ინგლისელმა მოდელმა, მსახიობმა და ტელეწამყვანმა ჟასმინ ლენარდმა გამოთქვა სურვილი, კეტრინ მაიორგას ტურინის "იუვენტუსის" ფორვარდის, კრიშტიანო რონალდოს წინააღმდეგ საქმეში დაეხმაროს.

"ბევრი ფიქრის შემდეგ მივმართავ კეტრინ მაიორგას იურისტების გუნდს, რომ დავეხმარო მას კრიშტიანო რონალდოსთან წინააღმდეგ საქმეში. გთხოვთ, შემეხმიანეთ. მაქვს ინფორმაცია, რომელიც ჩემი აზრით, თქვენი საქმისთვის სასარგებლო იქნება.

ცხოვრებაში არ არსებობს სხვა რამე, რაც უფრო მეტად მეზიზღება, ვიდრე დამშინებლები. ეს ადამიანები იყენებენ საკუთარ ძალაუფლებას, რომ სხვა ადამიანები დააშინონ, რომლებსაც საკუთარი თავის დაცვა არ შეუძლიათ. არავის მცირედი წარმოდგენაც კი არ აქვს, ვინ არის კრიშტიანო. მაგრამ ადამიანებს სულ ცოტა წარმოდგენა რომ ჰქონდეთ მასზე, მათ შეეშინდებოდათ.

ხელდაკრეფილი ვეღარ ვიჯდები და ვერ ვუყურებ იმას, თუ როგორ იტყუება თავისებურ ქედმაღლურ უგრძნობ მანერაში. ვერ ვიჯდები, როცა ის "პიარშიკები" გუნდს, იურისტებს და გამომძიებლებს ქირაობს, რათა კეტრინ მაიორგა შეაშინოს. ყველაფერს ვიზამ, რომ დავეხმარო მას.

სიტყვა "არა" ნიშნავს "არას", სიტყვა "გაჩერდი" ნიშნავს "გაჩერდის". თუ სქესობრივ აქტს განაგრძობ, როცა ქალი ყვირის, რომ გაჩერდე, მაშინ შენ მოძალადე და მონსტრი ხარ. ასეთ შემთხვევაში, საერთოდ არ მაინტერესებს, რა კარგად ურტყამ ბურთს.

მნიშვნელოვანია ისიც, როგორ იქცევიან რონალდო და მისნაირები მომხდარის შემდეგ. ისინი გულწრფელად მიიჩნევენ თავს ხელშეუხებლებად, რადგან ცნობილები არიან. იმან, თუ როგორ მოიქცა რონალდო წაყენებული ბრალდების შემდეგ, ფიზიკური ზიანი მომაყენა. მან ზეადამიანის პოზა მიიღო და ნული მგრძნობელობა გამოავლინა კეტრინისა და სხვა სექსუალურად ძალადობის მსხვერპლების მიმართ. მას ჰგონია, რომ ეს ხელიდან გამოუვა, მაგრამ ამჯერად ეს ასე არ მოხდება.

მას 10 წლის განმავლობაში ვხვდებოდი. ბოლო წელიწად-ნახევარი პრაქტიკულად ყოველდღე ვლაპარაკობდით და მე მაქვს მესიჯები და ჩანაწერები, რომლებიც შეუფასებელი იქნება კეტრინისთვის და მისი გუნდისთვის. ეს მესიჯები მის ნამდვილ ბუნებას გამოააშკარავებს და ანახებს, რომ ჯანმრთელი არ არის.

გულწრფელ საუბარში ის აღიარებს, რომ მას სერიოზული ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს. მისი შვილები და მეგობარი ქალი ტყუილში ცხოვრობენ. ის დამშინებელი და მატყუარაა. მთელი მისი ცხოვრება ტყუილია და ისიც დამპალი ფსიქოპათია. თავი ვინ გგონია, კრიშტიანო.

მეუბნებოდა, რომ თუ ვინმეს შევხვდებოდი ან უბრალოდ სახლიდან გავიდოდი, გამიტაცებდნენ, ხოლო სხეულს დამიქუცმაცებდნენ, ჩანთაში ჩადებდნენ და მდინარეში გადააგდებდნენ. დიახ, მე მაქვს მტკიცებულებები ყველაფრის, რასაც ვამბობ. ის ფსიქოპათია. მიგზავნიდა ქედმაღლურ მესიჯებს, სადაც ამბობდა, რომ ყველაფერი გამოუვიდოდა, რადგან მსოფლიოს უყვარს ის. ზეიმობდა, რომ არც ერთმა სპონსორმა მასზე უარი არ თქვა. ამბობდა, რომ პორტუგალია ყოველთვის მხარს დაუჭერს მას. მე მას ვუპასუხე, ვნახოთ, მართლა ასე მოხდება თუ არა.

არავინ დაიჯერება ამას, მტკიცებულებები რომ არ მქონოდა. საბედნიეროდ, ჭკვიანი ქალი ვარ და უამრავი მტკიცებულება შევინახე. თამაში დასრულებულია", - დაწერა ლენარდმა "ტვიტერში".

აქვე გეტყვით, რომ ჟასმინი კრიშტიანოს მაშინ ხვდებოდა, როცა ის "მანჩესტერ იუნაიტედში" გამოდიოდა.

სოსო
რა შუაშია სიყვარული?ელიტური კახპები არიან და ფულზე ნადირობენ.მეთოდს მათთვის მნიშვნელობა არა აქვს.ეს მათთვის რეკლამაცაა და შესაბამისად კიდევ მეტი შემოსავალი.
გუგა
კრიშტიანოს სიყვარული არაა საკმარისი არგუმენტი ასეთი სისულელეები რომ წერო, არა მგონია ჩემზე მეტად გიყვარდეს კრიშტიანო, როგორც ფეხბურთელი, თუმცა ძაან მარტივია, როდესაც ქალი ამბობს არას ნიშნავს არას. ამ შემთხვევაში კი ჯერ-ჯერობით ცინიკური კომენტარები ზედმეტია.
Baggio
Daaklda albat gogos ragaceebi
ვახო
ასეთი გაუპატიურება არ გამიგია თან გინდა და თან არა
დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
15-წლამდე ნაკრები ერევნის განვითარების თასზე მიემგზავრება
დავით ნემსაძე "ბორჯღალოსნებისა" და "შავი ლომის" ფიზ. მომზადების მთავარი მწვრთნელია
ედერსონ ზაფხულში სავარაუდოდ, "ფენერბაჰჩეს" დატოვებს
ახალი კონტრაქტი კარიუსს - გერმანელი სავარაუდოდ, "შალკეში" დარჩება
შენარჩუნება სურთ - რაშფორდი სავარაუდოდ, "ბარსელონაში" დარჩება
კვარაცხელიას უფრო მაღალი ქულები და MVP დემბელე - როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ბაიერნთან" მატჩში?
[VIDEO] უკვე დუბლი - კვარაცხელიამ "ბაიერნს" ისევ გაუტანა
[VIDEO] კვარაცხელიამ ნოიერს გაუტანა და "ბაიერნთან" ანგარიში გაათანაბრა
პსჟ - "ბაიერნი". გუნდების შემადგენლობები ცნობილია
"შავი ლომი" დიდი 10-ის ნაკრებთან გახურდება
ვინ შეცვლის კონტეს "ნაპოლიში"?
და დაიწყება თავდავიწყება - მოურინიო "რეალში" ბრუნდება
მაკრონმა პსჟ-სა და "ბაიერნის" მატჩის პროგნოზი გააკეთა
"თუ კარგი წინადადება იქნება" - გატუზო რუსული კლუბის გაწვრთნის სურვილს გამოთქვამს
"სიამაყე გვერდზე გადადე და წადი" - დომენეკმა შევალიეს რჩევა მისცა
თუ ალისონი წავა - მამარდაშვილის კონკურენტი შესაძლოა, პორტუგალიის ნაკრების ძირითადი მეკარე გახდეს
39 წლის უგო ლორისს დეშამი მსოფლიო ჩემპიონატზე წაიყვანს
მარცხი მსოფლიოს 317-ე ნომერთან - ბასილაშვილი მაუტჰაუზენის ჩელენჯერს პირველსავე წრეში გამოეთიშა
გორეცკა სერია A-ს უახლოვდება - "მილანმა" კონტრაქტი უკვე გაამზადა
მოღალატე უწოდეს - ზაურ მახარაძის რუსულ გუნდში გადასვლას უკრაინაში დიდი კრიტიკა მოჰყვა
"ყოველდღე ისე ცხოვრობს, თითქოს უკანასკნელია" - პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი კრიშტიანო რონალდოზე
რონალდოს სექს-სკანდალი გრძელდება - "რეალმა" პორტუგალიურ გაზეთს უჩივლა
როგორ გამოიყურება ახლა გოგონა, რომელიც რონალდოს გაუპატიურებაში სდებს ბრალს
"მესი თუ რონალდო?" - აზარმა არჩევანი გააკეთა
მუნდიალზე 45 წლის ასაკში - რონალდო 2030 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშსაც გეგმავს
კრიშტიანო რონალდომ მომდევნო სეზონიდან შესაძლოა, თავის შვილთან ერთად ითამაშოს
რონალდოს ადვოკატი: გაუპატიურების საქმის დოკუმენტები შეთითხნილია
"ცოტ-ცოტას ყველაფერს მიირთმევს, მაგრამ... " - რონალდოს ყოფილმა შეფ-მზარეულმა კრიშტიანოს კვებაზე ისაუბრა
რონალდოს დედა: ის გოგონა ჩემს შვილს "რაღაცის გასაკეთებლად" წაჰყვა სასტუმროში
კრიშტიანო რონალდოს კეტრინ მაიორგას გაუპატიურების ბრალდება მოუხსნეს
ლას-ვეგასის პოლიციამ კრიშტიანო რონალდოს დნმ-ის ანალიზის აღებაზე ორდერი გასცა
"ნეიმარი მესიზე და რონალდოზე უკეთესია" - კაფუ