ფოტო: faziclubjudo.it/გაი კრისტიან რუელე მარცხნიდან პირველი

პეზარო, მარკეს რეგიონში მდებარე ქალაქი გამოირჩევა მუსიკისადმი სიყვარულით, საველოსიპედო ბილიკებით, ზღვით და სპორტით.

სწორედ პეზაროში შევხვდით სან-მარინოს სახელით წარდგენილ საერთაშორისო კატეგორიის არბიტრ გაი კრისტიან რუელეს, რომელსაც ჯერ კიდევ ბნელ 90-იანებში საქართველოში გამართულ ძიუდოს ტურნირზეც კი აქვს ნამსაჯი.

"წარმოშობით ბელგიელი ვარ, თუმცა დავიბადე იტალიაში. ბავშვობიდან გატაცებული ვიყავი სპორტის ამ სახეობით. მოპოვებული მაქვს შავი ქამარი, V დანი. მოხდა ისე, რომ შემდეგ მსაჯობა დავიწყე.

1999 წელს ქალაქ მინსკში მომენიჭა კონტინენტის არბიტრის წოდება, ხოლო 2010 წელს მსოფლიო დონის არბიტრის სტატუსიც მოვიპოვე. 1999 წლიდან მოყოლებული, ვიმსაჯე ევროპის 17 ჩემპიონატი, 26 მსოფლიო ჩემპიონატი, უნივერსიადა, სამხედროთა მსოფლიო ჩემპიონატი და ასევე მონაწილეობა მაქვს მიღებული ევროპის ძიუდოს კავშირის მიერ ორგანიზებულ 8 სემინარში.

2017 წელს კი იტალიის ოლიმპიურმა კომიტეტმა დამსახურებული არბიტრის პრემიით, Palme Al Merito Tecnico-თი (judo) დამაჯილდოვა. ბევრს ვმოგზაურობ.

ქართველ ძიუდოისტებს ხშირად სხვადასხვა ტურნირზეც ვხვდებოდი და მათი გამოსვლებიც მიმსაჯია. სახლში რუკაც მაქვს. ყველა ქვეყანა, სადაც კი მსაჯად მიწვეული ვიყავი, მონიშნული მაქვს. მათ შორის თქვენი საქართველოც არის და ამით ვამაყობ".

ქართული ჭიდაობა

ძიუდოში ბევრი რამე შეცვალა, ალბათ, ყველა დანარჩენ სპორტზე მეტი სიხშირითაც კი. ეს, პირველ რიგში, გამოწვეულია იმით, რომ სპორტის ეს სახეობა მაყურებლისთვის სანახაობრივი გამხდარიყო.

"რადგან ხშირად იქმნებოდა გაურკვევლობა ძიუდოსა და სამბოს წესებს შორის, აუცილებელი გახდა ერთის მეორისგან გამოყოფა" - გვიხსნის გაი.

"სხვა საბრძოლო სპორტში თუ ფეხში შესვლა დაშვებულია, ჩვენთან უფრო ამ მხრივ სისუფთავეა. რა თქმა უნდა, იაპონელები უძლიერესები არიან, თუმცა ევროპის ის ნაწილი, სადაც თქვენ, ქართველები ხართ, ასევე წარმოადგენს სერიოზულ ძალას და ქმნის ძლიერ კონკურენციას.

ქართველებს სისხლში გაქვთ ბრძოლა. შესაბამისად, ქართველი ძიუდოისტები იყენებდნენ იმ ილეთებს, რომელნიც ქართული ჭიდაობისთვისაა დამახასიათებელი. ამან კი იაპონელებს პრობლემები შეუქმნა კიდეც. უჭირდათ ამასთან გამკლავება. წესების შეცვლაც გახდა აუცილებელი. შედეგად კი ქართველებმა მაინც გამოავლინეს სიყოჩაღე და ახალი სტილიც სწრაფად აითვისეს.

ქართველებიდან მახსოვს და ნამსაჯიც მაქვს ილიადისის (რედ: ჯარჯი ზვიადაური) შეხვედრები. ის უძლიერესი იყო, თუმცა ბერძნების სახელით გამოდიოდა. სამწუხაროდ, ვხედავ, რომ ხშირად ქართველები სხვა ქვეყნების სახელით ასპარეზობენ. ალბათ, პოლიტიკური მიზეზებით ხდება.

მახსოვს ზვიადაური, შავდათუაშვილი და ბევრი სხვანი. საქართველო ყოველთვის უძლიერესი ჩემპიონების მწარმოებელი მანქანა იყო. მათი ფიზიკური მონაცემები... საოცარი ფიზიკურობით გამოირჩევიან. არიან ასევე ტექნიკურად ძლიერებიც. თავიდან თუ ფიზიკურ სიძლიერეს ავლენდნენ, შემდეგ მათ ტექნიკურობაზეც მოახდინეს ცვლილებები. ახალ წესებს არ შეუქმნია მათთვის პრობლემები და სწრაფად მოახდინეს ადაპტაცია".

ქართული გენი ძიუდოში

ძიუდო სუფთა სპორტია. შესაბამისად, ფეხში შესვლა კატეგორიულად იქნა ამოღებული.

"ქართველები ძლიერები დარჩნენ, თავისთავად. მეტი ბრძოლის და სანახაობის მიზნით აუცილებელი გახდა წესების დახვეწაც. მაყურებელიც სირთულეს ხედავდა ამ მხრივ. წესი ბევრი იყო და ნაკლებგასაგები. ახლა დარჩა იპონი და ვაზარი. მანამდე კიდევ იყო სხვა ტექნიკური ტერმინები, რომლებიც ამ მხრივაც გამარტივდა.

იპონით გამარჯვებისთვის საკმარისია სიძლიერე, სისწრაფე და სიტუაციის კონტროლი. თავის მხრივ კი, ვაზარი შედარებით დაბალი საფეხურია. როცა ამ სამი კომპონენტიდან თუნდაც ერთი დააკლდება, ილეთი ვაზარით ფასდება. თუმცა, თუ ორ ვაზარს კონკრეტულ დროში მოიპოვებ, ეს უკვე იპონის ტოლფასი ხდება.

ქართველებმა თავიდან თავიანთი მაქსიმუმი წარმოაჩინეს. დასაშვები იყო ფეხში შესვლა და ისინიც ამ თავიანთ შესაძლებლობებს იყენებდნენ. წესდება არ შეცვლილა მხოლოდ იმიტომ, რომ ქართველებისგან თავის დაცვა სურდათ. რადგან ისინი ამ კომპონენტში ძლიერები იყვნენ, მათგანვე თავდაცვის მიზნით სხვებმაც დაიწყეს იმავე ტექნიკის ათვისება, რომ მეტოქეს გამკლავებოდნენ და ასე მასიური გახდებოდა ფეხში შესვლაც".

ძაძებში შემოსილი საქართველო...

გაიმ წლების წინ საქართველოშიც იმსაჯა, ტურნირზე, რომლის დეტალები კარგად აღარ ახსოვს, თუმცა მის მეხსიერებას შემორჩა რამდენიმე ეპიზოდი.

"ათ წელზე მეტი გავიდა, რაც საქართველოში ვიყავი. მახსოვს, რომ ძალიან კარგად დაგვხვდნენ. თბილისის სპორტის სასახლე გულშემატკივრებით გადავსებული იყო. მახსოვს, რომ სასტუმრო, სადაც მოგვათავსეს, იყო უმაღლესი ხარისხის. ქართული ღვინო ცალკე თემაა.

ასევე საინტერესო იყო ეპიზოდი ტაქსისთან დაკავშირებით. იმ პერიოდში ტაქსებად ძველი მანქანები მოძრაობდნენ. მე და ერთი იტალიელი არბიტრი ერთხელ, როდესაც ტაქსით მივდიოდით, ტაქსისტმა მოედანზე წრე დაარტყა და უცებ ჩემს მხარეს კარი გაიღო. ჩემ გვერდით მყოფმა მსაჯმა ხელით დამაკავა, რომ მანქანიდან არ გადავვარდნილიყავი.

ქართული სუფრა, ეს უკვე სხვა ფენომენია. სმაში თქვენთან შეჯიბრი შეუძლებელია. ამიტომ ვცდილობდი, ყოველი სადღეგრძელოს შემდეგ სასმელი მომეპარა და არ დამელია. ძალიან ბევრს სვამთ.

ყველაზე მეტად რამაც გამიკვირვა, ის იყო, რომ ყველას შავი ფერი ეცვა. შედეგად კი სპორტული სანახაობა უფრო სამგლოვიარო ელფერში იყო, მიუხედავად იმისა, რომ საზეიმო განწყობა სუფევდა.

ხშირად შუქიც კი მიდიოდა. დომინირებდა შავი ტანსაცმელი და ყველაფერი ნაცრისფერი იყო. ეს იყო სანახაობა, რომელიც მწუხარებას გგვრიდა. იყო ზეიმი და სიხარული, მაგრამ ყველაფერი შავი იყო".

კონკურენცია მსაჯთა შორის

ძიუდო გამოირჩევა პატივისცემით და წესების დაცვით. ნაკლებია პრობლემები, რომლებიც ტურნირის დროს შეიძლება შეიქმნას.

"ძიუდოისტმა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული ყოველ წელს შეიძლება მოიგოს. აი, ოლიმპიადის მოგებით მთელი ოთხი წელი ოლიმპიური ჩემპიონი ხარ. შესაბამისად, ოლიმპიადა ამ მხრივ ყველაზე მაღალი საფეხურია. ამისთვის კი ძიუდოისტები წლიდან წლამდე დაუზოგავად ვარჯიშობენ. ჩვენც არანაკლებად გვიწევს შრომა. საქართველოდან ვლადიმერ ნუცუბიძეს დიდი შანსი აქვს, რომ ოლიმპიადაზე წარგზავნილ 8 საუკეთესოს შორის მოხვდეს.

ჩვენ, მსაჯებსაც გვაქვს ჩვენი სარეიტინგო სია და გვეწერება ქულები. ყოველი ნამსაჯი შეხვედრიდან იქმნება რეიტინგი.

ოლიმპიადაზე კი მხოლოდ ერთი ქვეყნის მხოლოდ ერთი წარმომადგენელი დაიშვება. საბოლოოდ კი კომისია გადაწყვეტს. შეცდომას ყველა უშვებს, საუკეთესო კი ისაა, რომელიც ნაკლებ შეცდომას დაუშვებს. მსაჯებს შორისაც კი არის მინი-შეჯიბრი".

იტალიური ბავშვთა ძიუდო

არჩევანი მსაჯობასა და ბავშვთა ძიუდოს შორის ახალი თაობის აღზრდამ გადაწონა. გაიმ თავის მშობლიურ ქალაქში დააარსა ASD FAZI CLUB DI PESARO.

"თითქმის უკვე პენსიაზე ვარ, - აღნიშნა მან. - ამ პროფესიამ მსოფლიო შემომატარა. მსოფლიოს საუკეთესო ძიუდოისტების გაცნობა და მათი შეხვედრების მსაჯობა მომიწია. ეს, რა თქმა უნდა, დიდი პატივია ჩემთვის.

ახლა კი გადავწყვიტე, ბავშვთა ძიუდოს ჩავუდგე სათავეში. მომწონს მწვრთნელის სტატუსი. სასიამოვნოა ბავშვებთან მუშაობა. მეტი თავისუფალი დრო რომ მქონოდა, პირველ რიგში, სამსაჯო კარიერა უნდა დამესრულებინა. იტალიური ახალგაზრდობა საკმაოდ ძლიერია. მათ აქვთ პოტენციალი, თუმცა პრობლემა ისაა, რომ ძიუდოს არ ჰყავს ბევრი მიმდევარი.

დომინანტი სპორტი ფეხბურთია. სამინისტროც უმეტეს წილ თანხებს სპორტის სხვა სახეობებს უნაწილებს. არ არსებობს მოყვარულის დონეზე ასპარეზობა. ძიუდო პროფესიულ დონეზე რომ გააგრძელო, ამისთვის საჭიროა შესაბამისი თანხები. სპონსორი რთული მოსაპოვებელია. არ ინტერესდებიან. ძიუდოისტებიც ხშირად სამხედრო აკადემიაში ეწერებიან და ასე თან ხელფასს გამოიმუშავებენ და თან პროფესიულ ძიუდოშიც არიან. თუმცა ხელის შეწყობა მაინც ნაკლები გვაქვს.

ეროვნულ ნაკრებში ყოფნა არ ნიშნავს, რომ ხარ ფინანსურად უზრუნველყოფილი. სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, ნამდვილად დაჩაგრულები ვართ, რადგან ეს არაა სპორტის სახეობა, რომელსაც ფეხბურთივით აქვს დიდი გამოხმაურება.

იტალიის ოლიმპიური კომიტეტიც, თავის მხრივ, შიდა პრობლემებით არის დაინტერესებული. ახლა რეორგანიზაციას აწყობენ და შესაბამისად, სანამ იქ შიდა სამზარეულო დალაგდება, ჩვენც პრეტენზიები ვერ გვექნება. ხშირად ოლიმპიურ კომიტეტს არ აინტერესებს ის, რომ ჩვენ მათ შემდგარ სპორტსმენებს ვაწოდებთ. ყველაფერი ფასიანია. შესაბამისად, ჩვენი შრომა და დახარჯული რესურსები არ არის დაფასებული.

სკოლებიც არ ეხმარებიან ახალგაზრდებს, რომ სწავლასთან ერთად შეჯიბრებებზეც იარონ. ეს სამწუხარო რეალობაა. კონი (იტალიის ოლიმპიური კომიტეტი) ფეხბურთსაც კი ეხმარება ფინანსურად, მიუხედავად იმისა, რომ ფეხბურთი თავს სპონსორითაც ირჩენს. ჩვენ კი ამის გამო ვიჩაგრებით".

სალომე ხარატიშვილი პეზაროდან, სპეციალურად Sportall.ge-სთვის

2024 წლის საუკეთესო ქალ სპორტსმენად ეთერ ლიპარტელიანი დაასახელეს
"ამის გაგონებაზე არასდროს დამავიწყდება ის რეაქცია, რომელიც მამაჩემმა გამოხატა" - ლაშა გუჯეჯიანი
უძლიერესი შემადგენლობით - ძიუდოში მსოფლიოს ჩემპიონატისთვის საქართველოს ნაკრების განაცხადი ცნობილია
7-კაცა | მაკარსკაში კლოდ სორელის ხსოვნის პატივსაცემად
რეგიონების განვითარების პროექტის ფარგლებში თანამედროვე ტაბლოები თელავისა და ლაგოდეხის დარბაზებმაც მიიღეს
ამაზე უარის თქმა რთული იქნება - "ფენერბაჰჩემ" სანეს ზღაპრული შეთავაზება გაუკეთა
"ტოტენჰემმა" პოსტეკოგლუ დაითხოვა და მის შემცვლელთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს
[VIDEO] დონარუმას პირველ ტაიმში სამი გაუტანეს - იტალია ნორვეგიასთან განადგურდა
კალანდაძის ლიდერობით - საქართველოს ნაკრებმა ლუქსემბურგსაც მოუგო
პსჟ-ს მძიმე დანაკლისი - ესპანეთთან პარიზელთა ორმა ფეხბურთელმა ტრავმა მიიღო
სომხეთის ნაკრები ისევ დიდი ანგარიშით დამარცხდა
ზედიზედ მესამედ - ვახტანგ ახობაძე ევროპის ჩემპიონია!
ისტორიული ოქრო პარაკაიაკის ევროპის ჩემპიონატზე
კიმი შეიძლება იტალიაში დაბრუნდეს
საბო: რა ჯანდაბა უნდოდა შევჩენკოს უკრაინის ფეხბურთის ასოციაციაში?
ანშლაგი ქუთაისში - საქართველო - კაბო-ვერდე | 7 ივნისის განრიგი
უარი "სიტის" - მიქაუტაძის თანაგუნდელის გოლი და საგოლე პასი ესპანეთთან
ევრობასკეტისთვის მოსამზადებელ პერიოდში საქართველოს ნაკრები 6 ამხანაგურ მატჩს გამართავს
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
"ვერ ვხვდები, ჩემგან უპატივცემულობა სად დაინახა" - სპალეტიმ აჩერბის უპასუხა
"მბაპე ცენტრფორვარდია და ამ პოზიციაზე თამაშს გააგრძელებს" - დეშამი ესპანეთთან მარცხის შემდეგ
უარი "ალ ჰილალს" - ოსიმენისთვის ბრძოლაში ახალი კლუბი ჩაერთო
დვალიშვილი VS ომალი 2 - დიდ ბრძოლამდე სულ ცოტა დრო რჩება
ᓡᓐᓣᓜᓯᓘᓡ ᓘᓡᓢᓝᓠᓘᓐ. ᓜᓐᓬᓘᓚᓘ III: ᓥᓐᓠᓗᓚ-ᓙᓐᓮᓣᓠᓘ ᓐᓜᓣ ᓥᓐᓠᓗᓣᓚᓘ
ᓥᓐᓠᓗᓣᓚᓘ ᓭᓘᓓᓐᓝᓑᓐ ᓣᓪᓮᓝᓔᓗᓨᓘ ᓒᓐᓕᓐ
ᓡᓐᓣᓜᓯᓘᓡ ᓘᓡᓢᓝᓠᓘᓐ. II ᓜᓐᓬᓘᓚᓘ: ᓥᓐᓠᓗᓚ-ᓙᓐᓮᓣᓠᓘ, ᓐᓜᓣ ᓥᓐᓠᓗᓣᓚᓘ
ქართული ჭიდაობა 2013: ჟამი ფიქრისა და განსჯისა
რა იგეგმება ქართულ ძიუდოში - ინტერვიუ დავით ქევხიშვილთან
ქართულ ჭიდაობას ეროვნული ძეგლის სტატუსი მიენიჭა
ᓭᓘᓓᓐᓝᓑᓐ ᓩᓕᓔᓜᓘ ᓥᓐᓠᓗᓣᓚᓘ: ᓡᓐᓣᓜᓯᓘᓡ ᓘᓡᓢᓝᓠᓘᓐ