ქართველ წყალბურთელებს წლეულს დაძაბული სეზონი რომ ელით, ეს მათი კალენდრისთვის თვალის ერთი გადავლებითაც ნათელია.

უმთავრესი მიზანი კი 2020 წლის ევროპის ჩემპიონატიდან ტოკიოს ოლიმპიური თამაშების საკვალიფიკაციო ტურნირში მოხვედრაა.

- მთელი ყურადღება ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპისკენ გვაქვს მიპყრობილი, - გვითხრა საქართველოს საწყლოსნო სახეობათა ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა, ყოფილმა წყალბურთელმა დავით რურუამ. - თუმცა გადამწყვეტ რაუნდამდე ჯერ შესარჩევი ეტაპი გვაქვს გასავლელი.

ევროპის საწყლოსნო სახეობათა ფედერაციამ კვლავ შეცვალა ფინალში მოსახვედრი ფორმატი. ოქტომბერში ოთხგუნდა ჯგუფში ვითამაშებთ. იქიდან ორი საუკეთესო ბუდაპეშტის საგზურს მიიღებს. უნგრეთის დედაქალაქში მედლებისთვის 16 საუკეთესო ნაკრები 19 იანვრიდან იბრძოლებს.

ჩვენი მიზანია, ათ საუკეთესოში მოვხვდეთ, რადგან ამ შემთხვევაში ტოკიოს ოლიმპიადის შესარჩევ ტურნირში ჩავებმებით. ამიტომაც გვინდა, ნაკრები ორი გამოცდილი ნატურალიზებული წყალბურთელით გავაძლიეროთ. ესენი არიან იტალიელი ცენტრალური თავდამსხმელი ფაბიო ბარალდი და სერბი მარჯვენა შემტევი ბორის ვაპენსკი.

ბორისი სერბეთის ორგზის ჩემპიონი და თასის მფლობელია. 2013 წელს მან ჩემპიონთა ლიგაზე გაიმარჯვა. ასევე, ქვეყნის სუპერთასისა და უნგრეთის თასი დაიმსახურა, ქვეყნის ნაკრებთან ერთად მსოფლიოს ლიგა ორჯერ მოიგო და ერთხელ ბრინჯაოს მედალი ხვდა; მსოფლიოს თასის მფლობელი ევროპის ჩემპიონატის მესამეადგილოსანია. ფაბიომ კი 2011 წელს იტალიის ნაკრებთან ერთად მსოფლიოს ლიგის გათამაშებაში მეორე ადგილი დაიკავა, 2014 წელს კი ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი ერგო.

საქართველოს ვაჟთა ნაკრებმა, სახელოვანი წყალბურთელის - რევაზ ჩომახიძის ხელმძღვანელობით, ერთი საწვრთნელი შეკრება უკვე ჩაატარა საბერძნეთში და ადგილობრივ გუნდებთან ამხანაგური პაექრობებიც გამართა. მარტის მიწურულს ჩვენები გერმანიაში ან იტალიაში გაივლიან კიდევ ერთ წვრთნას, 4-7 ივლისს კი თბილისის თასზე იასპარეზებენ. ამ ტურნირზე ჰოლანდია, რუმინეთი, რუსეთი, გერმანია და სლოვაკეთი გვყავს მოწვეული. ფაქტობრივად, ეს იქნება გენერალური რეპეტიცია ევროპის შესარჩევის წინ.

- უფროსების გარდა, ქართველ წყალბურთელებს ორ ასაკშიც მოუწევთ კონტინენტის პირველობებზე ქვეყნის პრესტიჟის დაცვა...

- დიახ, 17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპს 11-18 აგვისტოს თბილისის ოლიმპიური საცურაო აუზი უმასპინძლებს. მედლებისთვის 16 ქვეყნის წარმომადგენლები იბრძოლებენ. ჩვენი გუნდი, რომელსაც გამოცდილი მწვრთნელები - სოსო მაისურაძე, ირაკლი გოგელია და ზურაბ ჭუმბურიძე უდგანან სათავეში, უკვე ემზადება გადამწყვეტი ეტაპისთვის.

ხუთი დღის განმავლობაში ჩვენები ანკარაში იმყოფებოდნენ და, თურქ თანატოლებთან ერთობლივი ვარჯიშის გარდა, სპარინგმატჩებშიც მიიღეს მონაწილეობა. გუშინ კი მონტენეგროს მიაშურეს და "იადრანს", "დუბროვნიკსა" და ჰოლანდიის 17-წლამდელთა ნაკრებს გაუწევენ მეტოქეობას. 19-21 მარტს სლოვაკეთის ტურნირში არიან მიწვეულნი. იქ რვა გუნდი მოიყრის თავს. A ჯგუფში ქართველებთან ერთად სლოვაკები, გერმანელები და სლოვენიელები ითამაშებენ, ხოლო B ჯგუფში საფრანგეთი, რუმინეთი, უკრაინა და მალტა გაუწევენ ერთმანეთს მეტოქეობას. 2-2 საუკეთესო ნახევარფინალში გავა.

საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები ფინალამდე კიდევ ერთ ტურნირში იასპარეზებს - 2-4 აგვისტოს ჩვენსავე ოლიმპიურ აუზში სახელოვანი წყალბურთელის, მელბურნის ოლიმპიადის ბრინჯაოსპრიზიორ ნოდარ გვახარიას ტრადიციული თასი გათამაშდება გერმანიის, უნგრეთის, იტალიის, მონტენეგროს და რუსეთის მონაწილეობით. ჩემპიონატის გადამწყვეტ ეტაპზე რვა საუკეთესოში მოსახვედრად ვიბრძოლებთ, რომ გაისად 18-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატში თამაშის შანსი მოგვეცეს.

- ევროპის საწყლოსნო სახეობათა ფედერაცია წლეულს პირველად მართავს 15 წლამდე წყალბურთელთა ევროპის ჩემპიონატს...

- შესანიშნავი ინიციატივაა - ევროპისკენ ფანჯარა კადეტებსაც გაეხსნათ. ამან მოზარდების დიდი დაინტერესება გამოიწვია. რადგანაც მსგავსი შეჯიბრების დებიუტია, ფინალში მოსახვედრად ყველა გუნდი შესარჩევი ეტაპით დაიწყებს. უკვე გაიმართა წილისყრა. საქართველოს 15-წლამდელთა ნაკრები, რომელსაც გელა ტუკვაძე, ნოდარ ჩხარტიშვილი და ოთარ ქოიავა ავარჯიშებენ, D ჯგუფში ითამაშებს. ჩვენები ბულგარეთს, სლოვაკეთს, სერბეთს, აზერბაიჯანსა და ლიეტუვას გაუწევს მეტოქეობას.

ბულგარეთი ფინალის მასპინძელია და პირდაპირ არის დაშვებული გადამწყვეტ ეტაპზე. დანარჩენი ხუთი გუნდიდან სამი საუკეთესო 21-28 ივლისისთვის ბულგარული ბურგასის საგზურს დაიმსახურებს. D ჯგუფის გუნდებს 28-31 მარტს თბილისი უმასპინძლებს. მანამდე, 22-24 მარტს საწყლოსნო კომპლექს "ოლიმპიკში" კადეტებისთვის ზურაბ და როსტომ ჩაჩავების ტრადიციული საერთაშორისო ტურნირი გაიმართება, სავარაუდოდ, ჩვენების, უკრაინის, ბულგარეთისა და თურქეთის მონაწილეობით.

დანარჩენ ჯგუფებში ითამაშებენ:

A ჯგუფი: საფრანგეთი, ხორვატია, ესპანეთი, ჰოლანდია, ბელორუსი.

B ჯგუფი: სლოვენია, იტალია, საბერძნეთი, რუმინეთი, უკრაინა, მალტა.

C ჯგუფი: მონტენეგრო, უნგრეთი, რუსეთი, თურქეთი, მოლდოვა.

სამივე ჯგუფიდან 4-4 საუკეთესო ფინალურ ეტაპზე პაექრობის უფლებას მიიღებს.

საქართველოს 15-წლამდელები უკვე მონდომებით ემზადებიან ამ მნიშვნელოვანი ორთაბრძოლებისთვის. თბილისში პირველი საწვრთნელი შეკრების შემდეგ, 23 თებერვალს მონტენეგროს მიაშურებენ. 17-წლამდელთა გუნდიდან მათ იქ დახვდებათ საბა ტყეშელაშვილი და ლუკა ჩიქოვანი, რომლებიც ორივე ნაკრებში არიან მიწვეულნი. ჩაჩავების თასის გათამაშებამდე ერთი შეკრების გავლას, ალბათ, თურქეთშიც მოასწრებენ.

- ეროვნულ ჩემპიონატზეც მინდა გკითხოთ...

- ჯერჯერობით მხოლოდ ოთხი გუნდი გვყავს. სასიამოვნოა, რომ შარშან წყალბურთის ყველა თაობისთვის საყვარელი კლუბი "დინამო" აღდგა. ამ საქმეს ახალგაზრდა ენთუზიასტები ჩაუდგნენ სათავეში. უკვე კლუბის გაძლიერებასა და ევროპულ სარბიელზე დამკვიდრებაზე ფიქრობენ. ორი გამოცდილი უცხოელი წყალბურთელის დამატებაც სამომავლო მიზნებს ემსახურება.

- ბატონო დავით, ქართველი წყალბურთელები სულ უფრო ფართოდ ებმებიან საერთაშორისო ტურნირებში, რაც მეტ შიდა რესურსს მოითხოვს. მარტო თბილისი, ალბათ, ამდენს ვერ გასწვდება. ნიჭიერი თაობების მოსამზადებლად პერიფერიებში რა მდგომარეობაა?

- სამწუხაროდ, ამჟამად დიდი სატრაბახო არაფერი გვაქვს, მაგრამ მალე აქაც გამოსწორდება მდგომარეობა. საქმე ის არის, რომ ბათუმში მარტიდან დაიწყება 50-მეტრიანი დახურული აუზის მშენებლობა. მალე დამთავრდება ქუთაისის, ზუგდიდისა და ახალციხის აუზების პროექტირება. კარგი იქნება, ერთი აუზი ბაკურიანშიც თუ აშენდება. საქმე ის არის, რომ არა მარტო წყალბურთელები და მოცურავეები, არამედ სპორტის ნებისმიერი სახეობის წარმომადგენლები წელიწადში ორჯერ გადიან საწვრთნელ შეკრებას ამ მაღალმთიან კურორტზე და, ვფიქრობ, იქ აუზი ყოველთვის დატვირთული იქნება. ჩვენ კი ამგვარი შეკრებებისთვის წახკაძორში წასვლა და ზედმეტი ფულის ხარჯვა აღარ მოგვიწევს. ქართული წყალბურთი ახლა ისეთი აღმავლობის გზაზეა, რომ სულ მალე ჩვენი სპორტსმენები ნებისმიერ ასაკში საერთაშორისო სარბიელზე თავიანთ სიტყვას იტყვიან.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

წყალბურთი| სერბეთმა უნგრეთის ნაკრები დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა
ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრები საფრანგეთთან დამარცხდა და მეათე ადგილი დაიკავა
[VIDEO] ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრებმა თურქეთი დაამარცხა და მეცხრე ადგილისთვის საფრანგეთს შეხვდება
ლუის ენრიკემ "მარსელთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
ლოკატელის პრემიერ ლიგაში ეპატიჟებიან - "იუვენტუსიდან" შესაძლოა, კაპიტანი წავიდეს
11 ფეხბურთელი უკვე შეარჩია - ანჩელოტის სამუნდიალო სიაში ეს მოთამაშეები აუცილებლად იქნებიან
თუ "მანჩესტერ იუნაიტედიდან" გაუშვებენ - კერიკს პრემიერ ლიგიდან უკვე სამი მსურველი ჰყავს
[VIDEO] პსჟ "მარსელის" დღევანდელ მატჩს განსაკუთრებული სტუმარი გახსნის
"ტორპედოში" 2 მატებაა - კლუბი დღეიდან მზადებას კვიპროსში განაგრძობს
პეპის დარწმუნებას ამ ორი ტრანსფერით შეეცდებიან - გვარდიოლა შესაძლოა, "სიტიში" დარჩეს
ფიგურული ციგურაობა | ოლიმპიურ თამაშებზე დევისის და სმოლკინის წყვილმა თავისუფალ პროგრამაში მეოთხე ადგილი დაიკავა
"სენტ-ეტიენმა" გაიმარჯვა - დავითაშვილმა ტრავმა მიიღო
[VIDEO] პირველად ქართული სპორტის ისტორიაში - საქართველოს ფიგურული ციგურაობის ნაკრები გუნდური ასპარეზობის ფინალშია!
[VIDEO] შერმადინის უნიკალური მიღწევა - "ტენერიფე" "ბურგოსთან" დამარცხდა
კაცნაკლულმა "ნაპოლიმ" "ჯენოას" მატჩის ბოლოს გატანილი გოლით სძლია
[VIDEO] 2:7 - თბილისის "დინამო" "შახტართან" დამარცხდა
[VIDEO] "არსენალი" ფორმას იბრუნებს - დიოკერეშის მეორე ტაიმი!
[VIDEO] ლევანდოვსკის და იამალის ბრწყინვალე გოლები - "ბარსელონამ" "მალიორკა" მარტივად დაამარცხა
ზივზივაძე და გოჩოლეიშვილი შეცვლაზე შევიდნენ - "ჰამბურგმა" "ჰაიდენჰაიმს" მოუგო
[VIDEO] კვერნაძის საგოლე გადაცემა და "ფროზინონეს" დასანანი მარცხი მნიშვნელოვან მატჩში
[VIDEO] ქერიკი და "მანჩესტერ იუნაიტედი" იღბლიან ზოლზე - "ტოტენჰემიც" დამარცხებულია
[VIDEO] გოგლიჩიძის უიღბლო დებიუტი და "უოტფორდის" წაგება "საუთჰემპტონთან"
კვარაცხელიას დაბრუნება ფრანგულ კლასიკაში - მიქაუტაძის გამარჯვების დრო!..
დაბრუნება ოქროთი - წყალბურთის კლუბი "დინამო" საქართველოს ჩემპიონია!
ᓬ
შესაძლოა, საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა უნგრეთის ჩემპიონატში ითამაშოს
ᓡᓐᓥᓐᓠᓗᓕᓔᓚᓝᓡ ᓬᓧᓐᓚᓑᓣᓠᓗᓔᓚᓗᓐ ᓜᓐᓙᓠᓔᓑᓘ ᓔᓕᓠᓝᓞᓘᓡ ᓩᓔᓛᓞᓘᓝᓜᓐᓢᓖᓔ ᓒᓐᓡᓐᓛᓒᓖᓐᓕᓠᓔᓑᓚᓐᓓ ᓔᓛᓖᓐᓓᓔᓑᓐ
საქართველოს წყალბურთელ ვაჟთა ნაკრებს რევაზ ჩომახიძე გაწვრთნის
დავით რურუა: ქართული წყალბურთი აღმავლობის გზაზეა