საქართველოს ეროვნული ნაკრები დღეს, 26 მარტს, დუბლინში ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეორე მატჩს ირლანდიის წინააღმდეგ გამართავს.

ჩვენი გუნდი დუბლინში დანაკლისით ჩავიდა: შვეიცარიასთან მატჩისგან განსხვავებით, გუნდთან ერთად არ იმყოფება ძირითადი შემადგენლობის ორი მოთამაშე - ჯანო ანანიძე და ჯიმი ტაბიძე.

ორივე მათგანს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. ჯანომ მუხლი დაიზიანა. როგორც მან თქვა, მუხლი შესიებული აქვს და იმის გამო, რომ ახალმოშუშებული ტრავმის რეციდივი არ გამეორდეს, მწვრთნელთან შეთანხმებით, დუბლინში არ გაემგზავრა.

ჯიმი ტაბიძემ კი, შვეიცარიელ ფაბიან შერისთან შეჯახების შემდეგ თავი გაიტეხა და დღეს ამ მიზეზით ვერ ვიხილავთ.

ირლანდიელებს კი შეტევის მთავარი ლიდერი შეინ ლონგი არ ეყოლებათ. "საუთჰემპტონის" თავდამსხმელი ტრავმირებულია და არც გიბრალტარის წინააღმდეგ უთამაშია.

ისტორია

საქართველოსა და ირლანდიის ნაკრებები ერთმანეთს ისტორიაში 9-ჯერ დაუპირისპირდნენ, აქედან 8 შემთხვევაში ოფიციალურ მატჩში.

ირლანდია, ალბათ, საქართველოს ისტორიაში ყველაზე უხერხული მეტოქეა, რადგან ჩატარებული 9 შეხვედრიდან მხოლოდ 1 დასრულდა ფრედ, დანარჩენ 8-ში კი დავმარცხდით, თან ისე, რომ მატჩებში მხოლოდ 5 გოლი გავიტანეთ.

ირლანდიელთა სტილი

ირლანდიის ნაკრებს უხვგოლიანი მატჩების ჩატარება არ უყვარს. ყველა ტურნირზე ჩატარებულ ბოლო 6 მატჩში (ამხანაგური შეხვედრების ჩათვლით) მათ მხოლოდ 2 გოლი გაიტანეს, საკუთარ კარშიც ასევე მხოლოდ 2 გოლი მიიღეს.

საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ ტურში ირლანდია გიბრალტარს ესტუმრა და ჯგუფის აშკარა აუტსაიდერს მხოლოდ ერთი გოლი გაუტანა, კარში კი სულ რაღაც 3-ჯერ დაურტყა, ეს კი იმის ფონზე, რომ მომენტები მასპინძლებსაც ჰქონდათ.

თვალსაჩინოებისთვის, ამაზე დიდი უპირატესობა შვეიცარიის ნაკრებს ჰქონდა ჩვენს გუნდთან 23 მარტს გამართულ მატჩში.

რას ამბობენ მწვრთნელები

ვლადიმირ ვაისმა იცის, რომ ირლანდიის მიერ ჩატარებულ მატჩებში ბევრი გოლი არ გადის. ამიტომ პროგრამა-მინიმუმად 1 გოლის გატანას ისახავს.

"მომავალ მატჩში თავი კარგად უნდა წარმოვაჩინოთ. უნდა ვაჩვენოთ კარგი ბალანსი შეტევასა და დაცვას შორის და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თუ დადებითი შედეგის ჩვენება გვსურს, მინიმუმ ერთი გოლი უნდა გავიტანოთ", - ამბობს ვაისი.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრების მსგავსად, არც ვაისს დაუმარცხებია ირლანდია. ის ბრიტანელებს სლოვაკეთის ნაკრებთან ერთად ორჯერ დაუპირისპირდა და ორივე შეხვედრა ფრედ დასრულდა.

ირლანდიის ნაკრების მწვრთნელის თქმით კი, მისი გუნდი იმაზე უკეთესია, ვიდრე გიბრალტართან გამოჩნდა და სტუმრად ჩატარებულ არასახარბიელო მატჩს ქარს აბრალებს.

"მე არ ვიღებ გადაწყვეტილებებს გიბრალტართან მატჩის საფუძველზე. იქ თავისებური მინდორი და ძლიერი ქარი იყო. ვიცი, რომ ჩემს ფეხბურთელებს მეტის გაკეთება შეუძლიათ. ჩვენ იმაზე უკეთესი გუნდი გვყავს, ვიდრე გიბრალტართან მატჩში გამოვჩნდით.

ჩვენ გვჭირდება სწრაფი, შემტევი ირლანდიური ფეხბურთი, რომელიც ყველას გვიყვარს და რომელიც გულშემატკივარს გაახარებს. დარჩა 7 თამაში. ამიტომ მოგებაც გვჭირდება" - ეს უკვე მიკ მაკარტის სიტყვებია.

ირლანდიისა და საქართველოს ნაკრებების დაპირისპირება "ავივა სთედიუმზე" 26 მარტს, ჩვენი დროით 23:45 საათზე დაიწყება.

მატჩის პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა "საზოგადოებრივ მაუწყებელზე" იქნება შესაძლებელი.

არტაგი
საქართველო მოიგებს 2:1
T.q
ეს 14 კაცი როგორ მაინტერსებს რა სასტავი არის :D :D
მიშა
,,ზამენები" ჩამოთვალე? :))
დავით
საქართველო მოიგებს 1-2
ვვვ
ან დავწყევლოთ მაინც! ;)
ჩილ
წავაგებთ. მარა არაფერი, აქ მოვიგებთ
mosexoneli
კაშია არააა თარსია:)ნუ შეიძლება მერაბა და ვატოც ვნახოთ ნაკრებში როგორი ფეხი ექნება
გიოშა
ერთხელ საეჭვო ჯარიმიდან ჩაწოდებული ბურთი გაგვიტანეს და ისე მოგვიგეს.მსაჯები ემხრობიან ხოლმე ირლანდიელებს შინ საქართველოსთან მატჩებში.ადრე თითქმის ყოველთვის ასე იყო.ვნახოთ დღეს რა იქნებქა.
გურიაა
დაწყევლილები ისინი კი არა ჩვენ ვართ. :დ
Tbiliseli
ლორია კაკაბაძე-ხოჭოლავა-კვირკველია-ხარაბაძე კანკავა-კვეკვესკირი ყაზაიშვილი-ოქრიაშვილი-კიტეიშვილი ქვილითაია კიტეიშვილი მაგარი ბიჭია, კლუბშიც მარცხენა შემტევად თამაშობს და თან მანდ გვიჭირს, დღესაც თუ სკამზე დასვა და რავი, ისედაც გასაშვებია მარა მერე საგინებელიც იქნება ვაისი)))
niko
არამგონია ვინმე ჩემზე ბევრად დიდი გულშემატიკვარი იყოს ჩვენი ნაკრებისა, მაგრამ 0-3 მეგონა შვეიცარიის სასარგებლოდ წინა თამაში. აი ამ თამაშზე კიდევ 1-1-ს ვფიქრობ, ნუ ყველაზე უკიდურეს ვარიანტში 0-0.
ზორბეგი
იმედი - რა მაგარი სატყვაა არა? არანაირი წინაპირობა მაგრამ გვაქვს მაინც იმედი, ღმერთმა ქნას. ისე ესეთი ირლანდია საშუალოზე ცოტა დაბალი კლასის ნაკრებმა უნდა უპრობლემოდ დაამარცხოს მაგრამ ამ ეტაპზე და ამ (თან უთამაშებელი) შემადგენლობით ჩვენ კიდე უფრო დაბლა ვართ
ილარიონი
ლორია, კაკაბაძე (მეტი არჩევანი არ გვაქვს სამწუხაროდ), კვირკველია, ხოჭოლავა, ნავალოვსკი (გამოცდილი ბებერი), კანკავა, კიტეიშვილი (როგორც შეტევის ლიდერი), ჯიღაური ან პარუნაშვილი, ლობჟანიძე, ქვილითაია, მერებაშვილი.
ზაზა
წავაგებთ, როგორც ხდება-ხოლმე. მგონი ერთადერთი გუნდი ვართ მსოფლიოში, საკვალიფიკაციოში 2-3 თამაშის მერე რომ უშანსოდაა და შემდგომი ეტაპისთვის იწყებს-ხოლმე მზადებას.რა მოუმზადებელი გვჭირს ამისთანა?! ფეხბურთელი არ გვყავს და ვისით ვუტევთ ან ვისით ვიგებთ? თავმოყვარეობა გვაქვს დაკარგული ყველას- ფეხბურთელებსაც და გულშემატკივარსაც(კიდევ რომ გვჯერა ამ უნიათოების). რისი/ვისი გვჯერა იქნებ ახსნათ...
janlukapaluka
"დაწყევლილს" ისე წერთ გეგონება მსოფლიოს ჩემპიონატების ფინალში გვიგებდნენ. :)
ბარსელონა
ლორია-კაკაბაძე კვირკველია ხოჭოლავა ხარაბაძე კაშია ნავალოვსკი კანკავა კვეკვესკირი გვილია კაჭარავა
T.q
ფვეჯ არ გვაინტერესებს თუ წავაგბთ ჩვრნ გვაინტერესებს შეტევა და მხოლოდ და მხოლოდ რაც შეიძლება მეტი შეტევა გულშემატკივრებს გვინდა ვხედავდეთ როგორ უტევს ჩვენი ქვეყანა უტევს და უტრვს გამუდმებით ეს უ და იყოს ჩვენი დევიზი ყველა თავ უნდა ესმოდეს თუნდაც მეკარეც საჭირო გახდეს შეტევისთვის უნდ შევუტიოთ ბრძოლა სისხლს უკანასკნელ წვეთამდე ჩვენ ასეთი სისხლი გვაქ და ასე გავიზარდეთ და მოვიდა ეს ქვეყანა აქამდე და ნუ გვაჩვევენ შიშს და და დაცვაში დგომას თუნდაც წავაგოთ ჩვენ ყიველთვის უნდა ვუტევდეთ და ვუყურებდეთ როგორ ვბრძოლობთ ბოლო ამოსუნთქვამდე
გოგა
დაწყევლილი კი არა მშვენივრად გვხვდებიან კარგ მინდორს გვახვედრებენ. ე ბურთი და მოედანი თუ ბიჭი ხარ მოუგე. ერთხელ იყო მსაჯმა არარსებული პენალი დაგვიდო და წაგვაგებინა ამათან. დანარჩენი ყველა თამაში მოგვიგეს ულაპარაკოდ. იმედია ამაღამ დავიწყებთ ირლანდიასთან მოგებას
semi
ლორია, კაკაბაძე, კვირკველია, ხოჭოლავა, ხარაბაძე, ვაკო, გვილია, კანკავა, კიტეიშვილი, ლობჟანიძე, ქვილითაია. შეცვლაზე კვეკვესკირი/არველაძე/კაშია/ოქრი/პარუნაშვილი საჭიროების მიხედვით.
გჯჯ
ცგჰჯ
f
დ
Buxrika
მორჩით ეს ღვარძლი რაა.გეყოთ ამდენი ბოღმის ნთხევაა.შვეიცარიას რო ვერ აყვებოდი ტემპში ეგ რა არ იცოდიით.ირლანდია არის ჩვეულებრივი საშუალო დონის გუნდი.დარწმუნებული ვარ არ წავაგებთ.უკვე მგონია რო აქ ზოგს უხარია ფეხბურთელების წარუმატებლობა
გაგი
ლორია- კაკაბაძე, კვირკველია, ხოჭოლავა, ხარაბაძე. - კანკავა, კვეკვესკირი- კიტეიშვილი, მერებაშვილი, ე.ლობჟანიძე - არველაძე.
la.))
არ შეიძლება. ამ ქვეყანაში უკვე ყველა და ყველგან გადარეულია. მათ რომ წყეული საქართველო გვიქწოდონ ავტორო მოგეწონება?
არდილეს
შეიძლება ქვეყანას "დაწყევლილი" უწოდოთ?
რამჩუხა
ჩვენი ფეხბურთი მკვდრადშობილია. მოვეშვათ ილუზიებს. ნაკრებში ერთი ფეხბურთელიც (მაგათ თუ ფეხბურთელი ქვიათ) არ გვყავს, ვინც ნორმალურ და წარმატებულ კლუბში თამაშობს. რამდენი უნდა გვაბოლოს ფედერაციამ, მწვრთნელმა და ფეხბურთელებმა?
Ilarion
მაოცებს ეს უაზრო იმედები ყველა შესარჩების წინ. აუცილებლად წავაგებთ დღეს, ფრე იქნება დიიიდი სენსაცია და ალოგიკური. ანანიძე უკვე სამარცხვინო ხდება, ან არ ჩამოდის ან ჩამოდის და ერთ თამაშს ფაფხურობა და მერე 'მუხლი'ტკივდება. ოქრიაშვილი ჯობია ახალ გაღვიძებული - იცი ბიჭი თავს მაინც დადებს. აბა ჰე და აბა ჰო
გურამ კაშიამ და ნიკა კვეკვესკირმა ფეხბურთის ფედერაციას თხოვნით მიმართეს
კაბო-ვერდესთან საქართველოს ნაკრების მატჩზე ყველა ბილეთი გაიყიდა
"ქართველ ფეხბურთელებს რუსეთთან თამაშის გამბედაობა არ ეყოფათ" - ამბობს დუმის დეპუტატი
20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან
თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები
"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე
ხვიჩას დაჯილდოება, მიქაუტაძისა და დავითაშვილის გადამწყვეტი მატჩი და სხვა ამბები
[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი
[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა
ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია
Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა
მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ
მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს
"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა
პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს
"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი
სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან
ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს
"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა
"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ
"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი
უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა