დღეს სუპერლიგის ნახევარფინალური სერიები თბილისსა და ქუთაისში დაიწყო. იმერეთში სათამაშოდ “დინამო თბილისი” ჩავიდა და 60:68 დამარცხდა. შარშანდელი სუპერლიგის ფინალისტების ჯახი კოტე ტუღუშის გუნდის გამარჯვებით დაიწყო, რომელიც სერიაში 1:0 დაწინაურდა. შემდეგი მატჩი ქუთაისში ხვალ, 18:30 საათზე გაიმართება.

თბილისში კი ერთმანეთს დედაქალაქური გუნდები დაუპირისპირდნენ. საინტერესო მატჩის პირველი ნახევარი “მგზავრების” იყო, რომელმაც ტაიმი 7 ქულით – 49:42 მოიგო, თუმცა მესამე პერიოდი და დელტელთა შტურმი ერთდროულად დაიწყო. მწვრთნელმა ლექსო ლაფანაშვილმა ზუსტი დასკვნები გამოიტანა პირველი ნახევრიდან და შესვენების შემდეგ მისი გუნდი სულ სხვაგვარად ათამაშდა. “დელტამ” ფარქვეშ პოზიციები გაიმაგრა – გეგი ბაქრაძე და ბექა ბექაური სამწამიანში აშკარად ჯაბნიდნენ ჯეიკობ არმსტრონგსა და სოსო გოგნაძეს, ხოლო უკანა ხაზში ლაფანაშვილის გუნდს წინამძღოლად საბა ლობჯანიძე მოვლინა, რომელიც ბურთსაც სხარტად, გონივრულად ათამაშებდა და უფრო ეფექტური შეტევაში იყო. ლობჯანიძემ 2 სამქულიანი ჩააგდო. მას გვერდს უმაგრებდა ერიქ ნოთიჯი, რასაც “მგზავრების” ერთ-ერთი ლიდერის, კახა ჯინჭარაძის პერსონალურებით ავსება დაერთო და… “დელტამ” 12:0 გაქცევა მოაწყო, 54:49 გალიდერდა და სრულ სათამაშო უპირატესობას დაეუფლა.

“მგზავრების” მწვრთნელმა ბუბა ბერიშვილმა წუთშესვენებები გამოიყენა, მაგრამ დელტელების შეჩერება არ მოხერხდა. კახა ჯინჭარაძე პერსონალურების ლიმიტის გამო მესამე პერიოდშივე გავარდა მოედნიდან, რითაც “მგზავრებს” შემტევი არსენალი ხომ მოაკლდათ და თან “დელტას” ფორვარდებმაც გაილაღეს. ბოლო პერიოდის წინ ლაფანაშვილის გუნდი 10 ქულით იგებდა და “მგზავრებს” თამაშის შემოტრიალების რესურსი აღარ დარჩა. შეხვედრა დელტელებმა საბოლოოდ 14 ქულით მოიგეს და სერიაში 1:0 დაწინაურდნენ.

გამარჯვებულთაგან 24 ქულით საუკეთესო იყო საბა ლობჯანიძე. 12 ქულა მიითვალა ოთო ფხაჯაძემ, ბექა ბექაურის ანგარიშზე კი 8 ქულა და 11 მოხსნა დაგროვდა. “მგზავრებში” 27 ქულით ადრიან ბოუი გამოირჩა. 17 ქულა ჰქონდა კახა ჯინჭარაძეს.

შეგახსენებთ, რომ ნახევარფინალური სერია 3 მოგებამდე გრძელდება. ამ გუნდებს შორის სერიის მომდევნო შეხვედრა 14 მაისს, 19:00 საათზე გაიმართება.

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით

მატჩის გმირი, გურჯაანელი კინგი | დელტამ კსუ-კავკასია ბოლო წამებზე დაამარცხა
U22 | რუსთავმა ზედიზედ მე-15 მატჩი ჰიუნდაისთან, დაძაბულ ბრძოლაში მოიგო
ქუთაისმა ბათუმში ბოლო წამზე იმარჯვა, ზესტაფონმა რაში 16 სამქულიანით უშანსოდ დატოვა
პსჟ-ს ნახევარმცველს გული "რეალისკენ" მიუწევს
"ბარსელონამ" ნავსი კატალონიურ დერბიში, "ხირონას" დამარცხებით გატეხა
კაზემიროს ტონალი შეცვლის? - იტალიელი "მანჩესტერ იუნაიტედის" სამიზნეა
მატჩის გმირი, გურჯაანელი კინგი | დელტამ კსუ-კავკასია ბოლო წამებზე დაამარცხა
[VIDEO] ჰარდენი წავიდა, თუმცა კავაი აქ არის - "კლიპერსმა" "მინესოტა" დაამარცხა
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტომ" "ინდიანა" დაამარცხა
ლუის ენრიკემ "მარსელთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
კიტეიშვილის საგოლე პასი, მამაგეიშვილის დებიუტი და "შტურმის" გამარჯვება
საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი 37 წლის ასაკში გარდაიცვალა
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა შვეიცარია დიდი ანგარიშით დაამარცხა
ლოკატელის პრემიერ ლიგაში ეპატიჟებიან - "იუვენტუსიდან" შესაძლოა, კაპიტანი წავიდეს
11 ფეხბურთელი უკვე შეარჩია - ანჩელოტის სამუნდიალო სიაში ეს მოთამაშეები აუცილებლად იქნებიან
თუ "მანჩესტერ იუნაიტედიდან" გაუშვებენ - კერიკს პრემიერ ლიგიდან უკვე სამი მსურველი ჰყავს
[VIDEO] პსჟ "მარსელის" დღევანდელ მატჩს განსაკუთრებული სტუმარი გახსნის
"ტორპედოში" 2 მატებაა - კლუბი დღეიდან მზადებას კვიპროსში განაგრძობს
პეპის დარწმუნებას ამ ორი ტრანსფერით შეეცდებიან - გვარდიოლა შესაძლოა, "სიტიში" დარჩეს
რუსულად საუბრის გამო დაისაჯა - "კარპატის" უკრაინელ მცველს კაპიტნის სამკლაური ჩამოართვეს
მამარდაშვილზე უარის მიღების შემდეგ, "ბეშიქთაშმა" კოლუმბიელი მეკარე დაიმატა
ფიგურული ციგურაობა | ოლიმპიურ თამაშებზე დევისის და სმოლკინის წყვილმა თავისუფალ პროგრამაში მეოთხე ადგილი დაიკავა
კვარაცხელიას დაბრუნება ფრანგულ კლასიკაში - მიქაუტაძის გამარჯვების დრო!..
"დელტამ" "მგზავრები" სერიაში 3:0 დაამარცხა და სუპერლიგის ფინალში გავიდა
ფევაძის სარეკორდო 23 მოხსნა და გამარჯვების ბურთი "მგზავრების" კალათში
საქართველოს თასის გათამაშება დაიწყო
"ქუთაისი" ფინალურ სერიაში 2:1 დაწინაურდა
ახალგახსნილ დარბაზში მასპინძელმა "რუსთავმა" "დელტასთან" ბოლო წამზე წააგო
"ქუთაისმა" "კავკასია" 23 ქულით დაამარცხა და ფინალურ სერიაში დაწინაურდა
1/4-ფინალურ სერიებში "ტიტები" და "მგზავრები" დაწინაურდნენ – რუსთავში კი ფრე დაფიქსირდა
სუპერლიგის ჩემპიონი "ქუთაისი" ევროთასებზე ასპარეზობას სლოკავურ "ლევიცესთან" მატჩით დაიწყებს
"დელტამ" სუპერლიგის ფინალური სერია ქუთაისში გამარჯვებით გახსნა
22-წლამდელთა ჩემპიონატის პირველი ფინალისტი "ქუთაისია"
თსუ-მ "დინამო" დაამარცხა და სუპერლიგის პირველი წრე პირველ ადგილზე დაასრულა
"ცხუმ-აფხაზეთმა" "დინამოს" სძლია და ჩემპიონის ტიტულს "რუსთავთან" დაიცავს
"დელტამ" "ქუთაისი" დაამარცხა და ფინალური სერია მე-5, გადამწყვეტ მატჩამდე მივიდა
"ქუთაისმა" ფინალში "კავკასია" დაამარცხა და საქართველოს ჩემპიონი მესამედ გახდა!
"მგზავრებმა" რუსთავში იმარჯვა და ცხრილის ფსკერს თავი დააღწია
"ბათუმმა" "მგზავრები" ბოლო წუთებზე გატეხა და სუპერლიგაში გალიდერდა
"დელტამ" "მგზავრები" ნახევარფინალურ სერიაში 2:0 ჩამოიტოვა
თასის გათამაშების პირველი მეოთხედფინალისტები "დინამო" და "ოლიმპი" არიან
"ბათუმმა" "დინამო" დაამარცხა და სუპერლიგაში გალიდერდა
დევონტრე ტომასის ბენეფისი ქუთაისში | თსუ-მ ქუთაისს მეორეც მოუგო და ჩემპიონობას მიუახლოვდა
სუპერლიგის ტური "ქუთაისისა" და "დინამოს" გამარჯვებით დასრულდა
გიორგი კორსანტიას 32 ქულა, 18 მოხსნა და თსუ-ს გამარჯვება "მგზავრებთან"
"ქუთაისი" დანიის ჩემპიონთან ბოლო წამებზე დამარცხდა და ფიბა ევროპის თასზე იასპარეზებს
"მგზავრები", "ტიტები" და თსუ თასის გათამაშების ნახევარფინალში გავიდნენ