TOP.GE
ფეხბურთიესპანეთი
ვერმაელენმა ისევ ტრავმა მიიღო და თვე-ნახევარი იუქმებს
13:35/15-10-2018
+-

"ბარსელონას" მცველი ტომას ვერმაელენი ისევ ტრავმირებულია.

კლუბის საიტი იტყობინება, რომ ფეხბურთელმა მორიგი ტრავმა მიიღო.

ტომასმა ბარძაყის ტრავმა ბელგიის ნაკრებში ერთა ლიგაზე შვეიცარიასთან მატჩში მიიღო და დაახლოებით 6 კვირა გაუცდება.

"ბარსას" ახლა მწყობრში მხოლოდ 4 მცველი ჰყავს და რომელიმე მათგანის დისკვალიფიკაციის ან ტრავმის მიღების შემთხვევაში პრობლემა შეექმნება.

20 ოქტომბერს ასულგრანა "სევილიას" ხვდება, 28 ოქტომბერს კი ელ კლასიკოა.


(0)
/
Dislike(0)
კომენტარები
0
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
სიახლეები
პრემიერ ლიგა
გუნდი
სტატისტიკა
პრემიერ ლიგა
ბომბარდირებიგოლები | ასისტები
სატრანსფერო სიახლეები
Ad c2