საქართველოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი, ქუთაისის "ტორპედო" კატასტროფულ ფინანსურ მდგომარეობაშია.

ეროვნული ლიგის მე-13 ტურში "საბურთალოსთან" დამარცხების (2:3) შემდეგ "ტორპედოს" მწვრთნელმა კახაბერ ჩხეტიანმა დაადასტურა, რომ გუნდი სავალალო მდგომარეობაშია.

"პრობლემების ფონზე გამოჩნდა, ხასიათი ვერ იყო საბრძოლო. ჩვენს ბიჭებს ყველას მადლობას ვუხდი, რაც მთელი ამ ხნის მანძილზე გუნდისთვის გააკეთეს.

რა ვიცი... ძალიან მიჭირს ამაზე საუბარი, მაგრამ ვართ იმის წინაშე, რომ მომდევნო მატჩამდე შეიძლება დავიშალოთ.

მინდა გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადავუხადო. ვნახოთ, რა იქნება", - განუცხადა ჩხეტიანმა კლუბის საიტს.

შემდეგი ტურის შეხვედრა "ტორპედოს" 20 მაისს, სტუმრად "რუსთავთან" აქვს.

tngh
ქუთაისის "ტორპედოს" დაშლა, საქართველოს სირცხვილი იქნება. იმედია, ჩაერევა ხელისუფლება ამ პრობლემის მოგვარებასი და გუნდი შენარჩუნებულ იქნება...
kai ra..
რითი დაუდგენენ "მაგ ბიჭებს" ? მრავალი ათასი დოლარი ხელფასები უმუშევამა ქუთაისელებმა უხადონ ამ "საცოდავ ბიჭებს" ?
kai ra..
ხახვი არ დააჭრან კერძო მფლობელს ყურებზე თუკი მან ყველა გადასახადი გადაიხადა და საპრივატიზაციო ვალდებულებებს ასრულებს გაწერილ მინიმუმზე. მე ჩაჩავას არ ვიცავ,"გულშემატკივრებს" გიხსნით რომ კერძო ბიზნესში და კერძო საკუთრებაში ვერავინ ჩაერევით და არავის აქვს უფლება რაიმე გამოიძიოს თუკი ზემოთ ხსენებული პირობები შესრულებულია. არავის არ მოგვწონს ეგ სიტუაცია, ზარალდება მთელი ქართული ფეხბურთი. მორალის დონეზე გასაკიცხი და შესარცხვენია ის ვინაც პრივატიზაცია ამ უმსგავსო ფორმით მოაწყო.
დდდ
ჩინელი სპონსორები წავიდნენო ჯერ ერთი სად ჩინეთი და სად ფეხბურთი.მერე მეორე თუ სპონსორი ხარ ხედავ მოგებაზე ხარ გასული კარგი გუნდით ევროთასებზე გახვალ და ეს უკვე დიდი შემოსავალია პლიუს ფედერაცია აძლევს 200 000 -300 000 ლარს თუ არ ვცდები ყველა გუნდს და პლიუს ჩემპიონობაზე დამატებით.ესეიგი თუ გუნდი კარგად ირჯება და ფულიც შემოდის მაშინ რახდება??? მე პირადად დანაშაულის ნიშნებს ვხედავ და უნდა ჩაერიოს შესაბამისი სტრუქტურები და გაარკვიონ ჯერ რა მიზნებით მოვიდნენ და ეხლა მოგებაზე გასულ გუნდს რატომ ტოვებენ ძალიან ბევრი კითხვებია და იმედია გაეცემა პასუხები. ქუთაისელი არ ვარ მაგრამ ძალიან მაღელვებს ამ გუნდის და არამარტო ამ გუნდის ზოგადად ქართული ფეხბურთის ბედი.
ანი
იმიტომ რომ ჩაჩავამ შეჭამა
elsa
საიდან მოვიდა ეგ უნამუსო ჩაჩავა ამდენი ფული როგორ შეჭამა, ჯერ მარტო ევროტურნირებიდან 3 მილიონი ევრო მიიღო ტორპედომ, რა უქნა ამდენ ფულს, რომელ ქართულ კლუბს აქვს ამდენი ბიუჯეტი?! ამას დამატებული ფონდიდან მიჯებული და სპონსორული თანხები, ყველაზე მდიდარი კლუბი დინამოს შემდეგ ტორპედო უნდა იყოს და გუნდი იშლება, ყველა ერთად გამო...ვდით? სისხლის სამართლის საქმეა აღსაძრავი რათ უნდა ამდენი ბოდიშობა, ზოგიერთებმა მაგარი ფული აკეთეს და ჩვენ მიზეზებს ვეძებთ, როცა ყველაფერი ზედაპირზე დევს!!!
sasacilo xar
რატომ უნდა ჩარიცხო შენ ფული ცოცხალი, მდიდარი და ყეყეჩი მეპატრონის კერძო კლუბის ანგარიშზე?იქნებ იშვილო და წინდებიც უყიდო ახალი? სანამ ეს კაცი ამ კლუბის მეპატრონეა,არავის აქვს არც მორალური და არც იურიდიული უფლება ან ვალდებულება რომ მის კერძო საქმეში ჩაერიოს, ამით ყველაფერია ნათქვამი. გამოვიდეს და საჯაროდ განაცხადოს- ცუდი პატრონი ვიყავი და დაეხმარეთ ფეხბურთელებსო. სხვათაშორის მანდ ზოგიერთ ფეხბურთელს მრავალი ათასი დოლარი აქვს ხელფასი, აი იმდენი 100 გულშემატკივრის 1 თვის ხელფასი რომაა...
artanuj
იმ წუთამდის, სანამ კლუბის ფორმას იცმევ და მინდორზე გადიხარ, მანამ თავდადებით უნდა ითამაშო, თუ უხელგფასობა გიშლის თავდადებით თამაDზე ხელს, ნუ გახვალ ( ნუ გახვალთ) და სხვები გავიდნენ ან საერთოდ გაფიცვა გამოაცხადეთ. გუშინ ტორპედოს დასაძრახად არ უთამაშია, მოქმედ ჩემპიონთან, მასზე უკეთეს კლუბთან წააგო და საწყენი აქ დიდად არაფერია. იმედია რომ კლუბს მერია დაიბრუნებს და მაშინვე გაამზადებს ღია, საერთაშორისო აუქციონზე გასაყიდად და არა ისე მიჩალიჩებულად და უნამუსოდ გაყიდის როგორც ეს უკვე მოხდა. ეს თემა პირველ რიგში ფედერაციის სირცხვილია, რომ ასე არასისტემურად მუშაობს. აი რატომ არ შეიძლება კერძო კლუბებს აძლევდე ფულებს მაშინ როდესაც ისინი საკუთარს არ ხარჯავენ!
Hakuho
Gaxsnan rame angarishi da visac ramdenic sheudzlia imdeni chavricxot magram azri ar AQ shechams chachava tu chichua mag pulsac
QT
არამგონია 2 დღეში ეშველოს და ახალი სპოსორი მოიძებნოს. რაც მოხდება ცუდი იქნება, მაგრამ ასე დალაგდება. ეხლანდელი ტორპედოს ფეხბურთელები გადანაწილდებიან ბათუმში, დინამოში, საბურთალოში, ტორპედო კი ითამაშებს დუბლებით. იმდენი ქულა კი აქვს მოგროვილი ლიგიდან არ გავარდება და მომავალ წელს, ახალი ფურცლიდან დაიწყება ყველაფერი, ოღონდ იმედია ამ დაშვებული შეცდომების გათვალისწინებით, მართლაც ფინანსურად ძლიერი მეპატრონის ხელში მოხვდება და გაძლიერდება.
გ
ბიჭებმა ფული გაათეთრეს და წავიდნენ, ფეხზე არ ჰკიდიათ ამათ ტორპედო და ქართული ფეხბურთი? ჩინელები წავიდნენო, რატომ წავიდნენ გვითხრან ერთი რა, უხ თქვენი უნამუსო საქციელი რა ვთქვა?!
roma
ტორპედოს დაეხმაროს ვინმე ვისაც ძალუძს, ტორპედოს დაშლა არამარტო ამ გუნდს არამედ მთელ ჩემპიონატს ავნებს, ისევ ეროგორც ზესტაფონის დაშლის შემდეგ მოხდა. მე ბათუმელი ვარ და ბათუმის დინამოს ვგულშემატკივრობ მაგრამ დღეს ტორპედოს გულშემატკივრად ჩამთვალეთ, რადგან ძალიან ცუდია ტენდენცია როცა გაჩემპიონებული გუნდი 2 წელიწადში იშლება, პასუხი აგებინეთ მათ ვინც ამაში დამნაშავეა და კაკ მინიმუმ შეინარჩუნეთ გუნდი გაძლიერებაზე აღარაფერს ვამბობ.
ჩვენ ვართ ტორპედო!..
მადლობა ბიჭებს,რომ ერთი წელია მუდმივად ხელფასების მოლოდინის რეჟიმში გიწევდათ თამაში, მიუხედავად ამისა გულშემატკივრისთვის, ჩხეტოსთვის და იმისთვის რომ ფეხბურთი გიყვართ და სადღაც კუნჭულში მომავლის იმედით მაინც ჯიგრიანად თამაშობდით! არ მინდა დავიჯერო რო ვიღაცის ტ...ის ქეიფს გადაყვება ჩვენი დიდი კლუბი! მჯერა ვინმე გამოჩნდება, ვინმე ისეთი ვისაც ფეხბურთი უყვარს და უშველის სავალალო მდგომარეობაში ჩავარდნილ ქუთაისის ტორპედოს! პ.ს. ყოველთვის ვგრძნობთ აჭარლების და სამეგრელოს, უბრალო გულშემატკივრების თანადგომას და მადლობა ამისთვის!
დემე
კაზინოს თემამ გაიჟღერა, საინტერესოა მართალია? დიდი თანხა წაუგიაო...
ასევე
ლარი არა დოლარი მიიღო...
ზუგდიდი
ზუგდიდი გამოგრჩათ. გემახსოვრებათ როგორი აკადემია ქონდა ზუგდიდს და გუნდი ბაია
ზუგდიდი
მოკლედ აზრი არ აქვს უკვე ჩვენი ჩემპიონატის ყურებას. სტადიონიდან კიარა ტელევიზორიდანაც. ყველაზე მეტად ტოეპედოსი მეიმედებოდა ევროპალიგაზე. ხალხი არ მივა აე უყურებს და უყუროს მარტო ჩაჩავამ და ფედრაციამ. მართლა ბანანის ქვეყანა ვართ და კიდე პრეტენზია გვაქ შვეიცარიას უკეთ რატო არ ვეთამაშეთ და ირლანდიას რატო ვერ ვუგებთო. ფაქტი სახეზეა რატომაც. აწყობილ ფეხზე დამდგარ გუნდებს,რო დაშლი ყოველ მეორწ წელს სულ ასე ვიქნებით.
ასევე
რატო არ ინტერესდება საქართველოს გუნდებით კერძო ინვესტორი თუ კორუფციაში არაა გახვეული ქართ:ფეხბურთი და მაფია არ მართავს?
123 321
რაც შარშან ევროპაზე გამოიმუშავეს სად წაიღეს რო ესეთ დღეში არიან? რამდენიმე მილიონი როგორც მახსოვს
kaxa
მძულხარ ჩაჩავა როგორ გაგვაცურე ამდენი ხალხი! გვითხარი შენი ფული რა მოიტანე ტორპედოში რომ გვპირდებოდი!
baxt
პასუხი უნდა აგებინონ მეპატრონეს, რატომ მიიყვანა გუნდი ამ დონემდე და გამოსაძიებელია, სად წავიდა ის თანხები, რომლებიც ტორპედომ მიიღო ფონდიდან, ევროთასებიდან და სპონსორებიდან.
David
დაწერეთ კონკრეტული მიზეზები, რის ან ვის გამო იშლება გუნდი? ძალიან გვაინტერესებს რამ გამოიწვია ეგ კატასტროფული ფინანსური კრიზისი.
papai
ჯერ იყო ზესტაფონი, ფოთის კოლხეთი, ლანჩხუთის გურია, გორის დილა... ეხლა ტორპედო... ვინ იქნება შემდეგი ბათუმი?
sake
ქუთაისელებო,მოგმართავთ თქვენ;თქვენნაირი "გიჟი"ქომაგი საკუთარი გუნდისა საქართველოს არცერთ გუნდს არ ყავს,ჰოდა დაუდექით ამ ბიჭებს გვერდით,რომ არ დაიშალოს ეს მშვენიერი გუნდი,უბრალოდ სირცხვილია ქუთაისს ფეხბურთის გუნდი არ ყავდეს.
zesta
საათივით აწყობოლი და ფინანსურად გამართული ზესტაფონი დაშალეს ძალით და უფულო(ვითომ?!) ტორპედოს დაშლა გაუჭირდებოდათ...გუნდში რომ აშკარად მჭამელია ვიღაც აშკარაა და ფედერაციასაც არავინ ახსენებს და რავიცი რავიცი...წარმატებები ტორპედოს!!!
samtredia
ეს უკვე მერამდენე ქართული გუნდია 2 წელიწადში რო იშლება? მე მინდა ვიკითხო რომელიმე ქუთაისელი მეტყვის ზაალ ჩაჩავა რა ბიზნესების მფლობელია რო გუნდი ემართა თუ ჩინელების იმედად იყო? ეხლა იგივე მდგომარეობაა რაც ქონდა ზესტაფონს სირცხვილი რომ ამ ორ დიდ და საფეხბურთო ტრადიციების ქალაქებს გუნდები არ ყავთ.
ბათუმელი
გუნდი არ დაშალოთ. რას გავს ეს, რა უბედურებაა. ტორპედოს დაშლა არ გაბედოთ! სირცხვილი და უსინდისობა იქნება ერთერთი ყველაზე გამორჩეული ქართული კლუბი თუ დაიშლება! არ გეპატიებათ ტორპედოს გაფუჭება! არგაბედოთ ტორპედოს დაშლა!
sio
რა საინტერესოა, ტორპედომ შარშან ყველაზე მეტი გამოიმუშავა, + ფედერაციის დახმარება, რატომ იშლება ტორპედო და არა ვთქვათ ჩიხურა. იმიტომ რომ იქ ჩაჩავა არ იყო.
ზურა
რატომ კაცო ამ ქვეყანაში ხომ საამური ცხოვრებაა?
გულშემატკივარი
ეს გამოიწვია იმან რომ ტორბედო გადავიდა კერძო მესაკუთრის ხელში და ფულის დახარჯვა არ უნდა რადგანაც ე.წ "ბიზსნესმენები" ყველაფერ 'ჩოთქავენ" და უყურებენ საიდან რა შეიძლება მოიგონ....ქართული ფეხბურთი და ქართული კლუბები კი არასდროს ყოფილა მომგებიანი და ამასთანავე სულ ჭირდება ფული...აი როგორც შეიარაღებულ ძალებს ინახავს სახელმწიფო ისე რომ მარტო იხარჯება ფული და უკან არაფერი არ ბრუნდება.....იმიტომ იყო კარგი ქ.ქუთაისის მერიის ბალანსზე რომ იყო ტორბედო, ისეთი ფული იხარჯებოდა რომელიც საერთო ანუ ხალხის(ბიუჯეტის) ფული იყო...ერთი პირი კი არ დახარჯავს არაფერს
t.k
სპონსორი რატომ წავიდა კი არა სა წაიღო ჩაჩუამ ამდენი ფული?არაფერი მოუტანია შარშან გუნდმა 5 მილიონამდე იშოვა სად წავიდა ეს ფული?
gioT
ჟურნალისტებს კითხვა არ გიჩდებათ? რა შუაშია სპონსორი? ტორპედომ წინა წლის ევროტურნირების შედეგად, უეფადან რამდენიმე მილიონი ლარი მიიღო!!! პლუს ფონდის დაფინანსება! რატოა გუნდი ამ დღეში???
la masia
სპონსორი არა კვახი. რა სპონსორი უნდოფათ სტადიონის ადგილას აეშენებინათ ქალაქის ცენტრში მრავალსართულიანი სახლები, სტადიონის ქალაქის განაპირას გადატანა, თან ერთი ორი ჩინელი ვითომ ფეხბურთელი შეატენეს გუნდს. ამ საქმიდან რომ არაფერი გამოვიდა დაახვიეს. სპონსორების იმედად ვერ იქნები, არ შრიძლება სპონსორს გუნფის რჩენა მოთხოვო, სონსორი შეიძლება დაიხმაროხოლოდ
s..s
ვინც ამ დონეზე მიიყვანა გუნდი ყველამ დაუყონებლივ პასუხი უნდა აგოს! მე დილას პანი ვარ მაგრამ ეხლა ყველა ტორპედოს პანები უნდა გავხდეტ!!!
Anj: Antey
გიხაროდენ "არაკაცებო" ეს ტორპედოს კიარა ქართული ფეხბურთის დაშლის ტოლფასია აზრი აღარააქ უკვე არაფერზე საუბარს და წერას ცრემლი მომდის მადლობა ბიჭებო ჩხეტო გულგრილად ვერ უყურებდა დღეს მატჩის შემდგომ ჩხეტიანის კომენტარს ამ ცოდცა მადლს სად გაექცევით "ბევრს ეხება ეს " ქართულ ფეხბურთს კიდევ ერთი ლახვარი ჩასცეს გუნდს რომელსაც ყველა სხვა ქართული გუნდებიდან გამორჩეული ხიბლი აქვს გუნდმა რომელმაც შარშან ქართულ საკლუბო ფეხბურთს ნამუსი მოწმინდა დაიშალა ამ ტკივილს ამ მძიმე ეპიზოდს კიდევ ერთხელ გმირულად გადალახავს ტორპედო ეხლაც ჩემს გულში ხარ და იმ ცხოვრებაშიც შენი გულშემატკივარი ვიქნები ტორპედო
irakli
არასწორები იტყვიან ვითარდება ეროვნული ლიგა, ეგაა განვითარება სად გძინავთ
emigranti
სიტუაცია გასაგებია, მაგრამ კითხვა არავის ებადება? რატომ წავიდა სპონსორი?
ნუგზარ ნავაძე
საბურთალოსთან თამაშამდე ერთი დღით ადრე ავღნიშნე - "გუნდი ფაქიზი ორგანიზმია"- ვგულისხმობდი,რომ გუნდში წვრილმანი უსიამოვნება და შეუმჩნეველი ბზარიც კი უარყოფითად აისახება მის შედეგებზე, სამწუხაროდ კი საქმე იმაზე მეტად რთულად ყოფილა ვიდრე წარმომედგინა. რაც მთლიანად აისახა მატჩის მიმდინარეობაზე,თამაში ფაქტიურად დაწყებამდე იყო წაგებული.რაშიც ყველაზე მცირედი წვლილი ფეხბურთელებს მიუძღვის მიუხედავად დაშვებული შეცდომებისა. ნუთუ არავინ აგებს პასუხს ამ მდგომარეობამდე მისვლისათვის.მაინც მაქვს იმედი,რომ გუნდი გადარჩება, სხვა შემთხვევაში უმკაცრესი პასუხი უნდა აგოს ვინც გუნდი ასეთ სავალალო მდგომარეობამდე მიიყვანა.
"დილას" იტალიელი მწვრთნელი ჩაუდგა სათავეში
როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?
"საქართველოში ამით ძალიან გაკვირვებული დავრჩი" - "გაგრას" ბელარუსი მეკარე
U21. პორტუგალიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
7-კაცას მე-7 ადგილი
"მილანს" ზინჩენკოს დამატება სურს - "არსენალმა" ფასი დაასახელა
მისი აგენტი "ბარსელონას" თავად დაუკავშირდა - ნიკო უილიამსი "ბლაუგრანას" უახლოვდება
7-ქალა | არის პირველი მოგება!
"ნაპოლი" "ახალი კვარას" დაუსრულებელ ძიებაშია - კიდევ ერთი მემკვიდრე აღმოაჩინა
აბუაშვილი: მზად ვართ - ვიცით მეტოქის ძლიერი და სუსტი მხარეები
სუპერბიჭები საქმეში - ბექაური და მაისურაძე ბუდაპეშტში ოქროს შეუტევენ
სვანაძე: გვაქვს რეალური შანსი ქვეყნისთვის კიდევ ერთხელ გავაკეთოთ დიდი საქმე
"ლიონის" შემტევის შეძენას "ჩელსი" შეეცდება
[VIDEO] გრიგალაშვილი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში დამარცხდა
ჯეკო "ფიორენტინაში" გადაბარგდება
თბილისის "დინამო" Vivacom თასის გამარჯვებულია
სიმაღლე ორ მეტრს აღემატება - "ნაპოლიში" ლუკაკუს ალტერნატივა ლუკა იქნება
[VIDEO] ზედიზედ მეხუთედ - ტატო გრიგალაშვილი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდა!
[VIDEO] რთულია ემოციების გარეშე უყურო - გიორგი მიქაუტაძე პარიზში საკვირაო წირვას დაესწრო, ნახეთ ქართველი ქომაგების რეაქცია
გასპერინის მასთან მუშაობა არ სურს - "რომამ" დოვბიკი ტრანსფერზე დააყენა
"სახელებს მნიშვნელობა არ აქვს, ვინც არ ირბენს, არ ითამაშებს" - ჩაბი ალონსო
დღეს ბრძოლა ბოლომდე იქნება! - გადამწყვეტი მატჩი პორტუგალიასთან
ეროვნულ ლიგას მომავალ სეზონში მოქმედი ბომბარდირი არ ეყოლება - ბიორნ იონსენმა ქუთაისის "ტორპედო" დატოვა
"სანამ კინი "ტორპედოს" მწვრთნელია, "ჯუნგლები" ტრიბუნას ვტოვებთ" - "ტორპედოს" ფანების განცხადება [PHOTO]
[VIDEO] 9 წითელი და 7 ყვითელი ბარათი - "დინამოსა" და "ტორპედოს" მატჩი სკანდალით დასრულდა
კახა ჩხეტიანის 3 წელი "ტორპედოში" - მძიმე ვითარებაშია, თუმცა არ ნებდება!
კახა ჩხეტიანი: "ტორპედომ" სანახაობრივი ფეხბურთი აჩვენა და პლუს, სამი ქულა აიღო
კახა ჩხეტიანი: "ორდაბასი" კარგი გუნდია, რომელსაც სათავეში კახა ცხადაძე უდგას
კახაბერ ჩხეტიანი: ჩინელი სპონსორები წავიდნენ - იმედია, უფალიც დაგვიფასებს ყველაფერს
"მე არაბიძეს გამოვიძახებდი! ვიღაც საუბრობს, რომ ცუდი ხასიათი ჰქონდა, მაგრამ..." - ჩხეტიანი სანიოლის გადაწყვეტილებასა და "ტორპედოს" ფეხბურთელზე საუბრობს [VIDEO]
კახაბერ ჩხეტიანი: ერთადერთი, ვისი ბრალიცაა დღევანდელი მარცხი, მე ვარ
ერთი გოლის ფასი: ბათუმელებმა, ფოთელებმა და გორელებმა მოიგეს [VIDEO]
"გულშემატკივართა გარკვეული ნაწილი მიზანმიმართულად პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჩვენი გუნდისა და ზოგადად ქართული ფეხბურთის ლეგენდას, ჯაბა კანკავას" - თბილისის "დინამოს" განცხადება
კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ქართული კლუბების შესაძლო მეტოქეები გაირკვა