© ანი რეხვიაშვილი

თბილისის "ლოკომოტივმა" სადღესასწაულო დღეები ვარჯიშში გაატარა, რადგან გუნდი 2019 წლის პირველი მატჩისთვის ემზადება, რომელსაც „კონტინენტის ფარზე“, 12 იანვარს იტალიურ კლუბ "ფიამე ოროსთან" გამართავს.

საქართველოს ჩემპიონისთვის საშემოდგომო სეზონი ყველაზე მეტად გაიწელა და ყველაზე გვიან დასრულდა, რადგან ოქტომბერში ევროთასებზე სადებიუტო მატჩი ჰქონდა "კალვიზანოსთან" (6:17), დეკემბერში კი იტალიურ ტურნეზე გაემგზავრა და ჯერ რომში "ფიამე ოროს" სძლია ბონუსით (29:22), მერე "კალვიზანოსთან" აიღო რევანში (20:13).

„იტალიური ტურნე დადებითად შეფასდა და სხვანაირად არც შეიძლება მომხდარიყო, რადგან ადვილი არაა იტალიაში ჩახვიდე და ზედიზედ ორი თამაში მოიგო. რომ არა "კალვიზანოსთან" ბოლო წუთზე გაშვებული სამწუხარო ლელო, სავარაუდოდ ჩელენჯ ქაფზეც აუცილებლად მოვხვდებოდით, მაგრამ არ გაგვიმართლა“ - ამბობს გუნდის კაპიტანი ვახტანგ კავთიძე.

სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ "ლოკომოტივს" "ფიამე ოროსთან" გაუმართლა და დასკვნით 12 წუთში გატანილი სამი ლელოთი, ბონუსით იმარჯვა. მანამდე იყო ჩავარდნა და 12-წულიანი ჩამორჩენა:

„იტალიაში ჩასვლამდე დიდი გზა გავარეთ, აღდგენისა და ვარჯიშისთვის ერთი სრული დღეც არ გვქონდა, პირდაპირ თამაშზე გავედით და შესვენების შემდეგ გაგვიჭირდა. მიუხედავად ამისა, იმედი არ დაგვიკარგავს, ბოლომდე ვიბრძოლეთ, საბედნიეროდ, მომენტები 100 პროცენტით გამოვიყენეთ და სასურველი შედეგი დავაფიქსირეთ. ეს იყო პასუხისმგებლობის შედეგი, რადგან ვიცოდით, წაგების შემთხვევაში ჯგუფიდან გასვლის შანსი აღარ გვექნებოდა“ - აღნიშნავს კავთიძე და იმავე "ფიამე ოროსთან", უფრო რთული მატჩის მოლოდინშია:

„მეტოქისგან დიდ წინააღმდეგობას ველოდებით, რადგან ჩვენთან გამარჯვების შემთხვევაში, მათაც უჩნდებათ ჯგუფში პირველი ადგილის დაკავების შანსი. დარწმუნებული ვარ უფრო მეტი ბრძოლა დაგვჭირდება, ვიდრე 1 თვის წინ“.

კაპიტანმა რომში თამაშისას ნეკნი გაიტეხა, მაგრამ ამის შესახებ მხოლოდ თბილისში დაბრუნებულმა გაიგო და მანამდე "კალვიზანოს" წინააღმდეგ ითამაშა. ის უკვე სრული დატვირთვით ვარჯიშობს და გუნდს მომავალ მატჩშიც დაეხმარება. მოკეთდა და სათამაშოდ 90%-ით მზადაა დიდი 10-ის გასული სეზონის საუკეთესო მოთამაშე, ასევე მელელოვე გოშა შკინინი.

„ოპტიმალურ ფიზიკურ ფორმაში ვართ, კარგად დავისვენეთ და ვარჯიშებიც მაღალი ინტენსივობის გვაქვს. ჩვენი მიზანი გამარჯვებაა, თუნდაც ლელოების გარეშე, რადგან ბონუსი რეალურად არაფერს გვაძლევს. მთავარია მოვიგოთ და მერე ჩვენზე არაფერია დამოკიდებული. მიუხედავად ყველაფრისა, ოპტიმისტურად ვართ განწყობილი და გვაქვს იმედი, რომ იტალიელები სარაგბო ღირებულებებს არ დაარღვევენ. "ფიამე ოროს" აქვს იმის შესაძლებლობა, თუ მოინდომებს რომში "კალვიზანო" დაამარცხოს. ჩვენ გავაკეთებთ მაქსიმუმს და 19 იანვარს დაველოდებით“ - ამბობს კავთიძე.

საქმე ისაა, რომ "კალვიზანოსგან" ბოლო წუთზე მიღებული ლელოს შემდეგ, ეს იტალიური კლუბი 10 ქულით პირველ ადგილზე რჩება და 19 იანვარს "ფიამე ოროს" ეთამაშება, რომელიც თბილისში მარცხის შეთხვევაში უმოტივაციო იქნება. ამრიგად, "ლოკომოტივმა" თავისი შეხვედრა უნდა მოიგოს და ერთი კვირა სამართლიანი თამაშის მოლოდინში იყოს, რათა ჩელენჯ ქაფის საგზურისთვის ბრძოლა გააგრძელოს.

კავთიძე იმედოვნებს, რომ 12 იანვარს საქართველოს ჩემპიონს ქომაგობა არ მოაკლდება და ეს გუნდს გამარჯვებაში დაეხმარება:

„პირველ თამაშზე გულშემატკივარი არ მოვიდა და გულდაწყვეტილები ვიყავით. ახლა თამაშზე დასწრება თავისუფალია. სასიამოვნოა, როდესაც სავსე ტრიბუნების წინაშე თამაშობ, მით უმეტეს იტალიური კლუბის წინააღმდეგ და ყველას მოვუწოდებ მხარი დაგვიჭიროს. ეს ტურნირი ქართული კლუბებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია".

მომზადებულია Rugby.ge-ის მიხედვით

ქუთაისელი
ძალიან მეეჭვება რო იტალიელებმა გვიჯიგრონ, იტალიელებისგან ჯიგარი ისევე შორს არის, როგორც მზისგან დედამიწა..
zuka
სამართლიანობა მოითხოვს ავღნიშნოთ, რომ ლოკოს აქ ლელო წაართვეს. ასე რომ, თუ სამართალია ფიამო ორომ ერთი ადგილი არ უნდა მიცეს და ლოკო გავიდეს
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
"შავი ლომი" | სასარგებლო მოთელვა "ბენეტონთან"
"შავი ლომი" | ბრონკანის სადებიუტო რაზმი "ბენეტონთან"
"ტოტენჰემთან" მატჩში გიორგი მამარდაშვილი სასტარტოშია
15-ქალა რაგბი ევროპის ალაფაზე აღზევდა
იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს
"მეგონა, კარიერას "სიტიში" დავასრულებდი" - როდრი მანჩესტერული გუნდის დატოვების მიზეზზე
ოფიციალურად: კოუტინიო "სანტოსის" ფეხბურთელია
[VIDEO] ლაშა გუჯეჯიანი უზბეკეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშნეს
ქართველმა მსაჯებმა უეფას წინასასეზონო შეკრებაში მიიღეს მონაწილეობა
საკალათბურთო სეზონი დუდუ დადიანის მემორიალით, რუსთავში გაიხსნება
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 4-0 გაგრა. დამატებითი ბონუსი ქეცბაიასთვის
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-2 სამგურალი. "სტანდარტების" დღე უხვგოლიან იმერულ დერბიში
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 0-1 რუსთავი. ერთპიროვნული ლიდერი ისევ "რუსთავია"
"მამარდაშვილი ძალიან კარგი მეკარეა" - ირაოლამ გაამხილა ვინ ითამაშებს "ტოტენჰემთან"
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
ლუის ენრიკემ ჰაკიმის ტრავმის შესახებ გააკეთა კომენტარი
"ამ სეზონში ყველაზე ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მოვიგეთ" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ბრესტთან" მატჩის შემდეგ?
"ეს ჩემთვის სიურპრიზია" - მატვეი საფონოვი
"ლივერპული" რეკორდული ტრანსფერისთვის ემზადება
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია
"ლოკომოტივმა" "ყოჩებს" 20 წუთში 23 ქულა ამოუქაჩა და გაიმარჯვა
"ლოკომოტივმა" "ლელო-სარასენსი" გაწითლებულ დროში დაამარცხა
დიდი 10: "აკადემიამ" "ლოკომოტივი" 25:5 დაამარცხა
დიდი 10: "ლოკომოტივმა" "ხარებს" მოუგო
კონტინენტის ფარი: "ლოკომოტივისა" და "ფიამე ოროს" მატჩს ქალი იმსაჯებს
კონტინენტის ფარი. "ფიამე ოროს" წინააღმდეგ "ლოკომოტივის" შემადგენლობა ცნობილია
კონტინენტის ფარი: "ფიამე ორომ" "კალვიზანოს" ბრძოლა არ გაუმართა და "ლოკომოტივი" გათამაშებას გამოეთიშა
კონტინენტის ფარი: "ლოკომოტივმა" რომში "ფიამე ორო" დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
"არმაზმა" ჩემპიონს სძლია და საჩემპიონო რბოლას გამოთიშა
დიდი 10: "ჯიქმა" "ლოკომოტივი" დაამარცხა