ძალიან დაძაბული და საინტერესო გამოვიდა საქართველოს 18-წლამდელთა ჩემპიონატის მეოთხედფინალური სერია “ორბსა” და “ქუთაისს” შორის. ყველა დანარჩენი მეოთხედფინალური სერია მშრალი ანგარიშით – 3:0 დასრულდა, ხსენებულ წყვილში კი საქმე მე-5, გადამწყვეტ მატჩამდე მივიდა, რომელსაც 20 აპრილს თბილისის ოლიმპიურმა სასახლემ უმასპინძლა.

სანამ ამ მატჩში მომხდარ საოცარ ამბებს გამცნობთ, აღვნიშნავთ, რომ სერიის საწყისი 2 მატჩი თბილისში ქუთაისელებმა მოიგეს და საერთო ანგარიშით 2:0 დაწინაურდნენ. “ორბი” განწირული ჩანდა. გარდა იმისა, რომ მომდევნო მატჩს (ან მატჩებს) სტუმრად თამაშობდა, რამდენიმე ლიდერი დაუშავდა და ქუთაისში 7 მოთამაშით ჩავიდა. მიუხედავად იმისა, რომ დიდი სხვაობით აგებდა, “ორბმა” პირველი შეხვედრაც მოიგო და მეორეშიც აჯობა მასპინძელ “ქუთაისს”. საქმე მე-5 მატჩამდე მივიდა, რომელიც თბილისში შედგა.

შეხვედრა მასპინძლების შტურმით დაიწყო, რომლებიც 23:4 დაწინაურდნენ, მესამე პერიოდში კი 17 ქულით იგებდნენ. “ქუთაისი” არ გატყდა და ბოლო პერიოდში, მატჩის დასრულებამდე 5 წუთით ადრე დაწინაურდა. შემდეგ 10-ქულიანი უპირატესობაც მოიპოვა და შეხვედრასთან ერთად, სერიის ბედი სათავისოდ გადაწყვიტა - 97:93. ქუთაისელებს 24-24 ქულით სანდრო მამაგეიშვილმა და ნიკოლოზ სოსელიამ ულიდერეს. ამ უკანასკნელმა 11 მოხსნაც მიითვალა. “ორბში” 42 ქულით გამოირჩა ნიკა ნიკოლაიშვილი. 14 ქულა და 9 მოხსნა სანდრო ზანდუკელის ანგარიშზეა.

ნახევარფინალში “ქუთაისი” გავიდა, რომელიც “აკადემიას” შეხვდება. მეორე წყვილში “ზაზა 2” და “დინამო” ხვდებიან.

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით

თებერვლის პირველი ნახევარი | ფიბა-ს ევროტურნირების 3 მატჩი 2 ქართველს
ზურაბ საკანდელიძის და მიხეილ ქორქიას 21-ე მემორიალური ტურნირი "ქუთაისმა" მოიგო
ფიბა-ს სამსაჯო წელს ვართანოვი ათენში გახსნის, თვაური იზმირით გააგრძელებს
ოფიციალურად - გუგეშაშვილი "ატრომიტოსის" ფეხბურთელია
ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენი კარიერას "სელტიკში" გააგრძელებს
მადრიდის "რეალი" ფილ ფოდენის სანაცვლოდ 180 მილიონი ევროს გადახდას გეგმავს
"მათ ჩემი ოჯახის ფოტოებიც კი მაჩვენეს" - კალაფიორიმ "არსენალში" გადასვლის მიზეზი განმარტა
22-წლამდელთა ჩემპიონატში დღეს 7 მატჩი გაიმართა
"ბარსელონა" ლევანდოვსკის ახალ კონტრაქტს მხოლოდ ამ შემთხვევაში შესთავაზებს" - ESPN-ი პოლონელის მომავალზე წერს
ჭადრაკი| ბაადურ ჯობავა საქართველოს ჩემპიონი მეხუთედ გახდა
ახლა სტერლინგი? - კონტე "ნაპოლის" პრემიერლიგის ყოფილი ფეხბურთელებით აკომპლექტებს
წილისყრა ფიბა-ში | საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების მეტოქეები გაირკვნენ
გულშემატკივარს ვინისიუსისთვის ბანანის ქერქის სროლა 5 ათასი დაუჯდება
ევრიკა - "ბარსელონამ" სამუშაოზე ძილის სპეციალისტი აიყვანა
გუგეშაშვილი "პაოკიდან" სხვა ბერძნულ გუნდში გადავა
ოლიმპიადაზე ფიგურულ სრიალში საქართველოს ნაკრების განრიგი
თბილისის "დინამომ" თურქეთში მზადება დაიწყო
7-კაცა | ნუტრიციის, ჩვევებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის სემინარი სანდრო ნოზაძისგან
"რეალის" ფეხბურთელებს არბელოაც არ მოსწონთ - რა ხდება მადრიდელთა გასახდელში?
"ვინისიუსის დამატება? თუ შესაძლებელი იქნება ამაში ლიგის აღმასრულებელი დირექტორიც ჩაერთვება" - "ალ ჰილალს" ბრაზილიელის დამატება სურს
ქუთაისმა ბათუმში ბოლო წამზე იმარჯვა, ზესტაფონმა რაში 16 სამქულიანით უშანსოდ დატოვა
გვარდიოლა "მანჩესტერ სიტის" დაემშვიდობება - "ქალაქელები" სამ კანდიდატურას განიხილავენ
ხინჩეგაშვილის შემდეგ პეტრიაშვილიც - გენო ჭიდაობას უბრუნდება
უჩივლა თუ არა "ორბიმ" "პარი ნიჟნი ნოვგოროდს" - ბედოშვილის ტრანსფერიდან 1 თვეზე მეტის გასვლის შემდეგ რუსული კლუბის წარმომადგენელმა კომენტარი გააკეთა
დევონტრე ტომასის ბენეფისი ქუთაისში | თსუ-მ ქუთაისს მეორეც მოუგო და ჩემპიონობას მიუახლოვდა
"ქუთაისმა" ფინალში "კავკასია" დაამარცხა და საქართველოს ჩემპიონი მესამედ გახდა!
U16. თბილისის ჩემპიონი "ორბი" გახდა
სუპერლიგა დაიწყო: სახელცვლილმა გაუ-მ დებიუტანტი "ორბი" ოვერტაიმში დაამარცხა
"ქუთაისმა" "კავკასია" 23 ქულით დაამარცხა და ფინალურ სერიაში დაწინაურდა
"ორბი" ბედოშვილის ტრანსფერის გამო რუსულ კლუბს ფიფაში უჩივლებს
სუპერლიგის ჩემპიონი "ქუთაისი" ევროთასებზე ასპარეზობას სლოკავურ "ლევიცესთან" მატჩით დაიწყებს
"სხვა კლუბებისგან განსხვავებით, ჩვენ კონტრაქტის ეს პუნქტი ვიცოდით" - "პარი ნიჟნი ნოვგოროდმა" "ორბის" უპასუხა
22-წლამდელთა ჩემპიონატის პირველი ფინალისტი "ქუთაისია"
"ქუთაისი" დანიის ჩემპიონთან ბოლო წამებზე დამარცხდა და ფიბა ევროპის თასზე იასპარეზებს