ფოტო: გოგიტა ბუხაიძე/Rugby.ge

12 მაისს, ბათუმის რაგბის სტადიონზე 2019 წლის საქართველოს ჩემპიონი გამოვლინდება. 18 საათზე ერთმანეთის პირისპირ რეგულარული გათამაშების ლიდერები - "ბათუმი" და რუსთავის "ხარები" წარდგებიან.

ამ გუნდებისთვის საქართველოს ჩემპიონობა უცხო არაა, ოღონდ ორივემ საჩემპიონო ჯილდო დიდი ხნის წინ შემართა:

რუსთაველები ჩემპიონები ერთადერთხელ, 26 წლის წინ, 1993 წელს გახდნენ. მაშინ გამარჯვებული რეგულარული გათამაშების შედეგად ირკვეოდა და გუნდიც "რუსთავის" სახელით თამაშობდა.

ბათუმელებმა მთავარი ჯილდო ორჯერ შემართეს და მათაც სხვა - "დათვების" სახელით. 1999 წელს გუნდმა პირველობა რეგულარული გათამაშებით მოიგო, ხოლო 2002 წელს ფინალურ შეხვედრაში "დათვები 2"-ს შეხვდა და 27:10 დაამარცხა. იმ წელს საქართველოს ჩემპიონატის ფინალს ბათუმმა პირველად უმასპინძლა, წელს კი ზღვისპირა ქალაქში გადამწყვეტი შეხვედრა მეორედ იმართება, რაც გუნდის დამსახურებაა.

"ბათუმმა" დიდი 10-ის მიმდინარე სეზონის რეგულარული გათამაშება 66 ქულით მოიგო, პლეი-ოფის შესარჩევ ფინალში მასპინძლობის უფლება მიიღო, იქ გამარჯვებით კი, რეგლამენტის თანახმად, ფინალშიც საკუთარ მოედანზე თამაშის უფლება დაიბევა.

ზღვისპირელებმა რეგულარულ გათამაშებაში სულ სამი შეხვედრა დათმეს და აქედან ორი სწორედ მომავალ მეტოქე "ხარებთან". პირველ წრეში რუსთაველები მეტოქეს ბათუმში ეწვივნენ და 15:8 იმარჯვეს. დაძაბული გამოდგა მეორე წრის მატჩიც და "ხარებმა" რუსთავში მეტოქე 13:8 დაამარცხა.

"ხარებმა" რეგულარული გათამაშება 60 ქულით მეორე ადგილზე დაასრულა და პლეი-ოფში მეორე ეტაპიდან ჩაერთო. შესარჩევ ფინალში ის "ბათუმს" სტუმრად 20 აპრილს ეთამაშა. ზღვისპირელებმა წინა შეცდომები გაითვალისწინეს და ორი მარცხისთვის ღირსეული რევანში აიღეს - 32:10. ამით მათ ფინალის საგზური და იქ მასპინძლობის უფლება მოიპოვეს, მას შემდეგ კი, აგერ, უკვე სამი კვირაა არ უთამაშია.

იმ მატჩის შემდეგ რუსთაველებმა ერთი კვირა დაისვენეს, გასულ კვირას მცირე ფინალში მარნეულის "არმაზი" მიიღეს და 27:21 გამარჯვებით ფინალის საგზური მიიღეს. შედეგად, სამი კვირის შემდეგ ისინი კვლავ ბათუმში ბრუნდებიან, თუმცა ახლა სასწორზე ოქროს მედლები დევს.

მომზადებულია Rugby.ge-ს მიხედვით

ზამთრის სერიებისა და წლის ბოლო 3×3 საკალათბურთო ტურნირის გამარჯვებული არგო გახდა
დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს
"ბაიერნი" "რეალს" და "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელს მხოლოდ სარეკორდო თანხად მიჰყიდის
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები სომხეთთან დამარცხდა
დამძიმებული ფეხებით - ჩაკვეტაძემ "ლესტერთან" მატჩამდე ისაუბრა
"ფრთებგაშლილი ნერესი ფენომენალური "კვარას" დამამძიმებელი აჩრდილისგან გათავისუფლებას ლამობს" - იტალიური მედია
"ბარსელონა" ბოლო წამებზე დამარცხდა - თორნიკეს ისევ არ უთამაშია
"რა კრიზისზე საუბრობთ? მათ ხომ კონტე ჰყავთ" - კაპელომ "ნაპოლიზე" ისაუბრა
ბასტონიმ შესაძლოა, "ინტერი" დატოვოს - იტალიელის გადასაბირებლად ორი გრანდი იბრძვის
ხელფასის შემცირებაზე თანახმაა - ლევანდოვსკის მომდევნო სეზონშიც "ბარსელონაში" თამაში სურს
კარგი ამბავი - ბათუმის "დინამოს" ახალი მფლობელი ჰყავს
უარი "ჩელსის, "ლივერპულსა" და "მანჩესტერ იუნაიტედს" - სემენიომ არჩევანი სხვა ინგლისურ გრანდზე შეაჩერა
[VIDEO] ახალწვეული კუპერ ფლეგისა და ენტონი დევისის ბრწყინვალე მატჩი - "დალასმა" ნიკოლა იოკიჩის "დენვერი" დაამარცხა
[VIDEO] მამუკელაშვილის 4 სამქულიანი და კარგი მატჩი - სანდრომ "ტორონტოს" ძირითად შემადგენლობაში ითამაშა
საზონოვს მალე, ალბათ, "ტორინოს" დატოვება მოუწევს
დასაევი: საფონოვი რა, ასეთი დიადია?
სანდრო ალთუნაშვილი "ჰაპოელის" ფეხბურთელი გახდა
ოფიციალურად - "ლიონმა" "რეალისგან" ენდრიკი ინათხოვრა
სპორტის სამინისტრომ 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა
პსჟ-ს ტრავმის გამო შემტევი გამოაკლდა
თსუ-მა "ბათუმი" დამაჯერებლად დაამარცხა და საქართველოს სუპერთასს დაეუფლა
"შავი ლომი" | ორი ცვლილება "ბათუმთან"
"ბათუმმა" "ხარებს" სძლია და საქართველოს ჩემპიონი გახდა
დიდი 10: დაუმარცხებელი არავინ დარჩა
ოთარ ქორქიას სახელობის სუპერთასი "ბათუმმა" მოიგო
სუპერთასი | თელ-ავივი ქართულ გუნდებს არ სწყალობს
დიდი 10: "ხარებმა" "არმაზი" დაამარცხა და გალიდერდა
სუპერლიგის სადებიუტო მატჩში "ვსა-BASKETBALL"-მა "ბათუმი" 80:72 დაამარცხა
დიდი 10: "ყოჩებმა" დაბრუნება მოგებით აღნიშნა
"ხარებმა" "ბათუმთან" გასული სეზონის ფინალში მარცხისთვის რევანში აიღო
დიდი 10: აუტსაიდერმა ლიდერი დაამარცხა
სუპერთასი | "შავი ლომი" აღმოსავლეთში, "ლუზიტანუში" დასავლეთში