21 იანვარს, ოლიმპიურ სასახლეში “ყველა ვარსკვლავის მატჩში“ მონაწილეობის კანდიდატთა პრეზენტაცია მოეწყო და დაიწყო გამოკითხვა, რომელიც კალათბურთის ფედერაციის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (GBF.GE) მიმდინარეობს და ნებისმიერ გულშემატკივარს ყოველდღიურად ოლ სტარის ხუთეულების საკუთარი ვერსიის დაფიქსირება შეუძლიათ – 2 უკანახაზელი, 2 ფორვარდი და 1 ცენტრი.

გამოკითხვის მეშვეობით „ოლ სტარის“ ხუთეულების შერჩევა 2 თებერვალს დასრულდება.

ყველა ვარსკვლავის მატჩი ქუთაისში, 7 თებერვალს, 18:00 საათზე გაიმართება და მასში ერთმანეთს ქართველი და უცხოელი მოთამაშეებისგან შემდგარი გუნდები შეხვდებიან. მეტოქე გუნდებს სუპერლიგის 1-2 ადგილებზე მყოფი კლუბების მწვრთნელები გაუძღვებიან. ქართველების გუნდს კოტე ტუღუში („ქუთაისის“ მთავარი მწვრთნელი) უხელმძღვანელებს, ხოლო ლეგიონერებს – ირაკლი ხოშტარია (თბილისის „დინამოს“ მთავარი მწვრთნელი). „ყველა ვარსკვლავის მატჩის“ ფარგლებში გაიმართება კონკურსები სამქულიან სროლებსა და ჩატენვებში.

სნაიპერთა კონკურსში მიმდინარე სუპერლიგის სამქულიანების 5 საუკეთესო მსროლელი მიიღებს მონაწილეობას: ოთარ ფხაკაძე (დელტა), ჯონათან ლი (ქუთაისი), ჯორდან სვოპშირი (დინამო), მალკოლმ დრამრაითი (დელტა) და რევაზ ჩაჩანიძე (მგზავრები).

ჩატენვების კონკურსში მონაწილეობა ნებაყოფლობითია.

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით

თვაურის 3 ევრომატჩი | კირილე მე-3 ქართველია, რომელიც ევროტურნირის ნახევარფინალს მოემსახურება
თებერვლის პირველი ნახევარი | ფიბა-ს ევროტურნირების 3 მატჩი 2 ქართველს
ზურაბ საკანდელიძის და მიხეილ ქორქიას 21-ე მემორიალური ტურნირი "ქუთაისმა" მოიგო
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
[VIDEO] მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" დაამარცხა