დღეს ბაჰამის კუნძულების დედაქალაქ ნასაუში ახალგაზრდა ძიუდოისტთა ინდივიდუალური და გუნდური მსოფლიოს ჩემპიონატი იწყება, რომელშიც საქართველოდან 10 ბიჭი და 4 გოგონა მიიღებს მონაწილეობას. ბიჭებში ამჯერადაც გამოვტოვებთ 73 კილოგრამს.

დღეს გოგონებში 44-48, ბიჭებში კი 55-60 კილოგრამების ფალავნები იჭიდავებენ.

ხვალ, შესაბამისად, 52-57 და 66-73; 19 - 63-70 და 81-90, ხოლო 20 ოქტომბერს 78-+78 და 100-+100 კილოგრამების ფალავნები ეცდებიან მედლების მოპოვებას.

ჩემპიონატის დასკვნითი დღე, 21 ოქტომბერი გუნდურ პირველობას დაეთმობა, რომელიც ისევ შერეული პრინციპით ტარდება, ანუ გოგონების და ბიჭების გაერთიანებული გუნდები იასპარეზებენ.

ძალიან არ გაუმართლა 55 კილოგრამში ჩვენს ერთადერთ მონაწილეს, ჭაბუკებში მსოფლიოს პრიზიორ ვანო ხუბაშვილს, რადგან პირველივე წრეში მეტოქედ იაპონელი ჰაიატე ჰანდა ერგო. ამათში მოგებულს მეორე წრეში თურქი ოგუჟან ოზისიკი ელოდება.

ამჯერად 60 კილოგრამში იასპარეზებს ახალგაზრდებში მსოფლიოს შარშანდელი ჩემპიონი ჯაბა პაპინაშვილი, რომელმაც შარშან 55-ში მოიპოვა ეს ტიტული, ამ წონაში კი წლეულს ევროპის პრიზიორი გახდა. ის პირველ წრეში ამერიკელ ენტონი ბრედს შეხვდება, მოგების შემთხვევაში კი არგენტინელ კარლოს მალდონადოს გაეჯიბრება.

ამ წონაში თემურ ნოზაძეც გვყავს, ვინც მეორე წრიდან ჩაებმება შეჯიბრებაში, სადაც კოლუმბიელ კრისტიან იბარბოს დაეჭიდება.

დიდად არც ევროპის კიდევ ერთ წლევანდელ ბრინჯაოსმედალოსან ბაგრატ ნინიაშვილს (66) გაუმართლა (ის ახალგაზრდებში მსოფლიოს შარშანდელი მესამეპრიზიორია) - პირველ წრეში ბრაზილიელი ვილიან ლიმა. მას თუ მოუგებს, მერე, დიდი ალბათობით, იაპონელი იუჯი აიდა.

81 კილოგრამში ორი მონაწილე გვყავს, რომლებმაც წლეულს ევროპირველობაზე ფინალში იჭიდავეს: ჩემპიონი ლუკა მაისურაძე და ვიცე-ჩემპიონი ტატო გრიგალაშვილი. ისინიც მეზობელ ჯგუფებში განლაგდნენ, ანუ, საუკეთესო შემთხვევაში, მათი გზები ნახევარფინალში იკვეთება. თუმცა იქამდე მისასვლელად ორივეს დიდი ომი ელოდება.

გრიგალაშვილი ჯგუფში იაპონელ ჰირომასა კასაჰარასთან მოხვდა, თუმცა მას მეოთხედფინალამდე არ შეხვდება. ახალგაზრდებში მსოფლიოს შარშანდელი მესამეპრიზიორი გრიგალაშვილი მეორე წრიდან იწყებს გამოსვლას, სადაც ჰოლანდიელი კოენ ვან ვინდენის ძლევას შეეცდება.

მაისურაძეც მეორე წრიდან ჩაებმება შეჯიბრებაში, სადაც მეტოქედ მექსიკელი ფროკერ ტინტოსის ძლევას შეეცდება, ხოლო მომდევნო წრეში გასვლისას სავარაუდო მეტოქედ აზერბაიჯანელთა ევროპის წლევანდელი მესამეპრიზიორი მურად ფატიევიც ჰყავს, ვისაც ევროპაზე ნახევარფინალში გრიგალაშვილმა მოუგო.

90-ში ლაშა ბექაურიც იაპონელთან - კოსუკე მაშიამასთან გამწესდა ჯგუფში, თუმცა მას მეოთხედფინალამდე არ ხვდება. ჩვენებური ჯერ კანადელ ბენჯამინ კენდრიცკის დაეჭიდება, მოგების შემთხვევაში კი - ლატვიელ ემილს გერკენსს ან სლოვაკ დენის ტურაცკს.

ჩვენს ნაკრებში მესამე გაორებული წონა 100 კილოგრამია. ევროპის მოქმედი ჩემპიონი ონისე სანებლიძე თავიდან ისვენებს, მისი მეტოქე კი აზერბაიჯანელი ევროპის წლევანდელი ბრინჯაოსმედალოსანი ადილ კარიმლისა და გერმანელ ივო ვიტასეკს შორის მოგებული იქნება.

შეგახსენებთ, რომ სანებლიძემ კარიმლის ევროპირველობაზე მეოთხედფინალში მოუგო.

ამ წონაში ზაურ კენჭაძეც მეორე წრეში იჭიდავებს, სადაც გერმანელთა ევროპის წლევანდელ მესამეპრიზიორ დანიელ ზორნს შეხვდება - სანებლიძემ ევროპაზე მასაც მოუგო ნახევარფინალში.

მძიმე წონაში ევროპის კიდევ ერთი მოქმედი ჩემპიონი - გელა ზაალიშვილიც რთულ ბადეშია - პირველ წრეში კი ისვენებს, მაგრამ მისი მეტოქე იაპონელ ტაცურო საიტოსა და მონღოლ ცეცეცენგელ ოდხუუს პაექრობაში გამოვლინდება. ზაალიშვილმა ეს ბარიერი თუ გაიარა, მერე ნახევარფინალში გასვლა არ უნდა გაუჭირდეს.

გოგონებში ნატალია ყიფშიძე (48) პირველ წრეში ყაზახ აკმარალ ნაუატბეკს ხვდება. მეორე წრეში თუ გავიდა, არც მეტი, არც ნაკლები, დიდი ალბათობით, იქ თვით უფროსებში მსოფლიოს ახალთახალ და ყველაზე ახალგაზრდა ჩემპიონს, უკრაინელ დარია ბილოდიდს შეხვდება!

ევროპის ვიცე-ჩემპიონი ეთერ ლიპარტელიანი (57) პირველ წრეში საკმაოდ ძლიერ ხორვატს, 20 და 23-წლიანებში ევროპის მესამეპრიზიორ ტიეა ტოპოლოვეჩს დაეჭიდება, მეორე წრეში გასვლისას კი - ბრიტანელთა ევროპის შარშანდელ ვიცე-ჩემპიონ ალესია ტოპრაკსა და გერმანელ იანა ზიგლერს შორის უძლიერესს.

ევროპის პრიზიორი მარიამ ჭანტურია (70) თავდაპირველად ამერიკელ ჯულია სიმონიანს დაეჭიდება, ამათში მოგებულს კი ბრაზილიელი ელენ სანტანა ელოდება. ჩვენებურს ნახევარფინალში გასვლის კარგი შანსი აქვს.

დაბოლოს, ევროპის კიდევ ერთი წლევანდელი მესამეპრიზიორი სოფიო სომხიშვილი (+78), ვინც მაინცდამაინც იაპონელ ჰიკარუ კოდამასთან მოხვდა, მსოფლიოს შარშანდელ ფინალისტთან. თუმცა მანამდე ავსტრიელი მარია ჰოლვარტი უნდა დაამარცხოს.

შეჯიბრი ჩვენი დროით 19:00 საათზე დაიწყება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფულადი ჯილდო და ეროვნული ორდენები - პრემიერმა ძიუდოისტთა ნაკრები დააჯილდოვა
"ქართველები და საუკეთესოები ვართ!" - ბექაურის კომენტარი და ოლიმპიადის საიტი საქართველოს ნაკრების მსოფლიო ჩემპიონობაზე
"ყველანი მეუბნებოდნენ, ქალს რა უნდა ძიუდოში, ეს კაცების სპორტია და თავი დაანებეო" - ინტერვიუ ძიუდოში პირველ ქართველ მსოფლიო ჩემპიონ ქალთან
"მილანს" რასმუს ჰოილუნის შეძენა სურს
დირკ შუსტერი: უზომოდ ბედნიერი ვარ და თითოეული ფეხბურთელით ვამაყობ
აზაროვმაც ითამაშა და გოჩოლეიშვილმაც - "შახტარის" მომავალი მეტოქე "ბეშიქთაშია"
შოტლანდიელების წინააღმდეგ მეოთხედ მოსაგებად - უმცროსი "ბორჯღალოსნების" შემადგენლობა
მძიმე არტილერია ბრუნდება! - "ბორჯღალოსნების" შემადგენლობა მსოფლიო ჩემპიონ სამხრეთ აფრიკის წინააღმდეგ
პსჟ შეიძლება მალე დონარუმას გარეშე დარჩეს
Giorgi² - ფრანგული "მეცი" ქართული ფრთებით შეუტევს
ქართული კლუბების შესაძლო მეტოქეები კონფერენციის ლიგის შესარჩევის მეორე რაუნდში
გრანიტ ჯაკა შესაძლოა, პრემიერლიგაში დაბრუნდეს
"რა გაუკეთებია, რომ "ბარსელონაში" ითამაშოს?" - "იუნაიტედის" ლეგენდამ რაშფორდი გააკრიტიკა
"რეალს" ალაბასთან კონტრაქტის გაწყვეტა სურს
"თუკი კვარაცხელიას ხელი არ შეუშალეს, ოსიმენს პრობლემებს რატომ უქმნიან?!" - ნიგერიელის მეგობარმა დე ლაურენტისი გააკრიტიკა
რეტეგის მიქაუტაძე შეცვლის? - "ატალანტა" ქართველ ფორვარდზე ოცნებობს
აღფრთოვანება შეცდომის მიუხედავად - ქოჩორაშვილმა "სპორტინგში" სადებიუტო მატჩი ჩაატარა
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებს 3 ლიდერი გამოაკლდა
ერთი მოედანზე, მეორე ჯერ ტრიბუნაზე - ფრანგულ გუნდში ორი ქართველი ითამაშებს?
"ეს საქმეს მიმარტივებს" - თოფურიამ ახსნა, როგორ ახერხებს მეტოქეების დანოკაუტებას
"ლივერპული ამით ყველა გრანდს ჯობნის" - რა განაცხადა ფერდინანდმა?
პსჟ-ს კიდევ ერთი ფეხბურთელი დატოვებს
რა გეგმა აქვს შუსტერს? - დღეს 2 ქართული კლუბი ითამაშებს
პაპინაშვილი ბაქოს გრანდ-სლემის გამარჯვებულია [VIDEO]
ჯაბა პაპინაშვილმა ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ბრინჯაო მოიპოვა
საქართველოს ახალგაზრდა ძიუდოისტთა ნაკრების შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატისთვის ცნობილია
2 ქართული მედლის შანსი - ევროპის ჩემპიონატის პირველი დღე
ვის შეარჩევს შესარჩევი? ძიუდოს აკადემიაში ევროპის 23-წლიანთა ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი გაიმართება
ძიუდო. მსოფლიოს ჭაბუკთა ჩემპიონატი: ოქრო არც გუნდურში გვერგო
მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი: პაპინაშვილი ბრინჯაოს მედალს დაეუფლა [VIDEO]
გამარჯვება იპონით - ეთერ ლიპარტელიანი ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალს დაეუფლა [VIDEO]
ვერცხლის მედალი ანტალიიდან - ჩხვიმიანი ფინალში დამარცხდა [VIDEO]
პარიზის გრანდ სლემი. პაპინაშვილმა აზერბაიჯანელ მეტოქეს იპონით სძლია და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა [VIDEO]
8 მედალი და საქართველოს ნაკრების გუნდური პირველი ადგილი ევროპირველობაზე [VIDEO]
ძიუდო. მსოფლიოს ჭაბუკთა ჩემპიონატი: ქართველების გუნდური ბრინჯაო!