"კრილია სოვეტოვის" მწვრთნელმა მიოდრაგ ბოჟოვიჩმა კლუბის საიტისთვის მიცემულ ინტერვიუში გუნდის ახალწვეულებზეც ისაუბრა.

- პირველ შეკრებაზე გუნდი უფრო ფიზიკურ მომზადებაზე მუშაობს. ახლა, მეორე შეკრებაზე შეგიძლიათ ფეხბურთელთა მომზადება შეაფასოთ?

- ფიზიკური მომზადების გაუმჯობესებაზე მუდამ ვმუშაობთ, ჩემპიონატის დროსაც. თურქეთში პირველი შეკრების პირველ მატჩში ფეხბურთელთა ნაწილმა შეუცვლელად ითამაშა. ვერ ვიტყვი, რომ 100%-ით მზად არიან, მაგრამ ურიგოდ არ უასპარეზიათ. კარგად ირბინეს. "პარტიზანთან" სხვა ფეხბურთელები ითამაშებენ. მინდა, ყველამ ერთნაირი დატვირთვა მიიღოს.

- ჩატარებულ შეხვედრებს როგორ შეაფასებთ?

- პირადი გამოცდილებიდან ვიცი, რომ სხვადასხვანაირად ხდება. ხანდახან გუნდები შეკრებაზე იმარჯვებენ, მაგრამ ჩემპიონატზე სირთულეებს აწყდებიან და პირიქით. დასკვნების გამოტანა ძალიან ძნელია. თუმცა, ვფიქრობ, წაგებას მოგება სჯობია. კარგ ხასიათზე დგები, ეს ხომ სპორტია, ფეხბურთია.

- ზამთარში გუნდი გადახალისდა. ახალწვეულების გუნდში ადაპტაციით რამდენად კმაყოფილი ხართ?

- ექვსიდან სამთან ადრეც მიმუშავია - შიშკინი, სამედოვი და ჯანო. დროის უმეტეს ნაწილს ბურთით ვარჯიშს ვუთმობთ და ჩემის აზრით, მათთვის ეს საინტერესო იყო. ამ ფეხბურთელებმა გუნდი სერიოზულად გააძლიერეს და ამოცანის გადაჭრაში დაგვეხმარებიან.

- შიშკინი, სამედოვი და ჯანო "კრილიაში" იმავე როლს შეასრულებენ, რომელსაც იმ გუნდებში ასრულებდნენ, სადაც ადრე მათი მწვრთნელი იყავით? რამდენად შეიცვალნენ ისინი მას შემდეგ?

- შეიცვალნენ? უკეთესები გახდნენ (იცინის). ჩვეულ პოზიციებზე ითამაშებენ. ისინი გამოცდილები არიან. ღმერთმა ქნას, ტრავმები არ მიიღონ. ვფიქრობ, თავიანთ ამოცანას შეასრულებენ.

- ბევრი გუნდი დაცვითი ფეხბურთით აღწევს შედეგს. თქვენ ისევ თქვენი საყვარელი შემტევი ფეხბურთის მიმდევარი ხართ?

- მინდა, გუნდმა უფრო მხიარულად ითამაშოს. ეს გულშემატკივრებისთვის მნიშვნელოვანია. არამარტო უნდა მოვიგოთ, არამედ ლამაზადაც უნდა ვიასპარეზოთ, რათა ჩვენს მხარდასაჭერად გულშემატკივრები მოვიდნენ. ეს ჩვენთვის ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანია.

- ჩემპიონატისთვის სასტარტო შემადგებლობა უკვე შერჩეული გყავთ?

- 1-2 დილემის წინაშე ვდგავარ, თუმცა ძირითადი შემადგენლობა უკვე შევარჩიე.

ისევ ქოჩორაშვილის გარეშე - "სპორტინგმა" "ალვერკას" ადვილად მოუგო
Rousing The Kop: შეწყვიტეთ მამარდაშვილის კრიტიკა - ის "ლივერპულის" ძირითადი მეკარე გახდება
ქართველების "მეცის" ფრე ექვსი წაგების შემდეგ
ისევ ქოჩორაშვილის გარეშე - "სპორტინგმა" "ალვერკას" ადვილად მოუგო
ორი ოქროსა და სამი ბრინჯაოს შანსი - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
"მანჩესტერ იუნაიტედი" და "ბაიერნი" ბაზუმან ტურეს დამატებით ინტერესდებიან
"ბარსელონამ" ბერნარდო სილვას თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო
"ჩელსიმ" პრემიერლიგის მოგების შანსი დაკარგა
"გვარდიოლა "მანჩესტერ სიტიდან" უნდა წავიდეს - მერსონმა ესპანელ სპეციალისტზე ისაუბრა
ისევ სათადარიგო გოჩოლეიშვილი და სამი პენალტი "ჰამბურგის" კარში
ლუის ენრიკემ "ნიცასთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
მატჩი, რომელიც გულიაშვილმა და "რასინგმა" სწრაფად უნდა დაივიწყონ
ჩაკვეტაძის 66 წუთი - "უოტფორდმა" ერთ-ერთ აუტსაიდერს ვერ მოუგო
ზივზივაძის სრული მატჩი და "ჰაიდენჰაიმის" საბრძოლო ფრე "ბაიერთან"
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "ბრაიტონთან" მატჩში?
[VIDEO] "მამარდას" თითქმის საგოლე პასი და რთული მოგერიებები საკმარისი არ აღმოჩნდა - "ლივერპული" "ბრაიტონთან" დამარცხდა
[VIDEO] ლოჩოშვილმა დუბლი შეასრულა - გოლი პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნა
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისრაელს მოუგო, თუმცა მიზანს ვერ მიაღწია
[VIDEO] გიორგი ლოლაძემ თბილისის გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
[VIDEO] ლოჩოშვილმა "კაიზერსლაუტერნთან" გატანილი გოლი პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნა
[თბილისის გრანდ სლემი] მეორე დღე ფინალისტის გარეშე და ორი ბრინჯაოს შანსი
"არსენალი" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე სამი ფეხბურთელის დამატებას შეეცდება
ალვარესი წასვლას არ აპირებს - არგენტინელს "ატლეტიკოში" დარჩენა დიდი ხნით სურს
"მისნაირი ადამიანებისთვის ჯოჯოხეთში ცალკე ქვაბია" - ანანიძის ყოფილი თანაგუნდელის ხუმრობა ჯანოს შესახებ
"ვინც კი ოდესმე მინახავს, ყველაზე ჭკვიანი და ტექნიკური ფეხბურთელია" - ანანიძეზე ყოფილმა თანაგუნდელმა ისაუბრა
four four two-მ თემურ ქეცბაია ევროპის თვის საუკეთესო მწვრთნელთა შორის დაასახელა
მიოდრაგ ბოჟოვიჩი: ამას არ ველოდი - ჯანომ, სამედოვმა და ანტონმა მაგრად გაგვაძლიერეს
სომხური დრამა ჩემპიონთა ლიგაზე, ქალი პრეზიდენტი და ანანიძის ექსმწვრთნელი...
"თავისი ტალანტის მხოლოდ 50% გამოიყენა" - მალხაზ ასათიანმა ერთმანეთს კვარაცხელია და ანანიძე შეადარა
ბრწყინვალე ჟესტი - ჯანო ანანიძემ ეთერ ლიპარტელიანს საჩუქრად ბინა გადასცა
გადაწყდა - სამწუხაროდ ჯანო ანანიძე კარიერას "ვიტესში" კი არა "კრილია სოვეტოვში" გააგრძელებს
ჯანო ანანიძემ "კრილია სოვეტოვში" პირველი გოლი გაიტანა [VIDEO]
"კრილია სოვეტოვმა" გიორგი ლორიას დავალიანების ნაწილი დაუფარა
მოსკოვის "ლოკომოტივს" ჯანო ანანიძის გამოსყიდვა სურს, მოლაპარაკება დაიწყო
ჯანო ანანიძემ "პარტიზანთან" 75 წუთი ითამაშა - ის კარგ გარემოშია და ფორმაში ჩადგება
ჯანო ანანიძემ "კრილია სოვეტოვში" მეორე ამხანაგურ მატჩში მიიღო მონაწილეობა
"შეუძლებელია, სპორტი რუსეთის გარეშე არსებობდეს, ევროპელებს ერთი სული აქვთ, როდის დავბრუნდებით საერთაშორისო არენაზე" - ანანიძის ყოფილი თანაგუნდელი
"მეტოქეს ორი ფეხი, ორი კვერცხი და ერთი სასქესო ორგანო აქვს, გადით და გაანადგურეთ" - ასე მოძღვრავდა ბოჟოვიჩი გუნდს
ჯანო ანანიძე: როგორ თუ არ მინდა დაბრუნება? ეს დიადი კლუბია და...
"თავტლოპინა პრე*******ვი სპალეტი დავამარცხე" - ბოჟოვიჩმა იტალიელები და გერმანელები გალანძღა
"კრილიას" მწვრთნელი: ეს როგორ?! ჯანო სულ 26 წლისაა, მას მთელი კარიერა წინ აქვს