გადაწყვეტილი ამბავია, რომ 2020 წლის მარტში საქართველოს ნაკრები ბელორუსის ნაკრებს უმასპინძლებს. ბელორუსმა ჯგუფში 4 მატჩი მოიგო და 2 ფრედ ითამაშა. აღსანიშნავია ისიც, რომ მათ ჯგუფური ეტაპი ისე დაასრულეს, გოლი არ გაუშვიათ.

საქართველოს ნაკრები და ბელორუსის ნაკრები სულ 3-ჯერ შეხვდნენ ერთმანეთს. თითო მატჩი ორივე გუნდმა მოიგო და ერთი ფრედ დასრულდა. ბურთების შეფარდება - 3:4-ზე. ბოლოს 2017 წლის 13 ნოემბერს ქუთაისში დავუპირისპირდით ამხანაგურ შეხვედრაში და ფრედ, 2:2 ვეთამაშეთ. გოლები ირაკლი სიხარულიძემ და ლაშა დვალმა გაიტანეს.

ამ ფორმაციის ნაკრებში ფეხბურთელთა ძირითადი ნაწილი ბელორუსის ეროვნულ ჩემპიონატზე მოდის. ერთა ლიგაზე გამოძახებულ ფეხბურთელთაგან მხოლოდ 7 ლეგიონერი იყო და 10 ბორისოვის "ბატეს" ფეხბურთელი. ამავდროულად, ერთი ფაქტიც უნდა აღინიშნოს, მეტოქის გუნდი საკმაოდ ხანდაზმულია (საშუალო ასაკი 29.7) და 2020 წლისთვის ბევრ ცვლილებას უნდა ველოდოთ.

ბელორუსის ნაკრების საშუალო სტატისტიკა ერთა ლიგაზე ასეთი იყო:

ბურთის ფლობა 56.5%

1.7 გოლი თამაშში

პასის სიზუსტე 82.1%

19 კარისკენ დარტყმა მატჩში

5 დრიბლინგი

11 ყვითელი ბარათი ჯამში

წითელი ბარათი არ მიუღიათ.

ერთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ბელორუსთა მთავარი გოლეადორი ბორისოვის "ბატეს" 30 წლის ნახევარმცველი სტანისლავ დრაგუნი იყო, რომელმაც 10 დარტყმიდან 5 გოლი გაიტანა. თუმცა ანალიტიკურმა საიტმა whoscored.com-მა საუკეთესო მოთამაშედ მინსკის "დინამოს" 32 წლის მარჯვენა მცველი იგორ შიტოვი დაასახელა, რომელსაც საშუალო შეფასება 8.15 გამოუვიდა.

ბელორუსის ნაკრებში ორმა მეკარემ 3-3 მატჩი ითამაშა, 30 წლის "ნანსის" მეკარე სერგეი ჩერნიკი 6.77 ბალით შეფასდა, ხოლო 35 წლის ანდრეი გორბუნოვი - 6.76-ით. აღსანიშნავია ისიც, რომ გიორგი ლორიაც 6.76 ქულით შეფასდა.

მეტოქეზე გარკვეულ წარმოდგენას შეგვიქმნის საიტი transfermarkt.com, რომელიც მათ 17.70 მილიონ ევროდ აფასებს, ჩვენ კი - 31.15 მილიონად. გუნდის ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელი კაპიტანი ალექსანდრ მარტინოვიჩია, რომელიც 31 წლისაა და "კრასნოდარის" ცენტრალური მცველია.

1.30 მილიონი ევროთი მდევარია ბრესტის "დინამოს" მარცხენა ვინგერი პაველ სავიცკი, რომელმაც ორ შეხვედრაში ითამაშა და თავი არაფრით გამოუჩენია. მესამე ადგილზე კი 1.25 მილიონი ევროთი ბორისოვის "ბატეს" 27 წლის ცენტრალური მცველი დენის პოლიაკოვია.

მთავარი მწვრთნელი 54 წლის იგორ კრუშენკოა, რომელიც დიდი მიღწევებით ვერ დაიკვეხნის. იყო "ბატეს", მინსკის "დინამოს", ნოვოსიბირსკის "სიბირის", გუზორის "შურტანისა" და ჟოდინოს "ტორპედოს" მწვრთნელი. 2017 წლიდან კი ეროვნული ნაკრები ჩაიბარა: 8 შეხვედრა მოიგო, 4 ფრედ ითამაშა და 9 წააგო.

P.S. ნახევარფინალამდე საკმაოდ დიდი დროა. თუ საქართველოს ნაკრები ახალგაზრდებით არის ძირითადად დაკომპლექტებული, მეტოქეებს ვეტერანები ჰყავთ. ალბათ, 2020 წლის მარტში მეტოქე საკმაოდ გადახალისებული იქნება და რა თქმა უნდა, ეს ჩვენი უპირატესობაა. მით უმეტეს, იმ ფონზე, როდესაც ეს შეხვედრა საქართველოში ჩატარდება და ჩვენ უფრო მეტი შანსი გვექნება.

zvio
თუ ბელარუსი შესარჩევიდან გავიდა, ჩვენი მეტოქე საუკეთესო მეორე ადგილოსანი ლუქსემბურგი იქნება თუარ ვცდები, ასე რომ შესარჩევში ბალორუსს უნდა ვუგულშემატკივროთ და რა თკმა უნდა საქართველოს, წნეხი მოხსნილია და უნდა ვეცადოთ შესარჩევიდანაც გასვლა
ირაკლი
მე რაც კოსოვოს ნაკრები ვნახე მათთან შეხვედრას ისევ ბელორუსი სჯობდა. კოსოვოს კარგი შემადგენლობა ჰყავს და ძლიერი გუნდია. ლვფიქრობ მაკედონიას აჯობებებენ და ფინალში ჩვენ დაგვიპირისპირდებიან. თბილისში თამაშისას ჩვენი შანსები ბელორუსთან 60/40-ზეა ჩვენს სასარგებლოდ.
რუსლანი
არაა უზუსტობა,სწორად წერია.პლეი ოფის ნახევარფინალი 2020 ის მარტშია თითქმის 3 თვით ადრე ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპამდე,2019 ის მარტში კი ჩვეულებრივი შესარჩევი იწყება.
რა მაფიაა?
2020-ის მარტში იწყება ჩემპიონატი? გაოსად ჩვეულებრივი შესარჩევი იწყება და 2020-ში ერთა ლიგა მთავრდება
დათო
სწორი ყოფილა ავტორი, უკაცრავად და უკან მიმაქვს კომენტარი. UEFA-ს საიტზე გადავამოწმე ინფორმაცია.
გიორგი
სწორედ წერია. 2019-ში A ლიგის საფინალო ეტაპია, დანარჩენი ლიგების 2020-ში გაიმართება
ჯერი ღრუტუნაშვილი
არაა უზუსტობა. 2020-ის მარტშია ნამდვილად.
ზვიადი
ფინალი სად გაიმართება, თუ იცის ვინმემ, ისე ბელარუსიას ბურთი არ გაუშვია
დათო
რა 2020-ის მარტი?! მომავალი წლის მარტშია თამაში, 2020-ში ჩემპიონატი ტარდება. ამხელა უზუსტობას როგორ წერთ?!
ჰაჰა
წინასწარ განწყობას ქმნით? არ არის ზედმეტი დაძაბულობა საჭირო. ბელარუსი არის გაუმჯობესებული ყაზახეთი. ანუ მასთან თამაში უფრო რთული იქნება. დანარჩენი, ვინც სწორად მოემზადება ის მოიგებს.
giga
სადარი ბელორუსიის მოსაგები, მიდით ბიჭებოო თქვენ გენაცვალეთ.
"ჯვაროსნების" აღმასვლა და სხვა ცვლილებები ფიფას რეიტინგში
"საქართველოს ნაკრები რუსეთს ახლა ამიტომ მოუგებდა" - შელიამ ჩვენს ეროვნულ გუნდზე ისაუბრა
გაირკვა სად ჩატარდება თურქეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი
"შავი ლომი" | "მონპელიე" და "ძებრე" თბილისში, "ქონახთი" და "მონტობანი" სტუმრად
ჯორდან ჰენდერსონი პრემიერ ლიგას დაუბრუნდა
ვინისიუსი “რეალს” ახალ კონტრაქტზე ვერ უთანხმდება
ვესლი სნეიდერის შვილმა პირველი პროფესიონალური კონტრაქტი გააფორმა
ოფიციალურად - მოდრიჩი "მილანის" ფეხბურთელი გახდა
"კეთილი იყოს თქვენი მობრძანება" - პორტუგალიური კლუბი ლომინაძეს ქართულად მიესალმა
ხვიჩას თანაგუნდელს პსჟ-ს დატოვება უნდა
U20. საქართველოს ნაკრებმა ესპანეთს სძლია და მეცხრე ადგილისთვის ფინალში ითამაშებს
ტრამპი "ჩელსის" დიდი ფანია - ჯეიმსმა მას თასის აღმართვის ნებართვა სთხოვა
ნევეში და ლუის ენრიკე შეიძლება დასაჯონ
"ფეხბურთი საუდის არაბეთთან დავთმეთ" - ბლატერი ფიფას აკრიტიკებს
"წელს დემბელეს, გაისად კი - იამალს" - ბარსელონას ყოფილი ფეხბურთელის განცხადება
"რეალმა" როდრიგოს სატრანსფერო ფასი დაასახელა
როგორ მიიღება კვარაცხელიას საუკეთესო ვერსია - პსჟს წაგების მიზეზები
თავისი მაინც გაიტანა - დიოკერეში უახლოეს საათებში "არსენალის" ფეხბურთელი გახდება
"მაშინ ჩემთვის რომ დაერტყა, ცოცხალი აღარ ვიქნებოდი" - სერ ალექს ფერგიუსონმა საინტერესო ისტორია გაიხსენა
"მისი საქციელი ამაზრზენია" - იამალი სერიოზულ სკანდალში გაეხვია
"ფინალები მიყვარს და ეს კვლავ დამტკიცდა" - პალმერი მატჩის შემდეგ
პრიზი პსჟ-ს ფეხბურთელსაც ერგო - მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე საუკეთესოები დაასახელეს
"სულელი ვარ" - ლუის ენრიკე თვლის, რომ პროვოკაციის მსხვერპლი გახდა
როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?
ვლადიმირ ვაისი: თუ ნაკრების დატოვება მომიწევს, ჯობს გამარჯვებული წავიდე
მატჩის დღე. საქართველო VS ფარერები - ლორიასთან დამშვიდობება
ბეილიმ ყაზანში გაიბრწყინა - ყრუაშვილმა სამი პენალტი დანიშნა [VIDEO]
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების რეაქცია ფანების დახვედრისას
ნაკრების დებიუტანტები ახლო ხედით - ბიჭი, ვისზედაც ევროპა საუბრობს...
თორნიკე ოქრიაშვილი: მაკედონიასთან 3 ქულა უნდა ავიღოთ
გაირკვა სად ჩატარდება თურქეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი
მატჩის დღე! საქართველო VS კაბო-ვერდე
რა იყო პოზიტიური და ნეგატიური საქართველოს ნაკრებში?
ყაზახეთის ნაკრებმა ვადამდე მოიპოვა ერთა ლიგის ნახევარფინალის საგზური
საქართველოს ნაკრები ზეიმობს - გამარჯვება კალაძემ და კობიაშვილმა მიულოცეს [VIDEO]