© გოგიტა ბუხაიძე

თბილისის "ლოკომოტივი" ხვალ, 15 დეკემბერს, საქართველოს დროით 18:00 საათზე, "კონტინენტის ფარის" მესამე შეხვედრას გამართავს და "კალვიზანოს" სტუმრად დამარცხებით ჯგუფიდან გამსვლელ საგზურთან მიახლოებას ეცდება.

სამგუნდიან ჯგუფში საქართველოს ჩემპიონს მეტოქეებად იტალიური კლუბები ერგო. ტურნირის სადებიუტო მატჩი რკინიგზელებმა "ავჭალაზე" სწორედ "კალვიზანოსთან" გამართეს და სტუმრებმა 17:6 იმარჯვეს.

შეხვედრის მიწურულს რეფერიმ გიორგი გეგიას ლელო ისე გააუქმა, რომ ვიდეორეფერი არ მოუთხოვია. არადა, მისი ჩათვლით "ლოკომოტივი" ბონუს ქულას მიიღებდა, რასაც, შესაძლოა, ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ ოქროს ფასი დაედოს.

თბილისელებმა მეორე მატჩი ერთი კვირის წინ რომში, "ფიამე ოროსთან" გამართეს, ლევან ჭავჭავაძის ბოლო წუთზე გატანილი ლელოთი 29:22 იმარჯვეს და რადგან ეს მეოთხე ლელო იყო, ბონუსიც ჩაიწერეს.

"კალვიზანომ" თბილისში მოგების შემდეგ "ფიამე ოროს" უმასპინძლა, 35:20 დაამარცხა, ბონუსიც ჩაიწერა და A ჯგუფს 9 ქულით ლიდერობს. "ლოკომოტივი" მეტოქეს 4 ქულით ჩამორჩება და იმისათვის, რომ ჯგუფში პირველი ადგილის დაკავების შანსი გაუჩნდეს, ხვალ მეტოქეს აუცილებლად უნდა სძლიოს, თან ისე, რომ მასპინძლებს ბონუსი არ ააღებინოს და საუკეთესო შემთხვევაში დამატებითი პრემია თავად ჩაიწეროს.

ეს იმიტომ, რომ მეხუთე ტურში (12 იანვარს) "ლოკომოტოვი" "ფიამე ოროს" თბილისში მასპინძლობს, ხოლო ერთი კვირის შემდეგ რომაელებს "კალვიზანო" ეთამაშება და მათთვის ცნობილი იქნება, რა სხვაობით მოგება დასჭირდებათ თანაბარი ქულების პირობებში, ჯგუფში პირველი ადგილის დასაკავებლად.

ორ-ორი ცვლილება სასტარტოსა და მარქაფაში

"კალვიზანოს" "პათა სთედიუმზე" ბონუსით დამარცხება მიუწვდომელი ოცნება სულაც არაა. იტალიის ჩემპიონატში, ტოპ 12-ში, "ლოკომოტივის" მომავალმა მეტოქემ 9 შეხვედრიდან 5 მოიგო და 4-ში დამარცხდა, აქედან ორჯერ საკუთარ მოედანზე. "კალვიზანოს" 6 ოქტომბერს 8:7 მოუგო "ფიამე ორომ", ხოლო 18 ნოემბერს "როვიგომ" 27:20 სძლია.

აღსანიშნავია, რომ "კალვიზანოს", "ფიამე ოროს" და "როვიგოს" 29-29 ქულა აქვთ, პირველი დანარჩენებს დამატებითი მაჩვენებლებით სჯობნის და სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზეა.

მომავალი თამაშისთვის საქართველოს ჩემპიონის სასტარტო შემადგენლობაში ორი ცვლილებაა. გიგა გაგოშვილის ტრავმის გამო ზურაბ ძნელაძემ ცენტრში გადაინაცვლა და გიორგი ტალახაძეს შეუწყვილდება, ფრთაზე კი ივანე ხელაია დადგება. ძირითადში დაწინაურდა კვაჭი ლევან ჭავჭავაძე, ირაკლი ქვათაძე კი მარქაფაშია. მარქაფაში ორი ისეთი მორაგბე გამოჩნდა, რომელთაც "ფიამე ოროსთან" არ უთამაშიათ. ესენი არიან თორნიკე ტურაშვილი და გრიგოლ ჩახვაძე.

კონტინენტის ფარი. მეოთხე ტური. 15 დეკემბერი. 18 საათი

კალვიზანო (იტალია) - ლოკომოტივი (საქართველო)

ხაზი: 15. ლევან გოგოლაშვილი, 14. ივანე ხელაია, 13. ზურაბ ძნელაძე, 12. გიორგი ტალახაძე, 11. ვახტანგ კავთიძე (კაპ.), 10. ბექა წიკლაური, 9. გიორგი ბეგაძე;

შერკინება: 1. ვახტანგ ქვათაძე, 2. ლევან ჭავჭავაძე, 3. გიორგი ქართველიშვილი, 4. დაჩი კოპაძე, 5. გაგა არაბული, 6. ფარნავაზ გასვიანი, 7. ვასილ ყველაიძე, 8. ზვიად მაისურაძე.

მარქაფა: 16. ირაკლი ქვათაძე, 17. თევდორე მაჭარაშვილი, 18. გაგა გორგასლიძე, 19. გიორგი გეგია, 20. თორნიკე ტურაშვილი, 21. ლევან დარასელია, 22. გიორგი გედეხაური, 23. გრიგოლ ჩახვაძე.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

სოსო
რა ხდება ხალხო,ისევ პირველ ტაიმს გვიჩვენებთ?
სოსო
გავიმარჯვებთ,აუცილებლად გავიმარჯვებთ,მაგრამ პრემიით, თუ მის გარეშე,საკითხავი ეს არის.რა ვქნა,მე მაინც პრემიის მჯერა.მიდით ბიჭებო და აიღეთ ბორჯღალის რევანში.დაამტკიცეთ რომ დიდი 10, უკვე რეალური ძალაა.
შავი ლომი | ‘მონპელიე’ და ‘ძებრე’ თბილისში, ‘ქონახთი’ და ‘მონტობანი’ სტუმრად
"შავი ლომი" | "მონპელიე" და "ძებრე" თბილისში, "ქონახთი" და "მონტობანი" სტუმრად
თბილისის ბულვარი“ საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალური პარტნიორი - ინვესტიცია ქართული რაგბის მომავალში
"ნაპოლიმ" "ახალი კრაუჩი" დაიმატა
ლუის ენრიკემ სამი ფეხბურთელი დუბლებში გაამწესა
მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა 16-გუნდა ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
დიეგო ლონგო: "დილა" თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმისგან ჯერ კიდევ შორს არის
"მილანს" რასმუს ჰოილუნის შეძენა სურს
დირკ შუსტერი: უზომოდ ბედნიერი ვარ და თითოეული ფეხბურთელით ვამაყობ
აზაროვმაც ითამაშა და გოჩოლეიშვილმაც - "შახტარის" მომავალი მეტოქე "ბეშიქთაშია"
შოტლანდიელების წინააღმდეგ მეოთხედ მოსაგებად - უმცროსი "ბორჯღალოსნების" შემადგენლობა
მძიმე არტილერია ბრუნდება! - "ბორჯღალოსნების" შემადგენლობა მსოფლიო ჩემპიონ სამხრეთ აფრიკის წინააღმდეგ
პსჟ შეიძლება მალე დონარუმას გარეშე დარჩეს
Giorgi² - ფრანგული "მეცი" ქართული ფრთებით შეუტევს
ქართული კლუბების შესაძლო მეტოქეები კონფერენციის ლიგის შესარჩევის მეორე რაუნდში
გრანიტ ჯაკა შესაძლოა, პრემიერლიგაში დაბრუნდეს
"რა გაუკეთებია, რომ "ბარსელონაში" ითამაშოს?" - "იუნაიტედის" ლეგენდამ რაშფორდი გააკრიტიკა
"რეალს" ალაბასთან კონტრაქტის გაწყვეტა სურს
"თუკი კვარაცხელიას ხელი არ შეუშალეს, ოსიმენს პრობლემებს რატომ უქმნიან?!" - ნიგერიელის მეგობარმა დე ლაურენტისი გააკრიტიკა
რეტეგის მიქაუტაძე შეცვლის? - "ატალანტა" ქართველ ფორვარდზე ოცნებობს
"ეს საქმეს მიმარტივებს" - თოფურიამ ახსნა, როგორ ახერხებს მეტოქეების დანოკაუტებას
"ლივერპული ამით ყველა გრანდს ჯობნის" - რა განაცხადა ფერდინანდმა?
რა გეგმა აქვს შუსტერს? - დღეს 2 ქართული კლუბი ითამაშებს
კონტინენტის ფარი. I ტურის მატჩი. ლოკომოტივი - კალვიზანო [LIVE]
კონტიტენტის ფარი: თბილისის "ლოკომოტივი" იტალიურ "კალვიზანოსთან" დამარცხდა
დიდი 10: "ლოკომოტივმა" "არმაზს" ბონუს ქულით მოუგო
კონტინენტის ფარი: "ლოკომოტივმა" "კალვიზანო" დაამარცხა და იტალიიდან 2 მოგებით ბრუნდება
დიდი 10: 2018 წლის ზაფხულის ტრანსფერები
კონტინენტის ფარი: "ფიამე ორომ" "კალვიზანოს" ბრძოლა არ გაუმართა და "ლოკომოტივი" გათამაშებას გამოეთიშა
დიდი 10: "ლოკომოტივის" ზედიზედ მე-10 გამარჯვება
კონტინენტის ფარი: "ლოკომოტივი" იტალიაში მიდის
კონტინენტის ფარი: "ბათუმი" "ტომოშოარა - სარასენსთან" დამარცხდა
კონტინენტის ფარი: ქართულ-რუმინული საკლუბო დაპირისპირება გაგრძელდება
კონტინენტის ფარი: ხვალ "ლოკომოტივი" იტალიის ვიცე-ჩემპიონს ავჭალაში დაუპირისპირდება
ქართველი მსაჯები იტალიურ დერბის განსჯიან
დიდი 10: "ბათუმმა" თბილისის "ლოკომოტივს" 5 უპასუხო ლელო გაუტანა
კონტინენტის ფარი: "ლოკომოტივმა" თავისი გააკეთა და "ფიამე ორო" გაანადგურა
კონტინენტის ფარი: "ლოკომოტივის" შემადგენლობა "ფიამე ოროსთან"