დიდი სლემის ტურნირების 23-გზის გამარჯვებულმა, მსოფლიოს მეათე ჩოგანმა სერენა უილიამსმა ესპანელ გარბინიე მუგურუსასთან (20) "ინდიან-უელსის" მესამე წრის შეხვედრა ვირუსული დაავადების გამო ვერ დაამთავრა. 37 წლის ამერიკელი მატჩიდან მოიხსნა, როდესაც მუგურუსასთან 3:6, 0:1 მარცხდებოდა.

"თავს ცუდად მატჩამდეც ვგრძნობდი, დაწყების შემდეგ კი უფრო ცუდად გავხდი - თავბრუ მეხვეოდა და წარმოუდგენლად დავიღალე.

ანგარიშის მიხედვით შეიძლება ითქვას, რომ კარგად დავიწყე, ვინაიდან 3:0 ვიგებდი, თუმცა თავს ცუდად ვგრძნობდი. ახლა აღდგენას დავიწყებ, შემდეგ კი მაიამისთვის მოვემზადები", - განაცხადა უილიამსმა.

რაც შეეხება მუგურუსას, ესპანელი "ინდიან-უელსის" 1/8-ფინალში მესამედ გავიდა და კიკი ბერტენსთან (7) გამარჯვების შემთხვევაში ტურნირზე საკუთარ საუკეთესო შედეგს გაიმეორებს.

"სერენამ კარგად დაიწყო, ამიტომ კორტზე საკუთარი პოზიციის შეცვლა მომიწია. რამდენიმე გეიმის შემდეგ ადაპტირება შევძელი და თავი უფრო კომფორტულად ვიგრძენი.

რაც შეეხება შედეგს, ეს უცნაური გრძნობაა. საკუთარი თავით კმაყოფილი არ ვარ, იმიტომ, რომ გამარჯვებისთვის არ მიმიღწევია. თუმცა, საბოლოო ჯამში, ერთი სეტი კარგად ჩავატარე და ახლა ტოპ-მეტოქეებთან თამაშის საშუალება მექნება", - განაცხადა ესპანელმა.

მომზადებულია wtatennis.com-ის მიხედვით

"ამაზე აქამდე არასდროს მისაუბრია" - მსოფლიოს ყოფილმა ნომერ პირველმა ჩოგანმა რთული პერიოდი გაიხსენა
ტოტი: სინერი რომ ასეთი მაგარი ჩოგბურთელია, ჩემი დამსახურებაა
გამარჯვება 2 სეტში - ბასილაშვილმა ბაშტადში მოგებით დაიწყო
18 წ. | როტაციით სამხრეთ აფრიკასთან
საქართველოს U16 ნაკრები საბერძნეთთან დამარცხდა და მეოთხედფინალში საფრანგეთს შეხვდება
65 მილიონი ფერანის სანაცვლოდ - ფეხბურთელს პსჟ-ში სურს, "ბარსა" კი სოლიდური თანხის მიღებას გეგმავს
თუ უკეთესი ვარიანტი არ იქნება - ჯეიმი ვარდი შესაძლოა, ინგლისში დაბრუნდეს
მორატას MLS-ში ეპატიჟებიან, თავად კი ფაბრეგასის გადაწყვეტილებას ელის
"ნაპოლის" ლუკაკუს გასხვისება უნდა, მაგრამ თურქებს თანხაზე ვერ უთანხმდება
U18. საქართველოს ვაჟ ხელბურთელთა ნაკრები Championship I-ში დაწინაურდა
ლუკა დინი პსჟ-ში დაბრუნდა
ლევან შენგელია ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 1-2 დინამო თბ. 73 წუთი იწვალა და ორ წუთში დაამთავრა...
"ტრაპზონსპორი" "ლივერპულის" კიდევ ერთ ფეხბურთელს შეიძენს
ოფიციალურად: მერაბ დვალიშვილი სუპერმსუბუქი წონის ქამრისთვის პიოტრ იანს დაუპირისპირდება
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 1-2 სამგურალი. ასე უცებ ვერ გამოსწორდება...
Geo Team-მა მიქაუტაძის "ბარსელონაში" გადასვლაზე გავრცელებულ ინფორმაციაზე განმარტება გააკეთა
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები ევრობასკეტზე ესპანეთთან დამარცხდა
"ამას მოურინიოსგან არ ველოდი" - ფედე ვალვერდე
"იტალიური ფეხბურთის ძალიან მჯერა" - სესკ ფაბრეგასი
"ნეიმარმა "ოქროს ბურთი" მესის გამო ვერ მოიგო" - ბრაზილიელის ყოფილი აგენტი
"სასიხარულოა" - ლუის ენრიკემ განმარტა, რამ გაახარა "მანჩესტერ იუნაიტედთან" ნამატჩევს
ნორვეგიის ნაკრების მეკარე "ლაიფციგში" დაბრუნდა
"ამას არასდროს დავივიწყებთ" - სერენა როჯერს დაემშვიდობა
ნოვაკ ჯოკოვიჩი "ინდიან-უელსს" გამოეთიშა, ივო კარლოვიჩმა კი ყველა გააოცა
ტიემის პირველი "მასტერსი" და ანდრეესკუს ზღაპარი - კალიფორნიაში "ინდიან-უელსი" დასრულდა
23 სლემი, 4 ოლიმპიადა - ისტორიაში საუკეთესო ქალმა ჩოგბურთელმა კარიერა დაასრულა
ანჟელიკ კერბერმა ვინუს უილიამსი "დღის საუკეთესო დარტყმით" შეაჩერა [VIDEO]
"ჯერ კარიერა არ დამისრულებია, ბევრს ვვარჯიშობ" - სერენა უილიამსი დაბრუნებას აანონსებს
"აქ ვარ იმისთვის, რათა გითხრათ, რომ მივდივარ" - ლეგენდარულმა სერენა უილიამსმა კარიერა დაასრულა
როცა გენიოსი სპორტის ლეგენდებსაც აოცებს - გაოგნებული სერენა, ლებრონი და ბექჰემი... როგორი იყო მესის დებიუტი "ინტერ მაიამიში" [VIDEO]
ყველა დროის ყველაზე ხანგრძლივი პირველობა მამაკაცებსა და ქალებშიც - ჯოკოვიჩმა ისტორიული მიღწევა დააფიქსირა