2002 წლის 12 ოქტომბერს საქართველოს ნაკრები "ლოკომოტივის" (მიხეილ მესხის სახელობის) სტადიონზე რუსეთის ნაკრებს მასპინძლობდა.

შეხვედრა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ფარგლებში იმართებოდა. მაგრამ მე-40 წუთზე "ლოკომოტივის" სტადიონზე შუქი ჩაქრა, შემდეგ მოვიდა, თუმცა საბოლოოდ მატჩი გადაიდო. გადადებული შეხვედრა კი 2003 წლის 30 აპრილს ჩაინიშნა.

30 აპრილს, იმავე მოედანზე საქართველოს ნაკრებმა რუსეთის გუნდს 1:0 მოუგო. ერთადერთი გოლი შეხვედრაში მე-12 წუთზე მოსკოვის "ლოკომოტივის" ნახევარმცველმა მალხაზ ასათიანმა გაიტანა, რომელიც ეროვნულ ნაკრებში მეორე შეხვედრას ატარებდა.

მატჩის შემდეგ, პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ხორვატმა ივო შუშაკმა თქვა:

"დღეს ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი საუკეთესო დღეა. ვფიქრობ, ეს მოგება უმნიშვნელოვანესია არამარტო ჩემთვის და ჩემი ფეხბურთელებისთვის, დღეს ამ გამარჯვებით ჩვენ გავაბედნიერეთ ქართველი ხალხი".

2003 წლის 30 აპრილი. საქართველო - რუსეთი 1:0

Video

2003 წლის 30 აპრილი. საქართველო - რუსეთი 1:0

საინტერესო გახლავთ ის ფაქტი, რომ რუსეთის ნაკრების მაშინდელი მთავარი მწვრთნელი ვალერი გაზაევი სტადიონიდან უსიტყვოდ "გაიქცა". არამხოლოდ ეს, რუსეთის ნაკრებმა პრესკონფერენციის დაწყებამდე დატოვა "ლოკომოტივის" მოედანი და არცერთ ოფიციალურ პირს კომენტარი არ გაუკეთებია.

შეხვედრას წინაპოლიტიკური ციებ-ცხელება ახლდა, რისი მიზეზიც თამაშზე დასწრების საკითხი გახლდათ. საქმე იმაშია, რომ უეფას გადაწყვეტილებით, თამაშს გულშემატკივრები 2002 წელს ნაყიდი ბილეთების მიხედვით დაესწრებოდნენ, თუმცა ძალიან ბევრ ადამიანს ბილეთები გადაყრილი ჰქონდა, ბევრს დაკარგული და ამ ყველაფერმა უკმაყოფილება გამოიწვია. ვაკის პარკში კი დიდი ეკრანი დააყენეს, სადაც ის გულშემატკივრები შეძლებდნენ თამაშის ხილვას, ვინც სტადიონზე ვერ მოხვდებოდა. ამის საპასუხოდ, მაშინდელი ოპოზიციის ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა მატჩის დღეს ვაკის პარკში დიდი შეკრება დააანანონსა.

ყურადღების გარეშე არც ხელისუფლებას დაუტოვებია აღნიშნული მოქმედება. თამაშამდე რამდენიმე დღით ადრე საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ უშიშროების საბჭოს სხდომა მოიწვია. სხდომას სახელმწიფო უშიშროების მინისტრი ვალერი ხაბურძანია, შინაგან საქმეთა მინისტრი კობა ნარჩემაშვილი და თბილისის მერი ივანე ზოდელავა ესწრებოდნენ.

შემდგომ, "პირველი არხის" საშუალებით განცხადება გააკეთა თბილისის პოლიციის უფროსის მოადგილემ, მიხეილ სოლაძემ და აღნიშნა, რომ თბილისის პოლიციის თითქმის სრული გარნიზონი (დაახლოებით 3000 პოლიციელი) იქნებოდა მობილიზებული სტადიონთან წესრიგის უზრუნველსაყოფად. მათი იქ ყოფნის მიზანი იყო, რომ არ დაეშვათ 10 000-ზე მეტი გულშემატკივრის სტადიონზე შეჭრა.

მატჩს, სხვათა შორის, საქართველოს, რუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის პარლამენტის წევრები ესწრებოდნენ.

კიდევ ერთი საკითხი იყო დროშის თემა. მიხეილ სააკაშვილმა თავის მომხრეებთან ერთად სტადიონზე ხუთჯვრიანი დროშა გამოკიდა, რომელიც მაშინ "ნაციონალური მოძრაობის" სიმბოლო იყო. შევარდნაძემ დროშის ჩამოხსნა მოითხოვა, თუმცა საბოლოოდ შეთანხმდნენ, რომ ხუთჯვრიანი დროშის გვერდით საქართველოს ეროვნული დროშაც იქნებოდა.

მატჩი, როგორც კარგად მოგეხსენებათ, საქართველოს გამარჯვებით დასრულდა. არა მხოლოდ გამარჯვებით, არამედ დიდი სათამაშო უპირატესობით და საქართველოს ნაკრებს უფრო დიდი ანგარიშით უნდა მოეგო.

აღნიშნულ შეხვედრაზე "სპორტ ექსპრესში" დაწერეს:

"მას შემდეგ, რაც შეხვედრის მთავარი არბიტრის ვაკის საფინალო სასტვენმა სენსაციის, თუმცა ამავე დროს, საქართველოს ნაკრების დამსახურებული გამარჯვების შესახებ გვამცნო, უნებურად გავიფიქრეთ: ნეტა კიდევ ჩამქრალიყო შუქი... ამ შემთხვევაში ჩვენ "ლოკომოტივის" სტადიონზე მომხდარი სირცხვილის მომსწრეები არ გავხდებოდით. სირცხვილისა, რომელსაც, სრული უფლება გვაქვს, ნაციონალური სირცხვილი ვუწოდოთ."

აქვე შეგიძლიათ იხილოთ ვიდეო პირველი მატჩისა, როდესაც შუქი ჩაქრა:

საქართველო-რუსეთი (ჩამქრალი სტადიონი)

Video

2002 წელი. საქართველო-რუსეთი (ჩამქრალი სტადიონი)

მიუხედავად იმისა, რომ იმ ჯგუფში ბოლო ადგილი დავიკავეთ და რუსეთი პლეი-ოფის სტადიიდან მაინც მოხვდა ევროპის ჩემპიონატზე, ეს გამარჯვება მაინც უდიდესი მნიშვნელობის იყო. როგორც წაიკითხეთ, რუსებმა ამ მარცხს "ნაციონალური სირცხვილი" უწოდეს.

ისტორიაში სულ სამი თამაში გვაქვს რუსეთთან გამართული. პირველი 1998 წლის 30 მაისს შედგა ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე. მაშინ ნაკრებები ერთმანეთს ამხანაგურად დაუპირისპირდნენ. შეხვედრა ამხანაგური ანგარიშითვე დასრულდა - 1:1. მე-9 წუთზე სიმუტენკოვის გატანილ გოლს, მე-17 წუთზე ზაზა ჯანაშიამ უპასუხა.

მომდევნო შეხვედრა უკვე 16 წლის წინ გამართული თამაში იყო. საპასუხო მატჩში კი 1:3 დავმარცხდით მოსკოვში. ანგარიში მე-3 წუთზე ალექსანდრე იაშვილმა გახსნა. 29-ე წუთზე დიმიტრი ბულიკინმა გაათანაბრა. პირველი ტაიმის პირველ დამატებით წუთზე იგორ ტიტოვმა რუსეთის ნაკრები წინ გაიყვანა - 2:1. საბოლოო ანგარიში კი დიმიტრი სიჩოვმა დასვა შეხვედრის 73-ე წუთზე - 3:1.

1998, 30 მაისი, ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნული არენა, ამხანაგური მატჩი, 75 000 მაყურებელი

საქართველო-რუსეთი 1:1

გოლები: სიმუტენკოვი(9) 0:1, ჯანაშია(17) 1:1

გაფრთხილება: დიდავა(23), ონოპკო(88), ჩუგაინოვი(19), სემაკი(79), სიმუტენკოვი(32)

მთავარი მსაჯი: ტაჰირ სულეიმანოვი(აზერბაიჯანი)

საქართველო: ნიკოლოზ „ნიკა“ ტოგონიძე, ლევან კობიაშვილი, ლევან სილაგაძე, კახაბერ ცხადაძე, გელა შეყილაძე, გოგა გახოკიძე (არჩილ არველაძე, 78), გიორგი ნემსაძე (გიგი დიდავა, 13), გოჩა ჯამარაული, გიორგი ქინქლაძე (ლევან ცქიტიშვილი, 84), შოთა არველაძე, ზაზა ჯანაშია (დავით ჩალაძე, 71)

მთავარი მწვრთნელი: ვლადიმერ გუცაევი

რუსეთი: სერგეი ოვჩინიკოვი, დმიტრი ხლესტოვი, ვიქტორ ონოპკო, იური კოვტუნი (ალბერტ ბორჟენკოვი, 61), იგორ ჩუგაინოვი, ევგენი ვარლამოვი (ვიაჩესლავ რადიონოვი, 46), სერგეი სემაკი (ალეკსანდრ გორშკოვი, 89), ანდრეი ტიხონოვი (არტურ პაგაევი, 79), დმიტრი ალენიჩევი, ვლადიმირ ბესშასნიხი (ილია ციმბალარი, 57), იგორ სიმუტენკოვი (დენის ზუბკო, 46)

მთავარი მწვრთნელი: ბორის იგნატიევი

30 აპრილი, 2003. ევრო 2004 - შესარჩევი მატჩი. თბილისი, ლოკომოტივი. 11000

საქართველო-რუსეთი 1:0

გოლი: 1:0 მალხაზ ასათიანი (12)

გაფრთხილება: გიორგი ნემსაძე(71), მიხეილ აშვეთია(81), გენადი ნიჟეგოროდოვი(60).

მსაჯები: ფრანც-ქსავიერ ვაკი; სონკე გლინდემანი, პეტერ ჰენესი (გერმანია)

საქართველო: გიორგი ლომაია, ოთარ ხიზანეიშვილი, ზურაბ ხიზანიშვილი, კახი კალაძე, დავით კვირკველია, ლადო ბურდული (გიორგი შაშიაშვილი 80), ლევან ცქიტიშვილი, გიორგი ნემსაძე (კაპ), გიორგი დემეტრაძე, მიხეილ აშვეთია (რატი ალექსიძე 85), მალხაზ ასათიანი (გივი დიდავა 75)

მთავარი მწვრთნელი: ივო შუშაკი (ხორვატია)

რუსეთი: ვენიამინ მანდრიკინი, გენადი ნიჟეგოროდოვი, სერგეი იგნაშევიჩი (დენის ევსიკოვი 14), ალექსეი სმერტინი, სერგეი სემაკი, ევგენი ალდონინი (დმიტრი სიჩოვი 79), ვიკტორ ონოპკო, დმიტრი ალენიჩევი, ეგორ ტიტოვი (კაპ), მარატ იზმაილოვი (ალექსანდრ კერჟაკოვი 46), ანდრეი კარიაკა

მთავარი მწვრთნელი: ვალერი გაზაევი

11 ოქტომბერი, 2003. ევრო 2004 - შესარჩევი მატჩი. მოსკოვი, რუსეთის რკინიგზის არენა. 30 000 მაყურებელი

რუსეთი-საქართველო 3:1

გოლები: 0:1 ალექსანდრე იაშვილი (3), 1:1 დმიტრი ბულიკინი (29), 2:1 იგორ ტიტოვი (45), 3:1 დმიტრი სიჩოვი (73)

გაფრთხილება: გიორგი დემეტრაძე, რევაზ ქემოკლიძე, დმიტრი სიჩოვი, გიორგი ნემსაძე

მსაჯები: კონრად პლაუცი; ეგონ ბერაიტერი, მარკუს მაირი (ავსტრია)

რუსეთი: სერგეი ოვჩინიკოვი, ვიკტორ ონოპკო (კაპ), სერგეი იგნაშევიჩი, დმიტრი სენნიკოვი, ვადიმ ევსეევი, ალექსანდრ მოსტოვოი, იგორ ტიტოვი, როლან გუსევი (ევგენი ალდონინი, 63), ანდრეი კარიაკა (მარატ იზმაილოვი, 46), დმიტრი ბულიკინი, ალექსანდრ კერჟაკოვი (დმიტრი სიჩოვი, 56)

მწვრთნელი: გიორგი იარცევი

საქართველო: გიორგი ლომაია, ზურაბ ხიზანიშვილი, რევაზ ქემოკლიძე, გიორგი დემეტრაძე, დავით კვირკველია, ლევან კობიაშვილი, გიორგი ნემსაძე (კაპ), ალექსანდრე იაშვილი, გოჩა ჯამარაული (ლადო ბურდული, 46), მიხეილ აშვეთია (ვიტალი დარასელია, 58), ლევან ცქიტიშვილი (მალხაზ ასათიანი, 54)

მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელი: მერაბ ჟორდანია

როგორც ხედავთ, ჩვენსა და რუსეთის ნაკრებებს შორის თანაფარდობაა. ორივე გუნდმა თითო-თითო გამარჯვება მოიპოვა ერთმანეთის წინააღმდეგ და ერთი შეხვედრაც ფრედ დამთავრდა. რუსები მხოლოდ 1 ბურთით გვჯობნიან - 4:3.

იხილეთ ფოტოგალერეა

maxo
ეს ყველა ფეხბურტელი საბჭოთა კავშირის დროს დაბადებული და აღზრდილი იყო და იმიტომ იგებდნენ თქვენ ახლა დაუპირისპირეთ და ნახეთ რა მოხდება,და მერე იტრაბახეთ.
მერაბი
აშკარად ჯობდა იმდროინდელი ნაკრები, სამწუხაროდ, რაც მეტი დრო გადის, ჩვენი მოთამაშეების კლასი ეცემა.
nnn
რა ისტორიული რის ისტორიული ერთი ჩვეულებრივი თამაში იყო სხვათა შორის არც ბილეთები გადაუყრია ვინმეს გავრცელდა ინფორმაცია რომ ბილეთები უნდა შეგვენახა
zaza
და რითი იყო ისტორიული ?
ave
ასატიანტან ერტი ექსკლუზივი იქნებ გააკეტოტ?
შეტევა
არანაირი ისტორიული გამარჯვება არ ყოფილა, შეეშვით პროვინციულ ბაქიბუქს. რუსეთი იყო და არის მაქსიმუმ საშუალო ევროპული დონის გუნდი! აღნიშნული თამაშისადმი ისტორიულის იარლიყის მიკვრით რუსეთს ზედმეტ მნიშვნელობას ანიჭებთ.
ანშლაგი ქუთაისში - საქართველო - კაბო-ვერდე | 7 ივნისის განრიგი
სანიოლი: საუკეთესო ლობჟანიძე გახლდათ - მეორე ტაიმში მეტი ემოცია და ნაკლები მონდომება იყო
ფარერების მწვრთნელი: დასანანია, ფრეს რომ ვერ გამოვრჩით
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?
"ვერ ვხვდები, ჩემგან უპატივცემულობა სად დაინახა" - სპალეტიმ აჩერბის უპასუხა
"მბაპე ცენტრფორვარდია და ამ პოზიციაზე თამაშს გააგრძელებს" - დეშამი ესპანეთთან მარცხის შემდეგ
[VIDEO] ჰალიბარტონის და "ინდიანას" მორიგი სასწაული - "ოკლაჰომა" სუპერფინალის პირველ მატჩში დამარცხდა
შენგელიას ლიდერობით "ვირტუსმა" მილანში იმარჯვა და სერია A-ს ფინალამდე 1 მოგება აშორებს
ნიონში გოგონათა ასაკობრივი გუნდების წილისყრა შედგა
[VIDEO] 5:4 - ესპანეთმა საფრანგეთს მოუგო და ფინალში გავიდა
სანიოლი: საუკეთესო ლობჟანიძე გახლდათ - მეორე ტაიმში მეტი ემოცია და ნაკლები მონდომება იყო
ფარერების მწვრთნელი: დასანანია, ფრეს რომ ვერ გამოვრჩით
[VIDEO] ლორიას ბოლო და 16 წლის ხარებაშვილის პირველი მატჩი - საქართველოს ნაკრებმა ფარერებს მოკრძალებული ანგარიშით მოუგო
[VIDEO] პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ფარერებს 1:0 ამარცხებს
პსჟ-ს თავდამსხმელი შეიძლება "მანჩესტერში" გადავიდეს
ფარერებთან საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
FIFA Arena - გლდანის საფეხბურთო ცენტრში ახალი მოედანი გაიხსნა
ქართველი მსაჯები 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის საკვლაიფიკაციო ეტაპის მატჩზე
[PHOTO] ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ ვანდამ საღამო პსჟ-ს ვარსკვლავთან გაატარა
3x3Tbilisi Challange საქართველოს ნაკრების წევრებით შემდგარმა თბილისმა მოიგო
"იცოდა, რომ პსჟ-ზე ჰკითხავდნენ და დაიმალა" - როტენმა მბაპე გააკრიტიკა
"ეს ორი ფეხბურთელი გერმანიის ნაკრებში არ უნდა თამაშობდეს" - მიხაელ ბალაკი
როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?
ანზორი ვერ ისვენებს - თბილისში საქართველოსა და რუსეთის ნაკრებების მატჩის ჩატარება უნდა
უეფა რუსეთს საერთაშორისო ტურნირებზე არ დააბრუნებს
წარმატებული უცხოელი მწვრთნელები, რომლებმაც ქართულ ხასიათს გაუგეს
"არსენალს" მისი დამატება სურდა, მალხაზის წინაშე დამნაშავე ვარ" - მოსკოვის "ლოკომოტივის" ყოფილი პრეზიდენტი დეტალებზე საუბრობს
კვარაცხელია გაზაევმა ისევ შეიყვანა ტურის სიმბოლურში
ვალერი გაზაევი: კვარაცხელიასავით მაღალ დონეზე ჩვენთან არავის შეუძლია ითამაშოს
ვიტალი დარასელიას თასი: ეს მარცხი არ არის კატასტროფა, მაგრამ... [VIDEO]
ᕣᓑᓔᕓᓣᓠᕔᕑᓐ, ᕠᕝᓛᓔᓚᓡᓐᓪ ᓗᓑᕘ
ბუდუც დაგვაკლდა - სავარაუდო შემადგენლობა ფარერებთან
მოიკვეთოს რუსეთი ფიფადან და უეფადან - უკრაინელების მოთხოვნა
"შახტარის" ვიცე-პრეზიდენტი - სააკაშვილს: უკრაინამ 15 თვეში უფრო მეტი ააშენა, ვიდრე საქართველომ 15 წელში
[VIDEO] საქართველოს ნაკრებს ახალი სათამაშო ფორმა აქვს
soccer.ru: რუსეთის ჩემპიონატის 10 ყველაზე რეიტინგული ქართველი - ბრწყინვალეები, ჩემპიონები, ბომბარდირები, სიმბოლო და ჯარისკაცი
"უკეთესი იქნებოდა, "ზენიტს" ქართველი ფეხბურთელი ეყიდა და შემდეგ ის ამ ფასად გაეყიდა" - ჯანაშიამ რუსულ კლუბს ტრანსფერი არ მოუეწონა
რუსეთის დამარცხება ასათიანის გოლით, "ბარსელონასთან" მოგება... - ინტერვიუ ფოთის "კოლხეთის" მწვრთნელთან...
"პატრიოტი და ღირსეული კაცია!" - გაზაევი ყაველაშვილის პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელებამ აღაფრთოვანა
"სააკაშვილი გიჟი, ნაძირალა და ავადმყოფია! ციხეში ყოველივე ეს ჩემი თვალით ვნახე..." - დემეტრაძემ პატიმრობის პერიოდი გაიხსენა
რუსეთის ნაკრების იზოლაცია გრძელდება, თუმცა შეიძლება ევრო 2028-ის შესარჩევ ტურნირზე დაუშვან
"თუ ეს მოხდება, ხვიჩას "ოქროს ბურთის" მოგებაც შეუძლია" - ზაზა ჯანაშია კვარაცხელიაზე
"კაპიტნისა და ვიცე-კაპიტნის საკითხი ჯერ არ გადამიწყვეტია" - ვილი სანიოლის პრესკონფერენცია
"უფას" მწვრთნელი: ძალიან მახარებს გუნდში ჯიმი ტაბიძის მოწვევა
"დამპალი სული" - კავაზაშვილმა ძიუბა გალანძღა
"ვოცნებობ, რომ რუსეთის საფეხბურთო ნაკრები 2025 წლიდან საერთაშორისო არენაზე დაბრუნდეს" - ზაზა ჯანაშია
ზაზა ჯანაშია: ესპანეთი მთლად ისე ძლიერი არაა - ჩვენ ცხელი სისხლი გვაქვს
ლაშა ჯაკობია: თუ სააკაშვილი საქართველოში დაბრუნდება, დამიჭერს
"ნუ უყურებთ იმას, რომ ფეხბურთელია" - ჯანაშია ყაველაშვილის პრეზიდენტად არჩევაზე
ჩეფერინმა განაცხადა, რომ ომის დასრულებამდე რუსეთი უეფასგან მოკვეთილი იქნება
"სპარტაკის" მწვრთნელი: "ამკარსა" და "ანჟისთან" ჯანო ანანიძემ მოგვაგებინა
ნაკრების დებიუტანტები ახლო ხედით - ბიჭი, ვისზედაც ევროპა საუბრობს...
"პატრონის კვერცხების ლოკვა უყვარს" - სლუცკი გაზაევზე ირონიულად ხუმრობს
[ექსკლუზივი] რომან ფიფია: ისეთი ლეგიონერები ჩამოვლენ, გაგიხარდებათ!..
"ზენიტის" მწვრთნელის ნააზრევი - ნახეთ, როგორ აპირებს ის კვარაცხელიას შეჩერებას
ასათიანი "ლოკომოტივის" XXI საუკუნის 10 საუკეთესო ტრანსფერში
"ისეთები გვითხრა, მზად ვიყავით რუსეთის ნაკრები შეგვეჭამა!" - ლადო ბურდულმა მოჰყვა, როგორ აუმაღლა ივო შუშაკმა მოტივაცია საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს რუსეთთან მატჩამდე
სიჩიოვი: ქართულ რესტორანში დანახარჯს ყოველთვის ასათიანი იხდიდა - ჯანაშია დიეტურ მაგიდაზე მწვანილს მიირთმევდა
მატჩის დღე. საქართველო VS ფარერები - ლორიასთან დამშვიდობება
"ხვიჩა შევჩენკოზე უკეთესი გახდება?! თუ ქართველი ამას მოიგებს..." - ვალერი გაზაევმა "კვარას" შესახებ ისაუბრა
"თავისი ტალანტის მხოლოდ 50% გამოიყენა" - მალხაზ ასათიანმა ერთმანეთს კვარაცხელია და ანანიძე შეადარა
"ლივერპული?" ხვიჩასთვის ძლიერი მეტოქე არ არსებობს" - ზაზა ჯანაშიამ "კვარაზე" ისაუბრა
შეიძლება 11 აგვისტოს მერე დამიბარონ... რატომ აფორიაქდა ფეხბურთის ფედერაცია?
[ლელოს სტუმარი] "შესაძლოა, იმიტომაც, რომ თავმდაბალი ვარ...."
მალხაზ ასათიანი: ამერიკელებმა ბევრი საზიზღრობა ჩაიდინეს - ვისურვებდი, რუსი სპორტსმენები საერთაშორისო არენაზე დაბრუნდნენ
sportsdaily.ru: ჯიმი ტაბიძე კარიერას "უფაში" გააგრძელებს
ოლიმპიური კომიტეტი სააკაშვილი-ხინჩეგაშვილის ვიდეოსთან დაკავშირებით აჟიოტაჟს გამოეხმაურა
რუსეთის ნაკრებთან თამაშის სურვილი სეიშელის კუნძულებმა და კიდევ 4 გუნდმა გამოთქვა
"ხელფასების ზღვარი, მხოლოდ 3 ლეგიონერი და ბელარუსული გუნდების დამატება" - გაზაევი პრემიერლიგის რეფორმას გეგმავს
გიორგი წიტაიშვილი კიევში მიხეილ სააკაშვილს შეხვდა