება, გამოხატოს საკუთარი პოზიციები, მათ შორის, ისეთ მგრძნობიარე თემებზე, რომელიც შესაძლოა ჩვენი თანამოქალაქეების ნაწილისთვის მიუღებელია და ეს არ აკნინებს მას, როგორც ფეხბურთელს.

რამდენიმე დღეში, ეროვნულ ნაკრებს წინ ელის უმნიშვნელოვანესი მატჩები და შანსი, ჩაწეროს ღირსეული ფურცელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში. ამ შეხვედრებში ეროვნული ნაკრების მაისურს კვლავ მოირგებს და კვლავ ღირსეულად წარდგება მოედანზე გურამ კაშია. ვფიქრობთ, ასეთ დროს, ჩვენი ქვეყნის თითოეულმა მოქალაქემ მაქსიმალური თვითშეგნება უნდა გამოიჩინოს და თუკი არ შეუძლია გაამხნევოს, უარყოფითი ფსიქოლოგიური ზეგავლენა მაინც არ უნდა მოახდინოს მოთამაშეებზე. განსაკუთრებით მათ, ვისაც არც სამშობლოსთვის და არც ქართული ფეხბურთისთვის ღირებული არაფერი შეუქმნიათ, ჩასაფრებულნი ელიან ნაკრების თითოეულ წარუმატებლობას, რათა კრიტიკის ქარცეცხლში გაახვიონ ფეხბურთელები და ხელმოცარულნი ინტერნეტსივრცეში ცდილობენ საკუთარი შესაძლებლობების მტკიცებას. მოგიწოდებთ თითოეულ ქომაგს თუ რიგით ადამიანს, შევწყვიტოთ ნაკრების კაპიტნის კრიტიკა, მაქსიმალურად მივმართოთ ჩვენი ძალები საქართველოს ეროვნული ნაკრების გულშემატკივრობისკენ, თითოეული მოთამაშის, მათ შორის, გურამ კაშიას მხარდაჭერისკენ და ერთად მოვიპოვოთ უმნიშვნელოვანესი გამარჯვება!

ქართული სპორტის ქომაგები".

"ფეისბუქგვერდის" გაუქმების შემდეგ საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანმა გურამ კაშიამ "ინსტაგრამით" კრიტიკოსებს პასუხი გასცა და მხარდამჭერებს მადლობა გადაუხადა.

"ვიდრე ერთი გულშემატკივარი მაინც მეყოლება ჩვენს ქვეყანაში, იმ ადამიანისთვის გამოვცხადდები ნაკრებში!

ფეისბუქის გვერდს ვაუქმებ, მიყვარს ჩემი ქვეყანა, ჩვენი კულტურა, თავად რელიგიური პიროვნება ვარ. აი, ეს არის ჩემთვის უმთავრესი და მნიშვნელოვანი.

არავის აზრს არ ვითვალისწინებ. არაფერს არ ვნანობ. ძალიან ამაყი ადამიანი ვარ.

იმ გულშემატკივარს, ვინც მხარში მიდგას, დიდი მადლობა და ბოდიში. მიყვარხართ".

შეგახსენებთ, კაშია ლგბტ-ს მხარდამჭერი სამკლავურის გამო გააკრიტიკეს, რომელიც მან არნემის "ვიტესში" ყოფნის დროს, "ჰერნევენთან" (4:0) მატჩში უეფა-ს კამპანიის ფარგლებში გაიკეთა. მაშინ ჰოლანდიის ჩემპიონატის აღნიშნულ ტურში ყველა გუნდის კაპიტანს ანალოგიური სამკლავური ეკეთა. უეფა კაშიას ამ გაბედული ნაბიჯის გამო Equal Game-ის ჯილდოს გადასცემს.

თავის მხრივ, უეფა-ს პრეზიდენტმა ალექსანდრ ჩეფერინმა პირადად გამოხატა თავისი მხარდაჭერა:

"მივესალმები გურამის გამბედაობასა და სიმტკიცეს. მისი ქმედებები მეტად მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენს თანასწორობის პრინციპის მხარდაჭერის კუთხით. აქედან გამომდინარე, მან ნამდვილად დაიმსახურა ეს ჯილდო".

აღნიშნული ჯილდო ასახავს უეფა-ს კამპანიის, #EqualGame-ის პათოსს, რომლის მიხედვითაც, ფეხბურთისგან სიამოვნების მიღების უფლება გააჩნია ყველას, განურჩევლად მისი წარმომავლობისა, ასაკისა, სქესისა, სექსუალური ორიენტაციისა, სოციალური მდგომარეობისა თუ რელიგიისა.

"#EqualGame-ის ჯილდოს შემოღებით ჩვენ გვსურს იმ ფეხბურთელების აღიარება, ვინც მხარს უჭერს ჩვენი კამპანიის ღირებულებებს - მრავალფეროვნებას, ინკლუზიურობასა და ხელმისაწვდომობას. ფეხბურთი განაპირობებს საზოგადოებაში ცვლილებებს. ადამიანები, რომლებიც დადებით მაგალითს ქმნიან საკუთარ საზოგადოებასა და სპორტში, იმსახურებენ აღიარებასა და დაჯილდოებას." - განაცხადა ალექსანდრ ჩეფერინმა.

jolo
კაშია უნდა გაუშვან... და უნდა მიჰყვეს ყველა გეების მოტრფიალე ჩვენ თქვენგან გვინდა თავდადება სტადიონზე და არა გეების პროპაგანდა... ისინი კაშიას დახმარების გარეშეც პარპაშობენ, თამაშს და ავტორიტეტს გაუფრთხილდით ბატონებო...
გუგა-ს!
კაცობა ხალხს რომ ჰგონია და თავისი ნორმატივები გააჩნია, ეს არის კაცობა. თუ კაცი ვერა ხარ, კაცობა მაინც ისწავლე.
niko
კაშიამ თავის საქმე თვითონ იცის მიუხედავად იმისა რომ არ ვეთანხმები ასეთ რამეს მარა არც მისი გაწირვა არის საჭირო, მაგარ, ამ ტექსტს რომ წერენ, ესეიგი როცა გულშემატკივრობ კარგი ხარ და როგოც ი რამე არაფერი არ გაგიკეთებიათო ქართული ფეხბურთისთვისო, და ამათ რა გუკეთებიათ, ბოლო 20 წელი საქართველოს ნაკრებს რა გაუკეთებია, ჯარისკაცები ვართო რომ წერენ, სირცხვილის მეტი რამე ახსოვს ამ ქვეყანას დღემდე ქართული ფეხბურთისგან და მათი წარმომადგენლებისგან? ნამუსი აღარ გაქვთ? თუ არ გაგვიკეთებია არც გაგვიფუჭებია თქვენგან განსხვავებით, დავიწყოთ თქვენი ცოდვების გახსენება? იმედია ეს თაობა მაინც მოწმენდს ამ სირცხვილს რომელიც აგერ ამდენი წელია გრძელდება.
niko
არც მე არ ვეთანხმები მაგრამ ასე გადავლა არ შეიძლება გაანებეთ თავი რაც უნდა ის უქნია ვის რა დააკლდება, ასე ესმის და რა უნდა ქნა.
ბონდო დოლაბერიძე "ფეოლა"
ვისი მხარდამჭერებიც არიან ისეთივე ფეხბურთს თამაშობენ.ასეთი რა ღვაწლი მიუძღვის ან მიუძღვით ქართული ფეხბურთის აღორძინებაში ამ მართლაც გომიკებს, რომ სულ გვამადლიან ნაკრებში ჩამოსვლას.გაუმარჯოს "ტანგა"ნაკრებს კობის თამადობით.ჯერ კაცი უნდა იყო ადამიანი და შემდეგ ფეხბურთელი.
ბნელი
ისე ხო თავს იკლავთ
რატი
ვინც ამას არ აღიარებს მთელი გულით მეცოდება
სანდრო
yvela geebis mxardamchers kashias tamadobit, gisurvebt titos ojaxshi!!!
სანდრო
getanxmebi, aseti urjulo ar unda tamashobdes sakartvelos nakrebshi, is me ar warmomadgens aranairad, tu unda erti adgilis mcveli gaxdes wavides nakrebidan da kocnos da agmertos mere vinc unda
გუგა
ძალიან კარგია სოლიდარობის გამოცხადება. გურამ კაშია გამორჩეული პროფესიონალი და ამასთან ერთად ღირსეული მოქალაქე
გუგა
ძალიან გთხოვთ ქვეყნის სახელით ნუ ლაპარაკობტ, მე კაცობა სხვა მგონია და არა ის, რასაც თქვენ ამბობთ
ხონელები
შევცვალოთ მერე სიმონ რა პრობლემაა გურამა.... დეისვენოს ცოტა....
giorgi 777
რაგბისტებზე წყდებათ გული რომ გვერდში არ დაგვიდგნენო..... კალათბურთელებზეც..... ფაცულია, სანიკიძე,გორგოძილა და სხვა ეს მგლები წარმოიდგინეთ ამ დასაწვავი სამკლაურებით.... ვერ წარმოიდგინეთ ხომ? ვერა იმიტომ რომ კაცები და ვაჟკაცები არიან.. თქვენგან განსხვავებით...ქვეყანას მაინც ეცით პატივი თუ თავს არა........
ჩემი ქუთეისი
რა აქტიურია ბაჩი............ გურამი ხომ არა ხარ ფსევდონიმით...რას ბაქიბუქობ რაებს ბოდავ ვის იცავ? ვინ ხარ საერთოდ? გასაგებია გურამი არ არის ცუდი კაცი მაგრამ რა გაჭირვება ჰქონდა რომ გეებისათვის არ დაეჭირა? მაინტერესებს რას იტყვის გურამი მისმა შვილმა ბიჭი რძალი რომ მიუყვანოს? მისი არ უნდა სხვის გეებს უჭერენ მხარს.... თუ იმ ხორვატმა ფეხბურთელმა უთხრა უარი თავისი ქვეყნის გამო ეს გურამა რა გახდა.... არავის საქმე არ იქნებოდა რომ არა საქართველოს კაპიტნის უღირსი საქციელი.... ამ პატარა ქვეყანას მარტო ფეხბურთით კი არ უნდა ასახელო არამედ კაცობითაც.
qomagi
უამრავი მოსაზრება წავიკითხე და ვეცდები გასაგებად ვთქვა ჩემი სათქმელი. მე საკითხს ორად გავმიჯნავდი - პიროვნებისა და ფეხბურთის ჭრილში. პიროვნებაზე თუ ვისაუბრებთ, მე ზოგადად გურამ კაშიას საქციელს არ ვიწონებ, რადგან ეს არ შეეფერება ჩვენი ხალხის, უმრავლესობის რწმენას. კი ბატონო, გურამს როგორც დამოუკიდებელ ადამიანს აქვს უფლება ჰქონდეს თავისი აზრი და გამოხატვის თავისუფლება, მაგრამ მან შეცდომების აღიარებაც უნდა ისწავლოს გაჯიუტების ნაცვლად, ამით უფრო ამაღლდება ხალხის თვალში. ახლა რაც შეეხება საფეხბურთო მხარეს, მე ვთვლი რომ გურამ კაშია ნაკრებისთვის საჭირო მოთამაშეა და ამ ეტაპზე სრული აბსურდია მისი ნაკრებიდან წასვლის მოთხოვნა. პირიქით, ნაკრებს ახლა ყველაზე მეტად სჭირდება მხარდაჭერა, გვერდში დგომა და გამხნევება. ამიტომ, მათ ვისაც ეს ეხებათ, მინდა მოვუწოდო და ვთხოვო მოთოკონ ემოციები და ნუ შექმნიან უარყოფით გარემოს კაშიასა და სხვა ფეხბურთელებისთვის (ნუ ამ ეტაპზე მაინც), რათა მოთამაშეებს მივცეთ საშუალება ყოველგვარი ფსიქოლოგიური ზეწოლის გარეშე მოემზადონ კარსმომდგარი უმნიშვნელოვანესი მატჩებისთვის. ეს იქნება კაცური, პატრიოტული და მორწმუნე ადამიანის შესაფერისი საქციელი, რითაც ჩვენს მაქსიმუმს გავაკეთებთ და შევქნით პირობებს მთავარი მიზნის - გამარჯვებების ხელშესაწყობად. ხოლო რაც შეეხება აღნიშნული თემის გარჩევას, ამის გაკეთება და საკუთარი აზრის საჯაროდ გამოხატვა თავისუფლად შეგვიძლია მოახლოებული თამაშების შემდეგ - ინტერნეტით და სხვა სატელეკომუნიკაციო საშუალებებით
ნოდო
მოდი რა სანამ ვინმეს დაუწყებთ ლანძღვას როგორ გამოვიდა ჰომოსექსუალების მხარდასაჭერად ერთი ხელი გულზე დაიდეთ რამდენჯერ გყავთ შეგინებული საკუთარი დედა და მერე ილაპარაკეთ სხვაზე დიახ მათ უფლებას ელემენტარული ცხოვრების ჭირდება დაცვა თქვენაირი აზროვმების ხალხისგან რომლებისთვისაც ცოლი საკუთრებაა ერთმა იკითხა რათ უნდა მგათ დაცბა რატომ არსებობს მაშინ 1 ივნისი და დაუნის სინდრომით დაბადებულ ბავშვთა დაცვის დღე?იმიტო რო არის წარმონაქმნები რომლებიც მათ ცხოვრებას ზღუდავენ თბილისში და არა მარტო თბილისღი მთელ მსოფლიოში შეიძლება ადამიანი ქუჩაში თავისთვის მიდიოდეს და ვიღაცამ მუშტი ჩასცხოს და გაიქცეს და აი ზუსტად ასეთი ხალხისგან თუ წარმონაქმნისგან უფრო დასაცავად იყო ის კამპანია და არა იმისთვის რო იუსტიციის მინისტრისთვის მოეწოდებინა რო კაცს მიცენს დაქორწინების უფლება მარა საქარტველოში ერთი ხელით ცოლს ცემ მეორეთი ღმერთს ადიდებ :)
ბაბუ
არ წახვიდეთ თამაშზე!
ყური მიგდე
ძალიან კარგი.. დაუჭირეთ მხარი.. ყველა თავისუფალია არჩევანში, თქვენ მოგწონთ, მე არ მომწონს.. ზუსტად ამის გამო არ მოვალ სტადიონზე.. ვისთანაც ჩემი სიტყვ აგაჭრის, მათაც ვურჩევ არ მოვიდნენ სტადიონზე... ირბინეთ კობიმ და კაშიამ ჭრელი სამკლაურით. მიტომაა გვექცევა თავზე ფეხბურთი... არ დაიწყოთ საქართველო, გვერდში დგომა და ასეთი სისულელეები- 5-ჯერ ვიომე რუსეთის წინააღმდეგ, მათ შორის ბოლო 2008 წლის ომიც.. არ მესწავლება ქართგველების ერთად დგომა!
Irakli
ამიტომ კარგად უნდა გაერკვიო საკითხში, სანამ რამეს იტყვი ან დაწერ, მთელი ცივიიზირებული მსოფლიო, უეფა, კაშია, უამრავი ჩვენთაგანი ლგბტ-ები გახდითო და ლგბტ-ობა კარგიაო ამას კი არ ამბობენ, არამედ გობენ მათ მიმართ ძალადობას, ისევე როგორც აპროტესტებენ რასიზმს, რელიგიურ შუღლს, ნარკომანიას და ა.შ. ასე რომ აქ ატეხილი აჟიოტაჟი არის ყურით მოთრეული და გათვლილი გაუთვითცნობიერებელ მასაზე.
პავლე
გვეამაყებიო რომ წერთ, რა გააკეთა საამაყო? ვაი თქვენს პატრონს უბედურს. პირიქით უნდა უთხრათ, რომ შეცდომა დაუშვა. მაგრამ უბედურება იმაშია რომ თვითონაც იზიარებენ. ქართველი თუ ხარ მართლმადიდებელი უნდა იყო და არა ლგბტს მატარებელი.
Vasili
ნეტა მაგ პრიზს, რომელ თაროზე მოათავსებ??! :D :D :D / მაგარი ღადაობაააა :D მაგალითად ვიღაცას ,რო უყვები გურამ , აი ეს პრიზი საუკეთესო ფეხბურთელობისთვის მომცეს, აი ეს კიდე თასი რო მოვიგეთ, ეს საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელობისთვის და ა.შ. მდააა ბოლოს!! :D კულმინაცია!! ჯილდო უეფასგან ! და რაში ?!?!? გეების მხარდაჭერისთვის ... :D :D :D მაგათ რაღა მხარდაჭერა უნდათ , ყველგან ეგენი არიან , მთაში , ბარში, პარლამენტში , ბანკში, ტელევიზიაში, ფეხბურთშიც უკვე და შენი მხარი აკლდა მაგათ??? :D :D ეეეჰჰჰ, არაფრისგამო როგორ შეგიყვარებთ ხოლმე ეს უბრალო ქართველი ხალხი, მაგრამ თქვენ ერთი სამკლაური ყველაფერს გირჩევნიათ!!! მე პირადად არ ვარ მაგათი ცემა, ტყეპით და მოკვლით დაინტერესებული , უბრალოდ ამაზრზენია მაგათი ცხოვრების სტილი და კიდე უფრო ამაზრზენია ის რო პრივილეგილებულები რო ხდებიან და ვითომ თანაწორობა , არადა ყველაზე მეტი უფლებები მაგათ აქვთ, ამაზრზენია მაგათი პროპაგანდა რო ხდება ყველგან.... აი ეს არის რაც არ მოგვწონს გურამ , მეგობარო !!!
დათო30
ვიღაც ერთუჯრედიანი კრიმინალური დაჯგუფება ვერ გადაწონის გურამ კაშიას ღვაწლს ნაკრებში, ამაზე სტაბილური ფეხბურთელი ჩვენ არასდროს არ გვყოლია. ყანწით სადღეგრძელოს დამაბრეხვებელ ფსევდო პატრიოტებს და წიწიბურაჭამია ფსევდო მორწმუნეებს მირჩევნია გურამ კაშიასნაირი შემწყნარებელი. სიცოცხლის უფლება ყველას აქვს, როგორც განსხვავებულ სექსულური ორიენტაციის ადამიანებს, ასევე თქვენც გაუნათლებელო ერთუჯრედიანებო.
ბაჩი
გიზოგ.შენს ერთ ადგილს მიხედე გეთაყვა.გურამს არა ღმერთს შეედარეთ თქვენ და კორკოები.მე ვიცი რომ ეს ბიჭი თავის საქმის პროფესიონალია კლუბშიც და ნაკრებშიც ხოლო ქართული მარში ვინც დევნის მას რუსეთის ტ....ს მიმცემი..იძახეთ ეხლა ურაააა!!!
aburjga
რა გეამაყება, გაგვიმხილე თუ "კაცი" ხარ?!
0
კაშია დარჩი მანდ სადაც ხარ და გინდა ეგ სამკლაური გაიკეთე, გინდა კიდე პოლისჯოხით ითამაშე, ოღონდ აქ ნუ ჩამოხვალ
Emigranti
Es aris amati profesionalizmi daikide mkidia yvelas azri aravis azrs vitvsliscineb da ase shemdeg bodishis moxdas kacobs unda kacoba k
romandro
contact da satamasho shortebsac archaicmevs zogierti fexburteli...pirdapir plavkebit gamovardebian moedanze chveni mgeli fexburtelebi...DDD...da iqneb ufro yurebadi gaxdes fexburti ro tribunebi mainc sheivsos...ddd...
გიზოგ
არავის საწინააღმდეგო არ მაქვს, ყველას თავის ორიენტაციით გაუმარჯოს, საზოგადოება ათადან დაბაბადან მრავალფეროვანია და რა საჭიროა საზოგადოებაში მხოლოდ მათი მხარდაჭერა? მე მიმაჩნია ფეხბურთელმა, თუ სხვა სპეციალობის პროფესიონალმა, თავის საქმე უკეთ აკეთოს. ის უფრო სჯობია. ქულები თავის საქმით საუკეთესოდ შესრულებით და არა გაუგებარი პროცესებიდან დაიწეროს. ძალიან, ძალიან გამეხარდებოდა გურამს ჯილდო უეფასგან საფეხბურთო საქმიანობიდან გამომდინარე, რომ მიეღო.
Emigranti
Kvirkvelia ras qvia daikide ? Xalxi dagikidebt tqven . Tqven didi xania gkidiat da cariel stadionze mogicevt tamashi an stvenis fonze fexburti itamashet tu ramis tavi gaqvt tu arada cadit nakrebidan tavmoyvareiba ty gaqvt saertod 10 tamashidan etts rin ver igebt ra istoria unda dacerot isev carimatebloba . Metormrye motamashrs nu gaabrazeb bidzia kashiastvis kargi tu ginda rame urchie kargi daikideo rom eubnebi eg kargi rcheva... umetesobas rom gkidiat nakrebis carmateba magitom gvaaqvs kargad saqme xalx nu agizianebt uaresad da cecxlze navts nu asxavt tore mogicevt natesavebis fonze tamashi stadionze xatrit rom dadian da didad ar ainreresebt fexburti.. tamashidan tamashs ro agebt da orosani bavshvebivit dgexart kamerebtan tore rom gkidiat kidev gamochnda shens sityvebidan. Orkvirashi gamochndeba ra istorias dacert ro gadagvivlian kazaxebi naxavt dzundzuli ro gezarebat sirbilze xo zedmetia saubari tavshi avardnili rom aqvt da rom aqeben imitomac arian magrebi lgbt-s gildoebis agebashi daarsebidan pirveliveshi tan ramis tabi tu gaqvt daicavit tqveni sarcmunoeba da qveyana yvelgan rom ichagreba qartuli da qartveli sakutar qveyanashic ratom mashin ar yvirixart tu ramis tavi gaqvt .....
სოსო
აი თქვენი შვილები,ბიჭები,ბავშვთა ბანაკებში რომ წავლენ და იქიდან ფეხებდაპარსულები და ლგპტ სექსუალურად განათლებულები მოგივლენ,მაშინ მიხვდებით,რომ საამაყოდ არა გაქვთ საქმე.ასე მოხდა მანავის ბანაკში და რაკი ეს პროგრამაა,ასე იქნება სხვა ბანაკებშიც.უბედურება ძალიან ახლოსაა და ნუ უყრუებთ ყურს.თქვენ რომ არ გაგიგიათ,ეს იმას არ ნიშნავს,ერს არ ხდება და არ გვემუქრება.ისინი უკვე ფაქტობრივად ბავშვებზე ძალადობენ.
jolo
რა გინდა რაგბისტების გეები გახადო?
გიზოგ
ბაჩი, უფრო ღრმად რომ იაზროვნოთ და არა სტერეოტიოულად იქნებ ჯობდეს.
vaxo
ხალხის აზრი გვაინტერესებს და დაახლოებით ვიცით კიდეც. მაგრამ აი "ბნელების" აზრი არასდროს არავის აინტერესებდა. როგორც იტყვიან: ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდისო, აი ეგრეა მაგათი საქმე.
დათო30
გურამ კაშია არის მსხვერპლი და რაგბისტები მას გვერდში ბუნებრივია არ დაუდგებიანი, იმიტომ რომ რაგბისტები დამნაშავეს მფარველობენ (ალბათ მიმიხვდით).
ambako
ეს რა გამოდის?! ქართულ ფეხბურთს მხოლოდ ლგბტ-ს წარმომადგენლები და მათი ,, დაქალოჩკები" გულშემატკივრობენ?!
ასევე
სად ააქვთ ამათ ოჯახებიი...
ასევე
სოსოია შენი ჭირიმე იქნებ მოხვიდე რაა...ახალი დარდი შენ თუ არ მოხვალ ვერ ხედავ რამდენი უაროფითი ნიშანი გააქვს..
Emigranti
Online gamokitxba rom chaatarot jobia kashiaze unda iyos tu ara nakrebshi xalxis azri ar gainteresebt ?
ვასიკო
გურამ შენ უფრო დიდი კაცი ხარ ვიდრე შენი მაგინებელი,ცუდი ისაა,რომ ნაკრების უმეტესობა დუმს,რაგბისტებიც დუმან და კალათბურთელებიც.
chixura
წარმატებები ნამდვილ კაპიტანს
ირაკლი
გურამ ყოველთვის იცოდე რომ მხარდამჭერი ბევრად მეტი გყავს და ვამაყობთ შენი საქციელით.ვინც ახლა გაკრიტიკებს ის ვაიგულშემატკივარია კრიტიკის გარდა ცხოვრებაში არაფერი რომ არ უკეთებია, და ნებისმიერ წაბორძიკებაზე ღვარძლს და არაფერი გვეშველებას ნერგავს. ასე რომ მათ ჯინაზე, წინ საქართველოს ნაკრებისათვის!
ოთო
რა ტვინი წაიღეთ ამ უაზრო თემით...ან რა შეაწუეთ ეს ბიჭი რა გჭირთ ხალხო სხვა პრობლემა არ გაქვთ?...მიხედეთ რა თქვენ ოჯახებს და ნუ იგონებთ საწუწუნო თემებს და ამ კაცს აცალეთ ფეხბურთის თამაში რომელიც საკმაოდ კარგად გამოსდის და გამოადგება ისევ ჩვენ ქვეყანას...წინ ძალიან მნიშვნელოვანი თამაშები გვაქვს ...თქვენ გვერდში ვართ დიდ წარმატებებს ვუსურვებთ გურამ კაშიას და საქართველოს ნაკრებს !!!!
ვეტერანი
უახლოეს ხანში დაიწყება მოძრაობა ფედერაციისთვის გამოყოფილი მილიონების ბიუჯეტიდან დაფინანსების შეწყვეტის და უკან დაბრუნებისათვის. მილიარდერი ორგანიზაციებია ფიფა და უეფა. საქართველო მილიარდობით ვალში ჩავარდნილი ქვეყანა. ვის შეკვეთასაც ასრულებთ იმან გიხადოთ მილიონები, თან არ უჭირთ.
ვვვ
აბა, ადგა ჯოგიიი!!! )))
ვვვ
ცხელ გულზე ნუ მიიღებ ასეთ საშინელ გადაწყვეტილებას. შენი პირობები წამოგვიყენე - კაშიამ და კიდევ ვინ და ვინ არ უნდა ითამაშოს, შენ რომ სტადიონზე მოხვიდე? დაგყაბულდებიან - სხვა რა გზა აქვთ! ;)
llcl
ქოცები, ნაცები, არასამთავრობოები, ნუ ლგპდ თავისთავად, ყველა შენთანაა გურამ, ესენი ხომ ერის რჩეულნი არიან, რომლებსაც არ სძინავთ დღედაღამ და ფიქრობენ როგორ შეებრძოლონ ოკუპანტ რუსებს წინა ხაზიდან და დაუბრუნონ ქვეყანას წართმეული ტერიტორიები, როგორ გაამდიდრონ ხალხი და ფუფუნებაში აცხოვრონ, რომ ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს უკიდურესად განვითარებული განათლების სისტემა, სამედიცინო მომსახურება, ესე რომ ნუ გეშინია გურამ, სტადიონზე საპატიო ლოჟიდან მქუხარე აპლოდისმენტები წამოვა შენს მიმართ, ნუ ეხლა დანარჩენ სექტორებზე ვერაფერს შეგპირდები
სოსო
ჩემი ფეხი აღარ იქნება ფეხბურთზე.მაინც მიჩვეულები ხართ უმაყურებლოდ თამაშს და ითამაშეთ.
ბაჩი
კაშო.შენს გვერთით ვართ.ურა პატრიოტებმა მარტო ურას ძახილი იციან ისიც მათთვის უცხო ენაზე
გურამ კაშიამ და ნიკა კვეკვესკირმა ფეხბურთის ფედერაციას თხოვნით მიმართეს
კაბო-ვერდესთან საქართველოს ნაკრების მატჩზე ყველა ბილეთი გაიყიდა
"ქართველ ფეხბურთელებს რუსეთთან თამაშის გამბედაობა არ ეყოფათ" - ამბობს დუმის დეპუტატი
20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან
თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები
"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე
დღეს საფრანგეთის ჩემპიონატი დასრულდება - ხვიჩას ოქრო და სხვა ქართველების ამბები...
[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი
[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა
ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია
Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა
მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ
მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს
"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა
პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს
"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი
სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან
ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს
"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა
"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ
"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი
უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა
ქვილითაია შეცვლაზე შევიდა და გამარჯვების გოლი გაიტანა [VIDEO]
"შევურაცხვყვეთ, როგორც სტუმარი გუნდის ქომაგი, ასევე არ მიეცა საშუალება ნაკრებს ქომაგებთან ერთად გამარჯვება ეზეიმა" - ლევან კობიაშვილი სომხეთთან მატჩის შემდეგ გულშემატკივრის ნაწილის მოედანზე შეჭრას გამოეხმაურა
"ბულგარეთმა საქართველოდან ელჩი გაიწვია" - საქართველოს ნაკრების ექსნახევარმცველის ხუმრობა
რამ შეიძლება შეუშალოს ხელი საქართველოს ნაკრების "აჩქარებას" - ვინ არ იქნება შემდეგ მატჩში და რა პრობლემას შექმნის ეს...
თბილისის "დინამოს" დირექტორად მიხეილ ხუციშვილი დაინიშნა
საქართველოსთან მატჩამდე სომხურ ფეხბურთში არეულობაა - ფედერაცია ახალ მწვრთნელზე საუბრობს, ფანები მათ გადაყენებაზე
მერებაშვილის მორიგი მშვენიერი გოლი [VIDEO]
კაშიამ "ატლეტიკოსთან" შეუცვლელად ითამაშა - "სლოვანმა" მორიგი მარცხი განიცადა [VIDEO]
დვალის და ქვილითაიას "აპოელი" კვიპროსის ჩემპიონი გახდა [VIDEO]
"14 სანტიმეტრით დაბალი გრიზმანი თავზე გადაახტა" - სლოვაკურმა გამოცემამ "ატლეტიკოსთან" "სლოვანიდან" ყველაზე სუსტად კაშია მიიჩნია, მაგრამ ამას სხვები არ ეთანხმებიან...
ლორია კარიერას კვიპროსულ გუნდში გააგრძელებს
ნიკა ჯღარკავა: კატასტროფაა, როცა ფეხბურთში ბავშვების რაოდენობა 12 ათასამდე შემცირდა
ქალთა ფეხბურთის ვარსკვლავი სფფ-ის საზაფხულო ბანაკს ესტუმრა
ხვიჩას პსჟ VS "სიტი" - L'EQUIPE-ს სავარაუდო შემადგენლობა
ეს საქართველოსთვის სასარგებლოა - ჩეფერინი უეფას პრეზიდენტად დარჩენას აპირებს
"არისმა" "ომონიას" ქვილითაიას დუბლით მოუგო
"დინამოს" სტადიონის ადმინისტრაციიდან სფფ-ში ეს წერილი მოვიდა... მასში ამ პრობლემებზეა საუბარი..." - კობიაშვილმა თქვა, რატომ არ იმართება საქართველოს ნაკრების მატჩი "დინამო არენაზე"
ჩემპიონთა ლიგა. VII ტური: "ბარსელონას" ფანტასტიკური ქამბექი ლისაბონში - "ლივერპულმა" ისევ მოიგო [VIDEO]
გურამ კაშიამ და ნიკა კვეკვესკირმა ფეხბურთის ფედერაციას თხოვნით მიმართეს
ქვილითაია "აპოელს" გულთბილად დაემშვიდობა
"როდესაც წნეხს ნაკლებად ვგრძნობთ, უკეთესად ვთამაშობთ ხოლმე, იმედი მაქვს, პორტუგალიასთანაც ასე იქნება" - გიორგი ქვილითაია
Geo Team: ლორიას დამატებაზე თბილისის "დინამო" აქტიურად მუშაობს
სფფ-მ მსაჯები თურქეთში შეკრებაზე გაუშვა
სანიოლმა უეფას კონფერენციაზე ევრო 2024-ზე მიღებულ გამოცდილებაზე ისაუბრა
"ახალგაზრდებს დარიგებებს მისცემს და გვერდში დაუდგება, ნაკრებში მისი დაბრუნება კარგი იქნება" - მერებაშვილი კანკავაზე
სფფ-ს ფეხბურთის მასობრიობის ზრდაში შეტანილი წვლილისთვის უეფას-გან ვერცხლის ჯილდო გადაეცა
"ძალიან რთულია ამ კადრების შორიდან ყურება, არა რუსულ კანონს!!!" - გიორგი მერებაშვილი [PHOTO]
დღეს სამოყვარულო ფეხბურთის "მოყვარულთა თასის" გათამაშება დაიწყება
გიორბელიძე სანიოლის სურვილის შესაბამისად - ქართველების პარასკევი
ოფიციალურად: გიორგი ქვილითაია ახალ გუნდში გადავიდა
რას გვიმზადებენ ქართული კლუბები ევროტურნირებზე? - პოზიტიური დინამიკის გაგრძელება თუ მორიგი წარუმატებლობა?!
Balla: ლორია კარიერას თბილისის "დინამოში" გააგრძელებს
საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი და ყოფილი ფეხბურთელები უეფას A ლიცენზიის მფლობელები გახდნენ
კაკა: - ქართულ ფეხბურთში პერსპექტიული თაობაა... აი, რატომ აღარ არიან ჩემი სტილის ფეხბურთელები...
ოფიციალურად - გიორგი ლორია თბილისის "დინამოში" დაბრუნდა