ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჩოგბურთი
რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• MMA
• UFC
• ფორმულა 1
ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა

43-ე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადა 23 სექტემბერს იწყება

43-ე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადა 23 სექტემბერს იწყება

43-ე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადა ბათუმში 23 სექტემბრიდან 5 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართება. უდიდეს სპორტულ ფორუმზე დასასწრებად საქართველოს 185 ქვეყნის 4 ათასამდე სტუმარი ეწვევა.

ბათუმმა ოლიმპიადის მასპინძლობის უფლება 2014 წელს, ნორვეგიის ქალაქ ტრომსოში გამართულ ფიდე-ს გენერალურ ასამბლეაზე მოიპოვა, სადაც 93 ხმა მიიღო, კონკურენტმა დურბანმა (სამხრეთ აფრიკა) კი 58.

საქართველოს ნაკრები გუნდები

ვაჟები

I ნაკრები - ბაადურ ჯობავა, ივან ჩეპარინოვი, მიხეილ მჭედლიშვილი, ლევან ფანცულაია, დავით ჯოჯუა. კაპიტანი: ნინო გურიელი

II ნაკრები - ლუკა პაიჭაძე, თორნიკე სანიკიძე, დავით მაღალაშვილი, გიგა ყუფარაძე, ირაკლი ბერაძე. კაპიტანი: ლაშა ჯანჯღავა

III ნაკრები - ნოე თუთისანი, გიორგი სიბაშვილი, ლუკა ობოლაძე, ნიკოლოზ კაჭარავა, ნიკოლოზ პეტრიაშვილი. კაპიტანი: კონსტანტინე შანავა

ქალები

I ნაკრები - ნანა ძაგნიძე, ნინო ბაციაშვილი, ბელა ხოტენაშვილი, ლელა ჯავახიშვილი, მერი არაბიძე. კაპიტანი: ელიზბარ უბილავა

II ნაკრები - სალომე მელია, სოფიო გვეტაძე, ინგა ჭარხალაშვილი, სოფიკო ხუხაშვილი, მირანდა მიქაძე. კაპიტანი: მაია ლომინეიშვილი

III ნაკრები - ნინო ხომერიკი, მარიამ ჯანიაშვილი, თამარ ესაძე, ლილე ქორიძე, დიანა ლომაია. კაპიტანი: დავით ზარქუა

პრეზენტაცია

ოლიმპიადის პრეზენტაცია 2018 წლის 17 აპრილს, სასტუმრო „ბილტმორის“ კონგრეს-ჰოლში გაიმართა.

სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის თბილისს ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის - FIDE - პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი გეორგიოს მაკროპულოსი, ოფიციალური პირები, მსოფლიოს ექს-ჩემპიონი და ბათუმი 2018-ის კეთილი ნების ელჩი, ინდოელი დიდოსტატი ვიშვანათან ანანდი ეწვივნენ.

გახსნის საზეიმო ცერემონია

ოლიმპიადა გრანდიოზულად გაიხსნება 23 სექტემბერს დაბა შეკვეთილში, „ბლექ სი არენაზე“. მასშტაბური შოუ, რომელზეც 1000-ზე მეტი ადამიანი მუშაობს, დაუვიწყარ სანახაობას პირდება ყველა სტუმარს.

სპეციალურად ბათუმის ოლიმპიადის გახსნის საზეიმო ცერემონიალისთვის მუსიკა შექმნეს ნიკოლოზ რაჭველმა და DJ კორძიმ, საბალეტო ნომერი დადგა ნინო ანანიაშვილმა, ახალი ცეკვით წარსდგება შეკრებილი საზოგადოების წინაშე „სუხიშვილები“, რომელზეც ილიკო სუხიშვილმა იმუშავა.

გახსნის ცერემონი აერთიანებს როგორც კლასიკური, ისე თანამედროვე კულტურის წარმომადგენლებს. ბლექ სი არენაზე მისულ სტუმრებს შესაძლებლობა მიეცემათ, სცენაზე იხილონ - ნინო ქათამაძე, ლადო ათანელი, ლიზა ბაგრატიონი, გიორგი უშიკიშვილი, გიორგი ცაგარელი, ნიკა კოჩაროვი და Young Georgian Lolitaz, ფოლკლორული ანსამბლი „ლაშარი“, აჭარის სახელმწიფო კაპელა და, ბუნებრივია, ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნული სიმფონიური ორკესტრი ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით და ილიკო სუხიშვილისა და ნინო რამიშვილის სახელობის ქართული ნაციონალური ბალეტის სახელმწიფო დასი. გახსნის ცერემონიისთვის განკუთვნილი ბუკლეტის ტექსტი ეკუთვნის აკა მორჩილაძეს.

გახსნის საზეიმო ცერემონიის დამდგმელი რეჟისორია ზაალ ჩიქობავა, მხატვარი - თამარ ფოცხიშვილი, მუსიკალური ხელმძღვანელი ნიკოლოზ რაჭველი, დამდგმელი ქორეოგრაფი ილიკო სუხიშვილი. აღმასრულებელი პროდიუსერები თეა ყიფშიძე და ბაჩი ზურებიანი.

კეთილი ნების ელჩები

ნონა გაფრინდაშვილი

მსოფლიოს 5გზის ჩემპიონი, საჭადრაკო ოლიმპიადების 11გზის გამარჯვებული (ერთხელ საქართველოს სახელით), საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო სპორტსმენი ქალი

მაია ჩიბურდანიძე

მსოფლიოს 5გზის ჩემპიონი, საჭადრაკო ოლიმპიადების 9გზის გამარჯვებული (4ჯერ საქართველოს სახელით)

ნონა მსოფლიოს მეხუთე ჩემპიონი გახლავთ, მაია კი მეექვსე.

1962 წლიდან 1991 წლის ჩათვლით (მთელი 29 წელიწადი!) ქალთა ჭადრაკში მხოლოდ ქართველები დედოფლობდნენ - ნონა 1962-1978 წლებში, მაია კი 1978-1991 წლებში. პირველი 16 წლის განმავლობაში ატარებდა საჭადრაკო გვირგვინს, მეორე - 14 წელი. ამ მხრივ ისინი მხოლოდ ქალთა შორის პირველ მსოფლიოს ჩემპიონს ვერა მენჩიკს ჩამორჩებიან, რომელიც 18 წლის მანძილზე ფლობდა ტიტულს.

1999 წელს ქართველმა ჟურნალისტებმა XX საუკუნის საქართველოს უძლიერესი სპორტსმენები გამოავლინეს. ქალთა შორის ნონა გაფრინდაშვილმა იპირველა, მაია კი მეოთხე ადგილზე გავიდა.

1989-1996 წლებში ნონა გაფრინდაშვილი საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი გახლდათ, 1996 წლიდან კი მისი საპატიო პრეზიდენტია. 2001 წლიდან თბილისის ჭადრაკის სასახლე მისი სახელობისაა.

სექტემბერში, საჭადრაკო ოლიმპიადის დაწყებამდე მცირე ხნით ადრე კახეთში, ილიას ტბაზე მაია ჩიბურდანიძის მიერ მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მოგების 40 წლის იუბილე აღინიშნა: 1978 წლის დარად, მაია ნონას გაეჯიბრა. საიუბილეო თამაში ფრედ 1,5:1,5 დასრულდა.

ოლიმპიადის ერთ-ერთი სპონსორის „მეღვინეობა ხარებას“ გადაწყვეტილებით, მაია ჩიბურდანიძის მსოფლიოს ჩემპიონობის 40 წლის იუბილეს კომპანია სპეციალურად ჩამოსხმულ ღვინის სერიას მიუძღვნის: ლიმიტირებულ საჩუქარში ერთი ბოთლი ნონა გაფრინდაშვილს მიეძღვნება, მეორე - მაია ჩიბურდანიძეს.

ვიშვანათან ანანდი

ინდოელი დიდოსტატი, მსოფლიოს ექს-ჩემპიონი, მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი სწრაფ ჭადრაკში, ერთ-ერთი იმ 6 მოთამაშეს შორის, რომლის რეიტინგმა 2800 ქულას გადააჭარბა

იუდით პოლგარი

უნგრელი დიდოსტატი, ყველა დროის ერთ-ერთი უძლიერესი ქალი მოჭადრაკე. დიდოსტატის წოდება 15 წლის და 4 თვის ასაკში მოიპოვა, რაც მსოფლიო რეკორდია, ერთადერთი ქალი მოჭადრაკე, რომლის რეიტინგმა 2700ს გადააჭარბა (2735 - 2005 წელს)

ანიტა რაჭველიშვილი

მეცო-სოპრანო, მსოფლიო საოპერო სცენების ვარსკვლავი

ნიკოლოზ რაჭველი

ევგენი მიქელაძის სახელობის საშემსრულებლო ხელოვნების ეროვნული ცენტრის სამხატვრო ხელმძღვანელი, საქართველოს სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის მთავარი დირიჟორი, კომპოზიტორი, პიანისტი

ლაშა ტალახაძე

ძალოსანი, მსოფლიოს რეკორდსმენი, ოლიმპიური, მსოფლიოს და ევროპის 2-2გზის ჩემპიონი, საქართველოს წლის სპორტსმენი

„ნონას თასი“

ლეგენდარული ქართველი მოჭადრაკის, მსოფლიოს 5-გზის ჩემპიონის, საჭადრაკო ოლიმპიადების 11-გზის გამარჯვებული ნონა გაფრინდაშვილის საპატივცემულოდ, ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციამ (FIDE) 1997 წელს მისი სახელობის თასი დააწესა.

ნონა გაფრინდაშვილის სახელობის თასი - „ნონას თასი“ 1998 წლის საჭადრაკო ოლიმპიადიდან დაწყებული გადაეცემა იმ ქვეყნის ჭადრაკის ფედერაციას, რომლის ვაჟთა და ქალთა ნაკრები გუნდები საერთო ჯამში ყველაზე მეტ ქულას დააგროვებენ.

43-ე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტის ძალისხმევით, 2018 წელს „ნონას თასი“ საქართველოს ყველა კუთხეში, არაერთ ქალაქსა და დაბაში გამოიფინა.

„ნონას თასის“ მფლობელები: 1998 - რუსეთი, 2000 - რუსეთი, 2002 - რუსეთი, 2004 - რუსეთი, 2006 - ჩინეთი, 2008 - უკრაინა, 2010 - რუსეთი, 2012 - რუსეთი, 2014 - ჩინეთი, 2016 - უკრაინა

FIDE-ს და კონტინენტური საჭადრაკო კავშირების საპრეზიდენტო არჩევნები

ოლიმპიადის დღეებში გაიმართება ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის - FIDE - და კონტინენტური საჭადრაკო კავშირების საპრეზიდენტო არჩევნები.

FIDE-ს პრეზიდენტის თანამდებობისთვის 3 კანდიდატი იბრძვის: ორგანიზაციის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი გეორგიოს მაკროპულოსი (საბერძნეთი), არკადი დვორკოვიჩი (რუსეთი) და ნაიჯელ შორტი (დიდი ბრიტანეთი).

FIDE-ს საპრეზიდენტო არჩევნები 3 ოქტომბერს შედგება.

ევროპის საჭადრაკო კავშირის - ECU - პრეზიდენტობის ერთადერთი კანდიდატია 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტის ერთ-ერთი ხელმძღვანელი ზურაბ აზმაიფარაშვილი, რომელიც ამ თანამდებობაზე 2014 წლიდან მოღვაწეობს.

ტურნირის მოკლე ისტორია

საჭადრაკო ოლიმპიადა გუნდური შეჯიბრებაა, რომელიც ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის - FIDE - ეგიდით 1927 წლიდან ტარდება. უმაღლესი დონის ტურნირში FIDE-ს წევრი ქვეყნების ნაკრები გუნდები მონაწილეობენ. 1957 წლიდან ოლიმპიადა ქალთა შორისაც ტარდება.

1976 წლიდან, მონაწილეთა რაოდენობის გაზრდის გამო, ტურნირი წრიულის ნაცვლად შვეიცარიული სისტემით იმართება. გამარჯვებულს ჰემილტონ-რასელის ოქროს თასი გადაეცემა. ჯილდო გარდამავალია.

ოლიმპიადის ისტორიაში საუკეთესო შედეგი საბჭოთა კავშირის ნაკრებ გუნდებს აქვთ. ამ ქვეყნის ვაჟთა ნაკრებმა 24-ჯერ მოიგო ოლიმპიადა, ქალებმა კი 11-ჯერ.

საგულისხმოა, რომ საბჭოთა კავშირის ქალთა ნაკრებმა 2 ოლიმპიადა მხოლოდ ქართველი მოთამაშეებით მოიგო. 1980 წელს ლა ვალეტაში (მალტა) და 1982 წელს ლუცერნში (შვეიცარია) სსრკ ქალთა ნაკრების ღირსებას მსოფლიოს 5-5 გზის ჩემპიონები ნონა გაფრინდაშვილი და მაია ჩიბურდანიძე, ასევე ნანა ალექსანდრია და ნანა იოსელიანი იცავდნენ.

საქართველოს ქალთა ნაკრებმა საჭადრაკო ოლიმპიადა 4-ჯერ მოიგო: 1992 წელს მანილაში (ფილიპინები), 1994 წელს მოსკოვში (რუსეთი), 1996 წელს ერევანში (სომხეთი) და 2008 წელს დრეზდენში (გერმანია). 2000 წელს გუნდი მეორე ადგილზე გავიდა, 1998 და 2010 წლებში კი მესამე იყო.

ბოლო ოლიმპიადა, რიგით 42-ე, რომელიც 2016 წელს აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში გაიმართა, ვაჟთა შორის ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრების გამარჯვებით დასრულდა, ქალთა შორის კი ჩინელებმა გაიმარჯვეს.

2018 წლის მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტი

მონტენეგროში მიმდინარე 20 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე, ყველა ქართველმა მოიგო!

ყველაზე ახალგაზრდა ჭადრაკის ისტორიაში - თინეიჯერი ინდოელი მსოფლიო ჩემპიონობისთვის იბრძოლებს

თბილისის ჭადრაკის სასახლეში დასრულდა ლეგენდარული ქართველი ჩემპიონის, მაია ჩიბურდანიძის თასის გათამაშება

20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან

თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები

"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე

ხვიჩას დაჯილდოება, მიქაუტაძისა და დავითაშვილის გადამწყვეტი მატჩი და სხვა ამბები

[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი

[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა

ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია

Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა

მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ

მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს

"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა

პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს

"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი

სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან

ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს

"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა

"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ

"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი

უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა

მარჯი საქართველოს! - მოჭადრაკე ქალთა ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონია

ᓛᓡᓝᓤᓚᓘᓝ ᓡᓐᓭᓐᓓᓠᓐᓙᓝ ᓝᓚᓘᓛᓞᓘᓐᓓᓐ: ᓡᓐᓥᓐᓠᓗᓕᓔᓚᓝ ᓕᓐᓟᓗᓐ ᓜᓐᓙᓠᓔᓑᓘ ᓚᓘᓓᓔᓠᓘᓐ!

ლაშა ტალახაძე და გენო პეტრიაშვილი "ქართული ოცნების" საარჩევნო სიაში არიან

ᓛᓡᓝᓤᓚᓘᓝ ᓡᓐᓭაᓓᓠᓐᓙᓝ ᓝᓚᓘᓛᓞᓘᓐᓓᓐ: ᓥᓐᓠᓗᓕᓔᓚᓔᓑᓛᓐ ᓡᓐᓢᓣᓠᓜᓘᓠᓝ ᓛᓓᓒᓝᓛᓐᓠᓔᓝᓑᓐ ᓒᓐᓘᓣᓐᓠᓔᓡᓔᓡ

წარუმატებლად დაწყებულ ოლიმპიადაზე მედლების დროა! - დღეს შავდათუაშვილი, ლიპარტელიანი და გურული...

ლეგენდარული მოჭადრაკეები ჭადრაკის საერთაშორისო დღეს დააფასეს

ᓛსᓝᓤᓚᓘᓝ ᓡᓐᓭᓐᓓᓠᓐᓙᓝ ᓝᓚᓘᓛᓞᓘᓐᓓᓐ: ᓥᓐᓚეᓑᓘ ᓘᓒᓔᓑᓔᓜ, ᓕᓐᓟეᓑᓘ ᓕᓔᓠᓐ

ᓛᓡოᓤᓚᓘᓝ ᓡᓐᓭᓐᓓᓠᓐᓙᓝ ᓝᓚᓘმᓞᓘᓐᓓᓐ: ᓒᓐᓩᓣᓥᓔᓑᓣᓚᓘ ᓥᓣᓚᓐ

ᓖᓣᓠᓐᓑ ᓐᓖᓛᓐᓘფᓐᓠᓐᓨᓕᓘᓚᓘ ᓔᓕᓠᓝᓞᓘს ᓡᓐᓭᓐᓓრᓐᓙᓝ ᓙᓐᓕᓨᓘრᓘᓡ ᓞᓠᓔᓖᓘდᓔᓜᓢᓘ ᓒᓐᓮᓓᓐ

მესამე ოქროს მედალი - ლაშა ტალახაძე ოლიმპიური ჩემპიონია!

სანამ ტალახაძე დაასრულებს... - დღეიდან მედლებისთვის ბრძოლას კრივით ვაგრძელებთ...

ᓒᓘᓐ ᓒᓝᓠᓒᓐᓫᓔ: ᓩᓕᓔᓜᓗᓐᓜ ᓐᓡᓔᓗᓘ ᓠᓐᓛ ᓠᓝᓛ ᓛᓝᓛᓮᓓᓐᓠᓘᓧᓝ, ᓡᓙᓐᓜᓓᓐᓚᓡ ᓕᓔᓠ ᓐᓕᓪᓓᓔᓑᓝᓓᓘᓗ

ჩვენი პირველი დღე ოლიმპიადაზე - სარდალაშვილი ნაგაიამას ფინალამდე არ ხვდება, ნახევარფინალში კი იქნებ მხეიძეს დაუპირისპირდეს...

ნინო ბაციაშვილს ფიდეს უახლოეს კონგრესზე ვაჟთა დიდოსტატის წოდებას მიანიჭებენ

ბებერი კონტინენტის თერთმეტი დედოფალი - ბათუმიდან ბელგრადამდე

მხოლოდ ტალახაძის იმედად არ დაგვტოვოთ - მოჭიდავეებმა საშინლად დაიწყეს, თავისუფლებმა უნდა გამოასწორონ!..

ნონა გაფრინდაშვილი იუბილარია - როგორ დაიწყო ქართველი მოჭადრაკის თავბრუდამხვევი კარიერა

ნინო ბაციაშვილი ევროპის ვიცე-ჩემპიონია