‘ბათუმმა’ ‘აიას’ ქუთაისში 5 ლელო გაუტანა, 34:10 მოგებისთვის ბონუსიც მიიღო და სატურნირო ცხრილში ერთპიროვნულად გალიდერდა. ‘ბათუმისთვის’ ეს ზედიზედ მეოთხე გამარჯვებაა, ხოლო ‘აიამ’ მიჯრით მესამე შეხვედრა დათმო.

სტუმრებმა ანგარიში მე-4 წუთზე გახსნეს. ქუთაისელებმა ლელოდან 5-მეტრში ბურთი დერეფანში ცუდად ააგდეს, ის ვაჟა ხუციშვილმა აიტაცა და ლელო მამუკა ნინიძემ გარდასახა. ‘აიამ’ გარკვეული დროით შეძლო ინიციატივის დაუფლება, ლაშა ლომიძეს ჯარიმა გაუცუდდა, მე-19 წუთზე კი რაქის გვერდძე რამდენიმე დარტყმის შემდეგ, ხაზი მიხეილ რატიაშვილმა გადაკვეთა. ‘ბათუმმა’ წნეხი გააძლიერა, შერკინების უპირატესობით ისარგებლა, 30-ე წუთზე მეტოქეს უკან დაახევინა და ვანო ფუტკარაძის ლელოს შემდეგ, ტაიმი 12:5 დასრულდა.

შესვენების შემდეგ ნინიძემ ორჯერ დაარტყა ჯარიმა კარში, მეორე ზუსტი იყო და სტუმრებმა უპირატესობა გაზარდეს. ოთარ ძაგნიძეს მალევე შეეძლო ჯარიმით ეპასუხა, მაგრამ მიზანი ვერ გაისწორა. ტაიმის შუაში მასპინძლებმა ჯარიმის კარში დარტყმას ლელოზე თამაში არჩიეს, მაგრამ ბურთი მოედანს გადააცილეს. ერთ წუთში გიორგი აბრამიძემ ცენტრალურ ხაზთან მიიღო ბურთი, მცველებს შორის გაძვრა, ფეხით ითამაშა და ლამაზი ინდივიდუალური ლელო გაიტანა. არჩილ ღონღაძეს გარდასახვა გაუცუდდა და სხვაობა 5-ქულიანი დარჩა.

დასკვნით 10 წუთში ‘ბათუმმა’ ტემპს უმატა და სამი ლელო გაიტანა, რითაც ბონუსიც მოიპოვა. 70-ე წუთზე ანზორ სიჭინავამ ითამაშა კარგად, ჯერ ხაზი გაჭრა და დიდი მანძილი მოიგო, მერე ფრთაზე დარჩა და სწრაფი იერიში 5 ქულით დაასრულა. ზღვისპირელების მორიგი სწრაფი შეტევა მასპინძლებმა 5-მეტრიან წყვეტილთან შეაჩერეს, მაგრამ მოკლე დარტყმების სერია გიორგი თედორაძის ლელოთი დასრულდა და ნინიძემაც გარდასახა. ბოლო წუთზე ნუკრი ფერსელიძეს გარღვევის შემდეგ ‘ბათუმმა’ კიდევ ერთხელ ჩაათამაშა ბურთი სიჭინავამდე, რომელმაც თავად დუბლი შეასრულა, გუნდის მეხუთე ლელო გაიტანა და სტუმრებს ბონუსიც მოუტანა - 34:10.

rugby.ge

crocobet დიდი 10 | ყაზბეგი 17:36 ბათუმი
დიდი 10 | ბათუმი 32:20 გორი
Crocobet დიდი 10-ის ახალი სეზონის დაწყებამდე დარჩა 4 დღე!
15-წლამდელ მოკრივეთა 9 მედალი ევროპის ჩემპიონატზე
ბათუმმა კსუ-ს დამაჯერებად სძლია და ქუთაისთან ერთად სუპერლიგაში დაუმარცხებელია
"იბერია 1999" პირველ ადგილზე დაბრუნდა, "გაგრამ" "დინამო ბათუმს" მოუგო
ორივე ქართველი სასტარტოში და "მეცის" მორიგი წაგება
კიტეიშვილი შეცვლაზე შევიდა - "შტურმი" "ვოლფსბერგერთან" დამარცხდა
ისევ მილანში, ოღონდ სხვა გუნდში - კოვაჩიჩს სერია A-ში დაბრუნების ვარიანტი აქვს
"მათ ჩემი განადგურება გადაწყვიტეს" - პლატინი FIFA-ს შესახებ
უკვე 950 - კრიშტიანო რონალდო 40 წლის ასაკშიც ბრწყინვალე ფორმაშია
ორივე შემთხვევაში გავარდნენ - "ვესტ ჰემის" ყველაზე ცუდი სტარტი ბოლო 52 წლის განმავლობაში
ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი ისტორიაში - ბენიტესმა ბერძნული გუნდი ჩაიბარა
პროექტის მნიშვნელოვან წევრად მოიაზრება - პსჟ გუნდის ტალანტს კონტრაქტს უხანგრძლივებს
ჰანსი ფლიკს დღეს "რეალთან" მატჩში გვარდიოლას რეკორდის გამეორება შეუძლია
[VIDEO] მამარდაშვილის ეფექტური მოგერიებები - "ლივერპული" "ბრენტფორდთან" დამარცხდა
[VIDEO] მიქაუტაძის აქტიურობას გოლი მოჰყვა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" სტუმრად დაამარცხა
დავითაშვილის კაცნაკლული "სენტ-ეტიენი" "ანსისთან" განადგურდა
ნიკა ამაშუკელი საუკეთესო მსაჯთა ათეულში დაასახელეს
[VIDEO] "ნაპოლიმ" "ინტერს" უმნიშვნელოვანეს მატჩში სძლია
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ბრესტთან" მატჩში?
ქართული წყვილის ტრიუმფი ჩინეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილის მორიგი გამარჯვება
[VIDEO] ხვიჩას საგოლე პასი, ჰაკიმის დუბლი - პსჟ-მ "ბრესტს" უპრობლემოდ მოუგო
თსუ-მა "ბათუმი" დამაჯერებლად დაამარცხა და საქართველოს სუპერთასს დაეუფლა
"შავი ლომი" | ორი ცვლილება "ბათუმთან"
დიდი 10: "აია" და "ყოჩები" დაზავდნენ
ჭაბუკთა "ა" ლიგა | "ლელომ" ტიტული უმძიმეს ბრძოლაში დაიცვა
სუპერთასი | თელ-ავივი ქართულ გუნდებს არ სწყალობს
ოთარ ქორქიას სახელობის სუპერთასი "ბათუმმა" მოიგო
დიდი 10: "ჯიქმა" "აიას" 19:15 სძლია
დიდი 10 | "აია" საქართველოს ჩემპიონია!
სუპერლიგის სადებიუტო მატჩში "ვსა-BASKETBALL"-მა "ბათუმი" 80:72 დაამარცხა
38 წლის ფედერერმა 103-ე ტურნირი მოიგო და ცრემლები ვერ შეიკავა - 27 ოქტომბრის დაიჯესტი
დიდი 10: "აიამ" 2 თვისა და 9 დღის შემდეგ პირველად გაიმარჯვა
სუპერთასი | "შავი ლომი" აღმოსავლეთში, "ლუზიტანუში" დასავლეთში