რატომღაც, ცდილობენ, ზურაბ დათუნაშვილი მსხვერპლად მოგვივლინონ, არადა, ეს ასე არ არის. ყველა მსგავსი ინციდენტის პროვოცირება დათუნაშვილის მხრიდან ხდება. ეს არ არის პირველი შემთხვევა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს დათუნაშვილის ცემაში ჭიდაობის ფედერაციის ბრალდებული პრეზიდენტის, გეგა გეგეშიძის ადვოკატმა მარინა ცუცქირიძემ განუცხადა.

როგორც ის განმარტავს, სპორტის სასახლეში მომხდარი ინციდენტი ზურაბ დათუნაშვილის მიერ პროვოცირებული იყო და აღნიშნულ ბრალში გეგეშიძე უდანაშაულოა.

"ზურა დათუნაშვილი არის პიროვნება, რომელიც ყველა შეჯიბრის შემდეგ, როცა წაგება ხდება, ჩხუბობს ხოლმე როგორც საქართველოში, ასევე საქართველოს ფარგლებს გარეთ. ასეთი ინფორმაცია გავრცელებული იყო მასობრივი ინფორმაციის საშუალებითაც, რაც პირადად არაერთხელ მინახავს, მაგრამ ამაზე რატომღაც რეაგირება არ მომხდარა.

დათუნაშვილი ამ საქმეში, როგორც დაზარალებული გვევლინება. ევროკავშირის შეჯიბრზე, რომელიც ბუქარესტში მიმდინარეობდა, მხოლოდ იმის გამო, რომ შეჯიბრის დროს სხვა სპორტსმენმა ზურაბ დათუნაშვილს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, ის სპორტსმენს ფიზიკურად საშინლად გაუსწორდა. ამის გამო არც საქმის გამოძიება დაწყებულა, არც ცემასა და ძალადობაში დაუდანაშაულებია ვინმეს დათუნაშვილი", - აცხადებს ცუცქირიძე.

მისივე განმარტებით, ბრალში გეგა გეგეშიძე გამართლდება.

"გეგეშიძემ ორჯერ მოიქნია ხელი და მხოლოდ იმის გამო, რომ ის არის ფედერაციის პრეზიდენტი, ამხელა აჟიოტაჟი მოჰყვა. რა თქმა უნდა, თავს დამნაშავედ არ ცნობს. მას სპორტის სასახლეში დანაშაულის შემცველი ქმედება არ ჩაუდენია. უარესი ქმედებები აქვს ჩადენილი ზურაბ დათუნაშვილს, მაგრამ ამაზე არანაირი რეაგირება არ ხდება. რატომ ხდება ასეთი შერჩევითი მიდგომა?

გვაქვს იმის იმედი, რომ გეგეშიძის მიმართ გამამართლებელი განაჩენი გამოვა. გეგეშიძე თავის სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა და ცდილობდა სიტუაციის განეიტრალებას", - განაცხადა ცუცქირიძემ.

ადვოკატი საკუთარი შუამდგომლობით სასამართლოს სთხოვდა, საგარეო საქმეთა სამინისტროდან ინფორმაცია გამოეთხოვა იმასთან დაკავშირებით, ჰქონდა თუ არა ზურაბ დათუნაშვილს 2013 წლიდან დღემდე, ევროკავშირის შენგენის რომელიმე ქვეყანაში შესვლა აკრძალული და რა მიზეზით. სასამართლომ აღნიშნული შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და განმარტა, რომ ამ ფაქტს გეგა გეგეშიძის წინააღმდეგ მიმდინარე საქმესთან კავშირი არ აქვს. სასამართლოს ეს გადაწყვეტილება მოულოდნელი აღმოჩნდა გეგეშიძის ადვოკატისთვის.

შემდეგი სასამართლო სხდომა 24 აპრილს, 11:00 საათზე გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე სპორტის სასახლეში 11 იანვარს, მასსა და ევროპის ჩემპიონს, ზურაბ დათუნაშვილს შორის მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დააკავეს, რაც ძალადობას გულისხმობს.

საქალაქო სასამართლომ გეგეშიძე 5 000-ლარიანი გირაოთი გაათავისუფლა და ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტიც შეუნარჩუნა.

წყარო: ipn.ge

izi
გეგეშიძე რაშია მართალი შენ ის მოყევი.
სოსო
"რა თქმა უნდა თავს დამნაშავედ არ ცნობს..."უბედურებაც სწორედ ეგ არის.გეგეშიძე ბუნებით მოძალადეა და თავისი საქციელი ბუნებრივად მიაჩნია.ბუნება კი ადამიანისა,არ იცვლება.მე ამ ადვოკატისა უფრო მიკვირს,ვინ მისცა ამას დიპლომი.ადვოკატისათვის საჭირო თვისებებიდან არც ცოდნა აქვს,არც კეთილსინდისიერება და არც ლოგიკა.ძველბიჭურად აზროვნებს და ფერი ფერსაო ,ამაზე და გეგეშიძეზეა ზუსტად ნათქვამი.დიდი ეჭვი მაქვს,რომ სასამართლო გეგეშიძეს გაამართლებს,ქართველი მოსამართლეების უმეტესობაც ხომ თვითონ გახდნენ ძველი ბიჭები და მოძალადეები.(ყოველ შემთხვევაში, ზედა ეშელონებში მაინც).ამ ინციდენტისადმი ქართველი მოჭიდავეების დამოკიდებულების გამო,ვთქვი,რომ ამათზე აღარაფერს დავწერ მეთქი,მაგრამ არ გენიშნათ,რომ ვერც ერთი ვერ გახდა ჩემპიონი?კი,მაგარი ბიჭები არიან,მზადაც იყვნენ,მაგრამ ვიღაცისაგან დაჩმორებული კაცი,ჩემპიონი ვერ გახდება.მათ უსამართლობას დაუჭირეს მხარი,ხოლო სიცრუე და ორპირობა,ავნებს ხორცსა,მერმე სულსა.
რაინდი
ნაწილობრივ ვეთანხმები მაგ სიტყვებს გეგეშიძე კი არ არის დამნაშავე არამედ ის ვინც ეს უღირსი თანამდებობაზე დანიშნა, როგორი პროვოკაციაც არ უნდა დაეგეგმა დათუნაშვილს თავშეკავება მართებდა გეგეშიძეს არსებობს სასამართლო.

ზუსტად ის, რომ "რა თქმა უნდა თავს დამნაშავედ არ ცნობს" ამყარებს მოსაზრებას, რომ არ უნდა იყოს ფედერაციის პრეზიდენტი. და ადვოკატი რომ ასეთი ყავს (არგუმენტების შესაბამისად მის პროფესიონალიზმს ვგულისხმობ), რა თქმა უნდა მის გონებრივ განვითარებაზე გვიჩნდება ეჭვი (ადვოკატის თავისთავად).
mdaaa
ეს ქალი ადვოკატია თუ ქურდული ტრადიციების მიმდევარი? ქურდული ლოგიკით არჩევს საქმეს? დათუნაშვილს სად უჩხუბია რა შუაშია? მოძალადე გეგეშიძემ იქნია მუშტები და კიდევ კარგი ვიღაცამ დააფიქსირა. მაგ გეგეშიძის ზონდერები არ იყვნენ სპორტის სასახლეში ტრიბუნებზე რომ დარბოდნენ და ყველას აშლევინებდნენ კადრებს ტელეფონით ვინც გადაიღო. მაგრამ იმდენად უტვინოები არიან რომ ყველას რომ ვერ გაწვდებოდნენ ვერ მოიფიქრეს.
bajo
მოზალადე გეგესჰიზე უნდა დაისაჯოს და ასეტი ამაზზრენი ხალხი მოსჰორდეს უნდა სპორტს.

რატომ გვაბოლებთ ქალბატონო? :-)
Gio
სამსახურეობლივ საქმიანობას მუშტების ქნევით ახდენდა?
ოლიმპზე მდგომი
გეგეშიძისნაირი "მაგარი ტიპები" ერთი "უუ"-ს დაძახებაზე ლერწამივით იღუნებიან და რა გასაკვირია ჯერ ბოდიში მოიხადოს დ მერე ვიღაცამ უთხრას გიშველითო და გულზე მჯიღის ცემა დიწყოს. მაგის ძალათ კაი ბიჭობას რა ვუთხარი მე და ჯობია დაჯდეს სახლში და "მადამ ბოვარი" მიირთვს რა....
Ali maxod
გეგეშიძე თუ დამნაშავე არაა, საჯაროდ ბოდიში რაში მოიხადა?
ლაშა გობაძე რეპეშაჟში დამარცხდა და ოლიმპიური თამაშები მედლის გარეშე დაასრულა
ლაშა გობაძე ოლიმპიური თამაშების მეოთხედფინალში ბულგარელ მეტოქესთან დამარცხდა
რობერტ კობლიაშვილი ოლიმპიადის პირველივე შეხვედრაში დამარცხდა
7-კაცა | მაკარსკაში კლოდ სორელის ხსოვნის პატივსაცემად
რეგიონების განვითარების პროექტის ფარგლებში თანამედროვე ტაბლოები თელავისა და ლაგოდეხის დარბაზებმაც მიიღეს
სომხეთის ნაკრები ისევ დიდი ანგარიშით დამარცხდა
ზედიზედ მესამედ - ვახტანგ ახობაძე ევროპის ჩემპიონია!
ისტორიული ოქრო პარაკაიაკის ევროპის ჩემპიონატზე
კიმი შეიძლება იტალიაში დაბრუნდეს
საბო: რა ჯანდაბა უნდოდა შევჩენკოს უკრაინის ფეხბურთის ასოციაციაში?
ანშლაგი ქუთაისში - საქართველო - კაბო-ვერდე | 7 ივნისის განრიგი
უარი "სიტის" - მიქაუტაძის თანაგუნდელის გოლი და საგოლე პასი ესპანეთთან
ევრობასკეტისთვის მოსამზადებელ პერიოდში საქართველოს ნაკრები 6 ამხანაგურ მატჩს გამართავს
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?
"ვერ ვხვდები, ჩემგან უპატივცემულობა სად დაინახა" - სპალეტიმ აჩერბის უპასუხა
"მბაპე ცენტრფორვარდია და ამ პოზიციაზე თამაშს გააგრძელებს" - დეშამი ესპანეთთან მარცხის შემდეგ
უარი "ალ ჰილალს" - ოსიმენისთვის ბრძოლაში ახალი კლუბი ჩაერთო
ცნობილია ის ოთხი ფეხბურთელი, რომელთა შეძენაც კონტემ დე ლაურენტისს მოსთხოვა
"მესი თუ რონალდო?" - იგუაინმა უცნაური არჩევანი გააკეთა
"არც მესია, არც რონალდო და არც მარადონა, მაგრამ..." - არშავინმა კვარაცხელიაზე ისაუბრა
[VIDEO] ჰალიბარტონის და "ინდიანას" მორიგი სასწაული - "ოკლაჰომა" სუპერფინალის პირველ მატჩში დამარცხდა
შენგელიას ლიდერობით "ვირტუსმა" მილანში იმარჯვა და სერია A-ს ფინალამდე 1 მოგება აშორებს
"მივიღე გადაწყვეტილება, ჩავერთო პოლიტიკაში, იმიტომ, რომ..." - ზურაბ დათუნაშვილი ნიკა გვარამიას დაფუძნებულ გუნდს უერთდება
გამარჯვებას ნიკა მელიასა და ძმებ წულუკიძეებს ვუძღვნი - ზურაბ დათუნაშვილი
ზურაბ დათუნაშვილი: გეგა გეგეშიძემ უარი განუცხადა სერბულ მხარეს, რომ მსოფლიოზე მეასპარეზა
დათუნაშვილმა სერბეთს ბრინჯაო მოუპოვა
ადვოკატის განცხადებით, ზურა დათუნაშვილის ნოტარიულად დამტკიცებულ წერილში აღნიშნულია, რომ დათუნაშვილი და გეგა გეგეშიძე მორიგდნენ და დაზარალებულს პრეტენზია არ აქვს
ზურაბ დათუნაშვილი სერბეთის საუკეთესო სპორტსმენად აღიარეს
newposts.ge: 20 წლის პოლიციელის მკვლელი პრეზიდენტმა გეგა გეგეშიძის რეკომენდაციით შეიწყალა
სერბებმა დათუნაშვილი დააფასეს - საპატიო სპორტსმენობა
"ბრავო, ოსტატო!" - როგორ მიულოცა ნოვაკ ჯოკოვიჩმა ზურაბ დათუნაშვილს ოლიმპიური მედალი [PHOTO]
გეგა გეგეშიძე ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს
"რა ჭიდაობის და კრივის ფედერაციები, რა სუმო?" - დავით ჯაფარიძე გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს