10 აპრილს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში, ფუტსალის ლიგის თასის წილისწყრა გაიმართა.

თასის გათამაშება წელს პირველად ჩატარდება და მასში მონაწილეობას ფუტსალის ლიგისა და ფუტსალის ლიგა 2-ის გუნდები მიიღებენ.

პირველ, საკვალიფიკაციო ეტაპზე, ფუტსალის ლიგის რეგულარულ სეზონში III-VIII ადგილებზე გასული გუნდები და ფუტსალის ლიგა 2-ის ექვსი გუნდი ბრმა წილისყრით დაწყვილდნენ, საიდანაც გაირკვევა იმ 6 გუნდის ვინაობა, რომლებიც ასპარეზობას 1/4-ფინალში განაგრძობენ.

1/4-ფინალიდან ჩაერთვებიან გათამაშებაში ფუტსალის ლიგის რეგულარული სეზონის I-II ადგილებზე გასული "თელასი" და "TMC თბილისი", რომელთა განთესვაც ასევე ბრმა წილისყრით მოხდა. საკვალიფიკაციო, მეოთხედფინალურ და ნახევარფინალურ ეტაპებზე გამარჯვებული გუნდების ვინაობა ერთმატჩიან დაპირისპირებაში გაირკვევა. ერთმატჩიანი იქნება ასევე ფინალური შეხვედრაც.

წილისყრის შედეგად გუნდები შემდეგნაირად დაწყვილდნენ:

ილიაუნი vs UG, კსუ vs თელავი, თსუ vs ივერია 2017, მართვე vs დინამო, თსუ 2 vs ბსუ, თბილისი vs პსპ.

ასევე, აღსანიშნავია, სატურნირო ბადეში "თელასი" და "TMC თბილისი" იმგვარად გადანაწილდნენ, რომ მეოთხედფინალში მაყურებელი სწორედ მათ დაპირისპირებას იხილავს.

თასის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრები თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, 12 აპრილს გაიმართება, ხოლო 1/4-ფინალური დაპირისპირებები 19 აპრილს შედგება.

მომზადებულია Gff.ge-ს მიხედვით

[VIDEO] ტრაპიზონში საგიჟეთია - სალაჰს 25 ათასი ფანი დახვდა
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩს განსჯიან
სუპერთასების "სერია" ხვიჩას და "ჩაკვე" "ბარსას" წინააღმდეგ - რას ვნახავთ აგვისტოში
18 წ. | როტაციით სამხრეთ აფრიკასთან
საქართველოს U16 ნაკრები საბერძნეთთან დამარცხდა და მეოთხედფინალში საფრანგეთს შეხვდება
65 მილიონი ფერანის სანაცვლოდ - ფეხბურთელს პსჟ-ში სურს, "ბარსა" კი სოლიდური თანხის მიღებას გეგმავს
თუ უკეთესი ვარიანტი არ იქნება - ჯეიმი ვარდი შესაძლოა, ინგლისში დაბრუნდეს
მორატას MLS-ში ეპატიჟებიან, თავად კი ფაბრეგასის გადაწყვეტილებას ელის
"ნაპოლის" ლუკაკუს გასხვისება უნდა, მაგრამ თურქებს თანხაზე ვერ უთანხმდება
U18. საქართველოს ვაჟ ხელბურთელთა ნაკრები Championship I-ში დაწინაურდა
ლუკა დინი პსჟ-ში დაბრუნდა
ლევან შენგელია ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 1-2 დინამო თბ. 73 წუთი იწვალა და ორ წუთში დაამთავრა...
"ტრაპზონსპორი" "ლივერპულის" კიდევ ერთ ფეხბურთელს შეიძენს
ოფიციალურად: მერაბ დვალიშვილი სუპერმსუბუქი წონის ქამრისთვის პიოტრ იანს დაუპირისპირდება
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 1-2 სამგურალი. ასე უცებ ვერ გამოსწორდება...
Geo Team-მა მიქაუტაძის "ბარსელონაში" გადასვლაზე გავრცელებულ ინფორმაციაზე განმარტება გააკეთა
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები ევრობასკეტზე ესპანეთთან დამარცხდა
"ამას მოურინიოსგან არ ველოდი" - ფედე ვალვერდე
"იტალიური ფეხბურთის ძალიან მჯერა" - სესკ ფაბრეგასი
"ნეიმარმა "ოქროს ბურთი" მესის გამო ვერ მოიგო" - ბრაზილიელის ყოფილი აგენტი
"სასიხარულოა" - ლუის ენრიკემ განმარტა, რამ გაახარა "მანჩესტერ იუნაიტედთან" ნამატჩევს
ნორვეგიის ნაკრების მეკარე "ლაიფციგში" დაბრუნდა
"ცხელი ძაღლი", გორგასალი... - რა იცის საქართველოზე ჩვენი ნაკრების ბრაზილიელმა ლიდერმა [VIDEO]
ფუტსალის ლიგის ახალი სეზონი 6 დეკემბერს დაიწყება!
ფუტსალი. საქართველოს ნაკრებმა ლიეტუვა ორივე მატჩში დაამარცხა [VIDEO]
ფუტსალის 19-წლამდელთა ნაკრები უნგრეთის, თურქეთის და ესპანეთის გუნდებს დაუპირისპირდება
უკრაინის ქალთა ნაკრების წევრმა მეტოქის მწვრთნელს მუშტი სახეში დაარტყა [VIDEO]
ფუტსალის ლიგის ჩემპიონი "თელასი" გახდა