19 ნოემბერს ერთა ლიგის მეექვსე ტურში საქართველოს ნაკრები და ყაზახეთის ნაკრებები ერთმანეთს დაუპირისპირდებიან. მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ყაზახეთის ნაკრების მწვრთნელმა სტანიმირ სტოილოვმა ისაუბრა.

"გილოცავთ! თქვენ ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავეღ. ეჭვგარეშეა, რომ საქართველოს ნაკრებმა საუკეთესო ფეხბურთი ითამაშა და ამიტომ, ეს წარმატება დაიმსახურა.

რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი გვაკლია ტრავმების გამო. თუმცა, აქ სასეირნოდ არ ჩამოვსულვართ. ჩვენი გუნდი, ისევე, როგორც თქვენი აღმავლობის გზაზეა. გრძელი გზა გვაქვს გასავლელი, მაგრამ აქ ბრძოლისთვის ჩამოვედით და ვეცდებით ჩვენი საუკეთესო თამაში ვაჩვენოთ.

ძალიან კარგი იქნება ჩვენთვისაც თუ სავსე სტადიონზე მოგვიწევს თამაში. შიში არ არსებობს მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი გვყავს. პირიქით მოველით ამ თამაშს, როგორც დღესასწაულს, რადგან კარგ ატმოსფეროში ითამაშებენ. ცარიელ სტადიონზე ყველა ითამაშებს, მთავარია, სავსე სტადიონზე როგორ მოვახერხებთ თამაშს.

შედარება ვფიქრობ, არ შეიძლება, რადგან ყაზახეთის საკლუბო ფეხბურთი უფრო ძლიერია, მაგრამ რაც შეეხება ნაკრებებს, ფაქტი სახეზეა, საქართველო პირველ ადგილზეა და ჩვენზე ძლიერია. ბევრი ქართველი ფეხბურთელი საკმაოდ წარმატებულ კლუბებში თამაშობს და ეს ცხადია, მათზე დადებითად მოქმედებს. პირველ თამაშში ჩვენც კარგად ვითამაშეთ, მაგრამ საქართველო უკეთ გაისარჯა და ამიტომ, დამსახურებულადაც მოიგო.

ბოლო თამაშის მოგება ჩვენთვის მნიშვნელოვანი იქნება, რადგან კარის გაჯახუნებას მოვახერხებთ. თანაც, ძლიერი მეტოქის წინააღმდეგ და მის მოედანზე.

მე და ვაისი „ასტანა“ – „კაირატის“ მატჩებამდეც შევხვედრივართ ერთმანეთს. ეს იყო ევროპა ლიგაზე, როდესაც ვაისი „არმტედიას“ თავკაცი იყო, მეს სოფიის „ლევსკის“. მგონია, რომ ეს ჩვეულებრივი ამბავია, რომ ყაზახეთში უპირატესობას ვფლობდი, რადგან „ასტანა“ უფრო ძლიერი გუნდი იყო, ვიდრე „კაირატი“. მიხარია, რომ მწვრთნელებს შორის კონკურენციაა.

ვფიქრობ, საგოლე მომენტების რეალიზაციის პრობლემა ნამდვილად გვაქვს და აქვს საქართველოს ნაკრებსაც. ანდორასთან ალბათ დაუფასებლობის მომენტიც იყო, როგორც ჩვენი, ისე საქართველოს მხრიდან. ვნახოთ, რა მოხდება ხვალინდელ შეხვედრაში. მნიშვნელოვანია, რომ კარგი თამაში ვაჩვენოთ. როდესაც, ყაზახეთის ნაკრების მწვრთნელი გავხდი, გუნდის გაახალგაზრდავება დავიწყე, მათ კი დრო სჭირდებათ, რომ პროგრესი განიცადონ. ვფიქრობ, ჩვენი ნაკრები ვითარდება თამაშის ხარისხის კუთხით. სანამ ნდობა მექნება, მუშაობას ვაგრძელებ. თუ ფედერაცია მეტყვის, რომ გადავდგე, დავემორჩილები, მაგრამ არ დაგიმალავთ, რომ საინტერესო წინადადების შემთხვევაშიც დავფიქრდები.

ჩაკვეტაძე? - ზედმეტი აჟიოტაჟი კარგად ალბათ ვერ იმოქმედებს. თუმცა მივესალმები, რომ ასეთი ქვეყნებიდან, როგორიც საქართველო ან ყაზახეთია, რაც შეიძლება მეტი ფეხბურთელით დაინტერესდნენ დიდი გუნდები, მაგალითად „ბარსელონა“"

შეგახსენებთ შეხვედრა ხვალ 21:00 საათზე დინამო არენაზე შედგება.

Expert_
ძალიან სახიფათო გუნდია, ესენი და ძალიან ხიტრი ნაროდი საერთოდ. ძალიან სერიოზულად უნდა უყუროთ.
ნიკა
როგორც ვიცი ორივეს ტრამვა აწუხებს. თან არც ისე უბრალო. ყველამ ვიცით ეგენი როგორი მებრძოლი ბიჭები არიან.
912
ჯერ მოვიგოთ და ბაქი-ბუქი მერე ატეხეთ ეგრე გვეგონა რომ ანდორასაც დიდი ანგარიშით მოვუგებდით მაგრამ საერთოდ ვერ მოვუგეთ ყაზახეთი არა მგონია ანდორაზე სუსტი იყოს
თავში არ აგვივარდეს.
ერთი კი თქვა სწორი: ანდორასთან ალბათ დაუფასებლობის მომენტიც იყო, როგორც ჩვენი, ისე საქართველოს მხრიდან.
მოქალაქე
მე ისევ ისა ვარ 1964 წლის 18 ნოემბრის ტაშკენტში დინამოს წარმატება დღესავით მახსოვს და რა თქმა უნდა 1981 წლის 13 მაისი...და კიდევ ბევრი ასეთი დღე გვენახოს---და რა მინდა გითხრათ...ეს უკვე ძიუდოს ეხება---ცოტა ხნის წინ ლიპო და ჩირიკა ტატამზე არ გამოვიდნენ რა მოხდა ეგებ გვითხრან.....
მოქალაქე
დღეს 18 ნოემბერია ალბად უფროს თაობას ახსოვს 1964 წლის 18 ნოემბერი თბილისის დინამოს პირველი სსრკ-ს ჩემპიონობა ---54 წელი გავიდა ვულოცავ ილია დათუნაშვილს. სიომას და გიორგი სიჭინავას ამ დღეს--და ყველა ქართველ გ ულშემატკივრებს---და იმ დინამოელების მარადი მოგონება ვინც ამ დღეს ვერ მოესწრო.....

კარგით რა ვინ გაკლიათ რა გაკლიათ რა ფულიც არ უნდა ჩადოთ მაინც ცხენზე მძინარა კუმისის მსმელები იქნებით (სტოილოვი რა შუაშია ბულგარელია) გახვალთ საკლუბო ფეხბურთით რომელიმე ტურნირზე საშუალოზე დაბალი დონის ბრაზილიელებით და ყავლგასული ევროპელებით და იმუქრებით ამას ვიზამთ და იმას ვიზამთო, კი გამოჩნდა ვის რისი ოფსილა აქვს,სისხლში უნდა გქონდეს ეს საქმე დნმ-ში პირდაპირ, ჩვენ ყაზახების დაფინანსების ნახევარი და ნორმალური მენეჯმენტი და დავდებდით შედეგს, ნუ ნორმალური მენეჯმენტის და საქმეზე ორიენტირებული ხალხის შემთხვევაში აქამდეც შევძლებდით ბევრად უკეტესი შედეგის დადებას.....
ჭაღარა
ა კაცი ჩამოაყალიბა ყველაპერი
Tbiliseli
ეს მაგარი იცის :D რამდენიმე მნიშნველოვანი ფეხბურთელი აკლია..... ვინ გაკლიათ, უფაში რო 3 წელში 1 თამაში ითამაშა ისიც შეცვლაზე და მესი გგონიათ? :D ისეთები გვაკლია, ისტორიაში რო არ ყოლიათ :დ ოქრიაშვილი,ანანიძე,ჭანტურია,კიტეიშვილი,მჭედლიძე,ქვილითაია და უსასრულობამდე შეიძლება გაგრძელება))))
"უბრალოდ, საქართველოს ნაკრების ამ მატჩს შეხედეთ" - მილევსკიმ ერთა ლიგაზე უკრაინის ნაკრების შანსები შეაფასა
"ქართველებს კვარაცხელიას გარდა არავინ ჰყავთ" - უკრაინელი ექსპერტი საქართველოს ნაკრებზე
საბო: საქართველოს დამარცხება შეიძლება - პუტინის მარიონეტ ორბანის უნგრეთთან ჩეხვა იქნება
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
[VIDEO] მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" დაამარცხა
[VIDEO] კვარაცხელია 25 წლის გახდა - პსჟ-მ ქართველს იუბილე მიულოცა
ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები გაირკვა
უკრაინელთა მწვრთნელი: სამწუხაროდ, ისევ საქართველოსთან ვითამაშებთ
სანიოლი: ნებისმიერი შანსი, რომელიც დიდ ტურნირთან დაგვაახლოვებს, უნდა გამოვიყენოთ
სტანიმირ სტოილოვი: ველოდებით საქართველოს ნაკრების ფეხის დაცდენას
ჩერჩესოვი გადააყენეს - მან ჟურნალისტს ყაზახურის ნაცვლად ოსურ ენაზე საუბარი შესთავაზა
გამარჯვებული ნაკრები, დიდაქტიკოსები და დიდი მატჩის მოლოდინი
ყაზახეთის ნაკრების თავკაცი სტანიმირ სტოილოვი გაათავისუფლეს
სტანიმირ სტოილოვი: საქართველო ფავორიტად რჩება - ომი არ დასრულებულა
ყაზახეთის ნაკრების მწვრთნელი: "მე ცისფერი ვარ"
სომხეთის მარცხი ფარერებთან და ჩერჩესოვის "ისტორიული შედეგი"
საბო: საქართველოს დამარცხება შეიძლება - პუტინის მარიონეტ ორბანის უნგრეთთან ჩეხვა იქნება
საქართველოსა და ლუქსემბურგის მატჩს ყაზახეთში უყურებენ
"ქართველებს კვარაცხელიას გარდა არავინ ჰყავთ" - უკრაინელი ექსპერტი საქართველოს ნაკრებზე
ყაზახების მწვრთნელი: ერთა ლიგაზე გამოცდილება მივიღეთ - ჯგუფიდან ხმაურით უნდა გავიდეთ
ყაზახების მწვრთნელმა თითი მოკაკვა: საქართველო უკეთესი გუნდია, ჩაკვეტაძე ვერ ჩავკეტეთ
5:0 ძალების დაზოგვით - საბერძნეთი თბილისში ამაღლებულ განწყობაზე მოემგზავრება [VIDEO]
ბერძნების მწვრთნელი: საქართველოს განსაკუთრებული ფეხბურთელი ჰყავს და მათზე ყველაფერი ვიცით