ფეხბურთისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის და მასში ჩართული ადამიანების რიცხვის ზრდის მიმართულებით განსაკუთრებული დამსახურებისთვის უეფამ მის წევრ ქვეყნებს შორის საქართველო გამოარჩია და ვერცხლის ჯილდო გადასცა.

მოყვარულთა ლიგა - სწორედ ამ პროექტმა მოიპოვა საუკეთესო მეორე ადგილი და კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის მხრიდან.

ვერცხლის ჯილდო, რომელიც საქართველოს წელს პირველად, სწორედ მასობრივი ფეხბურთის კვირეულის ფარგლებში გადაეცემა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან UEFA-ს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი სწორედ ფეხბურთის მასობრიობის ზრდაა.

"საქართველოს ფეხბურთის ფედერ აციამ წელს პირველად მიიღო ვერცხლის ჯილდო მასობრივი ფეხბურთის განვითარებისათვის საუკეთესო პროექტის კონცეფციისთვის. როგორც მოგეხსენებათ, დღევანდელ რეალობაში ფეხბურთში ჩართული ადამიანების რიცხვის ზრდა არის აღმოსავლეთ ევროპის მთავარი გამოწვევა. შესაბამისად, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისთვის სწორედ ეს მიმართულება განსაკუთრებით პრიორიტეტულია. არაერთხელ აღგვინიშნავს, რომ საფეხბურთო პირამიდის საყრდენი სწორედ მასობრივი ფეხბურთია და სწორედ ამ საფეხურიდან უნდა დავიწყოთ განვითარება. უეფას ჯილდო დასტურია იმისა, რომ პროექტი, რომელმაც მთელი საქართველო მოიცვა, ნამდვილად მნიშვნელოვან როლს თამაშობს ფეხბურთის განვითარებაში",- აღნიშნა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ნიკა ჯღარკავამ.

პროექტი "მოყვარულთა ლიგა", რომელმაც აღიარება დაიმსახურა, საქართველოში 2016 წლიდან ტარდება და მისი მიზანი ფეხბურთში რაც შეიძლება მეტი მოყვარულის ჩართვა და ჯანსაღი და აქტიური ცხოვრების წესის პოპულარიზაციაა.

ამ დროისთვის მოყვარულთა ლიგაში მთელი ქვეყნის, ყველა მუნიციპალიტეტის მასშტაბით 400 გუნდი თამაშობს, რაც ნიშნავს, რომ რეგულარულად 11*11-ზე ფორმატის ფეხბურთს 8000- ზე მეტი მოყვარული მოთამაშე ჰყავს.

უეფას მასობრივი ფეხბურთის ჯილდოს შესახებ

აღნიშნული ჯილდო 2010 წლიდან ყოველწლიურად გადაეცემათ ეროვნულ ასოციაციებსა თუ ფედერაციებს სხვადასხვა კატეგორიაში, მათ შორის - საუკეთესო ლიდერი, საუკეთესო კლუბი და საუკეთესო პროექტი.

ჯილდო მასობრივი ფეხბურთის მიმართულებით განსაკუთრებული დამსახურებისათვის გადაეცემათ საუკეთესოებს, რადგან უეფას მიაჩნია, რომ ფეხბურთის მასობრიობა არის გადამწყვეტი სფეროს განვითარებისა და წარმატებისთვის.

საუკეთესო პროექტის ჯილდო მიზნად ისახავს, გამოარჩიოს ინიციატივები, რომლებიც წარმოადგენს ინოვაციას, აქვს სოციალური დატვირთვა და ემსახურება ფეხბურთში ადამიანების ჩართულობის ზრდას და შენარჩუნებას და მხარს უჭერენ კამპანია "UEFA RESPECT" პრინციპებს.

მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით

მიქა
მუშაობს ეს ხალხი ვერ იტყვი არაო მარა ინფრასტრუქტურას უნდა მიაქციონ დიდი ყურადღება მაგის გარეშე არაფერი გამოვა
ერევნის ტურნირზე საქართველოს ნაკრებმა მოლდოვას დიდი ანგარიშით სძლია
"რომა" "იუვენტუსს" სწორედ ამიტომ ვარჩიე" - გასპერინი
"ნაპოლისთვის" მზად არ არის" - მარადონა უმცროსმა "კვარას" შემცვლელი გააკრიტიკა
დემბელე უკმაყოფილოა - ლუის ენრიკე ფრთხილობს
20 წ. | ორი ტესტი მოქმედ ჩემპიონ სამხრეთ აფრიკასთან
ზამთრის სერიებისა და წლის ბოლო 3×3 საკალათბურთო ტურნირის გამარჯვებული არგო გახდა
იმედები ვერ გაამართლა - "ატლეტიკო" სორლოტის გაყიდვას ეცდება
დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს
"ბაიერნი" "რეალს" და "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელს მხოლოდ სარეკორდო თანხად მიჰყიდის
"რა კრიზისზე საუბრობთ? მათ ხომ კონტე ჰყავთ" - კაპელომ "ნაპოლიზე" ისაუბრა
ბასტონიმ შესაძლოა, "ინტერი" დატოვოს - იტალიელის გადასაბირებლად ორი გრანდი იბრძვის
უარი "ჩელსის, "ლივერპულსა" და "მანჩესტერ იუნაიტედს" - სემენიომ არჩევანი სხვა ინგლისურ გრანდზე შეაჩერა
[VIDEO] ახალწვეული კუპერ ფლეგისა და ენტონი დევისის ბრწყინვალე მატჩი - "დალასმა" ნიკოლა იოკიჩის "დენვერი" დაამარცხა
[VIDEO] მამუკელაშვილის 4 სამქულიანი და კარგი მატჩი - სანდრომ "ტორონტოს" ძირითად შემადგენლობაში ითამაშა
დასაევი: საფონოვი რა, ასეთი დიადია?
სანდრო ალთუნაშვილი "ჰაპოელის" ფეხბურთელი გახდა
ოფიციალურად - "ლიონმა" "რეალისგან" ენდრიკი ინათხოვრა
სპორტის სამინისტრომ 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა
პსჟ-ს ტრავმის გამო შემტევი გამოაკლდა
ლევან კობიაშვილმა ფიფას კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა
ტიკნიზიანი: სომხეთის დედაქალაქი მაიამია - ყოველ სომეხს აშშ-ს პასპორტი უნდა ჰქონდეს
პსჟ-ს და კვარაცხელიას უნიკალური მიღწევა - ამითაა ლუის ენრიკეს გუნდი გამორჩეული
18-წლამდელთა ნაკრები გიორგი ნემსაძემ ჩაიბარა
ეს საქართველოსთვის სასარგებლოა - ჩეფერინი უეფას პრეზიდენტად დარჩენას აპირებს
THE GUARDIAN: უეფას პრეზიდენტის პოსტზე შეიძლება ჩეფერინი კობიაშვილმა შეცვალოს
სფფ-მ და საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა გურამ კაშიას მხარდაჭერა გამოუცხადეს
უეფას მიერ რუსეთის 17-წლამდელთა ნაკრების საერთაშორისო ტურნირებზე დაშვებას ბოიკოტი მოჰყვა
დე ლაურენტისი: ფეხბურთი ავადაა - ოსიმენის ტრანსფერი?
თბილისის "დინამოს" დირექტორად მიხეილ ხუციშვილი დაინიშნა
ქალთა ფეხბურთის ვარსკვლავი სფფ-ის საზაფხულო ბანაკს ესტუმრა
დღეს სამოყვარულო ფეხბურთის "მოყვარულთა თასის" გათამაშება დაიწყება
აირევა მონასტერი - უეფა ევროტურნირების სრულ რეფორმას გეგმავს
სფფ-მ მსაჯები თურქეთში შეკრებაზე გაუშვა
ნიკა ჯღარკავა: კატასტროფაა, როცა ფეხბურთში ბავშვების რაოდენობა 12 ათასამდე შემცირდა
აშშ დაეხმარა. ისრაელს არ მოკვეთენ - რუსეთი დაბრუნებას ითხოვს