ბორჯღალოსანთა ბურჯმა ბაჩუკი ჭუმბაძემ, რომელიც ზაფხულში ‘შავი ლომიდან’ ინგლისურ ‘ექსეთერ ჩიფსში’ გადავიდა, პრემიერშიფში პირველი ოფიციალური თამაში ჩაატარა.

23 წლის ქართველის ოფიციალური დებიუტი ინგლისის ჩემპიონატის პირველ ტურში, ‘ნორთჰემპტონ სეინთსთან’ გასვლით შეხვედრაში შედგა. მასპინძლებმა პირველი ტაიმი 33:7 მოიგეს, თუმცა სტუმრებმა მეორე ნახევარში შეძლეს გარდატეხის შეტანა დასაბოლოოდ ფრე - 33:33 დაფიქსირდა. ჭუმბაძე თამაშში სწორედ მეორე ტაიმში, 58-ე წუთიდან ჩაერთო.

„ძალიან გამიხარდა პირველივე თამაშში განაცხადში რომ მოვხვდი და თამაშიც დრამატული და სანახაობრივი გამოვიდა. რომ არა გაუქმებული ლელო, მოგებაც შეიძლებოდა. ეს ჩემთვის განსხვავებული გამოწვევა იყო და დიდი გამოცდილება შევიძინე. ამ თამაშში ყველაფერი იყო საიმისოდ, რომ დებიუტი დასამახსოვრებელი ყოფილიყო. ტრიბუნები გადავსებული იყო, თავისუფალ ადგილს ვერ ნახავდი და გულშემატკივრობა წამითაც არ შეჩერებულა“ - განაცხადა სადებიუტო თამაშის შემდეგ ბაჩუკი ჭუმბაძემ:

„ინგლისურ რაგბთან ადაპტაცია არ გამჭირვებია. ძალისმიერ თამაშში - შერკინებებსა და მოლში ერთგვარ უპირატესობასაც ვგრძნობდი. ვფიქრობ, ამ კომპონენტებში ქართველი მორაგბეები არავისთან დავიჩაგრებით. აქამდე ჩატარებულ თამაშებთან შედარებით ღია თამაშში მაღალი იყო სისწრაფეები. ნელ-ნელა ამასაც ვეჩვევი და ვიმედოვნებ შემდეგი თამაშები უკეთესი იქნება“.

ბაჩუკი ჭუმბაძისთვის ‘ექსეთერი’ პირველი უცხოური გუნდია. ახალი გარემო და გამოწვევები ხშირად სირთულეებთანაა დაკავშირებული, თუმცა ქართველმა ბურჯმა სიახლეებს კარგად აუღო ალღო:

„გუნდში ყველამ ძალიან კარგად მიმიღო, როგორც მწვრთნელებმა, ასევე მოთამაშეებმა. აქ ძალიან კარგი გარემოა და მსიამოვნებს როგორც ვარჯიშები, ასევე ბიჭებთან ურთიერთობა. მოსამზადებელი პერიოდი რომ დავიწყეთ პირველ კვირაში გარკვეული სირთულეები იყო, თუმცა ადაპტაცია სწრაფად გავიარე და შევეჩვიე ყოველდღიურობას. ახლა ვარჯიშებისგან სიამოვნებას ვიღებ და მოუთმენლად ველი ყოველ სათამაშო კვირას“.

„ოფიციალურ შეხვედრამდე ერთი ამხანაგური თამაში ჩავატარე ‘ოსფრეიზთან’. მაშინ მხრის და მკერდის კუნთების ტრავმა მქონდა და არც ველოდი სასტარტო შემადგენლობაში თუ დამაყენებდნენ. სიმართლე გითხრათ თამაშიც არ წამივიდა და არც ველოდი ‘ნორთჰემპტონთან’ განაცხადში თუ ვიქნებოდი. მაგრამ მწვრთნელებმა ნდობა გამომიცხადეს, შეცვლაზე შევედი და ძალიან კარგი თამაში მქონდა“.

ნოემბერში საქართველოს ნაკრებს სამი ტესტ-მატჩი ელის და ბაჩუკი ჭუმბაძე იმედოვნებს, რომ ამ პერიოდში ის ბორჯღალოსნების ნაწილი იქნება:

„ყველა სანაკრებო თამაში ჩემთვის მნიშვნელოვანია და დიდი იმედი მაქვს ნოემბერში ბორჯღალოსნების კვართის მორგების შესაძლებლობა მექნება. მინდა რომ მანამდე კლუბში ბევრი თამაშის ჩატარება მომიწიოს, რათა გავიზარდო, დავიხვეწო, ინგლისური რაგბის ტემპი და თამაშის თავისებურებები სრულად შევიგრძნო. დარწმუნებული ვარ ეს ყველაფერი სანაკრებო თამაშებში გამომადგება“.

„რაც შეეხება თავად თამაშებს, ვფიქრობ სამივეს მოგება შეგვიძლია. ამის სურვილიც გვაქვს და შესაძლებლობაც და დარწმუნებული ვარ გულშემატკივრებთან ერთად მიზანსაც აუცილებლად მივაღწევთ“.

Rugby.ge

გიორგი
კარგია ინგლისში ჩვენი მორაგბის გადასვლა. წარმატებები!
გიორგი
წარმატებას გისურვებ, ბაჩუკი!
დავით ბოლღაშვილის "მონაკომ" ფედერალ 1-ში დაბრუნება იზეიმა!
ნიკა ამაშუკელი საუკეთესო მსაჯთა ათეულში დაასახელეს
ქართველები ევროტურნირების ფინალში
ნახევრადშიშველი ხორვატი ლამაზმანი ინგლისს გაბრდღვნით დაემუქრა - ვინ გამოვიდა გაბრდღვნილი?
"შავი ლომი" | სექტემბერში "ბენეტონი" გვეწვევა
ოფიციალურად: ბერნარდო სილვა "რეალის" ფეხბურთელია
ნებისმიერ შემთხვევაში წავა - მუნდიალის შემდეგ პორტუგალიის ნაკრებს ახალი მწვრთნელი ეყოლება
უკვე მესამე მცველი დაიმატეს - "ტოტენჰემი" საგრძნობლად ძლიერდება
"ლიონმა" ფეხბურთელების გაშვება დაიწყო - მორეირა ბუნდესლიგაში გადავიდა
"ის, წარმოუდგენელია, ენა ჩამივარდა!" - სკალონიმ ალჟირთან მატჩის შემდეგ, მესიზე ისაუბრა
ოფიციალურად: ქართველებისთვის ნაცნობი "სლოვანი" იაია ტურეს ჩააბარეს
[VIDEO] დიდი ფეხბურთი დაიწყო. შეუჩერებელი მბაპე - პასიური საფრანგეთი გარდაისახა და სენეგალს სძლია
U20. საქართველოს ნაკრებმა აშშ-ს მოუგო
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩებისთვის მზადება დაიწყო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 3-1 სპაერი. პირველად ამ სეზონში...
კონფერენს ლიგაზე ქართული გუნდების მეტოქეები ცნობილია
ახალი მწვრთნელით - ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე "იბერია 1999"-ის მეტოქე გაირკვა
პსჟ-ს ნახევარმცველმა "ბაიერნის" და "ჩელსის" შეთავაზებები უარყო
მოურინიოს ინიციატივით - ბერნარდო სილვამ "რეალთან" კონტრაქტი გააფორმა
19-წლამდელთა წილისყრა ნიონში
"რეალმა" რიუდიგერს კონტრაქტი გაუგრძელა
დიდი ბრძოლა ტონალისთვის - იტალიელის ხელში ჩაგდებას ერთდროულად სამი ინგლისური გუნდი ცდილობს
"კატასტროფულ სიტუაციაში ვართ, გვავიწროვებენ" - ირანელები პირველი მატჩის მერე მძიმე პირობებზე ალაპარაკდნენ