მოჭიდავეებმა 2019 წლის სეზონის საწვრთნელი პროცესი ბაკურიანის შეკრებით გახსნეს.

ახლახან გამართული საქართველოს ჩემპიონატის შედეგებით დაკომპლექტდა საქართველოს თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებების გაფართოებული შემადგენლობები (დაახლოებით 40-40 სპორტსმენი), რომლებიც სეზონის უმთავრესი შეჯიბრებებისთვის სამზადისს შეუდგნენ.

გიორგი იანტბელიძე (თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი): "თავისუფალი სტილით მოჭიდავეები ბაკურიანში 8 თებერვალს ჩამოვედით და 2 კვირის განმავლობაში ძირითად ყურადღებას ფიზიკურ მომზადებას დავუთმობთ. ეს ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელი გეგმის პირველი ნაწილია. შემდგომ შეკრებებზე უკვე სრულყოფილი წვრთნები იქნება. იქამდე კი, 28 თებერვლიდან 3 მარტამდე, ბულგარეთის საერთაშორისო ტურნირზე მივიღებთ მონაწილეობას, რომელიც ამავდროულად, სარეიტინგოცაა. გუნდს ბაკურიანში მხოლოდ ავთანდილ კენჭაძე ვერ გამოჰყვა, რომელიც საქართველოს ჩემპიონატზე მიღებული ფეხის ტრავმის გამო სარეაბილიტაციო კურსს თბილისში გადის".

ბექა როყვა (თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი): "ტრადიციულად, წლის პირველი შეკრება ფიზიკური კონდიციების ამაღლებას ეთმობა ხოლმე და გამონაკლისი არც წლევანდელი სეზონია. ბაკურიანში უკვე მეოთხე დღეა ვვარჯიშობთ და 20 თებერვლამდე დავრჩებით. 22-ში კი უნგრეთში გავემგზავრებით, საერთაშორისო სარეიტინგო ტურნირზე საჭიდაოდ. წინ უმნიშვნელოვანესი სეზონი გველის და თითოეული შეკრება და შეჯიბრება მოსამზადებელი ციკლის უმნიშვნელოვანესი შემადგენელი ნაწილია".

გეგა გეგეშიძე (საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი): "ორივე სტილით მოჭიდავეთა ნაკრები გეგმაზომიერად ემზადება უმნიშვნელოვანესი სეზონის წინ. მეც ვაპირებ ბაკურიანში ჩასვლას და ნახვას, როგორ მიდის საწვრთნელი პროცესი. იმედია, ეს პროცესი ისე წარიმართება, რომ ხელს არავინ შეგვიშლის და ჩვენი ბიჭები კიდევ არაერთხელ გვასახელებენ უდიდეს საერთაშორისო შეჯიბრებებზე; უფრო მეტ მედალს მოუპოვებენ ჩვენს ქვეყანას და უფრო მეტ ლიცენზიას აიღებენ ტოკიოს ოლიმპიური თამაშებისთვის, ვიდრე წინა ოლიმპიადაზე".

წყარო: ჭიდაობის ფედერაციის Facebook-გვერდი

ჰმ
ეს ხომ ფერმაა და არა ქვეყანა!
emigranti
თითქოს არც არაფერი მომხდარა:(((
წარმატებები
ბულგარეთის ტრიუმფის შემდეგ მხოლოდ გამარჯვებებს ველოდებით.
[VIDEO] დიდებული მერაბ დვალიშვილი! - ქართველმა საოცარი ბრძოლა შემოატრიალა და ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა
ზედიზედ მეორედ - კონსტანტინე პეტრიაშვილი ევროპის 20-წლამდელთა ჩემპიონია!
ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა RAF-ში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა
პაატა ღუდუშაურმა "იბერია 1999" დატოვა
დავით ნინიაშვილი: მიზანი სამი მოგებაა
ქვიშის ფეხბურთის ევროპის ლიგა | საქართველოს ნაკრები ნახევარფინალშია
ესპანეთის მეორე თუ არგენტინა ოთხიანთა კლუბში? - ფინალის PREVIEW
მსოფლიო რაგბისა და ჩილეს რაგბის კავშირის განცხადება
18-წლამდე 7-კაცა - დიდი უპირატესობით ჯგუფურ ეტაპზე
"ორივე შეხვედრა ერთმანეთზე უფრო სამარცხვინო სანახავი იყო" - გულშემატკივართა გაერთიანებამ "ტორპედოს" ულტიმატუმი წაუყენა
ოუენი: ესპანეთი არგენტინაზე გაცილებით უკეთესია - ინგლისელები ევროპის და მსოფლიო ჩემპიონობასთან ერთ ნაბიჯში ვიყავით
20 წ. | ფიჯისთან დამწყებებში ექვსი ცვლილებაა
ტერი: როგორ შეაჩერონ მესი? პასუხი მარტივია
"ბორჯღალოსნები" | 21 წლის შემდეგ ჩილესთან - თითქმის უცვლელი შემადგენლობით
20-წლამდელთა ნაკრებისთვის ესტონეთთან შეხვედრა წარუმატებელი გამოდგა
ნეიმარმა 23+ მილიონად იახტა შეიძინა
კოულს არ მოსწონს, რომ ინგლისის ნაკრების მწვრთნელი გერმანელია
The Telegraph: ტუხელს უკან არ დაუხევია
რონალდომ მუნდიალის ყველა დროის ანტი-რეკორდი დაამყარა
[PHOTO] ჯილდო ამერიკულ სტილში - ცნობილია, რას მიიღებს მუნდიალის გამარჯვებული ნაკრები
"დონჩიჩმა დამირეკა, ჩვენს შორის ასეთი საუბარი შედგა..." - სანდრო მამუკელაშვილი
"კლუბის ლეგენდად დარჩება" - იკარდი "გალათასარაიდან" წავიდა
სალაჰი შეიძლება პრემიერლიგიდან არ წავიდეს
"მივიღე გადაწყვეტილება, ჩავერთო პოლიტიკაში, იმიტომ, რომ..." - ზურაბ დათუნაშვილი ნიკა გვარამიას დაფუძნებულ გუნდს უერთდება
ზურაბ დათუნაშვილი: გეგა გეგეშიძემ უარი განუცხადა სერბულ მხარეს, რომ მსოფლიოზე მეასპარეზა
ადვოკატის განცხადებით, ზურა დათუნაშვილის ნოტარიულად დამტკიცებულ წერილში აღნიშნულია, რომ დათუნაშვილი და გეგა გეგეშიძე მორიგდნენ და დაზარალებულს პრეტენზია არ აქვს
თავის მართლებას არ ვაპირებთ, ვიხდით ბოდიშს დაუფიქრებელი ნაბიჯის გამო - პეტრიაშვილი და იანტბელიძე გავრცელებულ ფოტოზე განმარტებას აკეთებენ
"მედვედის" ახალგაზრდა კავალერები - ლიდერთა გეგმები, ახალი წონები და საქართველოს ჩემპიონატი
newposts.ge: 20 წლის პოლიციელის მკვლელი პრეზიდენტმა გეგა გეგეშიძის რეკომენდაციით შეიწყალა
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების შემადგენლობა მსოფლიოსთვის ცნობილია
არ გაიღვიძო, გენო, არა! - ინტერვიუ გენო პეტრიაშვილთან
თავისუფალთა ნაკრები: ულიდერებოდ ვანაძორის ტურნირში
გეგა გეგეშიძე ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს
"რა ჭიდაობის და კრივის ფედერაციები, რა სუმო?" - დავით ჯაფარიძე გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატისთვის ცნობილია