საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ერთი დებიუტანტია, ვლადიმირ ვაისმა ანდორასთან მატჩისთვის ლუკა ზარანდია გამოიძახა.

Sportall.ge ლუკას პოლონეთში დაუკავშირდა და საქართველოს ნაკრებისა და "არკას" შესახებ ესაუბრა.

- რას ნიშნავს თქვენთვის ნაკრებში გამოძახება?

- ყველასთვის დიდი პატივია ნაკრების ღირსების დაცვა. ყველა ასაკობრივი ნაკრები გამოვიარე და ყოველთვის ამაყი ვიყავი, ეროვნული ნაკრები კი გაათმაგებული მოტივაცია და პასუხისმგებლობაა ჩემთვის.

- საქართველოს ნაკრებს ერთა ლიგის მოგების რა შანსი აქვს?

- ყველაზე მნიშვნელოვანი ჯერჯერობით ჯგუფიდან გასვლაა. ყველა თამაშის ანალიზი ცალ-ცალკე ხდება. რატომაც არა, ძალიან კარგი შანსია, რომელიც უნდა გამოვიყენოთ.

- როგორ შეაფასებთ ვლადიმირ ვაისის მუშაობას? აშკარაა, რომ მასთან ერთად ნაკრებს უკეთესი შედეგები აქვს...

- ყველაფერზე შედეგები მეტყველებს. როგორც ამბობდნენ, ჩვენ ფურცელზე ვიყავით ფავორიტები, მაგრამ საქართველოს ნაკრებმა ეს ფავორიტობა რეალობაში გადაიტანა, რაც ძალიან კარგია.

- "არკაში" სათამაშო პრაქტიკას არ უჩივით. რამდენად კმაყოფილი ხართ თქვენი ასპარეზობით და სამომავლო გეგმებში რა გაქვთ?

- ჯერ შუა სეზონია და სხვა რაღაცებზე ლაპარაკი ადრეა. მთავარია, რომ აქაურ გულშემატკივარს და კლუბს თავი შევაყვარე და მეც ძალიან მიყვარს აქაურობა. თამაშებზე განსაკუთრებული მხარდაჭერა მაქვს, რაც იგრძნობა კიდეც და რაც მთავარია, სათამაშო პრაქტიკა მაქვს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები 13 ოქტომბერს ანდორას თბილისში დაუპირისპირდება. შესაძლოა, ლუკა ზარანდიას დებიუტი სწორედ ამ მატჩში შედგეს.

ირაკლი
ეს ბიჭი აუცილებლად იტყვის თავის სიტყვას ნაკრებში, ოღონდ სათამაშო დრო მიეცეს და ნახავთ როგორ უცბად გახდება გუნდისთვის შეუცვლელი მოთამაშე. ყველა მონაცემი აქვს ამისთვის.
x.x
ნამდვილად მოვიდა ამ ბიჭების დრო, მთავარია ათამაშოს ან 85 წუთზე არ შემოიყვანოს, აბა შენ იცი ლუკა, შენი და ჩანკვეტაძის იმედი გვაქვს.
N
წარმატებები ლუკას! ველოდებით ნაკრებში გაბრწყინებას!
el zvio
მოვიდა ლუკიტოო
roma
წარმატებები და წინსვლა, შანსი გეძლევა როგორც ჩაკვეს და შეგიძლია გამოიყენო ისე რომ ჩაკვეს მსგავსად შეუცვლელი გახდე ნაკრებში, კონკურენცია გაზარდე და აჩვენე ყველას რომ შენი დრო ახლა მოდის. დარწმუნებული ვარ ანდორასთან ძირითადში იქნება და თუ მაგრად ითამაშებს ლატვიასთანაც სასტარტოში იქნება. აბა შენ იცი ღმერთი შენსკენ.
giga
მაგარი ბიჭია ლუკა.
"ამ პრობლემის მოგვარების გზა არ ჩანს" - გუცაევმა საქართველოს ნაკრებზე ისაუბრა
საქართველო - ისრაელი | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
"უბრალოდ, საქართველოს ნაკრების ამ მატჩს შეხედეთ" - მილევსკიმ ერთა ლიგაზე უკრაინის ნაკრების შანსები შეაფასა
კვერნაძე შეცვალეს - "ფროზინონე" "კატანძაროს" ფრედ ეთამაშა
ირის ანტმანის პრესკონფერენცია
[VIDEOS] ბობონოვი ვაზარით კიმი კი იპონით დაამარცხა - ბექაური ტაშკენტის გრანდ სლემის ფინალში იჭიდავებს!
გამოტოვებს თუ არა მბაპე "სიტისთან" მატჩს? - Cadena Ser-ი ინფორმაციას ავრცელებს
ჯესი ლინგარდი კარიერას ბრაზილიის ჩემპიონატში გააგრძელებს
"მადლობელი ვარ სამწვრთნელო შტაბის, რომ ასეთ მატჩში თამაშის შანსი მომცა" - ალექსანდრე მერკვილაძე
"მინდა ფეხბურთელებმა თავდაჯერება დაიბრუნონ" - ლუის ენრიკე "ჰავრთან" მატჩის შემდეგ
[VIDEO] მამუკელაშვილის 16 წუთი - "ტორონტომ" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
[VIDEO] უკვე დუბლი და საგოლე გადაცემა - გულიაშვილის ძალისხმევით "რასინგი" ლიდერების მატჩში 3:0-ს იგებს
დაიწყო - გულიაშვილმა ესპანეთში პირველი გოლი გაიტანა
[VIDEO] ჰოლანის არყოფნაში "სიტის" მხსნელად სემენიო მოევლინა - "ქალაქელებმა" "ლიდსი" დაამარცხეს
[VIDEO] "დერ კლასიკერი" მთელი თავისი ბრწყინვალებით - ბუნდესლიგაში "დორტმუნდის" 16-მატჩიანი წაუგებელი სერია "ბაიერნმა" შეწყვიტა
ლუის ენრიკემ "ჰავრთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა დაასახელა
WU17 | ჩრდ. მაკედონია 1:0 საქართველო
ზივზივაძე კვლავ არ იყო განაცხადში - "ჰაიდენჰაიმი" "ვერდერთან" დამარცხდა
[VIDEO] გურული დაუმარცხებელია - ლაშამ პროფესიონალურ კრივში მესამე გამარჯვება მოიპოვა!
[VIDEO] იამალის ჰეთ-თრიკი - "ბარსელონამ" მიქაუტაძის "ვილიარეალს" დიდი ანგარიშით მოუგო
[VIDEO] გოლების წვიმა "ენფილდზე" - "ლივერპულმა" "ვესტ ჰემი" დაამარცხა
ეროვნული ლიგის ხუთი მატჩი უამინდობის გამო გადაიდო
პსჟ-მ ლიგა 1-ის მატჩის გადატანა მოითხოვა
ოფიციალურად - ზარანდია ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
წიტაიშვილმა პენალტი მოიპოვა - "ლეხმა" გაიმარჯვა
ზარანდია ისევ პოლონეთში ითამაშებს
სომხეთი - საქართველო: ის რაც მატჩის წინ უნდა იცოდეთ!
"ჰოლანი? ჩვენ კაშია გვყავს" - ვილი სანიოლის პრესკონფერენცია
მდოგვის მარცვლის ოდენა რწმენას მთების გადადგმა შეუძლია - წინასამატჩო მოთელვა
საახალწლო რეფორმები ძიუდოში - დავით ქევხიშვილი ნოვაციებს აგრძელებს
კანკავას, კვეკვესკირსა და ზარანდიას ხელფასები საგრძნობლად შეუმცირეს
გიორგი ლორია გადაცემა "სპორტალში"
ჩრდილოეთ მაკედონიას საქართველოსთან ერთ-ერთი ლიდერი ვერ დაეხმარება
ლუკა ზარანდია "ტობოლიდან" "ზულტე-ვარეგემში" ბრუნდება
ნახეთ ვინ დაბრუნდა - ზარანდიამ ვარჯიში განაახლა