ფოტო: CSM bucuresti

ვეტერანი "ბორჯღალოსანი" ლაშა თავართქილაძე რუმინეთის სუპერლიგის ლიდერის, "CSM ბუქარესტის" მთავარი მწვრთნელი გახდა.

32 წლის სპეციალისტს 2009-11 წლებში 9 კეპი აქვს მოხვეჭილი. მან მოთამაშის კარიერის დიდი ნაწილი რუმინეთში, "ფარულ კონსტანცაში" გაატარა, სამწვრთნელო კარიერა კი თბილისის "არმიაში" დაიწყო.

მისი, როგორც მწვრთნელის აღმავლობა 2017 წელს დაიწყო, როდესაც "CSM ბუქარესტის" შერკინების მწვრთნელად დაინიშნა. 2019 წლის იანვარში მას რუმინეთის ნაკრებში უხმეს და შერკინების გაწვრთნა მიანდეს, ახლახან კი, კლუბში დააწინაურეს და მთავარი მწვრთნელის პოსტი ჩააბარეს.

ლაშას კლუბში მთავარ მწვრთნელად დანიშვნა რუმინეთის რაგბის კავშირმაც მიულოცა:

"ლაშა თავართქილაძეს "CSM ბუქარესტის" მთავარ მწვრთნელად დაწინაურებას ვულოცავთ. მისმა პოტენციალმა და ნიჭმა გვიბიძგა იმ ნაბიჯისკენ, რომ კაცთა ნაკრებში შერკინების მწვრთნელად დაგვენიშნა. ჩვენ მას წარმატებებს ვუსურვებთ, როგორც საკლუბო, ასევე საერთაშორისო დონეზე", - წერია რუმინეთის რაგბის კავშირის განცხადებაში.

"ჩემი წარმატებები ერთმანეთს მიეწყო, ყველაფერი ძალიან ჩქარა მოხდა. მოხარული ვარ, რომ ჩემი გაწეული შრომა დაფასდა. ეს დიდი ბიძგია ჩემი სამწვრთნელო კარიერისთვის. მთავარ მწვრთნელად დანიშვნა სასიხარულოა, თუმცა, ამავდროულად, დიდი გამოწვევა და უდიდესი პასუხისმგებლობაა, მით უმეტეს, ასაკის გათვალისწინებით. ვთვლი, რომ ცხოვრებაში ყველა გამოწვევას უნდა ჩაეჭიდო და სწორედ ასე ვხვდები ამ გამოწვევასაც" - განუცხადა საქართველოს რაგბის კავშირს თავართქილაძემ.

ლაშას "CSM ბუქარესტის" მთავარ მწვრთნელად დებიუტი კონსტანცაში ჰქონდა, ქალაქში, სადაც მოთამაშის რანგში არაერთი წელი გაატარა. მისმა გუნდმა მეტოქეს 39:8 მოუგო.

"მთავარი მწვრთნელის რანგში ჩემი დებიუტი კონსტანცაში შედგა, იმ გუნდთან, რომელშიც არაერთი წელი გავატარე. ეს ერთგვარი დამთხვევა იყო. საერთაშორისო დონეზეც, რუმინეთის შერკინების მწვრთნელის რანგში დებიუტი საქართველოსთან მქონდა და დაახლოებით იგივე მოხდა საკლუბო დონეზეც" - იცინის თავართქილაძე და ამბობს, რომ მისი გუნდის მიზანი რუმინეთის ჩემპიონობაა.

სუპერლიგის დასრულებამდე ოთხი ტურით ადრე "CSM ბუქარესტი" 44 ქულით პირველ ადგილზეა და მდევრებს 5-5 ქულით უსწრებს. რეგულარული პირველობის დასრულების შემდეგ, საჩემპიონო პლეი-ოფში პირველი მეოთხე, ხოლო მეორე მესამეადგილოსან გუნდს მასპინძლობს, მერე კი ფინალის დრო დადგება.

"წელს სამი თასიდან ორი უკვე მოვიგეთ - აგვისტოში "სამეფო თასი" და მარტში ქვეყნის თასი, რომლის ფინალში მოქმედი ჩემპიონი "ტიმიშუარა-სარასენსი" დავამარცხეთ. მიზანი, რა თქმა უნდა, მესამე თასის მოგებაა, თუმცა ერთია რეგულარული პირველობის მოგება და მეორე - პლეი-ოფში წარმატებით გამოსვლა. ჩვენი კონკურენტები "ტიმიშუარა-სარასენსი", "ბეია მარე" და ბუქარესტის "სტიაუა" არიან, რომელთაც ზურგს დიდი გამოცდილება უმაგრებთ. ჩვენ არ გვყავს მასიური მოთამაშეები, ამიტომ ვცდილობთ, სწრაფი რაგბი ვითამაშოთ და წარმატებას ამის ხარჯზე მივაღწიოთ" - ამბობს თავართქილაძე, რომელსაც კლუბი გრძელვადიან კონტრაქტს აქედანვე სთავაზობს:

"კონტრაქტი სეზონის ბოლომდე მაქვს, თუმცა კლუბის ხელმძღვანელობას სურს, რომ გუნდი ჩემი ფილოსოფიით განვითარდეს და გრძელვადიან კონტრაქტს მთავაზობს. მოლაპარაკების პროცესი თითქმის დასრულებულია და კონტრაქტსაც ხელს უახლოეს პერიოდში მოვაწერ".

თავართქილაძე უკვე ფიქრობს სამომავლოდ გუნდის გაძლიერებაზე და ქართველი მორაგბეებიც ჰყავს სამიზნეში:

"ჩვენთან ომარ ბალიაშვილი და დავით გიგაური თამაშობენ, რომელსაც ახლახან ჰქონდა დებიუტი საქართველოს ნაკრებში. გუნდის გაძლიერებაზე ვფიქრობთ და ქართველი მორაგბეებიც გვყავს შერჩეული, რომლებთანაც მოლაპარაკებას კლუბის მესვეურები უახლოეს პერიოდში დაიწყებენ. ჩემთვის სასიხარულო იქნება ქართველ მორაგბეებთან მუშაობა და იმედია, ეს მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდება".

მომზადებულია Rugby.ge-ს მიხედვით

ნიკა ამაშუკელი საუკეთესო მსაჯთა ათეულში დაასახელეს
ბაჩუკი ჭუმბაძე - ინგლისური გამოცდილებით ნოემბრის ტესტებისთვის
ქართველები ევროტურნირების ფინალში
"შავი ლომი" ჩელენჯ თასს "მონპელიეთი" იწყებს
20 წ. | დიდი სხვაობით "კუდუსთან"
მამის ნაკვალევზე - ისაგო სილვამ "ჩელსისთან" კონტრაქტი გააფორმა
"შეცდომებს დაუშვებს - დრო მიეცით" - ზაბარნიზე კომენტარი საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა მცველმა გააკეთა
რაფინიას პრემიერ ლიგაში უხმობენ - "ბარსელონას" ფინანსური პრობლემების გამო შესაძლოა, ფეხბურთელის დათმობა მოუწიოს
"ბრენტფორდს" კიდევ ერთ ფორვარდს გამოსტაცებენ? - 50-მილიონიანი ტრანსფერი დაიგეგმა
"ბაიერნის" პრეზიდენტმა ჰარი კეინის მომავალზე ისაუბრა
ონანას არ დაუძახეს - ის აფრიკის თასზე კამერუნის ნაკრებში არ იქნება
[სიმბოლური ნაკრები. ეროვნული ლიგა. XXXV ტური] აწყვეტილი ამირანი და ერთი ნაბიჯი ოქრომდე...
საფრანგეთის თასზე ქართველების გუნდების მეტოქეები გაირკვა
"ნიცას" ფანებმა თავიანთი გუნდის ფეხბურთელები გალახეს
[VIDEO. ეროვნული ლიგა. XXXV ტური] "თელავმა" თბილისში მოიგო! ბოლო ტური ორივე კახური გუნდისთვის მნიშვნელოვანია...
ქეცბაია "ანორთოსისში" საქართველოს ნაკრების მეკარის გადაყვანას ცდილობს
"შავი ლომი" | ტოპ 14-ისა და ჩელენჯ თასის ორგზის ჩემპიონი თბილისში
19-წლამდე გოგონათა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევში ასპარეზობა დაასრულა
"რეალმა" "ჟირონასთან" ქულები და პირველობა დაკარგა
საქართველოს 23-წლამდე მოკრივეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე სამი მედალი მოიპოვა
[VIDEO] დონჩიჩის 34 და რივზის 33 - "ლეიკერსმა" ლებრონის გარეშე მოიგო
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში სურს - რამოსი ევროპაში დაბრუნებას გეგმავს
"ფინანსური დავალიანება სრულად დაიფარება და შეიქმნება ღირსეული ბიუჯეტი საიმისოდ, რომ..." - მერაბ ჟორდანიამ ლანჩხუთის "გურიაზე" ისაუბრა