რუმინეთის ქალაქ ორადიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე (A დივიზიონი) საქართველოს 16 წლამდე ნაკრებმა მეორე შეხვედრა გამართა. ნიკა ბურჯანაძის გაწვრთნილი გუნდი ტურნირის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტს, ესპანეთის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდა და 24 ქულის სხვაობით, 51:75 დამარცხდა.

მატჩის სადებიუტო 5 წუთი საკმაოდ თანაბარ და დაძაბულ ბრძოლაში წარიმართა - ქართველმა კალათბურთელებმა საწყის წუთებში 8:7 დაწინაურებაც მოახერხეს. ამის შემდეგ ესპანელებმა სწრაფი გარღვევებითა და აგრესიული დაცვით თამაშის სადავეები ხელში აიღეს და პირველი მეოთხედი 20:12 მოიგეს. მეორე 10-წუთეული აბსოლუტურად თანაბარი გამოდგა (17:17); გუნდები ქულას ქულაზე ითვლიდნენ, რის შედეგადაც ესპანეთმა დიდ შესვენებაზე საწყისი 8-ქულიანი უპირატესობა შეინარჩუნა.

შეხვედრაში გარდატეხა მესამე პერიოდში მოხდა. ესპანელებმა დაცვა კიდევ უფრო გაამკაცრეს, თამაშზე სრული კონტროლი დაამყარეს და მეოთხედი 18:5 მოიგეს. ამ გარღვევამ მატჩის ბედი ფაქტობრივად საბოლოოდ გადაწყვიტა, სხვაობამ ოც ქულას გადააჭარბა და მეტოქემ შეხვედრა დამაჯერებელ გამარჯვებამდე მიიყვანა.

ჩვენს გუნდში ყველაზე შედეგიანი ნიკოლოზ მარკოიშვილი გახლდათ, რომელმაც 11 ქულა და 14 მოხსნა (ორმაგი დუბლი) დააგროვა. 7 ქულა გიგა დუმბაძის ანგარიშზეა, ცოტნე დგებუაძემ გუნდს 6 ქულა შესძინა, ხოლო ნიკოლოზი ჯანელიძემ და ალექსანდრე ლეჟავამ 5-5 ქულა მიითვალეს. ლუკა გაბისიანმა, ლუკა ჩაველაშვილმა და ლევან გაჩეჩილაძემ შეხვედრა 4-4 ქულით დაასრულეს, ანდრია ჭკადუამ 3 ქულა ჩაწერა აქტივში, ხოლო ბუბა კვასტიანმა მატჩი 2 ქულით დაასრულა.

ჩვენს ჯგუფში გამართულ მეორე შეხვედრაში ისრაელმა საბერძნეთს 89:84 სძლია. ორი ტურის შემდეგ 2-2 გამარჯვებით ჯგუფს ესპანეთი და ისრაელი ლიდერობენ, საქართველოსა და საბერძნეთს კი 2-2 მარცხი აქვთ.

ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში საქართველოს ნაკრები სწორედ საბერძნეთს დაუპირისპირდება. მატჩი 9 აგვისტოს, თბილისის დროით 16:30 საათზე დაიწყება. შეგახსენებთ, რომ ტურნირის ფორმატით ჯგუფიდან ოთხივე გუნდი გადის და მერვედფინალში D ჯგუფის წარმომადგენლებს (საფრანგეთი, სლოვენია, გერმანია, ბელგია) ჯვარედინი სისტემით დაუწყვილდება.

GBF.GE

საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები B დივიზიონში დაქვეითდა
მარცხი თურქეთთან: საქართველოს მეტოქე ისრაელია
U16 ევრობასკეტი: საქართველოს ნაკრები საფრანგეთთან დამარცხდა და ბრძოლას 9-16 ადგილებისთვის გააგრძელებს
ფუტსალი | საქართველო 2:3 ჩეხეთი
[VIDEO] როდრი "ვალენსიას" სისუსტით შოკირებული დარჩა
ჩემპიონთა ლიგა იწყება - უგულშემატკივრე კვარას სილქ უნივერსალზე!
მიქაუტაძესა და მის თანაგუნდელებს, ჯოჯოხეთურ Signal Iduna Park-ზე "დორტმუნდთან" შებმა, პრაქტიკულად საკუთარი გულშემატკივრის გარეშე მოუწევს
"მანჩესტერ იუნაიტედი" "დორტმუნდის" ნახევარმცველის 100 მილიონად შეძენას აპირებს
პსჟ და საუკეთესო ხვიჩა ლიგაზე იწყებენ! - ქართველები ყოველდღიურად...
საქართველოს ნაკრების მცველი რუმინულ გუნდში გადავიდა
ფუტსალის ნაკრები ჩეხეთთან მატჩებისთვის ემზადება
საზონოვი ისევ არ ათამაშეს - "ხეტაფემ" "სელტასთან" ქულები გაიყო
ლეგიონერები - თეიმურაზ ორჯონიკიძე და ერეკლე არსენაშვილი მოედანს დაუბრუნდნენ
ჰამანი: პსჟ-ს მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია ჰყავს
შმეიხელი: არ მგონია, ინგლისში ედეგორის მსგავსი ფეხბურთელი იყოს
"ინტერმა" თავდამსხმელს კონტრაქტი გაუგრძელა
"გალათასარაიმ" ჩემპიონთა ლიგაზე დიდ კლუბებს კონკურენცია უნდა გაუწიოს" - რაფაელ ლეაო
ჰაკიმ ზიეში კარიერას ბრაზილიის ჩემპიონატში გააგრძელებს
მიზანი ოლიმპიადის ლიცენზიის მოპოვებაა - ტალახაძემ ვარჯიში განაახლა
"საქართველოს ნაკრების ძირითადში ამიტომ ვერ ვხვდები" - კვერნაძე იტალიურ მედიას ესაუბრა
კვლავ ინგლისში - ჯეიმი ვარდის ახალი კლუბი ცნობილია
[VIDEO] რონალდ კუმანის შვილმა, რომელიც მეკარეა, ერედივიზიონში დუბლი შეასრულა
საფონოვი პსჟ-ს ძირითად შემადგენლობაში ადგილის დაკარგვის პირასაა
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა ევრობასკეტი ისრაელთან მარცხით გახსნა
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები B დივიზიონში დაქვეითდა
საქართველოს U16 ნაკრები ევრობასკეტის ფინალურ ეტაპზე – A დივიზიონში ასპარეზობას იწყებს
U16 ევრობასკეტი: საქართველოს ნაკრები საფრანგეთთან დამარცხდა და ბრძოლას 9-16 ადგილებისთვის გააგრძელებს
საქართველოს U16 ნაკრები საბერძნეთთან დამარცხდა და მეოთხედფინალში საფრანგეთს შეხვდება
საქართველოს U16 ნაკრები რუმინეთთან ბოლო წუთებზე დამარცხდა და თურქული ტურნირი დაასრულა