აკი ბაშოს 10 დღე მიილია. ვინ არის ფავორიტი და რა ბრძოლები ელის ტოჩინოშინს, შევეცდებით, ნათლად წარმოგიჩინოთ.

ტოჩინოშინს, იგივე ლევან გორგაძეს 6 გამარჯვება და 4 მარცხი აქვს. შესაბამისად, მას კიდევ 5 არანაკლებ რთული ბრძოლა აქვს დარჩენილი.

ლევან გორგაძე ტრავმის შემდეგ ფორმაში ვერ შევიდა და ამ ბაშოზე არასტაბილურად ასპარეზობს. ქართველმა ფალავანმა ორი მოსალოდნელი მარცხი განიცადა იოკოძუნა კისენასოტოსთან და ოძეკ გოეიდოსთან, კომოსუბ ტაკაკეიშოსთან და ნაგოია ბაშოს ტრიუმფატორ სეკივაკე მიტაკეუმთან მარცხი ნამდვილად სიურპრიზი იყო.

ტოჩინოშინს ამ ბაშოზე 8 გამარჯვება სჭირდება, რადგან კადობანშია ჩაყენებული და მაკე-კოშის (უარყოფითი ბალანსის) დაფიქსირების შემთხვევაში ოძეკის ტიტულს დაკარგავს.

ქართველის ბრძოლები აკი ბაშოზე:

ტოჩინოშინი-ჩიოტარიუ (მოგება ცურიდაშით)

ტოჩინოშინი-იატაკაიამა (მოგება იორიკირით)

ტაკაკეიშო-ტოჩინოშინი (მარცხი ჰიკიოტოშით)

ტოჩინოშინი-ტამავაში (მოგება ცუკიოტოშით)

მიტაკეუმი-ტოჩინოშინი (მარცხი იორიკირით)

ტოჩინოშინი-იკიოი (მოგება მოგება ცუკიოტოშით)

ტოჩინოშინი-იჩინოჟო (მოგება იორიკირით)

გოეიდო-ტოჩინოშინი (მარცხი იორიკირით)

კისენოსატო-ტოჩინოშინი (მარცხი იორიკირით)

ტოჩინოშინი-კაიესი (მოგება იორიკირით)

მისი ხვალინდელი მეტოქე იოკოძუნა კაკურიუა, რომელთანაც ქართველს მკვეთრად უარყოფითი ბალანსი აქვს 2:22-ზე, თუმცა ერთხელ ლევანმა, წელს ის უკვე დაამარცხა.

არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, როცა კაკურიუ ფანტასტიკურ ფორმაშია და ლევანი არასტაბილურად ასპარეზობს, ქართველის გამარჯვების შანსი მინიმალურია. მიუხედავად იმისა, რომ თანრიგი ერთი დღით ადრე დგება, ლევანს აუცილებლად შეახვედრებენ ანალოგიურად დაუმარცხებელ იოკოძუნა ჰაკუჰოს და ოძეკ გოეიდოს მძლეველ ოძეკ ტაკაისუს, რომელსაც ამ ბაშოზე მხოლოდ ერთი მარცხი აქვს. პირდაპირ ვთქვათ, ამ ბრძოლებში ლევანის გამარჯვების შანსი არცთუ ისე დიდია, მაგრამ უკეთესის იმედი გვქონდეს.

თუმცა ლევანს კიდევ ორი ბრძოლა აქვს მარაგში, რომლებშიც აუცილებლად უნდა გაიმარჯვოს. რადგან გორგაძე უფრო დაბალი რანგის სუმოისტებს უკვე შეხვდა, მისი მეტოქეები, სავარაუდოდ, მესამე მაეგაშირები შოდაი (5-5) და ენდო (1-9) იქნებიან. მაგრამ არ გამოვრიცხოთ, მეტოქედ აბი მასატორა დაუდგინონ, რომელიც მეოთხე მაეგაშირაა და დადებითი ბალანსი აქვს (6:4).

ამავდროულად, შოდაისგან ნაცუ ბაშოზე ჰიკიოტოშის ილეთიც გვახსოვს და ტოჩინოშინისთვის წართმეული იმპერატორის თასის მოპოვების შანსიც.

აკი ბაშოს მთავარი ფავორიტები მონღოლები არიან, 10-10 გამარჯვებით იოკოძუნები ჰაკუჰო და კაკურიუ ლიდერობენ. დიდი ალბათობით, მათი ბრძოლის შემდეგ გადაწყდება, თუ ვინ მოიპოვებს იმპერატორის თასს. ბოლოს კაკურიუმ დაამარცხა ჰაკუჰო.

მათი მთავარი მდევარი ოძეკი ტაკაიასუა, რომელსაც 9 გამარჯვება და 1 მარცხი აქვს. იოკოძუნა კისენასოტო კი საჩემპიონო ბრძოლებს ვერ აჩვენებს, მას უკვე ორი მარცხი აქვს და ნაკლებად სავარაუდოა, ამ ბაშოზე ტრიუმფს მიაღწიოს, თან იმ ფონზე, რომ მაღალი წოდების მქონე მხოლოდ ტოჩინოშინს შეხვდა და დარჩენილი 5 ბრძოლიდან, ორ ოძეკთან მოუწევს შეხვედრა და ორ იოკოძუნასთან.

აკი ბაშოს ლიდერთა რეიტინგი ასეთია:

კაკურიუ - 10:0

ჰაკუჰო - 10:0

ტაკაიასუ - 9:1

კისენასოტო - 8:2

გოეიდო - 8:2

რიუდენი - 8:2

ტაკანოია - 8:2

ასანოიამა - 7:3

ჰოკუტოფუჯი - 7:3

იოშიკაძე - 7:3

ტოჩინოშინი - 6:4

რაც შეეხება მეორე ლიგას, გაგამარუს 5 გამარჯვება და 5 მარცხი აქვს. მას დარჩენილი 5 ბრძოლიდან 3-ში გამარჯვება მართებს. წინააღმდეგ შემთხვევაში ის მესამე ლიგაში გადაინაცვლებს. ხვალ მისი მეტოქე ჯურიო ლიგის მეოთხე ნომერი კიოკუშუჰო იქნება, რომელთანაც ქართველს უარყოფითი ბალანსი 7:11-ზე აქვს.

შესაბამისად, ძალიან დაძაბული და დატვირთული 5 დღე გველის, აკი ბაშოს პირდაპირ ტრანსლაციას კი ჩვენს საიტზე ნახავთ.

alexandre
და სად ვნახოთ პირდაპირი ტრანსლიაცია? სხვა საიტებზე წერენ არა "ჩვენ საიტზეო" არამედ "აქო". მიგვასწავლეთ, როგორ ვნახოთ
maxo
კიდე ერთი ქართველი გვყოლია, იოშიკაძე :)
"ბიჭების გამო მაინც დარჩი, შენთან ერთად ვარჯიში მათთვის დიდი გამოცდილებააო" - ტოჩინოშინის ინტერვიუ კვირის პალიტრასთან
ტოჩინოშინმა საიუბილეო, მე-100 ბაშო ნაადრევად შეწყვიტა
ტოჩინოშინმა ტაკარაფუჯი მარტივად დაამარცხა [VIDEO]
ლოკატელის პრემიერ ლიგაში ეპატიჟებიან - "იუვენტუსიდან" შესაძლოა, კაპიტანი წავიდეს
11 ფეხბურთელი უკვე შეარჩია - ანჩელოტის სამუნდიალო სიაში ეს მოთამაშეები აუცილებლად იქნებიან
თუ "მანჩესტერ იუნაიტედიდან" გაუშვებენ - კერიკს პრემიერ ლიგიდან უკვე სამი მსურველი ჰყავს
"ტორპედოში" 2 მატებაა - კლუბი დღეიდან მზადებას კვიპროსში განაგრძობს
კაცნაკლულმა "ნაპოლიმ" "ჯენოას" მატჩის ბოლოს გატანილი გოლით სძლია
[VIDEO] ლევანდოვსკის და იამალის ბრწყინვალე გოლები - "ბარსელონამ" "მალიორკა" მარტივად დაამარცხა
ზივზივაძე და გოჩოლეიშვილი შეცვლაზე შევიდნენ - "ჰამბურგმა" "ჰაიდენჰაიმს" მოუგო
[VIDEO] ქერიკი და "მანჩესტერ იუნაიტედი" იღბლიან ზოლზე - "ტოტენჰემიც" დამარცხებულია
[VIDEO] ლოჩოშვილი გერმანიაში ბრწყინავს - მისმა გოლმა კაცნაკლული "ნიურნბერგი" "პადერბორნთან" მარცხისგან ვერ იხსნა
ხამეს როდრიგესი კარიერას MLS-ში გააგრძელებს
U22 | რუსთავმა ზედიზედ მე-15 მატჩი ჰიუნდაისთან, დაძაბულ ბრძოლაში მოიგო
დიდი ალბათობით, სეზონის ბოლოს სიმეონე "ატლეტიკოს" დატოვებს
"გვიანობამდე ტელეფონში იყურება და მეორე დღეს გამოუძინებელია" - რაფინიამ იამალზე ისაუბრა
ფლორენტინო პერესს ფიგუს ისტორიის გამეორება და "ბარსელონას" ლიდერის შეძენა სურს
[VIDEO] სტვენა ჯეი დი ვენის მისამართით და ქართველები სან-სიროზე - როგორ აქციეს იტალიელებმა ოლიმპიადის გახსნა ხელოვნების ნიმუშად
სამი ქართველი ტოპ 5 ლიგის მატჩში ერთ გუნდში - "მეცმა" წაგებათა სერია შეწყვიტა
[VIDEO] შეხვედრაში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და საუკეთესო გახდა - შენგელიას კარგი მატჩი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ
[VIDEO] ირაკლი ეგოიანის "მაკრატელა" და გადამწყვეტი როლი გამარჯვებაში
კვარაცხელიამ ვარჯიში დაიწყო - რას გადაწყვეტს ლუის ენრიკე?
ოფიციალურად - გუგეშაშვილი "ატრომიტოსის" ფეხბურთელია
ტოჩინოშინის შანსი - სუმოს ისტორიაში ბაშო მესამედ გაუქმდა
"მუხლში ერთი ხრტილიც აღარ დამრჩა" - გაგამარუ სუმოდან წავიდა
"რიოგოკუ კოკუგიკანის" სასახლეში ცერემონია შედგა - ნახეთ, როგორ გააცილეს სუმოდან ტოჩინოშინი [VIDEO]
ახალი ბანძუკე - რა ცვლილებები განიცადეს ქართველმა სუმოისტებმა რეიტინგში
ტოჩინოშინის კაკურიუსთან ბრძოლის შედეგები და დღევანდელი გამოწვევები
ახალი ბანძუკე გამოქვეყნდა - ტოჩინოშინი რეიტინგში მნიშვნელოვნად დაწინაურდა!
ტოჩინოშინის საფირმო ჩავლება და დოჰიოზე გაგორებული მეტოქე [VIDEO]
ტოჩინოშინის შანსები იზრდება - კიუშუს ბაშოზე ჰაკუჰო და კაკურიუ არ იქნებიან
ჰაკუჰო მაისის ბაშოზე ვერ გამოვა
მსოფლიო ჩემპიონი ლუკაშ პოდოლსკი ჰაკუჰოს სუმოში შეეჯიბრა
ჰარუ ბაშოს ამბები - ტოჩინოშინის პირველი ორი მეტოქე ცნობილია
"მრცხვენია! როდესაც ქომაგის წინაშე ასე გამოდიხარ..." - ტოჩინოშინი კარიერას ასრულებს
ვინ მოიგებს, ტოჩინოშინი თუ ტკივილი? საინტერესო ფოტოები იაპონიიდან [VIDEO]
ახალი ბანძუკე გამოქვეყნდა - ტოჩინოშინის პოზიცია შეიცვალა
მეტოქე "ტოჩის" ყელში წვდა და დოჰიოდან გადააგდო, ქართველმა ივლისის ბაშო უარყოფითი ბალანსით დაასრულა [VIDEO]
ჰაცუ ბაშო. VIII დღე - გაგამარუმ მეხუთე ბრძოლა მოიგო
იოკუძუნა ჰაკუჰოს 41-ე! მონღოლი აკი ბაშოს გამარჯვებული გახდა
იოკოძუნა დამარცხებულია! ტოჩინოშინი ოძეკია! [VIDEO]
ჰარუ ბაშო. დღე II [LIVE]
დრამატული დაპირისპირება - ტოჩინოშინი ტაკანოშოსთან დასანანად დამარცხდა [VIDEO]
აკი ბაშოს შეჯამება - ორი ქართველიდან გამოცდა მხოლოდ ერთმა ჩააბარა
3 მარცხიანი სერია დასრულდა, ტოჩინოშინმა მარტივად გაიმარჯვა [VIDEO]
იოკოძუნა კაკურიუმ საკალათბურთო მატჩის დროს 3-ქულიანი პირველივე ცდიდან ჩააგდო [VIDEO]