ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჩოგბურთი
რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• MMA
• UFC
• ფორმულა 1
ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა

ახალი წონები, ახალი რეკორდები - დღეს ძალოსნობაში მსოფლიოს ჩემპიონატი იწყება

ახალი წონები, ახალი რეკორდები - დღეს ძალოსნობაში მსოფლიოს ჩემპიონატი იწყება

თურქმენეთის დედაქალაქ აშხაბადში პირველ ნოემბერს სტარტი აიღო და 10 ნოემბერს დამთავრდება ძალოსანთა მსოფლიოს ჩემპიონატი, რომელშიც 88 ქვეყნის 604 წარმომადგენელი იბრძოლებს მედლებისთვის.

ახალი წონები

ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის (IWF) კონგრესმა ახალი წონითი კატეგორიები დაამტკიცა, რომლებიც სწორედ 1-ლი ნოემბრიდან შევიდა ძალაში.

როგორც ვაჟები, ისე ქალები მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატებსა თუ პირველობებზე, ასევე, საერთაშორისო ტურნირებში 10-10 წონით კატეგორიაში მოსინჯავენ ძალებს, ხოლო ოლიმპიურ თამაშებზე ორივე სქესისთვის მედლების კომპლექტი 7-7 წონაში გათამაშდება.

ახალი წონები

ვაჟებისთვის: საერთაშორისოზე - 55, 61, 67, 73, 81, 89, 96, 102, 109 და +109 კილოგრამი; ოლიმპიურ თამაშებში - 61, 67, 73, 81, 96, 109, +109 კგ;

ქალებისთვის: საერთაშორისოზე - 45, 49, 55, 59, 64, 71, 76, 81, 87, +87 კგ; ოლიმპიურ თამაშებში - 49, 55, 59, 64, 76, 87, +87 კგ;

ახალგაზრდები: ვაჟებისთვის - 49, 55, 61, 67, 73, 81, 89, 96, 102, +102; გოგონებისთვის - 40, 45, 49, 55, 59, 64, 71, 76, 81, +81 კგ.

კონგრესზე მიღებული დადგენილებით, ოლიმპიურ თამაშებზე ერთ წონით კატეგორიაში ორი სპორტსმენის გამოყვანა აიკრძალა. თანაც როგორც ქალთა, ისე ვაჟთა თითოეულ წონაში 14-14 სპორტსმენი იასპარეზებს. შეიცვალა ოლიმპიადის საგზურების მოპოვების წესიც: უწინ მსოფლიოს ჩემპიონატებზე ნაკრები აგროვებდა სალიცენზიო ქულებს და ამის მიხედვით განისაზღვრებოდა, ქვეყანა რამდენი სპორტსმენით წარდგებოდა ოლიმპიადაზე. ამიერიდან ყველა წონაში სპორტსმენი თავად იბრძოლებს ინდივიდუალური ლიცენზიის მოსაპოვებლად რეიტინგის მიხედვით, როგორც ეს სპორტის ზოგიერთ სახეობაშია.

ახალი რეკორდები

საინტერესოა ისიც, რომ პირველი ნოემბრიდან რეკორდების ახალი ათვლა დაიწყო. აქამდე დამყარებულები კი ისტორიის კუთვნილება გახდა, მათ შორის - გიორგი ასანიძისა და ლაშა

ტალახაძის მსოფლიო თუ ოლიმპიური შედეგები.

ქომაგებს, ალბათ, დააინტერესებთ, როგორ მოხდება ახალი რეკორდების აღნუსხვა: ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ თითოეული წონისთვის დააწესა მსოფლიოს სტანდარტები, რომლებიც სავარაუდო რეკორდებადაა მიჩნეული. ვინც ამ წონებს გადაამეტებს, რეკორდსმენის სახელსაც ის დაიმსახურებს. გაგაცნობთ ამ სტანდარტებს ვაჟებისთვის წონითი კატეგორიების მიხედვით: 55 კგ. ორჭიდი - 293 კგ (ატაცი - 135 კგ /აკვრა - 161 კგ); 61 კგ. 312 (144/173); 67 კგ. 331 (153/184); 73 კგ. 348 (160/194); 81 კგ. 368 (170/206); 89 კგ. 387 (179/216); 96 კგ. 401 (185/225); 102 კგ. 412 (191/231); 109 კგ. 424 (196/237); +109 კგ. 453 (210/250) კგ.

შესანიშნავი შვიდეული

აშხაბადის მსოფლიოს ჩემპიონატში საქართველოდან შვიდი ძალოსანი იასპარეზებს.

ჩვენებურთაგან 3 ნოემბერს გავა თურქმენულ ფიცარნაგზე 67 კილოგრამ წონით კატეგორიაში გოგა ჩხეიძე, რომელმაც ამას წინათ პოლონეთში 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ორი ოქროს და ერთი ვერცხლის (ატაცში) მედალი დაიმსახურა. იგი B ჯგუფში (დანარჩენები A ჯგუფში არიან) დილით მოსინჯავს ძალებს. ამავე წონის A-ჯგუფელები მედლებისთვის 4 ნოემბერს, იბრძოლებენ.

3 ნოემბერს, საღამოს, მეტოქეებს ევროპის წლევანდელი ჩემპიონი შოთა მიშველიძე (61) დაუპირისპირდება.

6 ნოემბერს 89 კილოში კონკურენტებთან გაარკვევს ურთიერთობას რევაზ დავითაძე, რომელმაც წლეულს შედეგებით ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა: ჯერ უფროსებში გახდა ევროპის ჩემპიონი (ორჭიდსა და ატაცში - ოქრო, აკვრაში - ვერცხლი), მერე 20-წლამდელთა მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატები მოიგო. სულ კი 6 ოქროს და 3 ვერცხლის მედალი დაიმსახურა.

წარმოშობით უკრაინელმა ათლეტმა ანტონ პლესნოიმ 2017 წელს მიიღო საქართველოს მოქალაქეობა და შარშანვე 94 კილოში ჩვენი ქვეყნის ჩემპიონი გახდა. 22 წლის სპორტსმენმა წლეულს ტიტული შეინარჩუნა. საქართველოს სახელით საერთაშორისო სარბიელზე პირველად ამას წინათ პოლონეთში 23-წლამდელთა ევროპაზე გამოვიდა და დებიუტი ოქრო (ატაცი)-ვერცხლით (ორჭიდი) აღნიშნა. აშხაბადში იგი 96 კილოში იასპარეზებს.

8 ნოემბერს 102 კილოგრამ წონით კატეგორიაში გოგა ჩხეიძის ძმა - ირაკლი ჩხეიძე მოსინჯავს ძალებს. საგულისხმოა, რომ ზუგდიდელი ათლეტი წლეულს 20-წლამდელთა მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატებში კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე სამ-სამჯერ ავიდა. უფროსებთან გამკლავებას როგორ შეძლებს, ამას თურქმენული ფიცარნაგი გვიჩვენებს.

ასპარეზობის ბოლო დღეს - 10 ნოემბერს მძიმე წონაში (+109) მედლებისთვის ორი ქართველი გოლიათი იბრძოლებს - პლანეტის უძლიერესი ათლეტი ლაშა ტალახაძე და რიოს თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი, ევროპის ჩემპიონი ირაკლი თურმანიძე.

იმის მიუხედავად, რომ საქართველოს ძალოსანთა ნაკრები (მთავარი მწვრთნელი ოლიმპიური ჩემპიონი გიორგი ასანიძე) მსოფლიოს ჩემპიონატზე გუშინ უმთავრესად ახალგაზრდული შემადგენლობით გაემგზავრა, აშხაბადიდან მაინც უხვ ნადავლს ველით!

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• სოსო

რა თქმა უნდა კარგია და მიხარია,მაგრამ ეს მხოლოდ ბ ჯგუფი იყო,ა ჯგუფი ხვალე გამოვაო,გასაგებად სწერია.იქნებ მედალსაც შესწვდეს ამ შედეგით. ირაკლის დასახელებულ საიტზე ვცადე შესვლა და ვერ შევდივარ,შეცდომას მიჩვენებს.

ჩემი კომენტარი რათქმაუნდა გიორგი ჯანიკაშვილს დავუწერე და არა Musenbezis

• ქართული სპორტის გულშემატკივარი

ამ დროისთვის გოგა ჩხეიძე უკვე მსოფლიო ჩემპიონია 139+172 ორჭიდში 311 კგ !!!!! იუთუბზე დევს რა ხანია!!!!! თქვენ გძინავთ თუ რას აკეთებთ ?!?!?! ...თუ ფეხბურთი რომ არა არის ისე რა ???

ალბათ ტალახაძეს გულისხმობ.რა მაგრამ,რადგან შენგან განსხვავებული აზრი აქვს პოლიტიკაზე ამიტომ მაგრამ.ნუ იცით ხალხის დაყოფა ლურჯებად და წითლებად.პატივი ეცით განსხვავებულ აზრს,თორემ სადაცაა თავზე დაგვემხო ქვეყანა.წარმატებები ლაშა.მტრის ჯინაზე გაიმარჯვე საქართველოსთვის!

• გიორგი ჯანიკაშვილი

ლაშა ცხადაძემ უამრავი რეკორდი უნდა დაამყაროს და ყველგან ჩემპიონი უნდა გახდეს.ეს საქართველოს აუმაღლებს ავტორიტეტს და აღიარებას.სხვა საქმეა თავად სპორტსმენის პატრიოტიზმის საკითხი,რომელზე აქცენტიც გააკეთა ნიკა გვარამიამ.ლაშას წარმატება და მისი პიროვნება უნდა გაიმიჯნოს;სპორტული მიღწევები და თავისი ქვეყნის მიმართ საკუთარი პოზიცია ერთმანეთისგან განცალკევებულად უნდა წარმოვიდგინოთ.ზუსტად ეს თქვა ნიკა გვარამიამ-მეტი არაფერი.როგორც დაგვიანებით,მაგრამ მაინც გახდა ცნობილი,მეორე მსოფლიო ომის დროს საფრანგეთის კულტურისა და სპორტის მრავალი კორიფე თურმე გერმანელებთან თანამშრომლობდა;მრავალმა მათგანმა სიცოცხლის ბოლომდე ამ ცოდვის მონანიება ვერ შესძლო და მიუხედავად მსოფლიოში დიდი აღიარებისა საკუთარი ერის თვალში მაინც არასრულფასოვან ფრანგად დარჩა.ასე,რომ ჩემპიონობა კარგია,ძალიან კარგი,მაგრამ...

• irakli 1987

ანასტასია ჰოდფრიდი სადაა?

• ირაკლი ბათუმიდან

http://ashgabat2018.com/ru/ აღნიშნული საიტიდან არის live ტრანსლაცია

• Musenbezi

გვარამიას არ გააგებინოთ ლაშას მორიგი მსოფლიო ჩემპიონობა ჰაჰა, ისედაც რთულად აქვს ნერვების ამბავი...

• Bajo

Sad sheizleba you're a dadet link. Madlobt

• თერჯოლელი

ლაშა!სასიქადულო,დიდო ქართველო,წარმატებები ქონოდეს ყველა საქმეში,ქართველი ერის გასახარად. რაც შეეხება გვარამიას,მას საქართველოსთან არავითარი კავშირი არა აქვს და არც მის სპორტთან,მისთვის მთავარია მამამთავარი და ცხვირმოუხოცავი სისხლიანი სააკაშვილი და მისი უდღეური სიტყვები ფეხებსაც ვერ მოჭამს ვერც ლაშა და ვერც საქართველოს.

• შოთა

გილოცავთ! გოგა ჩხეიძე "ბ" ჯგუფის გამარჯვებულია! ბლომად წამოვა მედლები ამ მსოფლიოდან. მჯერა ჩვენი ლომების!!!

• Mmm

ვის აინტერესებს თუ ძმა ხარ სპორტში გვარამია და მაგის ბჟუტური. მიდი ლაშა!!!

• bondo

მეცოცხე გვარამია მკითხავთან ყოფილა და ახლა მოგვებს ეძებს თურმე, ლაშას დასაწყევლად

საქართველოს 17 და 20-წლამდელ ძალოსანთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატიდან 13 მედლით დაბრუნდა

ევროპირველობა - თურმანიძის ბრინჯაო ატაცში

რევაზ დავითაძე ევროპის ვიცე-ჩემპიონია

20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან

თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები

"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე

დღეს საფრანგეთის ჩემპიონატი დასრულდება - ხვიჩას ოქრო და სხვა ქართველების ამბები...

[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი

[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა

ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია

Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა

მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ

მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს

"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა

პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს

"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი

სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან

ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს

"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა

"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ

"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი

უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა

გოგა ჩხეიძის ორი მედალი და სამი რეკორდი ბათუმის ევროპირველობიდან

მიშველიძე ოლიმპიადაზე მეექვსე ადგილზე გავიდა

მხოლოდ ტალახაძის იმედად არ დაგვტოვოთ - მოჭიდავეებმა საშინლად დაიწყეს, თავისუფლებმა უნდა გამოასწორონ!..

ბათუმი. ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატი: ირაკლი ჩხეიძემ საქართველოს მე-9 მედალი მოუტანა

რაჰიმ სტერლინგი "რეალში"? - 24 სექტემბრის დაიჯესტი

რევაზ დავითაძე ევროპის ვიცე-ჩემპიონი გახდა

ლაშა ტალახაძემ ბათუმში ევროპის ჩემპიონატზე რეკორდი მოხსნა და ტურნირი ტრიუმფით დაასრულა! [VIDEO]

რევაზ დავითაძე მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერცხლის მედალს დაეუფლა

გოგა ჩხეიძემ ევროპის ჩემპიონატზე 1 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ქართველ ძალოსანთა წლიური მონაგარი - 80 მედალი და მსოფლიოს 10 რეკორდი!

9 აპრილს საქართველოს დროშა და ჰიმნი მოსკოვში - პლესნოის ტრიუმფი! [VIDEO]

მესამე ოქროს მედალი - ლაშა ტალახაძე ოლიმპიური ჩემპიონია!

სანამ ტალახაძე დაასრულებს... - დღეიდან მედლებისთვის ბრძოლას კრივით ვაგრძელებთ...

ლაშა ტალახაძემ ევროპის ჩემპიონობა ზედიზედ მესამედ იზეიმა [VIDEO]

გოგა ჩხეიძემ რომში, მსოფლიოს თასზე ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

მსოფლიოს ჩემპიონატი: საქართველოს ძალოსანთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა ფიჯიში ივარჯიშა

შოთა მიშველიძემ ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვა

გოგა ჩხეიძის ბრინჯაო ევროპის ჩემპიონატიდან

ქართველი ძალოსნების სხეულში აკრძალული ნივთიერება აღმოჩნდა

ლაშა ტალახაძე და გენო პეტრიაშვილი "ქართული ოცნების" საარჩევნო სიაში არიან

ლაშა ტალახაძე მსოფლიოს სამგზის ჩემპიონია! [VIDEO]

წარუმატებლად დაწყებულ ოლიმპიადაზე მედლების დროა! - დღეს შავდათუაშვილი, ლიპარტელიანი და გურული...

შოთა მიშველიძე ევროპის ჩემპიონია!

შოთა მიშველიძემ ევროპის ჩემპიონატზე სამი მედალი მოიპოვა

ირაკლი ჩხეიძემ ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

ძალოსანი ირაკლი ჩხეიძე ახალგაზრდებს შორის მსოფლიო ჩემპიონია!

ჩვენი პირველი დღე ოლიმპიადაზე - სარდალაშვილი ნაგაიამას ფინალამდე არ ხვდება, ნახევარფინალში კი იქნებ მხეიძეს დაუპირისპირდეს...

ქართველი ძალოსნების დღე - ოლიმპიადის მედალოსანი პლესნოი პირველი იყო, თუმცა ტრავმამ შეაწუხა

საქართველოს ძალოსანთა ახალგაზრდული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატიდან 4 მედლით დაბრუნდა

ბათუმი. ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატი: რევაზ დავითაძის ოქრო, ორი ვერცხლი და რეკორდი

ანტონ პლესნოიმ საქართველოს 2020 წელს პირველი ოქროს მედლები მოუპოვა!

რევაზ დავითაძემ მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ქართველი ძალოსანი სამეულთან ახლოს იყო, მაგრამ ოლიმპიადა მე-7 ადგილზე დაასრულა

ლაშა ტალახაძეს ბათუმის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა, ირაკლი თურმანიძე ღონისძიებაზე არ მიიწვიეს

რევაზ დავითაძემ მსოფლიო ჩემპიონატზე ოქროსა და ბრინჯაოს მედლები მოიპოვა [VIDEO]

U23. რევაზ დავითაძემ ევროპის ჩემპიონატზე 3 მედალი მოიპოვა!

ანტონ პლესნოის ტრიუმფი - 3 ოქროს მედალი და ევროპის 4 რეკორდი ბუქარესტიდან! [VIDEO]

ანტონ პლესნოი: მუხლიც რომ ჩამშლოდა, საქართველოსთვის მედალი უნდა მომეპოვებინა

ვითვალოთ მედლები - ქართველმა ძალოსნებმა მსოფლიოს ჩემპიონატი 3 ვერცხლის მოგებით დაიწყეს [VIDEO]