დღეს, 3 აპრილს სამტრედიაში "ქართული კლასიკო" გაიმართება, სადაც ქუთაისის "ტორპედო" თბილისის "დინამოს" უმასპინძლებს.
რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონის რეაბილიტაციის გამო საქართველოს სუპერთასის მფლობელი დროებით მეზობელ ქალაქში ასპარეზობს.
ეს დაპირისპირება ქართულ საკლუბო ფეხბურთში ყველაზე დაძაბულია. ამიტომ ხშირად ემოცია, როგორც მოედანზე, ასევე გულშემატკივრებს შორის, პიკს აღწევს.
"ტორპედო" და "დინამო" ჩემპიონატის ეგიდით ერთმანეთს 71-ჯერ შეხვდნენ, საიდანაც 35 მატჩი თბილისელთა, 17 ქუთაისელთა გამარჯვებით, ხოლო 19 შეხვედრა ფრედ დასრულდა.
გავიხსენოთ რამდენიმე დაძაბული მატჩი, რომლებიც ამ კლუბებს შორის აქამდე გამართულა:
პირველი, რაც, ალბათ, ყველა გულშემატკივარს ახსენდება, 2014 წლის 9 მარტს ვერდასრულებული მატჩია, სადაც ქუთაისის "ტორპედოს" ქომაგები მოედანზე მაშინ შეცვივდნენ, როდესაც მათი კლუბი 0:2-ს აგებდა.
09.03.14. ტორპედო - დინამო. ჩაშლილი მატჩი
საბოლოოდ შეხვედრა შეწყდა და "ტორპედოს" ტექნიკური წაგება - 0:3 ჩაეთვალა. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილებით, ქუთაისის "ტორპედომ" მომდევნო ხუთი საშინაო მატჩი ნეიტრალურ მოედანზე გამართა.
გარდა ამისა, ინციდენტის გამო ქუთაისის "ტორპედო" 18 300 ლარით დაჯარიმდა, ტრიბუნებზე სკამების დამტვრევის გამო კი თბილისის "დინამოს" 800 ლარის გადახდა დაეკისრა.
ქუთაისელთა ერთ-ერთი გულშემატკივარი, რომელიც მოედანზე შეიჭრა, თავს ჩისკოს დაესხა. ჩისკო მუნიოსი დღეს თბილისის "დინამოს" ერთ-ერთი მწვრთნელია, ქუთაისელთა დამრიგებელი კი იმდროინდელი ინციდენტის დროს რევაზ ძოძუაშვილი იყო.
ბოლო პერიოდში ყველაზე დაძაბული და საინტერესო მატჩი ამ კლუბებს შორის 2017 წლის 26 ნოემბერს გაიმართა, როცა ჩემპიონატის ბოლო ტურში "დინამო არენას" "ტორპედო" ესტუმრა.
ორივე გუნდი ჩემპიონობისთვის იბრძოდა. "დინამოს" ამისთვის ფრეც ჰყოფნიდა, ქუთაისელებს კი მხოლოდ გამარჯვება ესაჭიროებოდათ.
შეხვედრა უგოლოდ მიმდინარეობდა, როცა მატჩის 75-ე წუთზე ვლადიმირ კორობკას პასით თორნიკე კაპანაძემ ქუთაისელები დააწინაურა.
ამის შემდეგ "დინამო" გააქტიურდა, მომენტები შექმნა და მატჩის დასრულებამდე რამდენიმე წამით ადრე, მეოთხე დამატებულ წუთზე ბექა ტუღუშმა მიკოლა კოვტალიუკი საჯარიმოში წააქცია. ტუღუში გააძევეს, პენალტის დასარტყმელად კი ოთარ კიტეიშვილი მოემზადა.
მან ბურთი კარის ცენტრში გაუშვა, როინ კვასხვაძე კი მარჯვნივ გადახტა, თუმცა ფეხი დატოვა, კიტეიშვილის დარტყმული მოიგერია და მის გუნდს 15-წლიანი პაუზის შემდეგ ჩემპიონობა მოუტანა.
26.11.17. დინამო - ტორპედო. როინ კვასხვაძის სეივი
გასულ სეზონში ეს კლუბები ერთმანეთს 4-ჯერ შეხვდნენ. ურთიერთშეხვედრებში სრული თანაფარდობაა, 2 ფრე და თითო-თითო მოგება, თუმცა სეზონის გადამწყვეტ ფაზაში, "ტორპედომ" თბილისის "დინამოს" უმნიშვნელოვანესი მატჩი, რომელიც ევროტურნირების გამო აგვისტოს ნაცვლად ოქტომბერში გაიმართა, თბილისში მოუგო, 4 დღეში კი ქუთაისში ფრედ ეთამაშა და კინაღამ მეორე ადგილი დააკარგვინა.
2018 წლის 4 ნოემბერს გამართული მატჩიც დრამატული გამოვიდა. ძირითადი დროის ამოწურვამდე ორი წუთით ადრე "დინამო" მეტოქეს ორბურთიანი სხვაობით ამარცხებდა, თუმცა მათე ცინცაძემ და თორნიკე კაპანაძემ გოლების გატანა მოახერხეს და მათი გუნდის წაუგებელი სერია გააგრძელეს.
04.11.19. ტორპედო-დინამო 2:2
ამ გუნდებს შორის ბოლო დაპირისპირების შემდეგ გუნდებმა შემტევები გაცვალეს. ბუდუ ზივზივაძემ, რომელიც ეროვნული ლიგის გასული სეზონის ბომბარდირი გახდა, 2018 წლის სეზონის პირველ წრეში "ტორპედოს" კარში დუბლი შეასრულა და "დინამოს" "კლასიკოში" გაამარჯვებინა.
ბუდუ ზივზივაძეს წელს შარშანდელის მსგავსი სეზონი არ აქვს და ეცდება, გოლების გატანა ყოფილ გუნდთან დაიწყოს.
რაც შეეხება ლევან კუტალიასა და გიორგი კუხიანიძეს, ისინი გასულ სეზონში ქუთაისელთა რიგებს იცავდნენ, დღევანდელ მატჩში კი მათ წინააღმდეგ ითამაშებენ.
თუ კუხიანიძის მოედანზე გამოსვლა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, ასი პროცენტით ვიხილავთ ლევან კუტალიას, რომელიც თბილისის "დინამოს" საუკეთესო ბომბარდირია და გასულ ტურში ჰეთ-თრიკი შეასრულა, 2018 წლის სეზონში კი "დინამოს" კარში გოლის გატანაც მოახერხა.
მათე ცინცაძე კი, "ტორპედოში" გადმოსვლამდე "დინამოს" ღირსებას იცავდა, სადაც თავის დროზე სწორედ ქუთაისური კლუბიდან გადაბარგდა.
წელს, ისევე, როგორც სხვა წლებში, ეს ორი კლუბი ჩემპიონობისთვის იბრძოლებს, თუმცა ასეც რომ არ იყოს, მათი დაპირისპირება ყოველთვის დაძაბულია და არც გულშემატკივრების რაოდენობას უჩივის ხოლმე.
"დინამოს" 22 წლის ნახევარმცველი აკაკი შულაია დააკლდება, რომელიც "საბურთალოსთან" შეხვედრაში ერთ-ერთი საუკეთესო იყო, "ტორპედო" კი მატჩს დანაკლისების გარეშე ხვდება.
ქუთაისის "ტორპედოსა" და თბილისის "დინამოს" დაპირისპირება 3 აპრილს, 16:00 საათზე სამტრედიაში, ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე გაიმართება.
GEORGIAN FCDB
ამასწინათ რეინჯერს-სელტიკის თამაშს ვუყურე და გავსკდი კაცი შურით გადაძეძგილი სტადიონის დანახვისას. აი ასეთ მხარდაჭერას რომ ვისწავლით მაშინ მოთხოვეთ ჯგუფში მოხვედრა
kiko
ადგილები არ იქნება
სოსო
ველი კარგ და დაძაბულ თამაშს.იმედია, მატჩი ექცესების გარეშე ჩაივლის,ხოლო თუ რამე მოხდება,ვფიქრობ უნდა დამთავრდეს დამნაშავეებზე თავზე ხელის გადასმა და ზარალი თვითონ მათ გადაახდევინონ,ფიზიკური დაპირისპირების შემთხვევაში კი კანონის მიხედვით აგონ პასუხი,ხულიგნობისათვის.როდისმე ხომ უნდა მოეღოს ბოლო,ამ უმსგავსობას.ვიღაც უტვინოს გამო,კლუბი რატომ უნდა დაჯარიმდეს?
ილია
მშვენიერი სტატიაა! კლასიკოს მოლოდინი გაალამაზა! ლუდი და ახოტნიჩი უკვე მომარაგებულია ასე რომ კარგ და დაძაბულ თამაშს ველოდები!
ბაჩო
კლასიკოდ საქართველოში მე სულ სხვა გუნდების დაპირისპირება მესახება თუ კი ენობრივ კულტურულ კონტექსტში მივუდგებით ამ საკითხს მაგრამ სამწუხაროდ იმ რეგიონს არცერთი გუნდი არ ყავს ეროვნულ ლიგაში დღეის მდგომარეობით...
დინამოების დაპირისპირება და სადებიუტო გოლები
"დილამ" და "ტორპედომ" გაიმარჯვეს
კრისტალბეთ ეროვნული ლიგა განახლდა: მოგებები 10 კაცით
"ნაპოლიმ" სიმეონე "ტორინოში" გაანათხოვრა
ფიფას ტალანტების განვითარების სქემის კოორდინატორის ვიზიტი საქართველოში
"ბარსელონას" ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით ტერ-შტეგენს კაპიტნის სამკლაური ჩამოართვეს
"მესმის, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" უდიდესი კლუბია, მაგრამ არა დღესდღეობით" - შირერმა შეშკოს "მანკუნიანელებში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
"არ მესმის, ისაკის ტრანსფერი მბაპეს ფასი რატომ უნდა დაგვიჯდეს?" - კარაგერის მოსაზრება შვედის ტრანსფერთან დაკავშირებით
პსჟ-მ შეკრება დაიწყო - "ლივერპული" მათი ორი შემტევის შეძენას გეგმავს
ოდიშარია განაცხადში არ იყო - რფს სახლში "კუპსთან" დამარცხდა
ოფიციალურად - ტომას მიულერი "ვანკუვერ უაიტკეპსის" ფეხბურთელი გახდა
ქართველი მსაჯები კონფერენს ლიგის მატჩს მოემსახურებიან
არაბიძემ კორეულ კლუბს ფიფაში უჩივლა და 2.88 მილიონს მიიღებს
საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა "ბაიერნში" გადასვლის შემდეგ განცხადება გააკეთა: ევრობასკეტზე ჯგუფური ეტაპი უნდა დავძლიოთ და შემდეგ ყველაფერია შესაძლებელი
თანამდეობაზე მხოლოდ რამდენიმე თვე დაჰყო - საქართველოსთან განადგურებული ვან'ტ სხიპი სომხეთის ნაკრებიდან დაითხოვეს
შეშკომ არჩევანი გააკეთა - "ლაიფციგის" ფორვარდი კარიერას პრემიერ ლიგაში განაგრძობს
"ბარსელონა" ლა ლიგაში სეზონის დაწყებას საკუთარ სტადიონზე გეგმავს
დარვინ ნუნიესმა მამარდაშვილის "ლივერპული" დატოვა - ფეხბურთელი კარიერას საუდის არაბეთში განაგრძობს
ლუკა იოვიჩი კარიერას საბერძნეთის ჩემპიონატში განაგრძობს
Geo Team: გიორგი გოჩოლეიშვილი კარიერას გერმანიის ბუნდესლიგაში განაგრძობს
[VIDEO] "ძალიან დამწუხრებული ვარ... ახლა მას ჩემთან საუბარი, რომ შეძლებოდა, ამას მეტყოდა..." - მოურინიო პრესკონფერენციაზე ატირდა
ერთი ნაბიჯი ტურნირის ძირითად ბადემდე - ბასილაშვილი ცინცინატის მასტერსის კვალიფიკაციის ფინალშია
U19 | მონტენეგრო 2:1 საქართველო
გიორგი ხარაიშვილი თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
Geo Team: ლომინაძე ორშაბათს პორტუგალიურ კლუბთან გააფორმებს კონტრაქტს
ეროვნული ლიგა. XXVII ტურის წინ: ვამთავრებთ "კლასიკოთი"!
საქართველო მხოლოდ 5 ქვეყანას უსწრებს - UEFA-მ კლუბების შედეგების მიხედვით, ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა
სახალისო კადრი "ქართული კლასიკოს" რეპორტაჟიდან - მწერმა კამერაზე გაიარა [VIDEO]
ბელგიიდან "დინამოში" - მან ბელგიასა და რუსეთს საქართველო ამჯობინა
იმედია, ყველა არ გავარდება - დღეს ქართულ კლუბებს განმეორებითი მატჩები აქვთ
თბილისის "დინამოს" კაპიტანი თურქეთის სუპერლიგის გუნდში გადავიდა
ოთხიდან ოთხივე გავარდა - რა ვიხილეთ ქართული გუნდებისგან ევროტურნირებზე?
საბრძოლო ანგარიშებით საპასუხო მატჩებში - კონფერენს ლიგის მეორე რაუნდის პირველი შეხვედრების მიმოხილვა
რა გეგმა აქვს შუსტერს? - დღეს 2 ქართული კლუბი ითამაშებს
ეროვნული ლიგა. XVIII ტურის წინ: კლასიკოც და ვისვენებთ!
თბილისის "დინამომ" ორი ფეხბურთელი დაიმატა
დღეს სამი ქართული კლუბი ითამაშებს - წაგებით დავიწყეთ...
"კეთილი იყოს თქვენი მობრძანება" - პორტუგალიური კლუბი ლომინაძეს ქართულად მიესალმა
ეროვნული ლიგა. IX ტურის წინ: "ქართული კლასიკო"