ერთა ლიგაზე საქართველოს მეტოქის, ყაზახეთის ნაკრების ბულგარელ მწვრთნელს, სტანიმირ სტოილოვს თურმე, ნუ იტყვით და ჩვენი გუნდის ფეხის დაცდენის იმედი აქვს. აი, რა განუცხადა მან KazFootball-ს. გთავაზობთ ამონარიდს.

"გულშემატკივართა იმედები ვერ გავამართლეთ. ჩვენ სხვა შედეგის იმედი გვქონდა. საქართველოს ნაკრებთან საკმაოდ დინამიური, მაგრამ ნერვული თამაში იყო. ნათელი შეიქნა, რომ ვინც პირველი გაიტანდა გოლს, ის გაიმარჯვებდა. ჩვენს ფეხბურთელებს დიდი სურვილი ჰქონდათ იმედი არ გაეცრუებინათ სტადიონზე მოსული ქომაგებისთვის. ამ სურვილმა ნერვული ატმოსფერო შექმნა. მათ შებოჭილად ითამაშეს. არ ეყოთ ხასიათის სიმტკიცე.

ამ მატჩზე დაახლოებით 29 ათასი მაყურებელი მოვიდა. ისინი თავიანთი ნაკრების მხარდასაჭერად მოვიდნენ. ვფიქრობ, ეს ჩვენთვის კარგი მიღწევაა. იმედი მაქვს, წარუმატებლობა მათ გულს არ გაუტეხს და გამარჯვებები მოვა. აუცილებლად მოვა.

მე და ჩემმა თანაშემწეებმა ვერ შევაფასეთ ფეხბურთელთა სათამაშო პრაქტიკის არქონა. საქართველოსთან გვინდოდა პირველ ნომრად გაგვეგრძელებინა თამაში. ამისათვის კი მუდმივი დინამიკაა საჭირო. აგრეთვე კარგი კონდიციები. რომ გადაგვეწყვიტა დაცვიდან, მეორე ნომრად თამაში, შესაძლოა დადებითი შედეგი მიგვეღო. ანდორასთან შეხვედრაზე არაფერს არ ვიტყვი. უფრო მაღალი კლასის გუნდს რომ შევხვედროდით, როგორც ეს ბულგარეთთან და უნგრეთთან იყო, შეტევაში სწრაფად მოქმედების საშუალება მოგვეცემოდა და შესაბამისად, შედეგიც იქნებოდა.

რაც შეეხება შანსებს, გულღიად გეტყვით, ჯგუფის ლიდერობა გაგვიჭირდება, თუმცა ბოლომდე ვიბრძოლებთ. იმედია, ფეხბურთელებს ესმით ყველა დარჩენილი მატჩის მნიშვნელობა. ველოდებით საქართველოს ნაკრების ფეხის დაცდენას და შესაძლოა, მათ ქულები დაკარგონ".

Emzar Duisburg
ავტორიტეტის დაბრუნებასო?!ქონდათ რო?
sdfffff
დედიმისის არ უნდა?
სვოი
არაა შორს ის დრო როცა ყაზახეთიდან მალე გაგაბუნძულებენ ბატონო სტანიმირ თუ სტონიმირ თუ ვინცა ხარ...
soso
ოხ ესენი ამოტენეთ ერთი ბიჭებო თბილსში და მერე თუ გინდა წააგეთ ლატვიასთან რაღაც საკლუბო დონეზე ფაფხურობენ ისიც ფულით.
ანესთეზეოლოგი
ყაზახეთში ძალიან დიდი აჟიოტაჟი იყო ერთა ლიგასთან დაკავშირებით. საკლუბო წარმატებებმა, რომელსაც ყაზახურმა კლუბებმა მიაღწიეს უკანასკნელ პერიოდში მათ შეუქმნა იმის გარკვეული ილუზია, რომ ფეხბურთის ზოგადი დონით ჩვენზე წინ არიან. აუცილებლად ისიც უნდა ითქვას, რომ საკლუბო ფეხბურთში მათი წარმატებები ძირითადად ლეგიონერების დამსახურებაა და არა ადგილობრივი ფეხბურთელების. ეს მოლოდინი ძალიან გაამძაფრა უნგრეთთან და აზერბაიჯანთან გამარჯვებამ და სწორედ სტოილოვის განცხადებებმა, რომ საქართველო აზერბაიჯანის დონის გუნდია. ყველას შეექმნა იმის ილუზია, რომ ყაზახეთი ჯგუფის ფავორიტი იქნებოდა. ჩვენთან წაგება მათთვის აბსოლიტური შოკი იყო, საიდანაც შემდეგ თამაშშიც კი ვერ გამოვიდნენ და ანდორასთან მხოლოდ ფრეს მიაღწიეს. მე სპეციალურად ვეცნობი ყაზახურ სპორტულ საიტზე ყაზახების შეფასებებს და კომენტარებს. ჩვენთან მარცხის შემდეგ ისინი ღიად ამბობენ, რომ გამოცდილებითა და კლასით მნიშვნელოვნად ჩამორჩებიან საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს, აღნიშნავენ იმას, რომ ყაზახური ფეხბურთი რეალურად უცხოელებისათვის ფულის საკეთებელი მანქანაა და რასაც ქვია "ყაზახური ფეხბურთი" მხოლოდ ფურცელზე არსებობს. უამრავი ფული იხარჯება ლეგიონერებზე და თვით ყაზახი ფეხბურთელები მათ კონკურენციას ვერ უწევენ კლუბებში, ითხოვენ ლეგიონერებზე ლიმიტის დაწესებას, ეროვნებით ყაზახი ბეხბურთელების მენტ ნდობას და ბავშთა ფეხბურთის განვითარებას. გულისტკივილით ამბობენ, რომ მათ უნდათ ყაზახური ფეხბურთი და არა ლეგიონერებით გადაძეძგილი კლუბები ყაზახეთის სახელით. საკმაოდ ობიექტურია ყაზახი გულშემატკივარი რასაც ვერ ვიტყვით მათ სამწვრთნელო შტაბზე და პირადად სტოილოვზე. ყაზახეთში მოღვაწე კვეკვესკირმა და ცხადაძემ დელოკატურობის ფარგლებში პირდაპირ განუცხადეს მათ ჟურნალისტებს, რომ რალურად საქართველოს ნაკრები ყაზახეთისაზე ძლიერია და კლასით მაღლა დგას. სპორტულ გამოცემებს და პირადად სტოილოვს კი ცოცხალი თავით არ უნდა ეს თქვას. არც ერთ ინტერვიუში, რომელიც მან თამაშის შემდგომ გააკეთა არ აკეთებს ამაზე აქცენტს. ცოცხალი თავით არ უნდათ ამის აღიარება რომ მეტოქე კლასით მათზე მაღლა იდგა. და ეს ძალიან გულდასაწყვეტია. დიდი დრო დასჭირდება ჩვენი ავტორიტეტის დაბრუნებას საფეხბურთო სამყაროში.
გუჯა კახაძე
ძალიან დიდხანს ლოდინი მოგიწევს!
დავითი
რაზე ბრაზობთ? აბა სხვა რა უნდა ტქვას, ილაპარაკებს და ეგ არის, პასუხს რა აზრი აქვს?
ჰაჰა
ღმერთმა დაგვიფაროს ფეხის დაცდენისგან. განა იმიტომ რომ ევროპაზე 100% ანი გავდივართ. არა! უბრალოდ ძლივს წინ გადავდგით ნახევარი ნაბიჯი, იქნებ კიდევ ნახევარი მივაყოლოთ წელს. მერე კიდევ...
სააკაძე
აი ამათ ჩვენმა ბიჭებმა საბოლოოდ უნდა ასწავლონ ჭკუა, დინამოზეც უნდა დავამარცხოთ!!!
რიგითი გულშემატკივარი
დიდხანს მოგიწევს ლოდინი ბატონო სტოილოვ
პაატა
ვერ მოესწრებით ჩვენი ფეხის დაცდენას, უფრო მეტად გავირჯებით და საქართველოშიც მოგიგებთ!!!
კოტე
ჯერ ლატვიას მოუგეთ ))
მიქა
ლატვიელების მეორე ადგილი უფრო მგონია ვიდრე ამათი
"ჯვაროსნების" აღმასვლა და სხვა ცვლილებები ფიფას რეიტინგში
"საქართველოს ნაკრები რუსეთს ახლა ამიტომ მოუგებდა" - შელიამ ჩვენს ეროვნულ გუნდზე ისაუბრა
გაირკვა სად ჩატარდება თურქეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი
მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა 16-გუნდა ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
დიეგო ლონგო: "დილა" თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმისგან ჯერ კიდევ შორს არის
"მილანს" რასმუს ჰოილუნის შეძენა სურს
დირკ შუსტერი: უზომოდ ბედნიერი ვარ და თითოეული ფეხბურთელით ვამაყობ
აზაროვმაც ითამაშა და გოჩოლეიშვილმაც - "შახტარის" მომავალი მეტოქე "ბეშიქთაშია"
შოტლანდიელების წინააღმდეგ მეოთხედ მოსაგებად - უმცროსი "ბორჯღალოსნების" შემადგენლობა
მძიმე არტილერია ბრუნდება! - "ბორჯღალოსნების" შემადგენლობა მსოფლიო ჩემპიონ სამხრეთ აფრიკის წინააღმდეგ
პსჟ შეიძლება მალე დონარუმას გარეშე დარჩეს
Giorgi² - ფრანგული "მეცი" ქართული ფრთებით შეუტევს
ქართული კლუბების შესაძლო მეტოქეები კონფერენციის ლიგის შესარჩევის მეორე რაუნდში
გრანიტ ჯაკა შესაძლოა, პრემიერლიგაში დაბრუნდეს
"რა გაუკეთებია, რომ "ბარსელონაში" ითამაშოს?" - "იუნაიტედის" ლეგენდამ რაშფორდი გააკრიტიკა
"რეალს" ალაბასთან კონტრაქტის გაწყვეტა სურს
"თუკი კვარაცხელიას ხელი არ შეუშალეს, ოსიმენს პრობლემებს რატომ უქმნიან?!" - ნიგერიელის მეგობარმა დე ლაურენტისი გააკრიტიკა
რეტეგის მიქაუტაძე შეცვლის? - "ატალანტა" ქართველ ფორვარდზე ოცნებობს
აღფრთოვანება შეცდომის მიუხედავად - ქოჩორაშვილმა "სპორტინგში" სადებიუტო მატჩი ჩაატარა
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებს 3 ლიდერი გამოაკლდა
"ეს საქმეს მიმარტივებს" - თოფურიამ ახსნა, როგორ ახერხებს მეტოქეების დანოკაუტებას
"ლივერპული ამით ყველა გრანდს ჯობნის" - რა განაცხადა ფერდინანდმა?
რა გეგმა აქვს შუსტერს? - დღეს 2 ქართული კლუბი ითამაშებს
როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?
სტანიმირ სტოილოვი: საქართველო პირველ ადგილზეა და ჩვენზე ძლიერია
მატჩის დღე. საქართველო VS ფარერები - ლორიასთან დამშვიდობება
ჩერჩესოვი გადააყენეს - მან ჟურნალისტს ყაზახურის ნაცვლად ოსურ ენაზე საუბარი შესთავაზა
გამარჯვებული ნაკრები, დიდაქტიკოსები და დიდი მატჩის მოლოდინი
ყაზახეთის ნაკრების თავკაცი სტანიმირ სტოილოვი გაათავისუფლეს
სტანიმირ სტოილოვი: საქართველო ფავორიტად რჩება - ომი არ დასრულებულა
ნაკრების დებიუტანტები ახლო ხედით - ბიჭი, ვისზედაც ევროპა საუბრობს...
ყაზახეთის ნაკრების მწვრთნელი: "მე ცისფერი ვარ"
სომხეთის მარცხი ფარერებთან და ჩერჩესოვის "ისტორიული შედეგი"
ყაზახების მწვრთნელი: ერთა ლიგაზე გამოცდილება მივიღეთ - ჯგუფიდან ხმაურით უნდა გავიდეთ
გაირკვა სად ჩატარდება თურქეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი
საქართველოსა და ლუქსემბურგის მატჩს ყაზახეთში უყურებენ
მატჩის დღე! საქართველო VS კაბო-ვერდე
რა იყო პოზიტიური და ნეგატიური საქართველოს ნაკრებში?
ყაზახების მწვრთნელმა თითი მოკაკვა: საქართველო უკეთესი გუნდია, ჩაკვეტაძე ვერ ჩავკეტეთ
5:0 ძალების დაზოგვით - საბერძნეთი თბილისში ამაღლებულ განწყობაზე მოემგზავრება [VIDEO]
ბერძნების მწვრთნელი: საქართველოს განსაკუთრებული ფეხბურთელი ჰყავს და მათზე ყველაფერი ვიცით