8 დეკემბერს, კონტინენტის ფარის მე-3 ტურში "ლოკომოტივმა" რომში "ფიამე ოროს" 29:22 სძლია.

პირველ ტაიმში გუნდებმა თითო ლელო დადეს, ბოლოს მასპინძლებმა ჯარიმა გაიტანეს - 10:7.

შესვენების შემდეგ ჩვენმა გუნდმა ანგარიში გაათანაბრა, მაგრამ რომაელებმა შემდეგ მცირე ხნით ინიციატივა ხელთ იგდეს, ორი ლელო დადეს, ერთი გარდასახვა გამოიყენეს და 22:10 დაწინაურდნენ.

67-ე წუთზე "ლოკომ" მრავალფაზიანი შეტევა ლელოთი და გარდასახვით დააგვირგვინა (22:17).

74-ე წუთზე თბილისელებმა ლელო გაიტანეს, ანგარიში გაათანაბრეს და დაწინაურებაც შეეძლოთ, მაგრამ გარდასახვა ვერ გამოიყენეს - 22:22.

79-ე წუთზე რომაელებმა საჯარიმო გააცუდეს, 84-ე წუთზე კი "რკინიგზელებმა" ლელო დადეს (ლევან ჭავჭავაძემ), გარდასახვაც გამოიყენეს და 29:22 გაიმარჯვეს.

"ლოკომოტივმა" 4 ლელო დადო, ბონუსი მოიპოვა და ჯგუფიდან გასვლის შანსი შეინარჩუნა.

ლოკომოტივი: 15. ლევან გოგოლაშვილი, 14. ზურაბ ძნელაძე, 13. გიგა გაგოშვილი, 12. გიორგი ტალახაძე, 11. ვახტანგ კავთიძე (კაპ.), 10. ბექა წიკლაური, 9. გიორგი ბეგაძე; 1. ვახტანგ ქვათაძე, 2. ირაკლი ქვათაძე, 3. გიორგი ქართველიშვილი, 4. დაჩი კოპაძე, 5. გაგა არაბული, 6. ფარნავაზ გასვიანი, 7. ვასილ ყველაიძე, 8. ზვიად მაისურაძე.

მარქაფა: 16. ლევან ჭავჭავაძე, 17. თევდორე მაჭარაშვილი, 18. გაგა გორგასლიძე, 19. გიორგი გეგია, 20. ლევან დარასელია, 21. ვახტანგ ამირანაშვილი; 22. გიორგი გედეხაური, 23. ივანე ხელაია.

4 ლელო: გასვიანი, დარასელია, გედეხაური, ჭავჭავაძე

3 გარდასახვა: წიკლაური

1 ჯარიმა: წიკლაური

15 დეკემბერს "ლოკომოტივი" სტუმრად "კალვიზანოს" დაუპირისპირდება, რომელთანაც სახლში 6:17 დამარცხდა.

trali vali
ფგჰფგჰფგჰფგჰფგჰფგჰფგჰფგჰფგჰფგჰფგჰფჰფჰფჰფჰფჰ
სოსო
გამარჯვება რა თქმა უნდა სასიხარულოა,მაგრამ რაც გვაჩვენეს რეპორტაჟში,ასეთი უჭკუო თამაში არასოდეს მინახავს.აქ სიჩქარეებთან შეუჩვევლობა არა მგონია ერთადერთი მიზეზი იყოს,კაცნაკლული გუნდი ყოველ წამს რომ რიცხობრივ უპირატესობას გიქმნის, ორ ლელოს გიდებს და იმის იქითაც ყოველ ჯერზე ხაზს გიჭრის....ვფიქრობ ჩვენებს ეგონათ,რომ გამარჯვება თავისით მოვიდოდა და იტალიელები ძალიან რომ არ დაგვხმარებოდნენ,ამ თამაშის მომგებები ნადვილად არ ვიყავით და არც ღირსნი.ერთ კვირაში გაცილებით უფრო მძიმე მატჩი გველის და ასეთი დაცვით რისი იმედი უნდა გვქონდეს,არ ვიცი.იმედია მწვრთნელები დროზე მოახერხებენ გუნდის დალაგებას.ამ თამაშამდე დარწმუნებული ვიყავი,რომ ამ თამაშს პრემიით მოვიგებდით და კალვეზანოსაც დავამარცხებდით,ახლა კი აღარ ვიცი რა ვიფიქრო,არა და როგორც მესმის 12 ქულით გამარჯვება გვჭირდება.ბორჯღალოსნებმა გაცილებით უკეთ უნდა ითამაშონ და ბიჭებს მაგალითი მისცენ,ხოლო თუ სათამაშო დისციპლინა არ გამოსწორდა,მაშინ ბორჯღალოსნებიც ვერ გვიშველიან.
შალვა 73
მადლობა ბიჭებს!!! ლელო, ლელო, საქართველო!!!
ლოკო
4 ლელო არაა აუცილებელი, 12 ქულის სხვაობით უნდა გაიმარჯვოს ლოკომ, როგორც ვიცი. სამწუხაროდ თბილოსში ჩვენებს 100% ლელო არ ჩაუთვალა მსაჯმა, თორემ 5 ქულიანი სხვაობაც გვყოფნიდა.
status quo
ყოჩაღ, ბიჭებოოო...
5 ქულა
ოთხი ლელოს დადებისთვის პრემია +1 ქულა ავიღეთ. დებულების თანახმად (როგორც რაგბი ჯი-ზეა გაწერილი) ერთნაირი ქულების დაგროვების შემთხვევაში გატანილი/მიღებული ქულებია პრიორიტეტში, რაშიც კალვიზანო გვჯობნის. ასე რომ შემდეგ თამაშში 4 ლელო უნდა დავდოთ და მეტოქეს პრემია არ უნდა ავაღებინოთ. ლოკომოტივისთვის უძნელესად სჩანს, მაგრამ არა შეუძლებლად. შეუძლებელი უნდა შეძლოთ ლომებო!
მარიამ გოგუაძე: გულშემატკივარს მეორე ეტაპზე ბევრად უკეთეს თამაშს ვაჩვენებთ
ნინო ელოშვილი მოლდოვაში იმსაჯებს
7-კაცა და 7-ქალა | ჯგუფები და შემადგენლობები ჰამბურგში
"უდინეზეს" მეკარეს 4-წლიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება
დირკ კუიტმა ნიდერლანდური გუნდი ჩაიბარა
20 წ. | 10 გამოცდილით ჩემპიონატის პირველ მატჩში
"სპაერმა" "ტორპედო" დაამარცხა და სუპერთასის ფინალში ითამაშებს
სუპერკომპიუტერმა საკლუბო მუნდიალის ფავორიტი დაასახელა
ერთი ქართველი წავიდა, მეორე მიდის - ჩაკვეტაძის დამატება "ვალენსიას" სურს
გუგეშაშვილი "პაოკში" წარადგინეს - ძირითადი მეკარე გუნდს ტოვებს
"ყველას ვეტყვი, სანაპიროზე რას აკეთებდი და ვისთან ერთად" - ცნობილი ფრანგი რეპერი მბაპეს დაემუქრა
38 წლის ჟირუ MLS-დან ლიგა 1-ში ბრუნდება - ცნობილია სად ითამაშებს ვეტერანი
უიმბლდონის პირველ წრეში ბასილაშვილის მეტოქე ცნობილია
კონტემ რასპადორის თაობაზე მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო
ილია თოფურიამ სასურველი მეტოქე დაასახელა
"ამ ფეხბურთელს ვაღმერთებ" - ბრედ პიტი
[VIDEO] "რეალის" ლამაზი გოლები "ზალსბურგთან" - ალონსოს გუნდმა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და "იუვენტუსს" შეხვდება
"ლივერპულმა" "ნაპოლის" თავდამსხმელი ძვირად დაუფასა
პსჟ-ს სერიოზული პრობლემა აქვს - "კვარა" და პსჟ ჯორჯიის მწველი მზის ქვეშ
"დილა" სუპერთასის პირველი ფინალისტია
ბრწყინვალე ჟესტი - ჯანო ანანიძემ ეთერ ლიპარტელიანს საჩუქრად ბინა გადასცა
Tutto Juve: ეს შანსი გამოსაყენებელია - მიქაუტაძის შეძენის სურვილი იტალიურ გრანდსაც აქვს
თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები
"ლოკომოტივმა" "ყოჩებს" 20 წუთში 23 ქულა ამოუქაჩა და გაიმარჯვა
"ლოკომოტივმა" "ლელო-სარასენსი" გაწითლებულ დროში დაამარცხა
დიდი 10: "აკადემიამ" "ლოკომოტივი" 25:5 დაამარცხა
დიდი 10: "ლოკომოტივმა" "ხარებს" მოუგო
კონტინენტის ფარი: "ლოკომოტივისა" და "ფიამე ოროს" მატჩს ქალი იმსაჯებს
კონტინენტის ფარი. "ფიამე ოროს" წინააღმდეგ "ლოკომოტივის" შემადგენლობა ცნობილია
კონტინენტის ფარი: "ლოკომოტივი" იტალიელებზეა დამოკიდებული
კონტინენტის ფარი: "ფიამე ორომ" "კალვიზანოს" ბრძოლა არ გაუმართა და "ლოკომოტივი" გათამაშებას გამოეთიშა
"არმაზმა" ჩემპიონს სძლია და საჩემპიონო რბოლას გამოთიშა
დიდი 10: "ჯიქმა" "ლოკომოტივი" დაამარცხა