ქუთაისის "ტორპედო" მხარს უჭერს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის და ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის დღევანდელ პოლიტიკას და ყოველთვის მზადაა, თავისი წვლილი შეიტანოს ქართული ფეხბურთის განვითარების საქმეში - ამის შესახებ ქუთაისის "ტორპედოს" პრეზიდენტის, ზაალ ჩაჩავას განცხადებაშია ნათქვამი.

"პირველ რიგში, ქუთაისის მცხოვრებლებს და "ტორპედოს" გულშემატკივარს ვულოცავ კიდევ ერთ დიდ წარმატებას. ეს შედეგი განპირობებულია იმ სწორი პოლიტიკის შედეგად, რომელსაც საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდთან ერთად ახორციელებს ბოლო წლების განმავლობაში.

ამასთან ერთად, მინდა მოგახსენოთ, რომ ჩვენთვის მიუღებელია ნებისმიერი განცხადება, რომელიც აკნინებს და საფრთხეს უქმნის ქართული ფეხბურთის მომავალს, მით უმეტეს, თუ ის გახმოვანებულია საპრეზიდენტო კანდიდატის მიერ.

გამომდინარე აქედან, ჩვენი გუნდი ემიჯნება და ყოველთვის გაემიჯნება ამ ტიპის განცხადებებს. ქუთაისის "ტორპედო" მხარს უჭერს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის დღევანდელ პოლიტიკას და ყოველთვის მზადაა, თავისი წვლილი შეიტანოს ქართული ფეხბურთის განვითარების საქმეში.

როგორც თქვენთვის ცნობილია, "ტორპედო" ქალაქ ქუთაისის მერიისგან 2016 წელს შევიძინე და სწორი და ეფექტური მუშაობის შედეგად, 14-წლიანი პაუზის შემდეგ, არაერთხელ გავახარეთ ჩვენი გულშემატკივრები. 2016 წელს ავიღეთ დავით ყიფიანის სახელობის თასი, 2017 წელს გავხდით საქართველოს ჩემპიონი, 2018 წელს ავიღეთ სუპერთასი და 25 ნოემბერს კიდევ მოვიპოვეთ საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასი. ამავდროულად, ეფექტურად ვიასპარეზეთ ევროტურნირებზე. სახელმწიფო დაფინანსებასთან ერთად საკმაოდ დიდი ინვესტიცია განვახოციელეთ გუნდში და სოლიდური თანხები მოვიპოვეთ ფეხბურთის საერთაშორისო ორგანიზაციებიდან. მომავალ წლებში კიდევ უფრო ამბიციური გეგმები გვაქვს და არაერთხელ გავახარებთ ქალაქ ქუთაისს და საქართველოს" - ნათქვამია ზაალ ჩაჩავას განცხადებაში.

ქუთაისის "ტორპედომ" 25 ნოემბერს საქართველოს თასის ფინალში "გაგრა" პენალტების სერიაში დაამარცხა და ტურნირი მოიგო.

"იბერია 1999"-მა კოტ-დ'ივუარის ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა
"დილას" იტალიელი მწვრთნელი ჩაუდგა სათავეში
როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?
პსჟ კვლავ "ინტერთან" თუ "რეალი"/"სიტის" საუკეთესო - გზა ფინალამდე
პსჟ-ში ზაბარნის გადასვლა ჩაშლის პირასაა
ნინო ელოშვილი მოლდოვაში იმსაჯებს
კაზემირომ შესაძლოა, საუდის არაბეთს მიაშუროს
ტეო ერნანდესის შემცვლელი - "მილანს" ზინჩენკოს დამატება სურს
საქმეში პირადად ინძაგი ჩაერთო - "ალ-ჰილალი" ოსიმენის დამატების იმედს არ კარგავს
მამარდაშვილის "ლივერპული" კიდევ უფრო ძლიერდება - კერკეზი კარიერას "ენფილდზე" გააგრძელებს
[VIDEO] 38 წლის ლუის სუარესის შედევრი "პალმეირასთან"
პსჟ შეიძლება ორმა მეკარემ დატოვოს
ლუის ენრიკე: ნამდვილი შეჯიბრი ახლა იწყება
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "სიეტლთან" მატჩში?
[VIDEO] ხვიჩას კურიოზული გოლი - პსჟ-მ "სიეტლ საუნდერსს" მოუგო და პლეი-ოფში გავიდა
[VIDEO] პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "სიეტლ საუნდერსს" 1:0 ამარცხებს
"სიეტლთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
გოჩოლეიშვილი "შახტარში" დროებით დაბრუნდა?
პსჟ-მ შეიძლება სომეხი ფეხბურთელი შეიძინოს - ლუის ენრიკე სწრაფ შემტევს ეძებს
7-კაცა და 7-ქალა | ჯგუფები და შემადგენლობები ჰამბურგში
მიქაუტაძე "მანჩესტერს" სჭირდება - ინგლისური გამოცემა "იუნაიტედს" ქართველის შეძენას ურჩევს
ბასილაშვილმა გაიმარჯვა, ფურცელაძე დამარცხდა - უიმბლდონის საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობას ერთი ქართველი გააგრძელებს
"მოგწონთ რაც იამალმა გააკეთა? მე არ მომწონს" - გუტიმ "ბარსელონას" ვარსკვლავზე ისაუბრა
ეროვნულ ლიგას მომავალ სეზონში მოქმედი ბომბარდირი არ ეყოლება - ბიორნ იონსენმა ქუთაისის "ტორპედო" დატოვა
"სანამ კინი "ტორპედოს" მწვრთნელია, "ჯუნგლები" ტრიბუნას ვტოვებთ" - "ტორპედოს" ფანების განცხადება [PHOTO]
გერმანელები აღარ სჩანან, უკრაინელები ფიქრობენ, იტალიელები ვაჭრობენ - "ტორპედოს" ამბები თეიმურაზ ჩეჩელაშვილისგან
[VIDEO] 9 წითელი და 7 ყვითელი ბარათი - "დინამოსა" და "ტორპედოს" მატჩი სკანდალით დასრულდა
"ტორპედოს" დაბრუნების პროცესი დაიწყო - რა ხდება ქუთაისური კლუბის გარშემო?
ხმაურიანი შეხვედრა მერიაში - "ჩაჩავა "ტორპედოში" ხელფასის სახით 52 ათასსაც იღებდა" [VIDEO]
"საჭმელი არ გვაქვს სახლში, დენსაც გვითიშავენ" - "ტორპედოს" თანამშრომლები გაუსაძლის პირობებში
ჩაჩავა ვალის დაბრუნებაზე უარს აცხადებს - საქმე სასამართლოში გაგრძელდება
ერთი გოლის ფასი: ბათუმელებმა, ფოთელებმა და გორელებმა მოიგეს [VIDEO]
"გულშემატკივართა გარკვეული ნაწილი მიზანმიმართულად პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჩვენი გუნდისა და ზოგადად ქართული ფეხბურთის ლეგენდას, ჯაბა კანკავას" - თბილისის "დინამოს" განცხადება
პსჟ-მა "ბარსელონა" მბაპეს თაობაზე გააფრთხილა - 5 სექტემბრის დაიჯესტი [VIDEO]
კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ქართული კლუბების შესაძლო მეტოქეები გაირკვა