ნაკლებად სავარაუდოა, რომ აკადემიის ისტორიაში იყო სხვა უფრო ძლიერი გუნდი.

წარმოიდგინეთ, რომ საბავშვო გუნდის კარში გადის პირველი გოლი, შემდეგ მეორე და შემდეგ უკვე იწყებთ ფიქრს ბიჭების მოედნიდან გაყვანაზე, რადგან შეიძლება ისინი ფეხბურთელები ისედაც არ გახდნენ, თუმცა არასრულფასოვნების კომპლექსი ცხოვრებაში ნამდვილად არ სჭირდებათ.

"ერთ-ერთ შეხვედრაში მე-3 წუთისთვის 3:0-ს ვიგებდით, - იხსენებდა ტიტო ვილანოვა, რომელიც ამ გუნდის მწვრთნელი იყო. - ეს თითქმის წარმოუდგენლად ჩანს. მე მივედი ასისტენტთან და ვკითხე: "ამის შემდეგ რაღა უნდა ვუთხრათ? რა მითითებები მივცე შესვენებისას, თუ ისედაც 8:0-ს ვიგებთ?"

"ლა მასიას" 1987 წლის თაობა, შესაძლოა, საფეხბურთო აკადემიების ისტორიაში საუკეთესო გუნდიც კი იყო. იშვიათად ყოფილა, რომ საბავშვო გუნდში ორი მომავალი ვარსკვლავი თამაშობდა (უმაღლესი დონის ფეხბურთელები კატალონიელთა სკოლაშიც ყოველ წელს არ ჩნდებიან). "ბარსა 87"-ში კი ასეთი სამი იყო: მესი, პიკე და ფაბრეგასი.

პიკე "ბარსას" აქციონერი დაბადებიდან იყო, ხოლო მესის 2001 წელს ჰქონდა დებიუტი

ჟერარდი "ლა მასიაში" პირველი მივიდა. ის ბაბუამ მიიყვანა, რომელსაც "ბარსელონას" მმართველობით სისტემაში შესანიშნავი კარიერა ჰქონდა: 1982 წლიდან ამადორ ბერნაბეუმ ბაზის დირექტორობიდან დაიწყო, შემდეგ 9 წლის განმავლობაში "ბარსელონა ბ"-ს დირექტორი იყო, 90-იან წლებში დირექტორის მრჩეველთა რიგებში მოხვდა და შემდეგ მთავარი გუნდის ვიცე-პრეზიდენტი იყო.

ბერნაბეუ ოცნებობდა, რომ მის შვილიშვილს "ბარსას" რიგებში ეთამაშა. პიკე "ბარსას" აქციონერი 1987 წლიდან გახდა, მის დაბადების დღეზე: მზრუნველმა ბაბუამ დაბადებისთანავე გადასცა კლუბის ბარათი. 97 წელს კი, ბერნაბეუმ პატარა ბიჭი უკვე აკადემიაში მიიყვანა: ლა მასიაში ღია კარის დღე იყო და ბაბუამაც შვილიშვილი თავის ნაცნობ მწვრთნელს აჩვენა.

"დღემდე ვერ გამიგია, როგორ ამიყვანეს "ბარსაში" მაშინ, როცა არაფერს წარმოვადგენდი, - აღნიშნა პიკემ საკუთარ ავტობიოგრაფიაში. თუმცა მე სწრაფად გავაანალიზე, თუ რამხელა უპირატესობა იყო "ლა მასიაში" ყოფნა. მე მაჩუქეს ბუცები, შემიკერეს ფორმა და მხოლოდ თამაში და ვარჯიშიღა იყო ჩემზე. თუმცა, თავიდან ადვილი არ იყო: ჩვენ მოწინააღმდეგეებზე 1 წლით უმცროსები ვიყავით და კარგად არც შეთამაშებულები გახლდით ერთმანეთთან, მაგრამ "ბარსელონაში" მეორე ადგილი მისაღები არ იყო. ამიტომ, პირველივე წელს ბევრმა დატოვა "ბარსელონას" აკადემია".

პიკესგან განსხვავებით, სესკი ბავშვობიდან გამორჩეული იყო: ახალგაზრდული გუნდის მწვრთნელმა მატარომ ის სათადარიგოთა შორის დატოვა "ბარსას" წინააღმდეგ მატჩისას და ამით სკაუტების მოტყუება სცადა, თუმცა ახალ ტალანტზე მაინც მთელმა კატალონიამ გაიგო.

ფაბრეგასი "ლა მასიას" რიგებში შემდეგ სეზონში ჩაირიცხა და გუნდმაც იმავე წელს კატალონიის თასი და ლა ლიგა მოიგო, თუმცა მთავარ ტურნირზე წააგო.

ესპანელი ბავშვებისთვის "ტორნეო დე ბრუნეტე" ჩემპიონთა ლიგასავითაა: ტრანსლაციები ტელევიზიებით გადაიცემა, მიმოხილვები გაზეთებში იბეჭდება, ტრიბუნებიც გავსებულია.

ფინალში "ბარსამ" გრანეროსა და ალბერტო ლორას "რეალთან" წააგო. სამივე გოლი ლორამ გაიტანა და მეორე რაულად მონათლეს, თუმცა "რეალმა" 2006 წელს გაყიდა ხიხონის "სპორტინგში" და ორ წელში, მოულოდნელად, მარჯვენა მცველის პოზიციაზე დაიწყო თამაში და ხიხონელთა რიგებში 300 მატჩი ჩაატარა.

"სესკს განსაკუთრებული ნიჭი ჰქონდა, - იხსენებს იმ გუნდის ფეხბურთელი მარკ ვალიენტე. - ის ოსტატურად კითხულობდა თამაშს. კვადრატის თამაშის დროს, ყოველთვის ცუდ პოზიციას ირჩევდა, თუმცა მაინც ჩაჭრიდა ხოლმე ბურთს".

ფორმალურად, მესი "ლა მასიაში" 2000 წელს მოხვდა, თუმცა პირველად მხოლოდ 2001 წლის მარტში ითამაშა. "ბარსა" ფეხს ითრევდა, რადგან მმართველთა რიგებში ყველა არ თვლიდა, რომ ლეოს ტრანსფერი გამართლებული იყო. იმ დროს აკადემიაში ლეგიონერები თითქმის არ იყვნენ, თან ნიჭიერი არგენტინელის გუნდში გადმოყვანა იაფი არ დამჯდარა: საცხოვრებელი ოჯახისთვის (ლეომ ინტერნატში ცხოვრებაზე უარი განაცხადა), სამსახური მამისათვის და ჰორმონების კურსი სიმაღლეში ზრდისთვის (დაახლოებით 1000 ევრო თვეში). ამასთან ერთად, ის ძალიან სუსტი იყო.

"პირველ ვარჯიშებზე ჩვენ მასთან შეხების გვეშინოდა, - ამბობს პიკე. - ლეო ისეთი პატარა იყო, რომ გვეშინოდა, რამე არ გვეტკინა მისთვის".

სიტუაცია სწრაფად შეიცვალა: მალე მესი აოცებდა თავის ახალ პარტნიორებს. ვარჯიშებზე 6 გოლი მაინც გაჰქონდა და თავისზე 2 წლით უფროს "ლა მასიას" გუნდს ადვილად უსწორდებოდა. ლეომ პირველ შეხვედრაში გაიტანა, რომელშიც ფაბრეგასთან ერთად ითამაშა შეტევაში, შემდეგ კი ფეხი მოიტეხა, მაგრამ დაბრუნდა და ისევ განაგრძო თანაკლუბელების დაკომპლექსება.

"მესი გვანადგურებდა. მის წინააღმდეგ თამაში ვარჯიშებზე არასასიამოვნო იყო, - ამბობს იმავე გუნდის წევრი როჟერ ფრანჩი. - ჩვენ საკუთარ თავში ეჭვი გვეპარებოდა, საკუთარ თავს ვეკითხებოდით, საკმარისად კარგები ვიყავით თუ არა ამისთვის".

მისმა ძმამ, რობერტ ფრანჩმა გაიხსენა, თუ როგორი ტესტი მოუმზადეს კატალონიელებმა ახალწვეულს: "ჩვენ დავინახეთ, რომ ეს ბიჭი ფიზიკურად და გონებრივად სამჯერ უკეთესი იყო და სხვა მცველებს მოველაპარაკეთ, რომ ფეხებში გვერტყა - საინტერესო იყო, რას მოიმოქმედებდა. თუმცა ჩვენს ჩანაფიქრს აზრი არ ჰქონდა: მესი იმდენად სწრაფი იყო, რომ ვერ ვასწრებდით მისთვის ფეხში ჩარტყმას. სანამ მოვტრიალდებოდით, მას უკვე სხვა ფეხბურთელი ჰყავდა მოტყუებული".

თუმცა, მესიმ მაშინვე ვერ შეძლო "ლა მასიაში" ადაპტაციის გავლა. თითქმის ყველა ადგილობრივი იყო, ყველა კატალონიურად საუბრობდა და ერთმანეთს კარგად იცნობდნენ. ვარჯიშებზე მას გაურბოდნენ, რადგან იცოდნენ: მისთვის ბურთის ართმევის მცდელობისას მასთან (ბურთთან) შეხებასაც ვერ შეძლებდნენ. ლეო ვარჯიშობდა და იკვებებოდა გუნდთან ერთად, თუმცა ქალაქში ცხოვრობდა - არაფორმალური ურთიერთობებისთვის დრო თითქმის არ ჰქონდა. თანაკლუბელებს არ ესმოდათ, როგორ ესალმებოდა ლეო მათ. ფაბრეგასს ეგონა, რომ მესი მუნჯი იყო.

ჩუმი და წყნარი მესი ვენეციის 2002 წლის ტურნირზე გაიხსნა. პიკე მოელაპარაკა ფაბრეგასს და არგენტინელი "ყუთიდან ამოიყვანა" მას მერე, რაც მისი სასტუმროს ნომერი "გაასუფთავა".

"ლა მასიას" თავდამსხმელმა ვიქტორ ვასკესმა FourFourTwo-ს ჟურნალისტ ენდრიუ მიურეის უთხრა: "მათ გამოიტანეს PlayStation, საწოლი, ჩანთა - ყველაფერი. ოთახში შესვლის შემდეგ მესი გაშეშდა. ლეო გაკვირვებული იყო და არაფერი უთქვამს, მხოლოდ თავში წაიშინა ხელი. ჩვენ კი ვუთხარით, რომ ეს ტრადიციული ხუმრობა იყო ახალი თანაკლუბელებისთვის და ამის შემდეგ ლეოც გაიხსნა და კონტაქტში შემოვიდა".

"ბარსელონასთვის" უბრალოდ მოგება მოსაწყენი იყო

იცით, როგორც ხდება კომპიუტერული თამაშების დროს: თამაშის მოგება ადვილი ხდება, უმაღლეს დონესთანაც კი და ამის შემდეგ იწყებ ახალ გამოწვევებს - გოლების რაოდენობა, ზედიზედ გაკეთებული პასები, ბურთის ფლობის პროცენტული მაჩვენებელი. "ლა მასიას" 87-იანელთა თაობაც თამაშობდა PlayStation-ს და ყოველ კვირა ტურნირებს აწყობდნენ, თუმცა მათთვის რეალური თამაშები ვირტუალურზე რთული არ იყო.

"ბარსა" ყველას უგებდა. "რეალთან" განცდილი მარცხი "ტორნეო და ბრუნეტეს" ფინალში ბოლო იყო - შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში გუნდს ერთი თამაშიც არ წაუგია. ისინი დაუმარცხებლები მესის მოსვლამდე გახდნენ, თუმცა შემდეგ უფრო მოსაწყენი იყო.

2001/02 წლების სეზონში გუნდმა კატალონიის თასი მოიგო 1 წლით უფროსებში, თუმცა ეს მათ არ აჩერებდა - "ბარსა" 7-8 ბურთის სხვაობით იგებდა და ტიტულიც ადვილად მოიპოვა. აქამდე უმცროსებს უფროსი ასაკის შეჯიბრში არასდროს გაემარჯვათ.

"ასეთი გუნდი მეორე არ იქნება, - ასე მიაჩნია ალექს გარსიას, რომელიც 87-იანელთა გუნდს წვრთნიდა "ლა მასიაში" (რედ: 2011/12 სეზონში გარსია თბილისის "დინამოს" წვრთნიდა) - ეს არასტანდარტული გუნდი იყო, რომელშიც ჩემპიონებად დაბადებულები თამაშობდნენ. ეს იყო უდიდესი ტალანტებისა და უბრალოდ, ძალიან კარგი ფეხბურთელების კომბინაცია".

ლიონელ მესის თამაში ბარსელონას 16-წლამდელთა გუნდში

მესი, პიკე და ფაბრეგასი გამორჩეულები იყვნენ, თუმცა მათ გარეშეც გუნდი ხარისხიანად თამაშობდა. მაშინ "ბარსა" და მთელი აკადემია 3-4-3 სქემას იყენებდა: ლეო მარჯვნივ თამაშობდა, მეორე ფლანგზე კი, ძლიერი ფრანკ სონგო'ო - ესპანეთის ჩემპიონისა და კამერუნის ნაკრების მეკარე ჟაკ სონგო'ოს შვილი იყო. ცენტრში კი ვიქტორ ვასკესი თამაშობდა, რომელიც ტექნიკით მხოლოდ მესის ჩამოუვარდებოდა და წესით, ვარსკვლავიც უნდა გამხდარიყო, თუმცა მძიმე ტრავმამ მისი დიდი კარიერა მოკლა.

დაცვაში თამაშობდა მარკ ვალენტე, რომელიც შემდეგ "სევილიაში", "ვალიადოლიდსა" და "პარტიზანში" გამოდიოდა. ნახევარდაცვაში სისო რიერა, ტონი კალვიო და ფაბრეგასი თამაშობდნენ. საჯარიმოებს კლუასი ასრულებდა - მესიზე უკეთესად ათავსებდა ბურთს. ამიტომ, ლეო გუნდში მეორე დამტყმელი იყო. პიკე ინდივიდუალურად ვარჯიშობდა: გუნდი იმდენად იშვიათად აძლევდა ბურთს მოწინააღმდეგეს, რომ ჟერარდს მეორე სართულზე თამაშში პრობლემები ჰქონდა და საერთოდ, დაცვით უნარ-ჩევებში მოიკოჭლებდა.

"კითხვა ისმებოდა არა ასე, გავიმარჯვებთ თუ არა, არამედ რამდენ გოლს გავიტანთ, - იხსენებს ვასკესი. - ჩვენ ვიგებდით 10:0-ს, 15:0-ს. პიკე და ფაბრეგასი ერთმანეთს ჩაჭრებში ეჯიბრებოდნენ, მე და მესი - გატანილ გოლებში. ასე ვინარჩუნებდით მოტივაციას".

2002/03 წლების სეზონში გუნდმა თანატოლებთან ითამაშა და ციფრებიც გაიზარდა ტაბლოზე. ერთ-ერთი მატჩი 32:0 დასრულდა. მესიმ ჩემპიონატში 40-ზე მეტი გოლი გაიტანა, თუმცა საკმაოდ ბევრი თამაში გამოტოვა - უფროს გუნდებში თამაშობდა და მთავარ გუნდშიც რამდენიმე ვარჯიშის ჩატარება მოესწრო.

ბარსას 87-იანელთა თაობა

ლეგენდარულმა თაობამ დასვა ეპიკური წერტილი, რომელიც გუნდის მასშტაბს შეესაბამებოდა. 2003 წლის მაისში "ბარსამ" მოიგო კატალონიის თასი, დაამარცხა რა "ესპანიოლი". ესპანელებმა ამ თამაშს El partido de la mascara ("ნიღბის თამაში") უწოდეს.

აღნიშნულ თამაშამდე 1 კვირით ადრე გუნდები ერთმანეთს ჩემპიონატის მატჩში შეხვდნენ. მაშინ "ესპანიოლის" ფეხბურთელებმა მესის სახის ძვალი გაუტეხეს. ფინალში ნიღბით გამოვიდა მოედანზე, თუმცა დიდი ხნით არ ჰგავდა ზოროს: მისთვის მოუხერხებელი იყო ასე თამაში. ამიტომ მოიხსნა ნიღაბი და პირველივე ტაიმში დუბლი შეასრულა. "ბარსამ" 4:1 გაიმარჯვა.

ამ თამაშის შემდეგ გუნდი დაიქსაქსა. მესი "ბარსელონა ბ-ში" გადავიდა და შემდეგ წელს ძირითად გუნდშიც ჰქონდა დებიუტი. პიკემ მოლაპარაკებები დაასრულა "მანჩესტერ იუნაიტედთან", ფაბრეგასი კი იმავე ზაფხულში "არსენალში" წავიდა.

სონგო'ომ სამი წელი ითამაშა ინგლისში, ასევე, "რეალ სოსიედადსა" და "სარაგოსაშიც" იყო. ვასკესმა რამდენიმე წელი "ტორინოში" გაატარა ჯოვინკოსთან ერთად, ახლა კი ყატარში თამაშობს. პიკემ შაკირას "სანტიაგო ბერნაბეუზე" უღალატა, მესი კი დარჩა საუკეთესოდ.

მომზადებულია sports-ის მიხედვით

1234
გახუნდა,გახუნდა :) ჩამოსხენით!
აი თაობა ესაა
რა თაობა იყო...მესი, ფაბრეგასი, გელა ნუგზარაშვილი. ერთი სიტყვით, დიდი ტალანტები.
ffffff
მშვენიერი სტატიააა
Emigranti
Zoro ar aris aris soro qartulad daguglet tu gindat espanurad z-ikitxeba rogorc ssss
T.k
ძალიან მაგარი სტატია იყო
Mateus
ღალატზე კარგი იყო :))
გულშემატკივარს ვინისიუსისთვის ბანანის ქერქის სროლა 5 ათასი დაუჯდება
ევრიკა - "ბარსელონამ" სამუშაოზე ძილის სპეციალისტი აიყვანა
[VIDEO] "ბარსელონას" მეკარემ კურიოზული შეცდომა დაუშვა
ხამეს როდრიგესი კარიერას MLS-ში გააგრძელებს
U22 | რუსთავმა ზედიზედ მე-15 მატჩი ჰიუნდაისთან, დაძაბულ ბრძოლაში მოიგო
დიდი ალბათობით, სეზონის ბოლოს სიმეონე "ატლეტიკოს" დატოვებს
კვარაცხელიამ ვარჯიში დაიწყო - რას გადაწყვეტს ლუის ენრიკე?
ოფიციალურად - გუგეშაშვილი "ატრომიტოსის" ფეხბურთელია
ჯოვანი: ვინისიუსი შეზღუდული შესაძლებლობების ფეხბურთელია
WU17 | საქართველო 6:0 აზერბაიჯანი
[VIDEO] ფიგურული ციგურაობა | ოლიმპიურ თამაშებზე მოკლე პროგრამით ანასტასია გუბანოვა წარსდგა
[VIDEO] ოლიმპიური თამაშების გუნდურ ასპარეზობაში მოკლე პროგრამით ბერულავასა და მეტელკინას წყვილი წარსდგა
ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენი კარიერას "სელტიკში" გააგრძელებს
მადრიდის "რეალი" ფილ ფოდენის სანაცვლოდ 180 მილიონი ევროს გადახდას გეგმავს
"მათ ჩემი ოჯახის ფოტოებიც კი მაჩვენეს" - კალაფიორიმ "არსენალში" გადასვლის მიზეზი განმარტა
22-წლამდელთა ჩემპიონატში დღეს 7 მატჩი გაიმართა
"ბარსელონა" ლევანდოვსკის ახალ კონტრაქტს მხოლოდ ამ შემთხვევაში შესთავაზებს" - ESPN-ი პოლონელის მომავალზე წერს
ილია თოფურიას სასამართლო დავა დასრულდა - რა გადაწყვეტილება მიიღეს მხარეებმა?
ჭადრაკი| ბაადურ ჯობავა საქართველოს ჩემპიონი მეხუთედ გახდა
[VIDEO] მამუკელაშვილი კვლავ შედეგიანია - "ტორონტომ" "ჩიკაგო" დიდი ანგარიშით დაამარცხა
ახლა სტერლინგი? - კონტე "ნაპოლის" პრემიერლიგის ყოფილი ფეხბურთელებით აკომპლექტებს
წილისყრა ფიბა-ში | საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების მეტოქეები გაირკვნენ
გულშემატკივარს ვინისიუსისთვის ბანანის ქერქის სროლა 5 ათასი დაუჯდება
[VIDEO] "ჩაყვინთა" - ლაპორტამ "რეალს" დასცინა და მომხდარი გაასცენარა
მიქაუტაძის გარეშე - "ვილიარეალმა" მოიგო და მეორე ადგილზე აღზევდა
"მესის ტრანსფერზე ვმუშაობთ" - ლეომ შესაძლოა, კარიერა სამშობლოში დაასრულოს
[VIDEO] "ბარსელონას" მეკარემ კურიოზული შეცდომა დაუშვა
ზიმბრუ VS ჩიხურა - ტრადიცია უნდა გაგრძელდეს!
გვარდიოლა "მანჩესტერ სიტის" დაემშვიდობება - "ქალაქელები" სამ კანდიდატურას განიხილავენ
[VIDEO] "ბარსელონამ" "ესპანიოლს" გამარჯვება გამოგლიჯა - "ბარსას" მეკარე ვირთხას შეადარეს
ევრიკა - "ბარსელონამ" სამუშაოზე ძილის სპეციალისტი აიყვანა
"მოგებას არ ვიმსახურებდით. ბედნიერი ვარ, რომ გარსია გვყავს" - ჰანსი ფლიკი
"ბარსელონასა" და ფლიკის გზები იყოფა? - დეკუს სიაში ლუის ენრიკე ფავორიტია
"ბარსელონა" ლევანდოვსკის ახალ კონტრაქტს მხოლოდ ამ შემთხვევაში შესთავაზებს" - ESPN-ი პოლონელის მომავალზე წერს
"როცა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი წავაგეთ, არავინ მელაპარაკებოდა. იცით, მესიმ რა გააკეთა?" - გონსალო იგუაინი
[VIDEO] პენალტი მე-100 წუთზე, ბელინგემის ცრემლები და ორი გაძევება - "რეალის" დრამატული გამარჯვება მადრიდულ დერბიში
ჟერარდ პიკე პსჟ-სთან პირველი მატჩისთვის ვერ დაბრუნდება
"ჭორები "ინტერზე"? "კომოს" გამო ყველას და ყველაფერს შევჭამ" - სესკ ფაბრეგასი
[VIDEO] შეხვედრაში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და საუკეთესო გახდა - შენგელიას კარგი მატჩი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ
პიკემ ჩემპიონთა ლიგაზე პსჟ-ს მთავარი კონკურენტი დაასახელა
ფლორენტინო პერესს ფიგუს ისტორიის გამეორება და "ბარსელონას" ლიდერის შეძენა სურს
"გვიანობამდე ტელეფონში იყურება და მეორე დღეს გამოუძინებელია" - რაფინიამ იამალზე ისაუბრა
"ბარსელონაში" გადასვლა ძვირად დაუჯდა - გარსია სახლიდან ვეღარ გადის
ვინ მიჰყავს ანდრეს კარასკოს საქართველოდან ესპანეთში?
ლიონელ მესიმ ჯაბა ჯიღაურს საჩუქარი გაუკეთა
უკეთესი სიტუაცია "რეალში" - ვარსკვლავებს არბელოა მოსწონთ
"ბარსელონას" ახალი მეკარე ეყოლება - ტერ შტეგენი ტრანსფერზეა
"გუნდი არ ვიყავით, ყველა თავისთვის თამაშობდა" - ვიტინიამ მესი-ნეიმართან ერთად თამაშის პერიოდი გაიხსენა
კოპა დელ რეი. 1/16-ფინალი: ასპასის უნიკალური რეკორდი
პროფესიონალური კონტრაქტი მარსელოს შვილს - "რეალი" მას პერსპექტიულ ფეხბურთელად განიხილავს
ერთ-ერთი კანდიდატი ალონსოა - "სიტი" გვარდიოლას შემცვლელს 3 მწვრთნელიდან აარჩევს
"ბარსელონას" 8 წლიან კონტრაქტზე უარი ვუთხარი და ყველაფერი დავკარგე" - მესის ბავშვობის თანაგუნდელის ინტერვიუ
[ექსკლუზივი] გიორგი ლორია: როცა ვაგებ, ქუჩაში გასვლის მრცხვენია
პიკე: არ ვიცი, გავხდები თუ არა "ბარსელონას" პრეზიდენტი
"ნებისმიერი თანხა მოითხოვოს" - საუდის არაბეთის კლუბის პრეზიდენტის შეთავაზება მესის
"რეალ სოსიედადმა" ესტებან გრანერო ნახევარი წლით დაკარგა
ესტებან გრანერომ, "ბარსელონაზე" უფრო ძლიერი გუნდი შეიძლებოდა შეგვხვედროდაო
"ეს ძალიან რთული დრო იყო, ერთი გუნდი არ ვიყავით" - ვიტინიამ პსჟ-ში მძიმე პერიოდი გაიხსენა
ჟოზე, ვირთხა და გრანერო: აურზაური ეჟი დუდეკის ავტობიოგრაფიის გამო
"ერთ-ერთი ვარჯიშის შემდეგ გონება დავკარგე" - ფაბრეგასმა კონტესთან მუშაობა გაიხსენა
მიქაუტაძემ შიძლება "ესპანიოლთან" ვერ ითამაშოს
გაჭირვებულს ქვა აღმართში მიეწია - "ბარსას" 3 ფეხბურთელი მძიმედ ტრავმირებულია
ჟერარ პიკე: მსაჯები "რეალს" ეხმარებიან
სესკს გრანდები აქტიურად აკვირდებიან - ფაბრეგასმა შესაძლოა, ყოფილი გუნდი ჩაიბაროს
"რეალის" ყოფილი მცველი მესისთან ერთად "ინტერ მაიამიში" ითამაშებს
სეტიენის ყოფილმა თანაშემწემ პიკეს გუნდი ჩაიბარა
ვილფრიდ ბონი "თეთრი გედია", ჯერი ახლა ესტებან გრანეროზეა
"ალონსომ "ლივერპულიდან" ამ ფეხბურთელების წასვლა მოითხოვა" - რა შემთხვევაში ჩაიბარებს ესპანელი ინგლისურ გუნდს
ჩვენ და ბერძნები: იქნებ ახლა მაინც გატყდეს ნავსი!..